განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
130100118002462544
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002462544

საქმე №1/ბ-1276-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ---------ის,მსჯავრდებულ: ლ-–---------–---–ის

მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–----------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრაციის და საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ-----–--------------------–----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ლ-–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

ლ-–---------–---–ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ლ-–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ ქვემოშაქშაქეთთან, საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, ა/მანქანა „ნისანი“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით Q--------, რომელსაც მართავდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლი ლ-–---------–---–ი. მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც ა/მანქანის ერთერთმა მგზავრმა ლ---------ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–--მ, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ლ-–---------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, 2018 წლის 16 აგვისტოს, ლ-–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და შესაბამისად განესაზღვრა სასჯელიც, მაგრამ წერილობით დოკუმენტში, განაჩენში მითითებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მართვდა მთვრალ მდგომარეობაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ლ-–---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: თ-----------------–-–---–---------------–---–-----–---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერ მტკიცებულებით, ლ-–---------–---–ის მიმართ ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 23 აპრილის N002571918 დასკვნით, დაზარალებულ ლ---------ის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 27 აპრილის N002 786418 დასკვნით, დაზარალებულ ლ---------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ლ-–---------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა განაჩენში ლ-–---------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლოს სხდომის ოქმით ირკვევა, 2018 წლის 16 აგვისტოს, ლ-–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და შესაბამისად განესაზღვრა სასჯელიც, მაგრამ წერილობით დოკუმენტში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ლ-–---------–---–ი შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას მართვდა მთვრალ მდგომარეობაში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ლ-–---------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მას მსჯავრი დაედოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

პალატა ლ-–---------–---–ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ლ-–---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი იგი პირველად არის სამართალში, აღიარა და მოინანია დანაშაული, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება და თვლის, რომ ლ-–---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში, ლ-–---------–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენში ლ-–---------–---–ის მიმართ.

ლ-–---------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

 

ლ-–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

ლ-–---------–---–ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ-–---------–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს, მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ-–---------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმებულია.

 

თორნიკე მარგველაშვილის, ლიკა ოსაძის, ანი ბერუაშვილის, ლ---------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათვე, ხოლო სისხლის ნიმუშები და მიკრონაწილაკები განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი