განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
200100118002515720
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002515720

საქმე №1/ბ-1251-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ს----------------ის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ე-–------------–---–ის,მსჯავრდებულ: გ-----------------ის,ადვოკატ: გ---------------–-–---–ის

 

მონაწილეობით,კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------ს, პირადი №2----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ლ----------------------------–-------–-----ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.-–-------------–-----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

გ-----------------ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილდებოდა ავტომანქანა "ო---–---------" სახელმწიფო ნომრით I-------, რომელსაც მართავდა გ-----------------ე. ქ. წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობის დროს მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგ მოცურებულ მდგომარეობაში დაბრუნდა მის სავალ ნაწილზე და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა "ო---–----------ს , სახელმწიფო ნომრით Q--------- რომელშიც იჯდა მძღოლი კ----------ე. შეჯახების შედეგად კ----------ემ მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ე-–------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნება და მისი დამოკიდებულება დაზარალებულთან მიმართებაში. კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის დაცვის მხარეს არ წარუდგენია და დაზარალებულს დღემდე აქვს პრეტენზია ზიანათან დაკავშირებით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ფოტოილუსტრირებით, მოწმეების კ----------ის, ზ----------------–-–---–--------------–-------–---–ის დაკითხვის ოქმებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, კ----------ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N4----- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N7-- დასკვნით, დაზარალებულ კ----------ის გამოკითხვის ოქმით, ცნობით გ-----------------ის ნასამართლობის შესახებ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გ-----------------ე თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან), წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, აგრეთვე, დაზარალებულის პრეტენზიასთან დაკავშირებით (გ-----------------ეს მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურებია და დაზარალებულს პრეტენზია გააჩნია) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ გ-----------------ის განმარტებით, საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები დაზარალებულს დაზღვევით აუნაზღაურდა, იგი თანახმაა, სრულად დაფაროს ის ხარჯები, რაც დაზარალებულს ზიანის სახით მისივე ბრალეული ქმედებით მიადგა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის დაცვის მხარეს არ წარუდგენია და დაზარალებულს დღემდე აქვს პრეტენზია ზიანათან დაკავშირებით, მაშინ როცა საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ დაზარალებულის მიერ წარდგენილი იქნა მსჯავრდებულისათვის მისგან მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და ის არ აანაზღაურა მსჯავრდებულმა.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ-----------------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულისათვის მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ე-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

გ-----------------ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „ო---–--------“, სახ. N Q-------- და ავტომანქანა „ო---–---------" სახ. N I------, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო გ-----------------ის და კ----------ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი