განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2018
საქმის ნომერი
120310017001980239
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120310017001980239 (3ბ/2761-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-------------–ი

წარმომადგენლები - ი--------------–---–ი, ე-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - თ--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ-------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-------------–ს საკუთრებაში გააჩნია ბ----------------------------–-------ში მდებარე (დაზუსტებული ფართობი) 6--.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლით საერთო ფართი 1---- კვ.მ, საკადასტრო კოდი 6-----------.

 

2.2. ლ-------------–ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, 2011 წლამდე იყო სატყეო ფონდის ტერიტორია და ნაკვეთი დღესაც დაფარულია წიწვოვანი ნარგავებით.

 

2.3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3---------- N- ოქმის თანახმად, კომისიამ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და დაადგინა, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ტყის მასივი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არსებობს, კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ლ--------------–ს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მისი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.

 

2.4. 2017 წლის 2-------------- ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბ----------------------------–-------ში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მოსარჩელე ლ-------------–ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული შენობა ნაგებობის, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (მომიჯნავედ) მდებარეობდა სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო ფიჭვის და ნაძვის წიწოვანი ჯიშის ხეები, სადავო მიწის ნაკვეთი ლ-------------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა აღმოსავლეთის მხრიდან და მას თითქმის შუაზე ყოფდა მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც ლ-------------–ის საცხოვრებელ სახლამდე მიდიოდა. სადავო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული წიწოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით მდებარეობდა შემოღობილი მიწის ნაკვეთის შიგნით, სადაც ასევე სადავო მიწის ნაკვეთის გარდა ღობის შიგნით მოქცეული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციულიორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2017 წლის 3---------- N- სხდომის ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

2.6. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იმავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-------------–ს ბორჯომის რაიონის სოფელ წ-------ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 6-- კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი 1---- კვ.მ. ასევე, აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ შემოღობილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მრავალწლოვანი წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეები. ამასთან, ღობის შიგნით გარდა საკუთრებაში ასაღიარებლად მოთხოვილი მიწის ნაკვეთისა, მოქცეულია სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთიც. მან სწორედ აღნიშნული შემოღობილი მიწის ნაკვეთის ნაწილის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც რამდენიმე უარის შემდგომ, 2017 წლის 3---------- N- საოქმო გადაწყვეტილებით, კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო ტყის მასივი და საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, ლ-------------–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.7. რაიონული სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3---------- N- საოქმო გადაწყვეტილება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში თვითნებურად დაკავებული აქვს, ფლობს და სარგებლობს 5----- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რაც წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ აღიარების კომისიას სადავო მიწის ნაკვეთი უნდა ეღიარებინა მის საკუთრებად. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. იმავე კანონის მეორე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც „სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა“. იმავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონში არსებული დათქმა ფიზიკური პირის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობისთვის აუცილებლად მიიჩნევს, რომ მიწაზე უნდა იყოს: 1. საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) 2. არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 3. დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მესამე საფუძვლით მიწის ნაკვეთის აღიარებას.

 

2.8. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე მიწის დაკავება არის მიწის ისეთი გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებას, ხოლო მესამე საფუძვლის შემთხვევაში მიწაზე უნდა არსებობდეს (დაკავებული უნდა იყოს) შენობა (აშენებული) ან ის დაკავებული უნდა იყოს სამეურნეო ან სხვა სახის ნაგებობით, სასოფლო სამეურნეო ან/და სხვა დანიშნულებისათვის საჭირო ობიექტებით, ან/და მასზე ფიზიკური პირი უნდა ახორციელებდეს ისეთ ზემოქმედებას, რაც დაადასტურებს მის დაკავების ფაქტს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის დაკავება არის მასზე ფიზიკური პირის მიერ ისეთი ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი შრომის შედეგს წარმოადგენს და აშკარად მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი ასეთი ზემოქმედების საგანია. საქმეში წარმოდგენილია მოწმეების ნ---------------ძის და ჯ-----------------ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ლ-------------–ი 1996 წლიდან ფლობს და სარგებლობს ბორჯომის რაიონში, დაბა წ-------ში 5----- კვ.მ მიწის ნაკვეთით. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით“. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით“, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, „ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, კანონი ადგენს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რაც საჭიროა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებისთვის, საკუთრებაში აღიარების გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს ავტომატურ შედეგს და ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, რაც თავის თავსი გულისხმობს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, მათ შორის დათვალიერების ჩატარებას და გადაწყვეტილების მიღებას ასეთი წარმოების შემდეგ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მიწის ნაკვეთის შეღობვა არ ნიშნავს მის თვითნებურად დაკავების კანონით გათვალისწინებულ დადასტურებას, მიუხედავად იმისა, განხორციელდა ეს ფაქტი თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე მისი სატყეო ფონდში არსებობიდან მოყოლებული განთავსებულია წიწვოვანი ჯიშის ხეები. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დატურდება.

 

2.9. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6-- მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. ამასთანავე, არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-- მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვა ფაქტობრივი უსწორობა, რამაც ასახვა ჰპოვა მის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობა. განსახივლელ შემთხვევაში საქმეში წარდგენილ იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია, მოწმეთა ჩვენებები, ფოტოსურათები, ადგილზე დათვალიერების ოქმები, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოსარჩელეს მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. მიუხედავად დამადასტურებელი დოკუმენტაციისა, სასამართლომ სამართებრივი შეფასების გარეშე დატოვა და არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები.

 

3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი, რის გამოც სახეზეა მისი გაუქმების ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. აპელანტი განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; პირველი ინსტანციის სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე მიწის დაკავება არის მიწის ისეთი გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებას, ხოლო მესამე საფუძვლის შემთხვევაში მიწაზე უნდა არსებობდეს (დაკავებული უნდა იყოს) შენობა (აშენებული) ან ის დაკავებული უნდა იყოს სამეურნეო ან სხვა სახის ნაგებობით, სასოფლო სამეურნეო ან/და სხვა დანიშნულებისათვის საჭირო ობიექტებით, ან/და მასზე ფიზიკური პირი უნდა ახორციელებდეს ისეთ ზემოქმედებას, რაც დაადასტურებს მის დაკავების ფაქტს. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის დაკავება არის მასზე, ფიზიკური პირის მიერ ისეთი ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი შრომის შედეგს წარმოადგენს და აშკარად მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი ასეთი ზემოქმედების საგანია.“ აპელანტის მოსაზრებით, მოცემული მსჯელობიდან დგინდება, რომ სასამართლომ კანონის ვიწრო განმარტება მოახდინა, რაც არასწორია. იმისათვის, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი დადასტურებულად მივიჩნიოთ, სავალდებულო არაა მასზე განთავსებული ნაგებობების არსებობა, არამედ ფლობა შესაძლებელია დადგინდეს მიწის იმგვარად გამოყენებით, რომ პირი ნებისმიერი სახით ახდენდეს მსაზე ფაქტობრივ ბატონობას, ანუ „ფლობა“, როგორც შეფასების საგანი, უფრო ფართო გაგებით უნდა იქნეს გაგებული, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს მას.

 

3.3. აპელანტი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, სადაც ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე’’. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა, ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ სასამართლომ შეამოწმოს მოთხოვნის კანონიერება, უნდა დაადგინოს მიწის გაცემა მოხდა თუ არა იმ პირზე, რომელიც მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას“ (ბს-1167-1114 (კ-09)). „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის შინაარსი ცხადყოფა, რომ კანონის რეგულაცია შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათსარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. ყველა ზემოაღნიშნული დეფინიციის მახასიათებელ ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მხარის მოთხოვნის კანონიერება, სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაეუფლა თუ არა მხარე მიწის ნაკვეთს და ახორციელებს თუ არა მასზე ფაქტობრივ ბატონობას“. (სგს ბს-1097-1053(კ-09)).

 

3.4. აპელანტის მითითებით, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქმეში არსებულ 2017 წლის 2-------------- ადგილზე დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახმად, „ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბ----------------------------–-------ში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მოსარჩელე ლ---- ჟ------–ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული შენობა ნაგებობის, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (მომიჯნავედ) მდებარეობდა სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო ფიჭვის და ნაძვირს წიწვოვანი ჯიშის ხეები, სადავო მიწის ნაკვეთი ლ-------------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა აღმოსავლეთის მხრიდან და მას თითქმის შუაზე ყოფდა მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც ლ-------------–ის საცხოვრებელ სახლამდე მიდიოდა. სადავო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით მდებარეობდა შემოღობილი მიწის ნაკვეთის შიგნით, სადაც ასევე სადავო მიწის ნაკვეთის გარდა ღობის შიგნით მოქცეული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით.“ ამდენად, რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გადის მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც უკავშირდება ლ-------------–ის საცხოვრებელ სახლს. იმისგან დამოუკიდებლად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა თუ არა კანონის არასწორი განმარტება, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მოსარჩელეს განთავსებული აქვს მისასვლელი გზა და სარგებლობს მისით, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკვე მრავალი წლებია არის შემოღობილი. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნა. გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტით კი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ლ-------------–ი წლების განმავლობაში ფლობს და სარგებლობს მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე 5----- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. სრულიად გაუგებარია სასამართლოს პოზიცია მოცემულ შემთხვევაში, რადგან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს ფლობის ფაქტს, ხოლო მომდევნო გადაწყვეტილების ერთადერთ საფუძვლად უთითებს ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და სახეზეა მისი გაუქმების ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-------------–ს საკუთრებაში გააჩნია ბ----------------------------–-------ში მდებარე (დაზუსტებული ფართობი) 6--.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლით საერთო ფართი 1---- კვ.მ, საკადასტრო კოდი 6-----------.

 

4.3. ლ-------------–ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა, 2011 წლამდე იყო სატყეო ფონდის ტერიტორია და ნაკვეთი დღესაც დაფარულია წიწვოვანი ნარგავებით.

 

4.4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3---------- N- ოქმის თანახმად, კომისიამ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და დაადგინა, რომ აღნიშნული ტერიტორია არის ტყის მასივი, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არსებობს, კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ლ--------------–ს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მისი მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს.

 

4.5. 2017 წლის 2-------------- ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბ----------------------------–-------ში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მოსარჩელე ლ-------------–ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული შენობა ნაგებობის, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ (მომიჯნავედ) მდებარეობდა სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იყო ფიჭვის და ნაძვის წიწოვანი ჯიშის ხეები, სადავო მიწის ნაკვეთი ლ-------------–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა აღმოსავლეთის მხრიდან და მას თითქმის შუაზე ყოფდა მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც ლ-------------–ის საცხოვრებელ სახლამდე მიდიოდა. სადავო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული წიწოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით მდებარეობდა შემოღობილი მიწის ნაკვეთის შიგნით, სადაც ასევე სადავო მიწის ნაკვეთის გარდა ღობის შიგნით მოქცეული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.10. სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 3---------- N- ოქმის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყის მასივს, რის გამოც მასზე არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის 2017 წლის 09 ივნისის წერილის მიხედვით, კომისიამ სადავოდ გახადა ის გარემოებაც, რომ არ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე ლ-------------–ის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი. ამდენად, ფაქტობრივად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ორი საფუძვლით: 1. სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყის მასივს, რის გამოც მასზე არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი და 2. არ დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე ლ-------------–ის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იმავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-------------–ს ბორჯომის რაიონის სოფელ წ-------ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 6-- კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი 1---- კვ.მ. ასევე, აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ შემოღობილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მრავალწლოვანი წიწვოვანი ჯიშის ნაძვისა და ფიჭვის ხეები. ამასთან, ღობის შიგნით გარდა საკუთრებაში ასაღიარებლად მოთხოვილი მიწის ნაკვეთისა, მოქცეულია სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთიც. მან სწორედ აღნიშნული შემოღობილი მიწის ნაკვეთის ნაწილის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც რამდენიმე უარის შემდგომ, 2017 წლის 3---------- N- საოქმო გადაწყვეტილებით, კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო ტყის მასივი და საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, ლ-------------–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4.12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში თვითნებურად დაკავებული აქვს, ფლობს და სარგებლობს 5----- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რაც წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ აღიარების კომისიას სადავო მიწის ნაკვეთი უნდა ეღიარებინა მის საკუთრებად. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. იმავე კანონის მეორე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც „სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა“. იმავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება. რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კანონში არსებული დათქმა ფიზიკური პირის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობისთვის აუცილებლად მიიჩნევს, რომ მიწაზე უნდა იყოს: 1. საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) 2. არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 3. დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მესამე საფუძვლით მიწის ნაკვეთის აღიარებას.

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე, მიწის დაკავება არის მიწის ისეთი გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებას, ხოლო მესამე საფუძვლის შემთხვევაში მიწაზე უნდა არსებობდეს (დაკავებული უნდა იყოს) შენობა (აშენებული) ან ის დაკავებული უნდა იყოს სამეურნეო ან სხვა სახის ნაგებობით, სასოფლო სამეურნეო ან/და სხვა დანიშნულებისათვის საჭირო ობიექტებით, ან/და მასზე ფიზიკური პირი უნდა ახორციელებდეს ისეთ ზემოქმედებას, რაც დაადასტურებს მის დაკავების ფაქტს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის დაკავება არის მასზე ფიზიკური პირის მიერ ისეთი ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი შრომის შედეგს წარმოადგენს და აშკარად მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი ასეთი ზემოქმედების საგანია. საქმეში წარმოდგენილია მოწმეების ნ---------------ძის და ჯ-----------------ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ლ-------------–ი 1996 წლიდან ფლობს და სარგებლობს ბორჯომის რაიონში, დაბა წ-------ში 5----- კვ.მ მიწის ნაკვეთით. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით“. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით“, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, „ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, კანონი ადგენს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რაც საჭიროა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებისთვის, საკუთრებაში აღიარების გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს ავტომატურ შედეგს და ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, რაც თავის თავსი გულისხმობს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, მათ შორის დათვალიერების ჩატარებას და გადაწყვეტილების მიღებას ასეთი წარმოების შემდეგ. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მიწის ნაკვეთის შეღობვა არ ნიშნავს მის თვითნებურად დაკავების კანონით გათვალისწინებულ დადასტურებას, მიუხედავად იმისა, განხორციელდა ეს ფაქტი თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთზე მისი სატყეო ფონდში არსებობიდან მოყოლებული განთავსებულია წიწვოვანი ჯიშის ხეები. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დატურდება.

 

4.14. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ის სადავო ტერიტორიას ფლობს ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ანუ 2007 წლამდე. ასევე დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მართალია დღევანდელი მდგომარეობით აღარ წარმოადგენს ტყის ფონდში შემავალ ტერიტორიას, მაგრამ 2011 წლამდე იყო სატყეო ფონდის ტერიტორია და ნაკვეთი დღესაც დაფარულია წიწვოვანი ნარგავებით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომც გავიზიაროთ მოსარჩელის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ იგი 2007 წლამდე და შემდეგაც ნამდვილად ფლობდა და ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, მაშინ გამოდის, რომ მან 2007 წლამდე დაიკავა ტყის ფონდში შემავალი ტერიტორია, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებას კრძალავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი. ამასთან, მართალია სადავო მიწის ნაკვეთი დღევანდელი მდგომარეობით აღარ წარმოადგენს ტყის ფონდში შემავალ ტერიტორიას, მაგრამ როგორც საქმის მასალებით, მათ შორის ადგილზე დათვალიერებით არის დადგენილი, იგი დღესაც დაფარულია წიწვოვანი ნარგავებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლითაც არ არსებობს სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე