განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
160100118002601159
ინსტანცია
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002601159

საქმე №1ბ/1047-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ზა----–---------ას

ადვოკატ - ედ-–-----------ას

მსჯავრდებულ - მა------------–-------ის

თარჯიმან - ას--------–--------ის

მონაწილეობით,დაზარალებულ - სა--------------------–--–---------ის

მონაწილეობის გარეშე,მსჯავრდებულ მა------------–-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ედ-–-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მა------------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 მარტს მარნეულის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მ--------–--------------------–--------–--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის რედაქცია).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 05 სექტემბრის განაჩენით ძებნაში მყოფი მა------------–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

მა------------–-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ან/და გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2004 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 2100 საათზე მ--------–--------------------–--------–--ში მცხოვრებმა მა------------–-------მა, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, დანის გამოყენებით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ სა-------–---------ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის სახის ასიმეტრია, რამდენადმე მიმიკის შეცვლა, რომელიც დროთა განმავლობაში არ გამოსწორდება და დარჩება წარუშლელი კვალის სახით.

 

მსჯავრდებული მა------------–-------ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 28 ივლისს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მა------------–-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ედ-–-----------ამ რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მა------------–-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზა----–---------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ მა------------–-------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ზა----–---------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას დაზუსტებული პირობით და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ: მა------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით. დანიშნული სასჯელი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ მა------------–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ასევე მსჯავრდებულმა მა------------–-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ედ-–-----------ამ.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მისი დადებისას მსჯავრდებულ მა------------–-------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეული იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, იგი აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორის შუამდგომლობაში მითითებულ სასჯელს.

მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 6793-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. გარდა ამისა, პალატა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლიდა კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სააპელაციო პალატამ ასევე შეამოწმა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის კანონიერება, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მა------------–-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ან/და გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 6794-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 05 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 6791-6794-ე, 6796-6797-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზა----–---------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 05 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

მა------------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, მა------------–-------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებული მა------------–-------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო − 2018 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ მა------------–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე: /მ. ლომთათიძე/