განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210016001303425
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001303425

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1282-18 09 ოქტომბერი, 2018 წელი

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - შპს „ხ------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------- რ-----–---–ი (დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ - ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა---------–--------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ხ------ს“ მიმართ და მოითხოვა:

შპს ,,ხ------“-ს სსიპ შ-----------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის სასარგებლოდ 2015 წლის 9 ოქტომბრის ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ N------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს საურავის გადახდა - 16 532.93 ლარის ოდენობით, ასევე ფაქტების კონსტანტაციისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის გადახდა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2.1. 2015 წლის 9 ოქტომბერს სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------სა და შპს ,,ხ------ს“ შორის დაიდო ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------, რომელიც ითვალისწინებდა თბილისში, რუ-------–-ს გ-------------ში მდებარე უნ------------ის I-----------ს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ხელშეკრულება დაიდო ელექტრონული ტენდერის შედეგად, სადაც უნ------------ის მიერ შესასყიდი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2 500 000 ლარს, საიდანაც 500 000 ლარი გათვალისიწინებული იყო 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებიდან, ხოლო დანარჩენი - 2016 წლის ასიგნებიდან. ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N3 დანართი ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს, რომელიც გაწერილი იყო 210 კალენდარულ დღეზე. შესასრულებელი სამუშაოს რომელიმე ეტაპის დასრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნით და მხოლოდ ამის შემდგომ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

2.2. შპს „ხ------მ“ შეასრულა მხოლოდ უმნიშვნელო სამუშაოები - ძირითადად დემონტაჟი და ისიც არასრულად. მოპასუხეს რამოდენიმეჯერ გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება ხელშეკრულების დარღვევისა და საურავის დაკისრების თაობაზე, რის შემდგომაც 2016 წლის 20 იანვარს მოპასუხემ 28.01.16წ წერილით წარმოადგინა შუალედური ფორმა N2, N3 და ფარული სამუშაოების აქტები. თუმცა, მათ არ ახლდა ექსპერტიზის დასკვნა და ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად სამუშაო არ მიიჩნეოდა შესრულებულად და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. წარმოდგენილ შუალედურ ფორმებსა და ფარული სამუშაოს აქტებში შესრულებული სამუშაოს ღირებულებად მითითებული იყო 15 013.16 ლარი, მაშინ როდესაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 000 000 ლარს და გასული იყო სახელშეკრულებო ვადის ნახევარი. ეს გარემოება კი ადასტურებდა, რომ შპს ,,ხ------“ ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

 

2.3. ვინაიდან, შპს “ხ------“-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი და გაფრთხილების მიუხედავად, ამოიწურა სახელშეკრულებო ვადის ნახევარზე მეტი, თითქმის 4 თვე, ცხადი გახდა, რომ შპს „ხ------“ დარჩენილ ვადაში ვერ შეძლებდა სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას, რის გამოც 2015 წლის 5 თებერვალს „შემსყიდველის“ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს----–-–---ო შესყიდვების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და „მიმწოდებელს“- შპს “ხ------“-ს გაეგზავნა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე საურავის დაკისრების შესახებ.

 

2.4. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შპს „ხ------“-ს მიერ თბილისში, რუ-------–-ს გ-------------ში მდებარე უნ------------ის I----------–- ჩატარებეული სამშენებლო-სარებილიტაციო სამუშაოების დაფიქსირების მიზნით, სსიპ ს----------–-----–--თა რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის დაკვეთით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა ფაქტების კონსტატაცია. აღნიშნულ მომსახურებისათვის უნ------------მა გასწია ხარჯი 1000 ლარის ოდენობით (მომსახურების საფასური), რომელიც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის დღემდე არ აქვს გადახდილი ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 16 532,93 ლარის ოდენობით საურავი.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

3.1. მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 09 ოქტომბერს შპს ,,ხ------“-სა და თეატრალურ უნ------------ს შორის დადებული ხელშეკრულებით N------ გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ სატენდერო პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და ფაქტიურად შესასრულებელი სამუშაოები ერთმანეთთან შეუსაბამო იყო, რის თაობაზეც ეცნობა სსიპ შ-----------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ს და მოთხოვნილ იქნა კორექტირება, თუმცა უნ------------მა აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაავალა შპს ,,ხ------“-ს, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

 

3.2. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა „მიმწოდებლის“ მიერ სამუშაოს შეუსრულებლობის ობიექტური წინაპირობები, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 10.3.2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას შემსყიდველის მიერ, თუკი მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მიზეზით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხიანი მომსახურების დადგენილ ვადებში მიწოდებას. შპს ხ------ს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში იქნა შესრულებულ მთელი რიგი სამუშაოები, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების ნაწილის დადგენილ ვადებში განუხორციელებლობა რიგ შემთხვევებში განპირობებული იყო სწორედ „შემსყიდველის“ მიზეზით, რაც ამ უკანასნელმა არ გაითვალისწინა და 2016 წლის 5 თებერვალს შეწყვიტა შპს “ხ------“-სთან გაფორმებული ს----–-–---ო შესყიდვების ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა რომ შპს ,,ხ------ს“ შეტანილი ჰქონდა განცხადება ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

3.3. აღსანიშნავია ის გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერში (ს-----------) შპს “ხ------“-ს მიერ მითითებული პრობლემური საკითხები გაზიარებულ იქნა „შემსყიდველის“ მიერ, რაც აისახა კიდეც ახალ სატენდერო პირობებში. სასამართლო პროცესზე მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზეც და მიუთითა, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდის ს----–-–---ო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებთან, რომელიც შეეხება შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პროპორციულობის ფარგლების დაცვის აუცილებლობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით:

1. სსიპ - ს----------–-----–------------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. შპს ,,ხ------ს“ სსიპ - ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა - 1653.29 (ათას ექვსას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

3. შპს ,,ხ------ს“ სსიპ - ს----------–-----–--თა რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ს----–-–---ო ბაჟის ანაზღაურება 49.59 ლარის ოდენობით.

4. შპს ,,ხ------ს“ სსიპ - ს----------–-----–--თა რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.1. 2015 წლის 9 ოქტომბერს, ერთის მხრივ „შემსყიდველს“ _ სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------სა და მეორეს მხრივ „მიმწოდებელს“ _ შპს ,,ხ------“-ს შორის დაიდო ს----–-–---ო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, რუ-------–-ს გ-------------ში მდებარე უნ------------ის I-----------ს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების, დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2 000 000 ლარს; ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბერი.

 

4.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისათვის ვადა განისაზღვრა 210 კალენდარული დღით, ხოლო ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს და კონკრეტულ ვადებს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო სამუშაოების ესა თუ ის ეტაპი. ხელშეკრულების 4.2.9 პუნქტით განსაზღვრულ იქნა სამუშაოს მიწოდების კონკრეტული წესი: შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე შუალედური აქტის წარმოდგენის დროს, „მიმწოდებლის“ ვალდებულებას წარმოადგენდა „შემსყიდველისათვის“ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე.

 

4.3. შპს ,,ხ------“-მ ვერ უზრუნველყო შესასრულებელი სამუშაოების ვერცერთი ეტაპის დასრულება, ს----–-–---ო შესყიდვების ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და არც ექსპერტიზის დასკვნა წარუდგენია „შემსყიდველისათვის“ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე;

 

4.4. 2016 წლის 20 იანვარს შპს “ხ------“-მ 28.01.16წ წერილით წარუდგინა სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ს შუალედური ფორმა N2, N3 და ფარული სამუშაოების აქტი, რომლის თანახმადაც შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 15013.66 ლარი.

 

4.5. სსიპ - ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის მიერ შპს ,,ხ------“-ს რამდენჯერმე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება ხელშეკრულების დარღვევისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე:

 

4.6. სსიპ-ს----------–-------–--------------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის მიერ 2016 წლის 27 იანვარის წერილით შპს ,,ხ------“ - ს ეცნობა სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის მიერ 2016 წლის 5 თებერვლიდან ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

 

4.7. შპს ,,ხ------ს“ - ს მიერ თბილისში, რუ-------–-ს გამზ. N19 მდებარე შენობაში ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფიქსირების მიზნით სსიპ შ-----------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის დაკვეთით სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა ფაქტების კონსტანტაცია.

 

4.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ „მიმწოდებლის“ მიერ შესასრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში შესრულებას ხელი შეუშალა მოპასუხისაგან დამოუკიდებელმა ობიექტურმა გარემოებებმა და ვინაიდან სატენდერო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად სამუშაოების შესრულება ვერ უზრუნველყოფდა დასახული მიზნების განხორციელებას, საჭირო გახდა პროექტის კორექტირება რაც „შემსყიდველის“ მიერ არ განხორციელებულა.

 

4.9. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულების არსებითი პირობები, ასევე შესასრულებელი სამუშაოს მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესი, მხარეთა პასუხისმგებლობა და სხვა უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები. კერძოდ, ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ N------ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისათვის ვადა განისაზღვრა 210 კალენდარული დღით, ხოლო ს----–-–---ო შესყიდვის ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს და კონკრეტულ ვადებს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო შესასრულებელი სამუშაოს ესა თუ ის ეტაპი. ხელშეკრულების 4.2.9 პუნქტით განსაზღვრულ იქნა სამუშაოს მიწოდების კონკრეტული წესი: შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე შუალედური აქტის წარმოდგენის დროს, „მიმწოდებლის“ ვალდებულებას წარმოადგენდა „შემსყიდველისათვის“ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ხ------მ“ ვერ უზრუნველყო შესასრულებელი სამუშაოების ვერცერთი ეტაპის დასრულება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და არც ექსპერტიზის დასკვნა წარუდგენია „შემსყიდველისათვის“ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე. ასევე დადგენილია, რომ სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ის მიერ 2016 წლის 5 თებერვლიდან მხარეთა შორის გაფორმებული ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულების 10.3.1 პუნქტის საფუძველზე, „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხიანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადებში „შემსყიდველისათვის“ მიუწოდებლობის გამო.

 

4.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2015 წლის 09 ოქტომბრის ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაში, სსიპ შ-----------------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ს წარმოეშვა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ხ------ს“-თვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2016 წლის 8 იანვრიდან -19 იანვრამდე შეადგენს - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 122821.17 ლარის 0.5%-ს (ყოველდღიურად 614,11 ლარს), ხოლო 2016 წლის 20 იანვარს შპს “ხ------ს“ მიერ მოსარჩელისათვის წარდგენილი ფორმა N2-ით განსაზღვრული შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გათვალისწინებით (15013.66ლარი), 2016 წლის 20 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 107808.52 ლარის 0.5%-ს (ყოველდღირად 539.04 ლარს). ჯამში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებას 16532.93 ლარის ოდენობით.

 

4.11. სასამართლომ 420-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი , უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,05%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ჯამში შეადგენს 1653.29 ლარს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ხ------მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

 

5.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაყოვნება გამოიწვეული იყო არა შპს „ხ------ს“ ბრალით, არამედ ტენდერზე გამოტანილი შეთანხმებული არასწორი პროექტით, რომლის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა სამუშაოების დაწყებისთანავე. აპელანტის მითითებით, პროექტში გათვალისწინებული არ იყო შენობის სპეციფიკა. შპს „ხ------მ“ დამკვეთს სარემონტო სამუშაოების შეთანხმებული პროექტით გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა და მოითხოვა პროექტის კორექტირება, სამუშაოების დასრულების გონივრული ვადით გადაწევა, თუმცა პასუხი დამკვეთისგან არ მიუღია. შპს „ხ------მ“ მოიწვია სპეციალისტები ს----------–---------------- უნ------------იდან, რომლებმაც დასკვნაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროექტი შეიცავდა მნიშვნელოვან საფრთხეებს და კორექტირების გარეშე შეუძლებელი იყო მისი განხორციელება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 28.01.2016წ. N 5 წერილით შპს „ხ------მ“ კვლავ პუნქტობრივად მიუთითა შემსყიდველს პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ. აპელანტის განმარტებით, შპს „ხ------“ ობიექტის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდა შეესრულებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ მას არასწორად შედგენილმა პროექტმა სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცა.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ მოპასუხის რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოაცხადა ახალი ტენდერი კორექტირებული პროექტით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 09.10.2015წ. სსიპ ს----------–----–----- რუ-------–-ს თე-------ა და კ----ს ს----–-–---ო უნ------------ს, როგორც შემსყიდველს (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს ,,ხ------ს“, როგორც მიმწოდებელს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის, დაიდო ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N------, რომლითაც:

- მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად გაეწია შემსყიდველისათვის თბილისში, რუ-------–-ს გ-------------ში მდებარე უნ------------ის I-----------ს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (მუხ.1.1);

 

- ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 2 000 000 ლარი (მუხ.2.1), მოქმედების ვადად კი - არაუგვიანეს 2016 წლის 31 ოქტომბერი (მუხ.11.1);

 

- სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღისა (მუხ.4.1.) (ტ.1, ს.ფ. 14-40);

 

- მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე შუალედური აქტის წარმოდგენის დროს, შემსყიდველისათვის საკუთარი ხარჯებით წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობაზე (მუხ.4.2.9.);

 

- ხელშეკრულების დანართი ითვალისწინებდა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს და ვადებს (ტ.1, ს.ფ. 40).

 

8. წინამდებარე დავაში სარჩელის საგანია მოპასუხის, როგორც მიმწოდებლის მიერ ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების 8.2. მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა.

 

ხელშეკრულების 8.2 მუხლი ადგენს შემდეგ რეგულაციას:

შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულებით დადგენილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, დააკისროს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას - ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% - ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ.17).

 

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებადაა მიჩნეული, საქმის მასალებით დასტურდება და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შესასრულებელი სამუშაოების ვერცერთი ეტაპის დასრულება ს----–-–---ო შესყიდვების ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.293; 41-66; 129-239; აპელანტის წარმომადგენლის განმარტება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.09.2018წ. სხდომის ოქმი, 14:39:57-14:40:08).

 

9. 20.01.2016წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა შუალედური ფორმა N2, N3 და ფარული სამუშაოების აქტი, რომლის თანახმად, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 15 013.66 ლარი (ტ.1, ს.ფ. 48-51). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ყველა ეს აქტი შეეხება ერთი და იგივე (ჯამში15 013.66 ლარის ღირებულების) სადემონტაჟო სამუშაოებს (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.09.2018წ. სხდომის ოქმი, 14:54:29-14:54:49).

 

10. 05.02.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა ვალდებულებათა დარღვევის გამო მოსარჩელის მიერ 2016 წლის 5 თებერვლიდან ს----–-–---ო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე (ტ.1, ს.ფ.65-66).

 

11. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 16 532.93 ლარი - მოიცავს ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (05.02.2016 წლამდე) დროის მონაკვეთში დარიცხულ პირგასამტეხლოს და მისი დაანგარიშების დროს გამოკლებულია შუალედური ფორმებით დადასტურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ანუ დაანგარიშებულია შეუსრულებელი ნაწილის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1, ს.ფ.6; 65-66; ს.ფ.54, დანართში მითითებული შენიშვნა).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებული ნაწილი, კერძოდ, მხოლოდ 1 653.29 ლარი, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მოპასუხის აპელაციის ფარგლებში პალატა მსჯელობს 1635.29 ლარის დაკისრების კანონიერებაზე.

 

12. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილ სარჩელზე ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა და ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. მოპასუხე საუბრობს პროექტის კორექტირების საჭიროებაზე. მოსარჩელე მოპასუხის ამ განმარტებას არ ეთანხმება.

 

პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა მოპასუხის კვალიფიციურ წარმომადგენელს - ადვოკატს, რომელიც შესაგებელში საუბრობდა, რომ 19.04.2016წ. მდგომარეობით ვერ მოასწრო მტკიცებულებათა (ანუ ვადის გადაცილებაში მოპასუხის არაბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა) წარდგენა (ტ.1, ს.ფ.249-256). პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარდგენილა შემდგომაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სხდომა დაინიშნა დიდი დროის შემდეგ, კერძოდ, 15.12.2017წ. (ტ.1, ს.ფ.263; 269-282). სასამართლოს მთავარ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის დირექტორი, რომელსაც ასევე არ ჰქონია შუამდგომლობა მტკიცებულებათა წარმოდგენა/დართვაზე.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება გარემოებას სწორედ მასზედ, რომ მოპასუხემ (მიმწოდებელმა) ვერ დაადასტურა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში მისგან დამოუკიდებელი ფაქტორებით გამოწვეული ხელშეშლა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი. პალატა აქვე ამ კუთხით იკვლევს მოსარჩელის სარჩელის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ:

12.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მიმოწერა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის 12.01.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევას. კერძოდ, არ იყო დაწყებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები. მიმწოდებელმა შემსყიდველს მოსთხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება (ტ.1, ს.ფ. 41).

 

12.2. მოსარჩელის 18.01.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რიგი სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევას. შემსყიდველმა მიმწოდებელს განუმარტა, რომ გეგმა-გრაფიკი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი დარღვევა განიხილებოდა როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადის დარღევა. მასვე ეცნობა, რომ ხელშეკრულების 8.2 პუნქტის საფუძველზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 6 755.16 ლარს. მოპასუხეს ასევე გაეგზავნა ვადაგადაცილებული სამუშაოების ჩამონათვალი, დარიცხული პირგასამტეხლოს გაანგარიშება (ტ.1, ს.ფ. 43-47).

 

12.3. მოპასუხემ 20.01.2016წ. წერილობით მიმართა მოსარჩელეს და წარუდგინა მისი მხრიდან შესრულებულ სამუშაოებზე შუალედური ფორმები და ფარულ სამუშაოთა აქტი (ტ.1, ს.ფ.48-51). მიმართვა არ შეიცავს ვალდებულებათა შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა აღწერილობას.

 

12.4. მოსარჩელის 27.01.2016წ. წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ შესრულებული იყო 15 013.66 ლარის მოცულობის სამუშაოები, რაც შეადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.75%-ს. შემსყიდველმა მიმწოდებელს განუმარტა, რომ სამუშაოების დასრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 210 კალენდარული დღე, ხოლო ხელშეკრულების დადებიდან უკვე გასული იყო 110 კალენდარული დღე, რაც სამუშაოების შესრულების ვადის 52.38%-ს შეადგენდა. შემსყიდველმა მიმწოდებელს მიუთითა, რომ არაუგვიანეს 2016 წლის 05 თებერვლისა დაწეოდა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ვადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.3.1 პუნქტის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას მისი არაჯეროვანი შესრულების გამო. მოპასუხეს ეცნობა, რომ ყოველდღიურად ერიცხებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 52,53). წერილს დანართის სახით ერთვოდა პირგასამტეხლოს დარიცხვის გაანგარიშება (ტ.1, ს.ფ. 54).

 

12.5. მოპასუხის 28.01.2016წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იყო გარკვეული სამუშაოები, ხოლო იმ სამუშაოებზე, რომელიც არ იყო დაწყებული, არსებობდა ხელისშემშლელი მიზეზები, რაც არ იყო გამოწველი მოპასუხის ბრალით. წერილში ასეთი ფაქტორების მითითებისას მტკიცებულებაზე აღნიშვნა გაკეთებულია მხოლოდ გათბობა-კონდიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით, ბოლოს მოცემულია აღნიშვნა შესაბამის დანართზე (ტ.1, ს.ფ.55,56). 28.01.2016წ. წერილთან ერთად წარმოდგენილია დამატებით 5 ფურცელი (ტ.1, ს.ფ.57-61). ფაქტი მასზედ, რომ ეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის წარდგენილი მტკიცებულებებია, სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს - ეს მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა ვალდებულების დარღვევას მოპასუხისაგან დამოუკიდებელი ობიექტური ვალდებულებების საფუძველზე.

 

პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ დასკვნა შეეხება არა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის საკითხებს, არამედ პროექტის ფარგლებში შეთანხმებული საკითხების ანალიზს, სადაც მოცემულია შენიშვნები, რომ შეთანხმებული სახით გათბობის სისტემის დამონტაჟება ვერ უზრუნველყოფს შენობის სათანადოდ გათბობას (ტ.1, ს.ფ.57-59).

 

12.6. 28.01.2015წ. წერილის პასუხად მოპასუხეს მოსარჩელის 29.01.2016წ. წერილით ეცნობა, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული იყო მხოლოდ 15 013.66 ლარის ღირებულების სადემონტაჟო სამუშაოების ნაწილი, რაც დასტურდებოდა 20.01.2016წ. წარდგენილი ფორმა N2-ით. ამასთან, სამუშაოების შემაფერხებელ გარემოებებთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა: კონკრეტული ვალდებულებების დარღვევა; არ გაიზიარა შიდა მოპირკეთების სამუშაოების დაწყების ფაქტი; აღნიშნა კიბის უჯრედის ელ. სამონტაჟო სამუშაოების და სხვა ფართებში შესასრულებელი მსგავსი სამუშაოების განუხორციელებლობა; რაც შეეხება გათბობა-კონდიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით წარდგენილ დასკვნებს, მიმწოდებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროექტი შედგენილია შპს „ა----------ს“ მიერ და ჩაბარებულია სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მიერ და აღნიშნულის გათვალისწინებით შემსყიდველს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ს----------–---------------- უნ------------ის პროფესორის/მიმართულების ხემძღვანელის დასკვნების საფუძველზე პროექტის ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ შეიცავს ისეთ საკითხს, რომელიც იქნება ცვლილების საფუძველი (ტ.1, ს.ფ. 62-64).

 

წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხის პრეტენზიები განხილულ იქნა პროექტის ავტორთან და სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს ცვლილებას, შესაძლებელია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება (ტ.1, ს.ფ. 62-64).

 

რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის 28.01.2016წ. წერილში მოყვანილ ფაქტებს და მოპასუხის მიერ შესაგებლით შედავებულ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო პროექტის შეუსაბამობით და შეუძლებელი იყო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შეთანხმებული ფორმით შესრულება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს შესაგებლით სადავოდ გამხდარ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო თავად შემსყიდველის ბრალით (რომელმაც არ განახორციელა პროექტის ცვლილება) ან სხვა გარემოებებით, რის გარეშეც შეუძლებელი იყო სამუშაოების განხორცილება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გ------- ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გ------- სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე Nას- 1053-993-2015; ასევე სუსგ06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო

ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეამცირა 0.05%-მდე და მოპასუხეს ნაცვლად მოთხოვნილი 16 532.93 ლარისა დაეკისრა 1653.29 ლარის გადახდა.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით. არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

 

15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

რადგან არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ასევე მართებულად დაეკისრა მისი ინიციატივით ჩატარებული ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება (იხ.: საგადახდო მოთხოვნები, ტ.1, ს.ფ.231-240).

 

16. სააპელაციო საჩივარზე ს----–-–---ო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 22).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ხ------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე