განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
060210017001888149
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210017001888149

საქმე №2/ბ-764-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ნ----- ხ----–---–-

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): სს ,,თ----- ბ----’’

გასაჩივრებული განჩინება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: უსწორობის გასწორების თაობაზე განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 18 აპრილს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ნ----- ხ----–---–- და მოპასუხისათვის, სესხის ხელშეკრულებდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა, ძირითადი დავალიანების 8048.22 ლარის გადახდა;

მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა, პროცენტის -2852.14 ლარის, პირგასამტეხლოს-150 ლარის გადახდა, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერლიდან წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 167.67 ლარს, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 01.02.2019 წლამდე;

მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისრა, 2015 წლის 29 იანვრის N--------7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1% გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8.5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა;

მასვე, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 90.06 ლარის გადახდა;

მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 500 ლარის გადახდა;

მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი -331.45 ლარი.

2018 წლის 25 ივნისს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენელმა და გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველთვიურად (ნაცვლად ყოველდღიურისა) შეადგენს 8.5 ლარს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, სს ,,თ----- ბ----ს“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა შესწორდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 29 იანვრის N--------7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს უსწორობათა გასწორების პროცესუალურ შესაძლებლობას, რაც გამოყენებული უნდა იქნას ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ----- ხ----–---–-- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებით გასწორებული უსწორობა არ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას, არამედ, იგი წარმოადგენს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ახალ ტრანსფორმირებას, თანაც იმ პირობებში, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების-8048.22 ლარის, პროცენტის -2852.14 ლარის, პირგასამტეხლოს-150 ლარის გადახდა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერლიდან, წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 167.67 ლარს, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 01.02.2019 წლამდე;

გარდა ამისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 პუნქტით, მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისრა, 2015 წლის 29 იანვრის N--------7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1% გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 8.5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.

გადაწყვეტილებით მხარეთა შორის განაწილდა საპროცესო ხარჯები.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით გასწორდა, ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.5 პუნქტში და მის საფაუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და 1.5. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

მოპასუხე ნ----- ხ----–---–-, სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 29 იანვრის N--------7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 8048.22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.5 ლარს, ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ----- ხ----–---–-- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

კერძო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზიის მიხედვით, სადავოა უსწორობის გასწორებით დადგენილი ფაქტი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260.1-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დასაშვებია, მხოლოდ ისეთი შესწორება, რომლითაც არსებითად არ იცვლება გადაწყვეტილება, (განჩინება) მისი აზრი და შინაარსი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სს თ----- ბ----ს სარჩელზე, მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ნათლად და გარკვევით არის დაფიქსირებული მსჯელობა, რომ სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს 0,5 %-ის ოდენობით დაკისრება და იგი უნდა შემცირდეს 0,1%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8,5 ლარს.

ასევე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5. პუნქტში მითითებულია, რომ მოპასუხეს დაეკისრა 2015 წლის 29 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე- 8048,22 ლარზე, 2017 წლის 28 თებერვლიდან, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1 %-ის გადახდა, რაც არითმეტიკული გაანგარიშებით შეადგენს 8.5 ლარს.

სსკ-ის 260-ე მუხლიდან გამომდინარე და საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა უსწორობის გასწორების საკითხი, სწორად დაადგინა რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო ტექნიკური უსწორობა, რადგან ნაცვლად სიტყვისა- ,,ყოველდღიური“, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად იქნა მითითებული ,,ყოველთვიური.“

შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გასწორებული უსწორობა არ იყო ტექნიკური ხასიათის, გაზიარებული ვერ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ნ----- ხ----–---–-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----- ხ----–---–-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე