განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001495885
საქმე №1ბ/1170-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - დ-------------–---–ის,ადვოკატ - მ-----------–---–ის,მსჯავრდებულ - ტ-------–-–-----–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ტ-------–-–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ტ-------–-–-----–---–ის მიმართ, დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------–------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენით:
ტ-------–-–-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ტ-------–-–-----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, ტ-------–-–-----–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სს „ფ-----------ს“ კუთვნილ ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ-------–-–-----–---–მა, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტი განმარტავს, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ვინმეს ძარცვის განზრახვა ჰქონია. იგი ზ--------------–------ან ერთად იმყოფებოდა მარკეტში, რა დროსაც იცოდა, რომ ზვიადს ჰქონდა 20 ლარი და ამ თანხაში რაც მოუვიდოდათ, იმას იყიდდნენ. თუმცა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სიმთვრალის გამო ვერ იპოვა აღნიშნული თანხა და მხოლოდ სიგარეტის, ენერგეტიკული სასმლის და შოკოლადის ფული - ხურდები დადო სალაროსთან, რის შემდეგაც მაღაზიიდან გამოვიდნენ. ახსოვს, რომ ზვიადიმ მოლარეს დაუტოვა 7 ლარი და 50 თეთრი, ხოლო მაღაზიის თანამშრომელმა როგორც ჩანს მათ მიერ აღებული პროდუქტებიდან გაატარა მხოლოდ სიგარეტი. მსჯავრდებული ასევე აპელირებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი, თუმცა ფაქტია, რომ იგი დაკავების შედეგად აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც თავისი სურვილით არ მისულა ჩვენების მისაცემად. რაც შეეხება მაღაზიის თანამშრომლების მიერ მისი ამოცნობის ოქმებს, ტ-------–-–-----–---–ი განმარტავს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ამომცნობმა მარიამ დარასელიამ განყოფილებაში ამოცნობამდე ნახა იგი. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებს, რომ ფორმალურად დადასტურებულიც რომც იყოს მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ წამოადგენს დანაშაულს, ვინაიდან მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ტ-------–-–-----–---–მა და ადვოკატმა მ-----------–---–მა ითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ტ-------–-–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ კონსულტანტის პოზიციაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში, მ---------------------------------------------–---თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სუპერმარკეტში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი. ერთ-ერთმა მათგანმა აიღო თევზის კონსერვი, დამალა ტანსაცმელში და სავარაუდოდ არ აპირებდნენ მისი საფასურის გადახდას. კონსერვის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით მათ კითხვაზე, აღნიშნულმა პირებმა თევზი დადეს დახლზე, ვინაიდან თანხა არ ყოფნიდათ გადასახდელად. შემდეგ არყის ფასი იკითხეს და არც მისი შესაძენი თანხა გააჩნდათ, რის გამოც მან (დ-------------–-–---–მა) არაყი გადადო ისევ დახლზე. ამ ყველაფერმა გამოიწვია აღნიშნული პიროვნებების გაღიზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამივე თანამშრომელს. მათ არ უთქვამთ, რომ ჰქონდათ თანხა და დალოდებოდნენ სანამ მოიძიებდნენ და იპოვიდნენ. შემდეგ ერთ-ერთმა საფასურის გადახდის გარეშე დალია ენერგეტიკული სასმელი, ხოლო მეორემ ნახევრად შეჭმული შოკოლადი და ,,სენდვიჩი“ დააგდო სალაროსთან. ერთ-ერთმა მათგანმა ჯიბიდან ამოიღო ხურდები 10 ლარამდე, თუმცა ვინაიდან თევზი და არაყი არ მოუვიდოდა ამ თანხაში, უკან აიღო ხურდების ნაწილი და მხოლოდ სიგარეტი „მალბოროს“ საფასური დატოვა - 3 ლარის და 50 თეთრის ოდენობით. რაც შეეხება ენერგეტიკულ სასმელს, შოკოლადს და სენდვიჩს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სალაროსთან დააწყვეს, მათი საფასური არ გადაუხდიათ. ვერც ზ--------------–---ს მიერ დადებული ხურდებიდან შეძლეს ამ თანხის აღება, ვინაიდან როგორც აღნიშნა, ამ უკანასკნელმა ხურდების ნაწილი უკან წაიღო. მოწმემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მიმართავდა სიტყვებით: „მაგ ჯვარს ჩამოგხსნი ახლა და სხვანაირად დაგელაპარაკები“, „მე რომ ეს თევზის საფასური არ გადავიხადო, პატრულში დარეკავთ?“, „ეს სნიკერსი, რომ ავიღო და ჩავკბიჩო, მერე რა?“. მან თანამშრომლისგან იცის, რომ ბრალდებულებმა ასევე ლუდიც გაიტანეს მაღაზიიდან და ნახევარ წუთში უკან შემოიტანეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------–-ამ განმარტა, რომ შემთხვევის პერიოდში მუშაობდა ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ----------------------ან და დ-------------–-–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ორი პირი შევიდა მათ სუპერმარკეტში. ერთ-ერთს მიაწოდა სენდვიჩი, რომელსაც მისი საფასური არ გადაუხდია და მოკბეჩილ მდგომარეობაში დადო სალაროსთან. მანვე აიღო სნიკერსი და ისიც ჩაკბეჩილი დადო დახლზე. მასთან მყოფმა მეორე პირმა კი ენერგეტიკული სასამელი გახსნა და დალია. ღირებულება მასაც არ გადაუხდია (მიუთითა ტ-------–-–-----–---–ზე). ამასთან, ერთ-ერთმა მათგანმა აიღო თევზი, რომლის დამალვასაც შეეცადა, თუმცა კონსულტანტის მითითების შემდეგ, იგი დააბრუნა. აღნიშნულმა ფაქტმა (თუ როგორ იფიქრეს, რომ თევზის კონსერვი შეეძლოთ მოეპარათ) გააღიზიანა ისინი და გახდნენ აგრესიულები, აყენებდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფას. მოწმემ დაადასტურა, რომ ხსენებულმა პირებმა სუპერმარკეტის დატოვებამდე გადაიხადეს მხოლოდ სიგარეტი „მალბოროს“ საფასური - 3 ლარი და 50 თეთრი, მართალია მათ არ უთქვამთ, რომ აღნიშნული თანხა უშუალოდ სიგარეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ვინაიდან შეადგენდა მის ზუსტ ღირებულებას, ივარაუდეს, რომ იყო სიგარეტისთვის განკუთვნილი. ასევე, მათ გასვლისას წაიღეს ლუდის ბოთლი, თუმცა ისევ უკან შემოაგდეს. რაც შეეხება არაყს, მისი ღირებულებაც იკითხეს და ვინაიდან ძვირი იყო, აღარ შეიძინეს. მოწმემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში ამოსაცნობად მისული იყო დილის 5 საათზე, ამ დროს ზ--------------–-ძე და ტ-------–-–-----–---–იც იქ იყვნენ.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 6 აგვისტოს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“ ჩადენილი იყო ძარცვის ფაქტი, რაც თავის მხრივ აცნობა ხელმძღვანელობას, შემდგომი რეაგირების მიზნით. მოგვიანებით კი დაიკითხა გამომძიებლის მიერ. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------მ განაცხადა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სუპერმარკეტ „ი---–-ს“ თანამშრომლების მიერ ტ-------–-–-----–---–ის ამოცნობები. მოწმემ დაადასტურა ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა. ზ--------------–---ს პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, რის გამოც არ იცის, მას ფულადი თანხა გააჩნდა თუ არა. ასევე არ მომხდარა ამ პიროვნებების დაკავება. ისინი მოწმის სახით გამოკითხვის და ამოცნობის ჩატარების მიზნით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას არ მიუყვანია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----------------ამ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმე - სუპერმარკეტ „ი---–-ს“ თანამშრომელი და შემდეგ ჩაატარა ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა. მოწმემ დაადასტურა ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება. ასევე, ს----------------ამ განმარტა, რომ განყოფილებაში ბრალდებულთა შემოსვლის მომენტი არ დაუნახავს, არ იცის ისინი იქ როგორ აღმოჩნდნენ.
გამოკვლეული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ღამის საათებში, ორი პირი შედის სუპერმარკეტ „ი---––-“, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი იღებს თევზს და იდებს მკლავის ქვეშ. ხოლო მეორემ საფასურის გადახდის გარეშე გახსნა და დალია ენერგეტიკული სასმელი. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოხატავენ აღნიშნული პირები აგრესიას სუპერმარკეტის თანამშრომელთა მიმართ. სალაროსთან აწყვია თევზის კონსერვი, სენდვიჩი და ენერგეტიკული სასამელი, საიდანაც სამივე მათგანს თანამშერომელი გოგონა ატარებს სალაროზე და შემდეგ პარკში მოთავსებულ ხსენებულ ნივთებს, გარდა ენერგეტიკული სასმელისა, იღებს ზ--------------–-ძე. ასევე, ტ-------–-–-----–---–ს მოაქვს არაყი, თუმცა მას გატარების გარეშე იღებს ხელში ზ--------------–-ძე. ამის შემდეგ თანამშრომელი აწვდის სიგარეტს „წითელი მალბორო“. მოლარე გოგონას სალაროსთან ცვლის თანამშრომელი ბიჭი. ზ--------------–-ძე სალაროზე ყრის ხურდებს, რომელსაც ითვლიან ერთად. შემდეგ აღებულ პროდუქტებს სხირტლაძე აწყობს უკან. თანამშრომელმა არაყი და თევზი მონიტორთან გადადო, ხოლო სენდვიჩი და სიგარეტი კვლავ სალაროზე აწყვია, ტ-------–-–-----–--ლი აგრძელებს ენერგეტიკული სასმელის დალევას. ზ--------------–-ძე იღებს შოკოლადს, აზიანებს და აგდებს დახლზე. შემდეგ სალაროზე დაყრილი ხურდებიდან ნაწილს იღებს უკან, რა დროსაც ლ-–------–---–- დგას მის წინ და ხედავს ყველაფერს. ზ--------------–-ძე აზიანებს სენდვიჩს და ისე ტოვებს სალაროზე, ხოლო ტ-------–-–---–---–ი თვითონ იღებს სიგარეტს. ბრალდებულები სუპერმარკეტიდან გადიან ისე, რომ გარდა ზემოაღნიშნული, სალაროზე დატოვებული ხურდებისა, ისინი სხვა პროდეუქტების ღირებულებას არ იხდიან.
2016 წლის 06 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე (ქ.------–---------------------------ში მდებარე სუპერმარკეტი „ი---–-“), არსებულ სალაროს დახლზე აწყვია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, მათ შორის, გაუხსნელი ლუდი და თევზი, ასევე ერთი სენდვიჩი და შოკოლადი ნაწილობრივ შეჭმულ მდგომარეობაში. მარკეტში შესასვლელი კარიდან გარეთ, დაახლოებით 4-5 მეტრში, კარიდან ხელმარცხნივ ასფალტის ზედაპირზე გდია მოლურჯო თუნუქის ქილა წარწერით “XL”. მარკეტის შესასვლელ კართან და მარკეტის დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.
სს „ფ-----------ს“ შეტყობინებით №1--- დგინდება, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სს „ფ-----------ს“ ძარცვის ფაქტზე, სს „ფ-----------სთვის“ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 ლარი და 10 თეთრი.
2016 წლის 06 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ მ---------------–-ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ადგილზე მდგომი პირი - ტ-------–-–-----–---–ი, რომელმაც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-დან“ მის თანხმლებ პირთან ერთად გაიტაცა მარკეტის კუთვნილი პროდუქცია.
2016 წლის 06 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ მ-------------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი - ტ-------–-–-----–---–ი, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-დან“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.
2016 წლის 06 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ დ-------------–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მეორე და მარჯვნიდან მეორე ადგილზე მდგომი პირი - ტ-------–-–-----–---–ი, რომელიც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-დან“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილი პროდუქციას.
ტ-------–-–-----–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, თავის მეგობართან ზ--------------–------ან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. მას შემდეგ, რაც შემოელიათ სასმელი, წავიდნენ ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“. მოწმის გადმოცემით, სუპერმარკეტში მან და მისმა მეგობარმა დაიწყეს უხეში ხუმრობა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა პროდუქტების აღებასა და გახსნილ მდგომარეობაში დატოვებაში. აღნიშნული კი მაღაზიის თანამშრომლებმა არასწორად აღიქვეს ძარცვად. ზ--------------–-ძემ სრულად გადაიხადა სიგარეტის, ენერგეტიკული სასმელის, შოკოლადისა და სენდვიჩის ფული, დაახლოებით 10 ლარი, თვითონაც იქ იდგა და მისთვის უცნობია, თუ რატომ აცხადებს საპირისპიროს სუპერმარკეტის თანამშრომლები. დატოვებული თანხა უკან აღარ აუღიათ. მოწმის განმარტებით, სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ, ისინი ფულის სასესხებლად წავიდნენ იქვე მდებარე ლომბარდში მომუშავე მეგობართან, რათა მისთვის გამორთმეული ფულით ეყიდათ სხვა პროდუქტები, რომლისთვისაც თავდაპირველათ თანხა არ ეყოთ. თუმცა მაღაზიაში ვეღარ დაბრუნდნენ, ვინაიდან გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს განყოფილებაში.
პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ტ-------–-–-----–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ სახეზეა ტ-------–-–-----–---–ისათვის ბრალად წადგენილი დანაშაულის ყველა შემადგენელი ნიშანი და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სუპერმარკეტ „ი---–-ს“ თანამშრომლებმა დეტალურად მოახსენეს სასამართლოს, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს, საღამოს საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათთან სუპერმარკეტში შევიდა ორი პირი. მათგან ერთ-ერთმა საფასურის გადახდის გარეშე დალია ენერგეტიკული სასმელი, ხოლო მეორემ ნახევრად შეჭმული შოკოლადი და სენდვიჩი დააგდო სალაროსთან. მოწმეებმა ნათლად დაადასტურეს, რომ აღნიშნულმა პირებმა, მიუხედავად ხსენებული პროდუქტების მოხმარებისა, მარკეტიდან გასვლამდე გადაიხადეს მხოლოდ სიგარეტი „მალბოროს“ საფასური - 3 ლარის და 50 თეთრი. ასევე, დ--------–-–---–ის განმარტებით, ერთ-ერთმა პირმა სალაროზე დაყარა ხურდები 10 ლარამდე, თუმცა მისი ნაწილი კვლავ უკან აიღო და ენერგეტიკული სასმელის, შოკოლადის და სენდვიჩის საფასური არ გადაუხდიათ. დ-------------–-–---–ის, მ---------------–-ას და მ------------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმდინა, არ გამოვლენილა. გარდა აღნიშნულისა, სხდომაზე არ გამოკვეთილა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონდეთ მათ იმისათვის, რომ ტ-------–-–-----–---–ის მსჯავრდების მიზნით სასამართლოს მოახსნენონ ცრუ ინფორმაცია.
დაზარალებული კომპანიის თანამშრომლების ჩვენებები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათავლიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტი „ი---––-“ არსებულ სალაროს დახლზე აწყვია სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, მათ შორის, გაუხსნელი ლუდი, თევზი, ერთი სენდვიჩი და შოკოლადი, ნაწილობრივ შეჭმულ მდგომარეობაში. მარკეტში შესასვლელი კარიდან გარეთ, დაახლოებით 4-5 მეტრში, კარიდან ხელმარცხნივ ასფალტის ზედაპირზე გდია მოლურჯო თუნუქის ქილა წარწერით “XL”. ხოლო პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, სუპერმარკეტის სამივე თანამშრომელმა ამოიცნო ტ-------–-–-----–---–ი, რომელმაც 2016 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-დან“ მის თანხმლებ პირთან ერთად დაეუფლა მარკეტის კუთვნილ პროდუქციას.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სუპერმარკეტ „ი---–-ს“ თანამშრომლის - მ---------------–-ას მიერ ტ-------–-–-----–---–ის ამოცნობის ოქმში მითითებული ინოფრმაცია, ვინაიდან ამოცნობამდე დარსალიას მსჯავრდებული ნანახი ჰყავდა საგამოძიებო ორგანოში; აპელანტის აღნიშნული განმარტება აშკარად არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების და მათ შორის, მოწმე მ---------------–-ას ჩვენების საერთო ანალიზიდან. ადვოკატის კითხვაზე - იყვნენ თუ არა ზ--------------–-ძე და ტ-------–-–-----–---–ი პოლიციის განყოფილებაში, როდესაც იგი ამოსაცნობად იყო მისული, მოწმემ დაადასტურა, რომ იქ იყვნენ, თუმცა ამოცნობის დაწყებამდე ნახა თუ არა ისინი, მას არ განუცხადების. მოწმის ჩვენებიდან არ გამომდინარეობს, რომ მას ამოცნობის დაწყებამდე რაიმე ფორმით მიანიშნეს ამოსაცნობ პირებზე. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმდებები ჩატარებული იქნა კანონის სრული დაცვით, რაც დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით და პოლიციის თანამშრომელთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით. შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში.
რაც შეეხება სუპერმარკეტ „ი---–-დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, მათი გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სალაროსთან აწყვია თევზის კონსერვი, სენდვიჩი და ენერგეტიკული სასამელი და სამივე მათგანს თანამშრომელი გოგონა ატარებს სალაროზე. მას შემდეგ, რაც ზ--------------–-ძე სალაროსთან ყრის ხურდებს, ტ-------–-–-----–---–ი აგრძელებს ენერგეტიკული სასმლის დალევას. მოგვიანებით ზ--------------–-ძე დაყრილი ხურდებიდან ნაწილს უკან იღებს, რა დროსაც ლ-–------–---–- დგას მის წინ, თვითონაც ცდილობს ხურდის გადათვლას და კარგად ხედავს, რომ სხირტლაძემ თანხის ნაწილი უკან აიღო. შემდეგ კი ტ-------–-–-----–---–ი თვად ეუფლება სალაროზე დადებულ სიგარეტს „მალრბორო“. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ტ-------–-–-----–---–ის მითითებას, რომ ზ--------------–-ძემ სრულად გადაიხადა სიგარეტის, ენერგეტიკული სასმელის, შოკოლადისა და სენდვიჩის ფული, დაახლოებით 10 ლარი, ხოლო მაღაზიის თანამშრომელმა, როგორც ჩანს მათ მიერ აღებული პროდუქტებიდან გაატარა მხოლოდ სიგარეტი. აღნიშნული განმარტება აშკარა წინაარმდეგობაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულის აპელირებას, რომ მას არ გააჩნდა ძარცვის ჩადენის განზრახვა და მითუმეტეს, არავისთან ერთან არ დაუგეგმავს ეს ქმედება, პალატა განმარტვას, რომ მას ბრალდება არ ედავება დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფურად ჩადენაში. ამასთან, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომლის დროსაც დამნაშავე აცნობიერებს, რომ იგი აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა. ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა პირს შეიძლება შექმნილი ჰქონდეს როგორც წინასწარ, ასევე შესაძლოა წარმოეშვას იმწუთიერად, შესაბამის ვითარებაში.
ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ამასთან, ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მოსაზრებაზე იმასთან დაკავშირებითაც, რომ მსჯავრდებული ტ-------–-–-----–---–ი ლომბარდიდან გამოსვლისას დააკავეს და დაკავებულის სტატუსით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ტ-------–-–-----–---–ი დაკავებული არ ყოფილა. როგორც მოწმე გ-------------მ განაცხადა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში მიყვანილები იქნენ მოწმის სახით დაკითხვისა და ამოცნობის ჩატარების მიზნით. რაც შეეხება თავად ტ-------–-–-----–---–ის განამრტებას, რომ ის და ზ--------------–-ძე პოლიციის თანამშრომლებმა იძულებით ჩასვეს მანქანაში და ასე გადაიყვანეს განყოფილებაში, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს მის უკანონოდ დაკავების ან მისი უფლებების სხვა ფორმით დარღვევის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორაგნოებისათვის და აღნიშნული განმარტება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. ამასთან, დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დავის მხარის აპელირებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტ-------–-–-----–---–ის ქმედებაში იქნებოდა დანაშაულის შემადგენელი ნიშნები, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ წამოადგენს დანაშაულს, ვინაიდან მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ქმედების მცირე მნიშვნელობის დასადგენად საკმარისი არ არის აპელირება მხოლოდ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გააკეთა განმარტება და მიიჩნია, რომ მხოლოდ მატერიალურ ზიანზე აპელირება არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან. იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის №5-------, 2018 წლის 01 აგვისტოს N1----- გადაწყვეტილებები). განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ტარას ლ-–------–---–-ს ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულისათვის მიეყენებინა მნიშვნელოვანი ზიანი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის ჩადენის ხერხის, მისი მონაწილეობის ხარისხის და ქმედების ჩადენისას მისი საერთო ქცევის, ასევე, დანაშაულის მოტივისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სუპერმარკეტში ყოფნის პერიოდში მათი ქცევა და კომპანიის თანამშრომელთა მიმართ გამოხატული აგრესიის ფონზე ჩადენილი დანაშაული), პალატა ვერ შეაფასებს მსჯავრდებულ ტ-------–-–-----–---–ის ქმედებას ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონედ, რომ მის მიმართ გავრცელდეს საქართევლოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა მიიჩნევს, რომ ტ-------–-–-----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ტ-------–-–-----–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება ტ-------–-–-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა აანაზღაურა ზიანი და შეურიგდა დაზარალებულს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენი ტ-------–-–-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ-------–-–-----–---–ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენი;
ტ-------–-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულების ტ-------–-–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ენერგეტიკული სასმელის 1 (ერთი) ცალი ცარიელი ქილა, 1 (ერთი) ცალი შოკოლადი და 1 (ერთი) ცალი სენდვიჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე