განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
330310017002010975
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002010975

საქმე №3ბ/336-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ--–- ბ-------–---–ი;

წარმომადგენელი- დ----- ნ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ქ------- მ-----–-–---–ი

 

მესამე პირები - ა-----– ა--–-----–ი, თ----- გ------------ი;

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი- ს--–---- ა------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ--–- ბ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ი----- ჭ-----ის განცხადების საფუძველზე სსიპ „ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს“ მიერ 2----–-–------------ის #---- ბრძანებით გაიცა ნებართვა ქალაქ თბილისში, ჩ------–---–ის ქუჩა #---ში ი. ჭ-----ის სხვენის ფართში მანსარდის მოწყობაზე. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2----–-–------------იდან 2----–-–------------------დე. (ტ.1. ს.ფ. 99-100).

 

ს----------–--------–------------------–-------–-ის მინისტრის 2----–-–---------------ს #------ ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა-----– ა--–-----–ის ადმინისტრაციული საჩივარი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს 2----–-–------------ის #---- ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მის საფუძველზე გაცემული ნ-------- სანებართვო მოწმობა. სსიპ ს----------–----------------–----------------------–-ის ეროვნული სააგენტოს დაევალა ი----- ჭ-----ის განცხადების განხილვა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა ახალი აქტის დღეის მდგომარეობით გამოცემული არ არის. (ტ.1. ს.ფ. 87-88).

 

2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ--–- ბ-------–---–მა ი----- ჭ-----ისაგან შეიძინა უძრავი ნივთი - 100 კვ/მ სხვენი, ს/კ #-----------------------, მდებარე ქალაქ თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა #---ში.(ტ.1. ს.ფ. 15-16).

 

2----–-–----------------ს ლ--–- ბ-------–---–მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურში წარადგინა #--------- განცხადება, რომლითაც მოითხოვა კ---–---------–----------------------–------------ოს 2----–-–------------ის #ნ-------- სანებართვო მოწმობაში მშენებლობის დასრულების თარიღში ცვლილებების განხორციელება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის #------- ბრძანებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, ცვლილება შევიდა ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს 2----–-–------------ის #ნ-------- ბრძანებაში და მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2----–-–----------ი. ამავე ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა ყოფილიყო, 2----–-–------------ის N---------- სანებართვო მოწმობასთან ერთად.( ტ.1. ს.ფ. 137-138).

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------ის #------ ბრძანებით, ა-----– ა--–-----–ისა და თ----- გ------------ის ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის #------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. (ტ.1. ს.ფ. 20-24).

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2----–-–----------------ის #------- ბრძანების გამოცემისას ვალდებული იყო შეესწავლა და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და ისე მიეღო გადაწყვეტილება სსიპ „ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს“ 2----–-–------------ის #---- ბრძანებითა და მის საფუძველზე გაცემული სანებართვო მოწმობით გაცემული ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას კი სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ ცვლილება განხორციელდა ბათილად ცნობილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციკული კოდექსის 601 მუხლის თანახმად; 1. დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. 4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ სწორად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის #------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------ის N------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ლ--–- ბ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს და დამატებით აღარ მიუთითებს მასზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში იმის დასადგენად, ბათილად უნდა იქნეს თუ არა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------ის N------ ბრძანება, პალატა მიუთითებს, რომ უნდა შეფასდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის N------- ბრძანების კანონიერება, რომლითაც ცვლილება განხორციელდა სსიპ „ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს“ მიერ 2----–-–------------ის N---- ბრძანებაში.

 

მოცემულ საქმეში უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის N------- ბრძანებით ცვლილება შევიდა ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს 2----–-–------------ის N--------- ბრძანებაში და მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2----–-–----------ი. ამავე ბრძანებაში მითითებული იქნა, რომ წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა ყოფილიყო, 2----–-–------------ის N---------- სანებართვო მოწმობასთან ერთად. ასევე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ ს----------–--------–------------------–-------–-ის მინისტრის 2----–-–-------------ოს N------ ბრძანებით, ა-----– ა--–-----–ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს 2----–-–------------ის N---- ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მის საფუძველზე გაცემული N--------- სანებართვო მოწმობა და სსიპ ს----------–----------------–----------------------–-ის ეროვნული სააგენტოს დაევალა ი----- ჭ-----ის განცხადების განხილვა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დადგენილია, რომ აღნიშნულ საკითხზე ახალი აქტი დღეის მდგომარეობით გამოცემული არ არის.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის N------- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მისი გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა, რამეთუ ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, უკვე ბათილად ცნობილ აქტში (სსიპ „ს----------–--------–---------–----------------------–--------------–----------ოს“ 2----–-–------------ის N---- ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული N--------- სანებართვო მოწმობა). პალატა განმარტავს, რომ აქტის ბათილად ცნობის პირობებში გაბათილებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი აღარ წარმოადგენს შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტს და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" პუნქტის საწინააღმდეგოდ, ვეღარ უზრუნველყოფს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას, შეწყვეტას ან დადასტურებას. სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით კი, არარსებულ (ბათილ) სამართლებრივ აქტში რაიმე ცვლილების ან დამატების შეტანა დაუშვებელია, რადგან შეუძლებელია ისეთი რამის შეცვლა ან მისთვის ისეთი სამართლებრივი დეტალის დამატება, რაც უკვე ბათილია, რაც თავისი სამართლებრივი შედეგიანობით უკვე აღარ არსებობს. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–----------------ის N------- ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლს, რადგან ამ უკანასკნელის საფუძველზე ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე მოქმედ და არა გაბათილებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოსაყენებელ პროცედურულ ნორმას და ამ ნორმის გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) დასაბუთებას, ანუ მიღებული გადაწყვეტილების მოტივირებისათვის საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა და ამ უკანასკნელთა სამართლებრივი შეფასება მატერიალური სამართლის შესაბამის ნორმაზე მითითებით.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას კანონიერ ნდობაზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არიტექტურის სამსახურის 2-----–-–-----------------ის N------- ბრძანებაზე, როგორც აღმჭურველ აქტზე, რომლის ბათილად ცნობით მიადგება ზიანი, პალატა აღნიშნავს, რომ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნორმა იმ აღმჭურველი აქტის ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმური გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებაში დამკვიდრებულ და აღიარებულ კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირების გამოხატულებას. ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-428-423(2კ-14)).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არიტექტურის სამსახურის 2-----–-–-----------------ის N------- ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით, არსებობდა სხვა მესამე პირთა ინტერესიც (ა-----– ა--–-----–ი, თ----- გ------------ი) და განსახილველ შემთხვევაში, ს----------–--------–------------------–-------–-ის მინისტრის 2----–-–-------------ოს N------ ბრძანებით ა-----– ა--–-----–ის საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშველობის მქონე გარემოება, კერძოდ ის ფაქტი ესწრებოდა თუ არა ა-----– ა--–-----–ი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სხდომას, რომელზეც დასწრეთა ხმების 100%-ით ჭ-----ეს მიეცა თანხმობა ეწარმოებინა სხვენის ფართში მანსარდის მოწყობის სამუშაოები და სააგენტოს დაევალა ი----- ჭ-----ის განცხადების ხელახალი შესწავლა და საკითხის ხელახალი გამოკვლევა, პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–- ბ-------–---–ის კანონიერი ნდობის პრინციპი ვერ გადაწონის კანონიერი მმართველობითი საქმიანობის პრინციპს, რადგან აქტი ამავდროულად მესამე პირის უფლებას არსებითად ეწინააღმდეგება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ სწორად მიიღო გადაწყვეტილება, რის გამოც ლ--–- ბ-------–---–ის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-----------ის N------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ--–- ბ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა