განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210114533694
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2843-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი (I)/მოწინააღმდეგე მხარე– შპს „ქ--------–----------------ია“
წარმომადგენელი – მ------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი (II) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი – სო--------–---–---–ი
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
II აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე შპს „ქ--------–----------------იასათვის“ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 70 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. შპს „ქ--------–----------------იას“ დაეკისრა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ:
- 08.05.2014 წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
2.2. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „ქ--------–----------------იისათვის“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ:
- 08.05.2014 წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9-----ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
- 2--------- წლის აქტი №9---7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე და 629-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე საქარველოს თავდაცვის სამინისტრომ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
5. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე მოპასუხე შპს „ქ--------–----------------იამ“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
შპს „ქ--------–----------------იის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა კარაქის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებული ფაქტი. კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამისათვის არსებობდა ობიექტური და საპატიო მიზეზი, რომელიც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ--------–----------------იას“ შორის გაფორმებული #9-- ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, მხარე უფლებამოსილი იყო წერილობით ეცნობებინა მეორე მხარისათვის შეფერხების ფაქტის, გამომწვევი მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში, შპს „ქ--------–----------------იამ“ პირნათლად შეასრულა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უნდა განხილულიყო ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
6.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასადილოებში მომზადებული კერძების სინჯების აღება მოხდა ქ--------–----------------იის პერსონალის მიერ, რაც ხელშეკრულების თანახმად, არ წარმოადგენდა მიმწოდებლის ვალდებულებას. ამასთან, სინჯების აღება მოხდა კუსტარულად სტერილიზებულ არასტანდარტულ ქილებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო მომზადებული კერძიდან აღებული ნიმუშის დაბინძურების მიზეზი. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტროს სურდა ხარისხის გადამოწმება, ნიმუშების აღება თავად ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებს უნდა მოეხდინათ, რაც არ განუხორციელებიათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან არმიის დღე არ არის გათვალისწინებული შრომის კოდექსით, მოპასუხეს არ გააჩნდა ამ დღესასწაულის ზუსტი თარიღის ცოდნის ვალდებულება. არმიის დღე დაწესებულია საქართველოს პარლამენტის 30.04.1996 წლის #198 დადგენილებით და მიმწოდებელს ჰქონდა ვალდებულება სცოდნოდა აღნიშნული დღის შესახებ, ვინაიდან მან ხელშეკრულების დადებისთანავე იკისრა არმიის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მენიუს მიწოდების ვალდებულება.
7.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპთან. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციაზე - თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი დამატებითი მოქმედებები. სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა და არ მიუთითა, თუ რა კონრკეტული გარემოებები მიიჩნია პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
10. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
11. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შპს „ქ--------–----------------იას“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #9--, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიას უნდა უზრუნველეყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება.
11.2. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ხოლო სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს სამხედრო ჰოსპიტლის და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემთხვევაში, მისი დირექტორის მიერ გამოყოფილი პირ(ებ)ი - შეკვეთის მიცემის, შესრულების ვადების, მიღება-ჩაბარების და მომსახურების ხარისხის, რაოდენობის (მოცულობის) კონტროლის (მათ შორის კვების პროდუქტების ხარისხის შემოწმება) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკითხებზე.
11.3. კონტროლი განხორციელდებოდა შემდეგი ფორმებით: ხელშეკრულების პირობებთან მიწოდებული მომსახურების ხარისხის, სურსათის ხარისხის, უვნებლობის და რაოდენობის (მოცულობის) შესაბამისობის შემოწმება ვიზუალური (მათ შორის სპეციალისტის მიერ დათვალიერება), აზომვითი, ტექნიკური, დოკუმენტური ან/და საქონლის გამოცდის (მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის) მეთოდით.
11.4. 2013 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების 8.1.4 და 8.1.5 პუნქტების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა ჯანსაღი საკვებით ორგანიზებისა (მომსახურების) და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება/კონტროლი, 6.1.1. პუნქტში მითითებული პირების მეშვეობით. პირად შემადგენლობაზე მომზადებული საკვების გაცემამდე ერთი საათით ადრე ქვედანაყოფის ექიმი უფლებამოსილი იყო, შეემოწმებინა საკვების ხარისხი და გაეკეთებინა შესაბამისი ჩანაწერი კონტროლის წიგნში.
ხელშეკრულების 8.2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 01 თებერვლის #-- ბრძანების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის #--- ბრძანებებისა და ამ ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ განწილვის ფორმის შესაბამისად, წარედგინა შემსყიდველისთვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ამტკიცებს 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები.
11.5. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება და გამოყენებული პროდუქტი იყო ხარისხიანი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი.
11.6. ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.
11.7. ხელშეკრულების 15.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ბრალით დროულად და ხარისხიანად ვერ განხორციელდებოდა მომსახურება, რის გამოც შემსყიდველის მიერ სამხედრო მოსამსახურეთათვის კვების უზრუნველსაყოფად გაწეული იქნებოდა ხარჯები ან გამოყენებული იქნებოდა სხვა მარაგები, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აენაზღაურებინა შემსყიდველისთვის სამხედრო მოსამსახურეთათვის კვების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები. მოთხოვნას აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე განახორციელებდა 6.1.1 პუნქტში მითითებული პირები.
11.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2014 წლის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტები #1, #4, #6, #7, #10 და #11 არ შეესაბამებიან სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს. აღნიშნული ნიმუშები უვარგისია საკვებად მოხმარებისთვის, ხოლო ობიექტები #2, #3, #5, #8, #9 #12 გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებიან სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს და ვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.
11.9. #9-- -3 აქტის თანახმად, მიმწოდებელ შპს „ქ--------–--------------------“, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2014 წლის დასკვნის შესაბამისად, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენების საფუძვლით დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 10 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.10. 0--------- წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსის და ოფიცერის მიერ შემოწმებულ იქნა სოფ. დ.ვაზიანში დისლოცირებული მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ს/ნ 1-----ის სასადილო და სასადილოს საწყობი.
სასადილოში შემოწმებული იქნა საუზმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნებო თვისებები. სასადილოში საუზმის შემოწმებისას დაფიქსირდა რომ სამხედრო მოსამსახურეებზე მენიუს მიხედვით გაწერილი კარაქი არ იყო გაცემის ხაზზე და ვერ მიიღო სამხედრო მოსამსახურემ. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენლები ასევე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი #9-----ს თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო (კარაქის არგაცემის ფაქტი), შპს „ქ--------–----------------ია“ შემსყიდველის მიერ დაჯარიმებულ იქნა და დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის ასარგებლოდ.
11.11. 3--------- წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცერის მიერ შემოწმებულ იქნა ქ. ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოს შემოწმებისასა აღმოჩნდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა #9-- ხელშეკრულების დანართი #6-ში მითითებული პირობა, კერძოდ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადდა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
11.12. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი #9---- თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო (ქ. ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეით ბრიგადაში, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის არ მომზადდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადღესასწაულო მენიუ, აქტი #8------------- წელი), შპს „ქ--------–----------------ია“ შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.13. 3--------- წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცერის მიერ შემოწმებულ იქნა ქ. ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოს შემოწმებისასა აღმოჩნდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა #9-- ხელშეკრულების დანართი #6-ში მითითებული პირობა, კერძოდ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადდა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი #9---- თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო (ქ. ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეით ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონში, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის არ მომზადდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადღესასწაულო მენიუ, აქტი #84, 30.04.2014 წელი), შპს „ქ--------–----------------ია“ შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.14. 3--------- წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცერის მიერ შემოწმებულ იქნა ქ. სენაკში დისლოცირებული ეროვნული გავრდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოს შემოწმებისასა აღმოჩნდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის არ მომზადდა სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძები. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი #9-- -7 თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო (ქ. სენაკში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის არ მომზადდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადღესასწაულო მენიუ, აქტი #85, 30.04.2014 წელი), შპს „ქ--------–----------------ია“ შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
11.15. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შპს „ქ--------–----------------იას“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #9-- ხელშეკრულების შესაბამისად, (8.2.10 პუნქტის თანახმად) მომდევნო ერთკვირიანი მენიუ-განწილვა 6.1.1. პუნქტში მითითებულ პირებისთვის უნდა წარდგენილიყო შესათანხმებლად არაუგვიანეს წინა კვირის ოთხშაბათისა. მხართა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2014 წლის 30 აპრილის (არმიის დღე) მენიუ შეთანხმებული იყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად 1 კვირით ადრე სამხედრო ნაწილების მეთაურებთან.
11.16. 0--------- წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №8-- ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსის და ოფიცერების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. ბათუმში (ადლია) დისლოცირებული ცალკეული მსუბუქი ქვითი ბატალიონის ს/ნ 2-----ის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოში შემოწმებული იქნა საუზმისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნებო თვისებები. სასადილოში საუზმის შემოწმებისას დაფიქსირდა რომ სამხედრო მოსამსახურეებზე არ გაიცა მნიუთი გათვალისწინებული კუთვნილი კარაქი. აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენლები ასევე სასადილოს მენეჯერი. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტი #9-- -8 თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო (ქ. ბათუმში (ადლია) დისლოცირებულ ცალკეულ მსუბუქ ქვეით ბატალიონში სამხედრო მოსამსახურეებზე მენიუს მიხედვით დაფიქსირდა კარაქის არგაცემის ფაქტი, აქტი #8------------- წელი), შპს „ქ--------–----------------ია“ შემსყიდველის მიერ დაჯარიმდა და დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.06.2014 წლის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტები #2, #5, #6 და #7 არ შეესაბამებიან სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს. აღნიშნული ნიმუშები უვარგისია საკვებად მოხმარებისთვის, ხოლო ობიექტები #1, #3 და #4 გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებიან სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს და ვარგისია საკვებად მოხმარებისათვის.
11.18. #9---- აქტის თანახმად, მიმწოდებელ შპს „ქ--------–----------------იას“, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.06.2014 წლის დასკვნის შესაბამისად, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენების საფუძვლით დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 10 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
11.19. ექსპერტიზებისათვის საკვების ნიმუშები აღებული იქნა მოპასუხე - შპს „ქ--------–----------------იის“ წარმომადგენლების (სასადილოს პერსონალი) მიერ ჩვეულებრივ ქილებში.
12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის (მომსახურეობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხოლო სააპელაციო პრეტენზიის საგანს წარმოადგენს ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მართებულობა.
13. პალატა არ იზიარებს შპს „ქ--------–----------------იის“ სააპელაციო შედავებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13.1. უსაფუძვლოა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან შპს „ქ--------–----------------იამ“ კარაქის მიწოდების შეფერხების შესახებ დროულად შეატყობინა მოსარჩელეს, #9-- ხელშეკრულების 13.1. პუნტიდან გამომდინარე, არ უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასეთი პოზიციის საპირისპიროდ, პალატა მიუთითებს ხელშეკრულების ამავე - 13.1 პუნქტის დათქმაზე, რომლის თანახმადაც შეტყობინების მიმღებ მხარეს (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს), უმოკლეს დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის თავისი გადაწყვეტილება სადავო გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო 13.2 პუნქტის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, მხოლოდ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში არ დაეკისრებოდა მოპასუხეს პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარე არ მიუთითებს მხარეთა შორის კარაქის მოწოდების ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე შეთანხმების არსებობაზე (რომელსაც წერილობითი ფორმა უნდა ჰქონოდა). ასეთ მტკიცებულებაზე მიუთითებლობა კი, ამ ნაწილში სააპელაციო პრეტენზიის საფუძვლიანობას გამორიცხავს.
13.2. სააპელაციო პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია შპს „ქ--------–----------------იის“ სააპელაციო შედავება უხარისხო პროდუქციის გამოვლენის ნაწილში. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2014 წლის და 12.06.2014 წლის დასკვნების შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მზა საკვები პროდუქტების საკონტროლო სინჯების მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ობიექტები არ შეესაბამება სანწდან 2.3.2.000-00-ით განსაზღვრულ პარამეტრებს და აღნიშნული ნიმუშები უვარგისია საკვებად მოხმარებისთვის.
13.3. საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშები აღებული იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რაც მას მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე გარანტიის დასადასტურებლად ესაჭიროებოდა. ასევე უდავო გარემოებაა, რომ ხარისხის კონტროლისათვის მოპასუხე სისტემატიურად აწარმოებდა სინჯების აღებას და მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული სინჯების გამოყენებით შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო კვლევა. შესაბამისად, მოპასუხისათვის ნათელი იყო მისი წარმომადგენლების მიერ კონკრეტული მოქმედების (სინჯების აღების) საჭიროება და მიზანი, ხოლო უხარისხო პროდუქციის გამოვლენის შემდგომ იმაზე მითითება, რომ მას არ გააჩნდა სათანადო სტერილიზაციის მექანიზმები, არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას.
13.4. რაც შეეხება, მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ზოგ საკვებზე, სინჯების აღებიდან მათზე კვლევის ჩატარებამდე, გასული იყო ვარგისიანობის ვადა, პალატა აღნიშნავს, რომ ვარგისიანობის ვადის გასვლა არ ეხება ყველა კერძს, რომელზეც ჩატარდა საექსპერტო კვლევა. მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია ასევე იმ კერძების შეუსაბამობა არსებულ სტანდარტებთან, რომლის ვარგისიანობის ვადაც ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის არ იყო გასული. ხოლო, თუნდაც ერთი საკვლევი ობიექტის შეუსაბამობა დადგენილ კვებით სტანდარტთან, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევად მიჩნევისათვის.
14. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არმიის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეთათვის სადღესასწაულო მენიუთი გათვალისწინებული კერძების მოუმზადებლობით მოპასუხეს არ დაურღვევია №9-- ხელშეკრულების პირობები.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 8.2.9 მუხლის დანაწესის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 01 თებერვლის #-- ბრძანების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის #--- ბრძანებებისა და ამ ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ განწილვის ფორმის შესაბამისად, წარედგინა შემსყიდველისთვის ერთკვირიანი მენიუ-განწილვა, რომელსაც ამტკიცებდნენ 6.1.1. პუნქტში მითითებული პირები. ხოლო 8.2.10 მუხლის შესაბამისად, მომდევნო ერთკვირიანი მენიუ-განწილვა 6.1.1 პუნქტში მითითებულ პირებს უნდა წარედგინათ შესათანხმებლად არაუგვიანეს წინა კვირის ოთხშაბათისა.
ამდენად, ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ერთი კვირით ადრე თანხმდებოდნენ შემდგომი კვირის მენიუს შესახებ. ამასთან, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ყველა დღესასწაულის წინ სამინისტროდან იგზავნებოდა სადღესასწაულო მენიუს შესახებ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო კვირის მენიუ (არმიის დღე) ასევე სათანადო წესით და დადგენილ ვადებში (ერთი კვირით ადრე) იქნა შეთანხმებული სამხედრო ბაზების მეთაურებთან და მოსარჩელის მხრიდან მენიუსთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოთქმულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სადავო მენიუ შეთანხმებული და დადასტურებული იყო კონკრეტული უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, მოსარჩელე მხარის მითითება ამ ნაწილში მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე საფუძველს მოკლებულია და მართებულად არ იქნა გაზიარებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
15. სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
15.1 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
15.2. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
15.3. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
15.4. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
15.5. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით (არ არსებობს მითითება შემძენის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს „ქ--------–----------------იას“ მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ქ--------–----------------იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. შპს „ქ--------–----------------იას“ მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი