განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100117002483162
საქმე №1/ბ-658-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ--------–------–---–---------------------–---–--
ადვოკატ: შ------------ს
თარჯიმან: ი----------------------------------–----
მსჯავრდებულ: გ-------------–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------------------------–---–-- მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, შ--------------------–--–-------–-----–-- მცხოვრების: რ----------------------------------------------–----------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით, გ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 16 ივლისს, დილის საათებში, ყა-------------------------–------ს მიმდებარედ არსებულ შპს ,,კ------ს’’ კუთვნილ C---ის ქარხანაში, სიტყვიერი შელაპარაკების დროს გ-------------–---–მა ნ-----–-----------–---–ს ჰკრა ხელი, რის გამოც ნ-----–-----------–---–ი მიეჯახა რკინის კარების ჩარჩოს, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ------------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. აპელანტის პოზიციას, გ-------------–---–-ს გამათლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–-ა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 16 ივლისს დილის საათებში იგი მივიდა ყა-------------------------–------ს მიმდებარედ არსებულ შპს ,,კ------ს’’ კუთვნილ C---ის ქარხანაში, სადაც მუშაობს დირექტორის თანამდებობაზე, ასევე არის წილის მფლობელის წარმომადგენელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ გ-------------–---–ს ღამე გათენებული ჰქონდა ქარხანაში, სამუშაო ცეხში, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, ამიტომ ნერვიულობდა, ვინაიდან მას აქვს გარკვეული წილი პასუხისმგებლობა. ქარხანაში მისულმა ნ-----–-----------–---–-ა, სადაც ასევე იმყოფებოდა ი---------------–---–- და გ-------------–-, დაინახა, რომ გ-------------–---–- იჯდა სკამზე ისევ ისე, როგორც მან დატოვა. ქარხანაში შესვლისას მან (ნ-----–-----------–---–-ა) დაინახა, რომ კარს ედო მისთვის უცნობი ბოქლომი, ამიტომ იკითხა თუ რა იყო ის და საიდან მოიტანეს, აღნიშნული ჰკითხა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გ-------------–ს, კითხვაზე მან უპასუხა, რომ არ იცოდა ამ ბოქლომის შესახებ არაფერი. მოგვიანებით იგივე კითხვა დაუსვა გ-------------–---–ს, რაზეც გ-------მ უხეშად და უხამსად უპასუხა, რომ მან დაადო ბოქლომი იმიტომ, რომ ასე სურდა და ეს ბოქლომი დარჩებოდა იქ, სადაც იყო. ამის თაობაზე ნ-----–-----------–---–-ა მიმართა დაცვის უფროსს, გ-------------–ს და სთხოვა, რომ მოეხსნათ ზედმეტი ბოქლომი. დაცვის უფროსმა, გ-------------–მა დაიწყო ბოქლომის გახსნა, რაზეც გ-------------–---–- გაბრაზდა და რუსულად მიმართა მათ ,,ნუ შეეხებით“, რადგან ბოქლომი მისი დაყენებული იყო და არავის მისცემდა მისი მოხსნის უფლებას. ამასთან, მოულოდნელად მიუახლოვდა და მას (ნ-----–-----------–---–ს) ხელი ჰკრა, რის შემდეგაც იგი მკერდით მიეჯახა რკინის ჩარჩოს და ცუდად გახდა, სუნთქვა შეეკრა, იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, იმისთვის, რომ მას არ დაზიანებოდა სახე, მარცხენა ხელი აიფარა და ამიტომ მიიღო მკერდის დაზიანება. ძლიერი ტკივილის გამო, წაიბორძიკა და რომ არ დაცემულიყო, ი---------------–---–მა დაიჭირა. კონფლიქტის შემდეგ, მან (ნ-----–-----------–---–-ა) დარეკა პოლიციაში, მოახსენა მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა. დაზარალებულის განმარტებით, წავიდა სახლში, ამის შემდეგ, ძლიერი ტკივილის გამო, მივიდა კლინიკაში და იკითხა, იყო თუ არა მორიგე ექიმი, ექიმი კლინიკაში არ იყო, ამიტომ სახლში წავიდა. სახლში მისულს კვლავ აწუხებდა ტკივილი და ამიტომ გამოიძახა სასწრაფო, სასწრაფოს ექიმმა გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი და ურჩია, რომ მიემართა ექიმისთვის. მომდევნო დღეებში დაზიანებული ადგილი დაულურჯდა, რის შემდეგაც მიმართა ექიმს. ამის დამადასტურებელი საბუთი არა აქვს, ვინაიდან ექიმი იყო მისი მეგობარი. დაზარალებულის განმარტებით, მასსა და გ-------------–---–ს შორის არ იყო კარგი ურთიერთობა, სამსახურთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის გამო. ინციდენტი მოხდა 2016 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 06:30 საათზე, ამის შემდეგ ნ-----–-----------–---–ი ქარხნის ტერიტორიაზე დარჩა დაახლოებით ერთი საათი და ოცდაათი წუთი ან ორი საათი და ოცდაათი წუთი. სახლში მისვლის შემდეგ ტკივილი ვერ გაიჩერა, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო. სასწრაფოს წასვლის შემდეგ შუა დღის საათებში ქარხანაში წავიდა, ვინაიდან გასაღები მას უნდა ჩაებარებინა. დაზარალებულის განმარტებით, მან სამედიცინო მკურნალობა სახლში გაიარა და ამიტომ მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი.
მოწმის სახით დაკითხული გ-------------–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შპს ,,კ------ში’’ ზედამხედველობისა და უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე. ნ-----–-----------–---–ი არის შპს ,,კ------ს“ დირექტორი, რომელსაც ქარხანაში გააჩნია შესაბამისი წილი. ასევე ქარხნის წილის მფლობელია გ------- ჩ----–---–-ც. ნ-----–-----------–---–სა და გ-------------–---–ს შორის ქარხანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამოქალაქო დავა სასამართლოში, რის გამოც მათ დაეძაბათ ურთიერთობა. 2016 წლის 16 ივლისს, შპს ,,კ------ს’’ ქარხნის შენობაში იმყოფებოდა ის (მოწმე) და გ-------------–---–-. შიგნით სხვა არავინ იყო. შენობის გარეთ იმყოფებოდა ქარხნის დარაჯი, - ი-------------ე. დილის საათებში ქარხნის ტერიტორიაზე ლ----------–---–-ს ავტომანქანით მივიდა ნ-----–-----------–---–ი ი---------------–---–თან ერთად. ნ-----–-----------–---–ი ი---------------–---–თან ერთად შენობაში შევიდა, ის (მოწმე) შიგნით იყო, ლ----------–---–- კი დარჩა შენობის გარეთ. ნ-----–-----------–---–-ა ერთ-ერთ კარებზე შეამჩნია დადებული ბოქლომი და იკითხა, თუ რანაირად მოხდა ამ ბოქლომის დადება. კითხვაზე უპასუხა გ-------------–---–მა, რომ მან დაადო ბოქლომი და მის გარეშე ვერავინ ახსნიდა. ნ-----–-----------–---–-ა უთხრა გ-------------–ს, რომ ეს ბოქლომი მოეხსნა. ის როცა ჩაიცუცქა და მოემზადა მოსახსნელად, ათვალიერებდა ბოქლომს, თუ როგორ უნდა მოეხსნა, გ-------------–---–- კი საამქროს ოთახში იმყოფებოდა, ამ დროს იქ მოხდა შეჯახება, გ-------------–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–-----------–---–ს, რომელმაც მკერდი რკინის ნაწიბურს მიარტყა, ტკივილისაგან ნ-----–-----------–---–-ა დაიყვირა და წაიბორძიკა, ი---------------–---–მა კი ხელი მიაშველა და წამოაყენა. ხელის კვრის მომენტი მხოლოდ მან (მოწმე) და ი---------------–---–მა დაინახეს. ამ ყველაფრის შემდეგ გ-------------–---–- უკან გატრიალდა საამქროს ტერიტორიაზე და შემდეგ მის მიერ მოხდა ამ ბოქლომის მოხსნა. ი-------------ე და ლ----------–---–- შესასვლელი კიბეების ბაქანზე იმყოფებოდნენ, მათ არც დაუნახავთ რაიმე და არც ხმა გაუგიათ, ვერც გაიგებდნენ ფიზიკურად, რადგან ისეა მოწყობილი საამქრო, რომ ხმა არ გადის, ხოლო კარები, რომლის ბოქლომზეც მოხდა შელაპარაკება, არის საამქროს ოთახის შიდა კარი. მათ გაიგეს შემდეგ მისგან და ნ-----–-----------–---–ისგან, თუ რა მოხდა. 40-45 მეტრის დაშორებით სავალ გზაზე გაჩერებული იყო თეთრი ფერის მანქანა, რომელიც არის გ-------------–---–-ს კუთვნილებაში და მანქანაში ისხდნენ ზედაზენის ელექტრიკოსი ი---------–--------–---–ი, ვ-------------ე და მ-------------–---–ი. მოწმის განმარტებით, ისინი მანქანიდან არ გადმოსულან, შესაბამისად მოწმემ გამორიცხა, რომ მათ რაიმე დაენახათ. ისინი მანქანიდან რომ გადმოსულიყვნენ ის (მოწმე) დაინახავდა. შემთხვევის შემდეგ ის და ი----------------------ე მივიდნენ იქ მისულ კამაზის მანქანასთან, რომელიც გ-------------–---–-ს მანქანის გვერდით გაჩერდა. რა დროსაც მათ დაინახეს, რომ სამივე პიროვნება იყო მანქანაში და ეძინათ.
მოწმე ი---------------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 16 ივლისს იმყოფებოდა შპს „კ------ს“ ტერიტორიაზე ნ-----–-----------–---–თან და გ-------------–თან ერთად. შენობაში შესვლის დროს ნ-----–-----------–---–-ა შენიშნა ახალი ბოქლომი და გ-------------–ს შეეკითხა, თუ ვინ დაადო ბოქლომი კარებს. იქვე დანადგარების ოთახში იმყოფებოდა ასევე გ-------------–---–-, რომელმაც თქვა, რომ ბოქლომი იყო მისი დადებული. ნ-----–-----------–---–-ა სთხოვა გ-------------–ს, რომ ბოქლომი მოეხსნა, რაზეც გ-------------–---–მა უპასუხა, რომ ბოქლომს ვერავინ ვერ მოხსნიდა. აღელვებულმა გ-------------–---–მა ხელი ჰკრა ნ-----–-----------–---–ს და ნ-----–- დაეჯახა რკინის კარზე გამოშვერილ რკინას, რის შემდეგაც ჩაიკეცა, ამ დროს ის (მოწმე) იმყოფებოდა ნ-----–-სთან ახლოს, ამიტომ ხელი შეაშველა და წამოაყენა. ნ-----–-----------–---–ი განიცდიდა მკერდის არეში ტკივილს. ნ-----–-----------–---–ი მაღალი რომ ყოფილიყო მუცლით შეეჯახებოდა, მაგრამ დაბალია, შეეჯახა მკერდით და ეტკინა. მან (მოწმემ) დაინახა, თუ როგორ ჰკრა ხელი გ-------------–---–მა ნ-----–-----------–---–ს. გარეთ შენობის კიბესთან იყვნენ ი----------------------ე და ლ----------–---–-, მათ მომხდარი ფაქტი ვერ დაინახეს. ეზოს გარეთ იდგა გ-------------–---–-ს მანქანა, სადაც ისხდნენ გ-------------–---–-ს მეგობრები: მ--------------–---–ი და ი-----, რომლის გვარი არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ნ-----–-----------–---–ი ამბობდა, რომ ძალიან სტკიოდა მკერდი და სასწრაფოდ ჭირდებოდა ექიმი. იგი სახლში წაიყვანეს მან (ი---------------–---–მა) და ლ----------–---–-ა.
მოწმე ს-------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი შპს „კ------ს“ ქარხანაში მუშაობს დარაჯად. 2016 წლის 16 ივლისს, დილის საათებში იმყოფებოდა აღნიშნულ ქარხანაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ-------------–- და დანადგარების ოთახში იმყოფებოდა გ-------------–---–-, ხოლო ქარხნის გარეთ დაახლოებით ორმოცი მეტრში გზაზე იდგა გ-------------–---–-ს თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელშიც წინა სავარძელზე იჯდა ერთი პიროვნება. მალევე მივიდნენ ნ-----–-----------–---–ი, ლ----------–---–- და ი---------------–---–-, რომლებიც შევიდნენ ქარხანაში, მათთან ერთად შევიდა გ-------------–-ც. თვითონ და ლ----------–---–- დარჩნენ იქვე, ქარხანაში შესასვლელ კართან. ცოტა ხანში ქარხნის კარებიდან გამოვიდა ნ-----–-----------–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა გულმკერდზე მიდებული, რომელმაც განაცხადა, რომ გ-------------–---–მა მას ჰკრა ხელი და მიაჯახა რკინის კარებს, ის იტკიებდა გულმკერდის არეს. მანვე განმარტა, რომ გ-------------–---–-ს თეთრი ფერის მანქანა, რომელშიც ისხდნენ გ-------------–---–-ს მოყვანილი პირები, ქარხნიდან დაახლოებით 50 მეტრში იდგა გზაზე. ვინ იყვნენ, მან არ იცის, მაგრამ იყვნენ სამნი. მოწმის განმარტებით, ის პიროვნებები მანქანიდან არ გადმოსულან, უფრო მეტიც, კამაზის მანქანა, რომელიც მივიდა მასთან, გაჩერდა თეთრი მანქანის გვერდით და მას ელოდებოდა. ის კამაზის მანქანასთან მივიდა, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანაში მყოფ პირებს ეძინათ, არ განძრეულან. მოწმის განმარტებით, გარეთ მყოფი პირები ვერ დაინახავდნენ და ვერც გაიგონებდნენ, თუ რა ხდებოდა ქარხანაში. მას (მოწმეს) და ლ----------–---–საც არ დაუნახავთ და არც გაუგიათ დანადგარების ოთახში მომხდარი ინციდენტის შესახებ. აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს ნ-----–-----------–---–ის, ი---------------–---–-ს და გ-------------–-საგან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დანადგარების ოთახიდან გამოვიდნენ.
მოწმე ლ----------–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2016 წელს ივლისის თვეში, ნ-----–-----------–---–ი აიყვანა სოფელში, სადაც არის ქარხანა შპს ,,კ------”. მეორე დღეს, 2016 წლის 16 ივლისს, დილით დაახლოებით იქნებოდა 6-7 საათი, მან ნ-----–-----------–---–ი მანქანით ისევ აიყვანა შპს ,,კ------”-ში. ნ-----–-----------–---–ი შევიდა შენობაში, მასთან ერთად იყვნენ გ-------------–- და ი---------------–---–-. თვითონ და ს-------------ე იმყოფებოდნენ გარეთ, იქვე, ქარხანაში შესასვლელ კართან. ცოტა ხანში ქარხნის კარებიდან გამოვიდა ნ-----–-----------–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა გულ-მკერდზე მიდებული, რომელმაც განაცხადა, რომ გ-------------–---–მა მას ხელი ჰკრა და მიაჯახა რკინის კარებს. გ-------------–---–-ს მანქანა გაჩერებული იყო ქარხნიდან მოშორებით დაახლოებით 50-60 მეტრის მოშორებით, სამი პიროვნება იყო მანქანაში. ის და ი----------------------ე უფრო ახლოს იყვენენ ქარხანასთან, ვიდრე მანქანაში მსხდომი პირები. ქარხანაში შესვლისას დაინახა რომ მანქანაში მსხდომ პირებს სავარძლები ჰქონდათ გადაწეული და ეძინათ. ნ-----–-----------–---–ი წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც არ იყვნენ ექიმები, რის გამოც წაიყვანა სახლში. ის (ლ----------–---–-) არ შესწრებია არანაირ სიტყვიერ კონფლიქტს გ-------------–---–სა და ნ-----–-----------–---–ს შორის,მოწმე მ-------–--–-–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ყ------ის სასწრაფო დახმარების ექიმის თანამდებობაზე, სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში, 2016 წლის 16 ივლისს შევიდა შეტყობინება, იგი იყო მორიგე ექიმი და გავიდა გამოძახების ადგილზე, სადაც დახვდა ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ხელი ჰკრა მისმა თანამშრომელმა და ტკივილს გრძნობდა გულ-მკერდის არეში, რომელსაც გაუკეთა გამაყუჩებელი და ურჩია, რენდგენი გადაეღო, შემოწმების შედეგად ნ-----–-----------–---–ს, არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება, მის (მოწმის) მიერ შედგენილი იქნა სამედიცინო ბარათი.
მოწმე თ----------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სამედიცინო ექსერტიზის დეპარტამენტში სასამართლო სამედიცინო ექპერტის თანამდებობაზე. მის მიერ ჩაატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა ნ-----–-----------–---–ის სხეულის დაზიანების ხასიათის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ იქნა თვით ნ-----–-----------–---–ი, რომელიც მის მიერ შემოწმდა პირადად, სხეულზე მას ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. პაციენტის გადმოცემით, მისთვის ცნობილია, რომ გ-------------–---–თან მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც ხელი ჰკრა და რკინის კარებს შეეჯახა. პაციენტმა განუცხადა, რომ გულ-მკერდის არეში გრძნობდა ტკვილს. ნ-----–-----------–---–ს სხეულზე დაზიანება რომ ყოფილიყო უნდა გამომჟღავნებულიყო ორი დღის შემდეგაც, რასაც დასკვნაშიც მიუთითებდა.
მოწმეების ი-–------------ემ და ნ-----–--------------–-–---–მა საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნეს, რომ მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო კრიმინალისტურ დეპარტამენტში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 16 ივლისს შევიდა შეტყობინება, რომ ყ------ის რაიონის სოფელ ა-–------ში მოხდა ცემის ფაქტი. მოწმეები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ადგილზე მისულებს შენობასთან დახვდათ ქალბატონი, რომელიც ამბობდა, რომ ხელი ჰკრა ვიღაცამ, რის შემდეგაც ქალბატონი დაეჯახა რკინის კარებს. ადგილზე მოხდა ოქმის შედგენა, რომელიც ხელმოწერით იქნა დადასტურებული. მათთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.
მოწმე გ----------–--–---–-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ყ------ის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე, 2016 წლის 16 ივლისს იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, - სოფელ ა-–------ში შპს „კ------ს“ ტერიტორიაზე შეტყობინების საფუძველზე, რომ გ-------------–---–მა ნ-----–-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტის გამო, დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როგორც ნ-----–-----------–---–-ა აღნიშნა და მიუთითა ქარხნის შესასვლელი კარის ჩარჩოზე, რომ გ-------------–---–მა მას ჰკრა ხელი, რის შემდეგაც ნ-----–-----------–---–ი მიეჯახა რკინის ჩარჩოს და დაარტყა მკერდი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმეების გამოკითხვისას აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ი---------------–---–- და გ-------------–-.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–-ა აჩვენა შპს „კ------ს“ ქარხანაში დანადგარების ოთახში არსებული კარი, რომლის რკინის ჩარჩოსაც იგი გ-------------–---–-ს ხელის კვრის შედეგად შეეჯახა, რა დროსაც ნ-----–-----------–---–-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნ-----–-----------–---–ი გაიცნო თავისი კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოში, როდესაც იგი (გ-------------–---–-) გახდა ინვესტორი შპს ,,კ------სი’’. გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ დაეწყოთ უთანხმოება, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ნ-----–-----------–---–ს მისთვის, ის მაქსიმალურად ცდილობდა ხელი შეეშალა გ-------------–---–-სთვის, რომ ქარხანაში მოხვედრილიყო. აღნიშნული გადაიზარდა კონფლიქტში. ნ-----–-----------–---–-ა დანიშნა ექსპერტიზა. მას (გ-------------–---–ს) არ ჰქონდა თავისუფალი წვდომა ქარხანაში და როცა მიდიოდა შპს ,,კ------ში’’ ყოველთვის მიყავდა სპეციალისტები და ყოველი მისი გამოჩენა მთავრდებოდა პოლიციის გამოძახებით. პატრული ეუბნებოდა ნ-----–-----------–---–ს, რომ გ-------------–---–- იყო ერთ-ერთი თანამფლობელი და მას ვერ გამოაგდებდნენ, ამასთან მას არ ჰქონდა ჩამორთმეული უფლება რეესტრიდან, რომ ნ-----–-----------–---–ს მიეღო გადაწყვეტილება შეშვებაზე ან გამოშვებაზე. 2015 წლის 15 ივლისს იგი იმყოფებოდა შპს ,,კ------ს’’ კუთვნილ ქარხანაში. ნ-----–-----------–---–ი პოლიციის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოუწოდებდა ქარხნის შენობის დატოვებას. გ-------------–---–-ს განმარტებით, მასთან ერთად ქარხანაში იმყოფებოდნენ დანადგარების სპეციალისტები და მ-------------–---–ი, რომელიც განიხილებოდა ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მას (გ-------------–---–ს) ნ-----–-----------–---–ი ხშირად არ აძლევდა ქარხანაში შესვლის უფლებას, იგი დარჩა ქარხანაში, რათა მეორე დილით ქარხანაში შესვლისას დაბრკოლება არ ჰქონოდა. სპეციალისტები და მ-------------–---–ი იმყოფებოდნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გ-------------–---–-ს კუთვნილ ავტომანქანაში. წინა საღამოს მათ შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, მან (გ-------------–---–მა) ჩართო ვიდეო კამერა, რომლითაც იგი იღებდა ყველაფერს, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ნ-----–-----------–---–ი და მივიდნენ ფიზიკურ შეჯახებამდე. ამის შემდეგ გ-------------–---–მა მიმართა იქ მყოფ პირებს, რომ ისინი წასულიყვნენ და თვითონ დარჩებოდა ქარხანაში. ნ-----–-----------–---–-ა ჩაკეტა ბოქლომი, რათა იგი (გ-------------–---–-) დარჩენილიყო ქარხნის შიგნით. გ-------------–---–-ს განმარტებით, მას გამოსვლა რომ სდომებოდა გამოვიდოდა, რადგან აღნიშნული ქარხანა მისი დაპროექტებულია და კარგად იცის ყველა გასასვლელი. მან (გ-------------–---–მა) იცოდა, რომ ნ-----–-----------–---–ს ნებისმიერ დროს შეეძლო ბოქლომის დადება, რის გამოც მან კარების ერთ მხარეს დაადო ბოქლომი, რომ არ ჩაკეტილიყო კარები. ამის შემდეგ, 2016 წლის 16 ივლისს, დილით ადრე, ნ-----–-----------–---–ი ისევ მივიდა ქარხანაში და რომ დაინახა კარების ერთ ყურზე ჩამოკიდებული ბოქლომი, ხმამაღლა გამოხატა რეაქცია, ყვიროდა, თუ ვინ გაბედა ამის გაკეთება და ,,სასწრაფოდ მოეგლიჯათ ეს ბოქლომი”. მას (გ-------------–---–ს) ეუბნებოდნენ, რომ მოშორებოდა ბოქლომს, რაზეც მან უთხრა, რომ მთელი დღე იდგებოდა იქ და არ მისცემდა გატეხვის საშუალებას. ამის შემდეგ დაინახა, რომ ნ-----–-----------–---–ი მოძრაობდა მისკენ, რა დროსაც მან ვერ მოასწრო გვერდზე გაწევა, არც გაუძალიანდა და ნ-----–-----------–---–ის მხრიდან ხელის კვრის შემდეგ შევარდა შიგნით დანადგარების ოთახში, ნ-----–-----------–---–-ა კარები ჩაკეტა, შემდეგ ნ-----–-----------–---–-ა უთხრა გ-------------–ს, რომ ის ბოქლომი გაეტეხათ და მოეხსნათ. გ-------------–მა დაკიდა ახალი ბოქლომი.
მოწმე მ--------------–---–მა დაკითხვის დროს განმარტა, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდა შპს ,,კ------ს’’ დირექტორად, 2016 წლის 15 ივლისს, მ-------------–---–ი წავიდა გ-------------–---–თან ერთად ქარხანის დასათვალიერებლად, რა დროსაც მან ნახა პირველად ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც გ-------------–---–ს მოსთხოვა ქარხნის დატოვება, ხოლო თავად (მ--------------–---–ი) გამოაძევა ქარხნიდან, როგორც უცხო პიროვნება. ამის შემდეგ იგი იმყოფებოდა გ-------------–---–-ს მანქანასთან და გარედან ადევნებდა თვალს ქარხნის ტერიტორიას. მან დაინახა, რომ ნ-----–-----------–---–-ა გ-------------–---–ს ჰკრა ხელი და შეაგდო ქარხანაში, სადაც დანადგარები დგას და დარჩა მარტო გ-------------–---–-, რის შემდეგაც ჩაკეტა ბოქლომით ნ-----–-----------–---–-ა. ნ-----–-----------–---–ს ახლდა გ--- და ი-----, ადგილობრივი თანამშრომლები. ნ-----–-----------–---–ი ამის შემდეგ წავიდა დღესასწაულზე, გ------- მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩაკეტილი ქარხანაში, ამ დროს მ-------------–---–ი იჯდა მანქანაში და შორიდან ადევნებდა თვალს. მეორე დილით ადრე, ნ-----–-----------–---–ი მანქანით მივიდა თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ ქარხანაში და ლაპარაკობდნენ, ამის შემდეგ გააღეს კარები. ნ-----–-----------–---–ი ეჩხუბებოდა თავის თანამშრომლებს ი-----ს და გ---ს, წივილ-კივილის შემდეგ, ის (მ-------------–---–ი) გადმოვიდა მანქანიდან და უყურებდა. ქარხნის წინა ხედი არის მინით და დასანახად იყო მარტივი და დაინახა ხელი როგორ ჰკრა ნ-----–-----------–---–-ა გ-------------–---–ს და შეაგდო დანადგარების ოთახში, ის შეესწრო იმას, თუ როგორ დატოვა ნ-----–-----------–---–-ა ქარხანა, ნ-----–- იდგა კარებს გამცდარი და გ-------------–---–- იყო საამქროში და მობილურით იღებდა და აფიქსირებდა ჩხუბის ინციდენტს, ნ-----–-სთან ერთად ამ დროს იყო გ---, ი----- და კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც მოყვნენ ნ-----–-----------–---–ს და წასვლის დროსაც ერთად წავიდნენ. მ-------------–---–მა განმარტა, რომ გ-------------–---–-ს მხრიდან ნ-----–-----------–---–ის მიმართ ხელის კვრას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, პირველი ჩანაწერის მიხედვით ასახულია ნ-----–-----------–---–ის ხმამაღალი ყვირილი, იგი მოუწოდებს პოლიციელებს გ-------------–---–-ს ქარხნიდან გაყვანას. ასევე მეორე ჩანაწერში ჩანს ბოქლომის ჩაქუჩით მოხსნის პროცესი, ნ-----–- შედის დანადგარების ოთახში და ხურავს კარს. აგრეთვე ჩანს ორი მამაკაცი, გ-------------–- და ი---------------–---–-.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და პირიქით დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–-ა ჰკრა ხელი მას. სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთ დარტყმაში, თმით თრევაში. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.
სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სასამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან შეთანხმებულია, მტკიცებულებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს გ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, ვინაიდან გ-------------–---–-ს მიერ განხორციელებული იქნა ერთჯერადი ძალადობრივი აქტი (ხელი კვრა) მისი ქმედება წარმოადგენს არა ცემას, არამედ სხვაგვარ ძალადობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------–---–-ს მიერ, ნ-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია დასტურდება, როგორც დაზარალებულის ისე მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ: დაზარალებულმა ნ-----–-----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა და დეტალურად აღწერა კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა გ-------------–---–-ს მხრიდან მასზე განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატა ხელის კვრაში, რის შედეგადაც იგი მიეჯახა რკინის კარების ჩარჩოს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი გულ-მკერდის არეში.
გ-------------–---–-ს მხრიდან ნ-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სრულად დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ გ-------------–-ს ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი პირადად შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ ჰკრა ხელი გ-------------–---–მა ნ-----–-----------–---–ს, რომელმაც მკერდი რკინის ნაწიბურს მიარტყა, წაბორძიკდა, ი---------------–---–მა ხელი მიაშველა და წამოაყენა. იგივე გარემოებები დაადსტურა მოწმის სახით დაკითხულმა შემთხვევის უშუალო თვითხმილველმა მოწმემ ი---------------–---–მა.
საგულისხმოა მოწმე ს-------------ის მიერ მიცემული ჩვენებაც, აღნიშნული მოწმე მართალია უშუალოდ არ შესწრებია ძალადობრივი ქმედების განხორციელების ფაქტს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის განმარტავს, რომ ის (ს-------------ე) და ლ----------–---–- იყვნენ ქარხნის შესასვლელ კართან, როდესაც გამოვიდა ნ-----–- თ------–---–ი, რომელსაც გულ-მკერდზე ხელი ჰქონდა მიდებული და რომელმაც განაცხადა რომ გ-------------–---–მა ხელი ჰკრა მიაჯახა რკინის კარს და ამის გამო, სტკიოდა გულ-მკერდის არე. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ლ----------–---–-ა.
ის გარემოება, რომ გ-------------–---–-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულ ნ-----–-----------–---–ის ფიზიკური ტკივილი დასტურდება როგორც დაზარალებულის აგრეთვე მოწმე მ-------–--–-–---–-ს ჩვენებით, სადაც ის განმარტავს, რომ მას, როგორც ექიმს ნ-----–- თ------–---–მა მოუყვა, რომ მისმა თანამშრომელმა ხელი ჰკრა და სტკიოდა გულ-მკერდის არე. მან (მ-------–--–-–---–მა) გაუკეთა გამაყაჩუბელი ნემსი. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.
საააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს გ-------------–---–-- და მ--------------–---–ის ჩვენებებზე, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს გ-------------–---–-- მიერ ნ-----–-----------–---–ის მიმართ განხორციელებული სხვაგვარი ძალადობის ფაქტი და განაცხადეს, რომ თავად ნ-----–- თ------–---–მა ჰკრა ხელი გ------- ჩ----–---–ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილ სხვა რომელიმე მტკიცებულებით. პალატა მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები ემსახურება გ-------------–---–-სათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ისინი ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი გ-------------–---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი