განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002342744
საქმე №3ბ/1909-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ-------------–-ა;
აპელანტის წარმომადგენელი - დ----------------ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე);
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - ს--–---- მ-------–ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით თ-------------–-ა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. №-----–--------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ი თ-------------–-ა 2----–-–---------–--ს გაფრთხილებული იქნა 2----–-–----------------ამდე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1251 მუხლის მე-5 ნაწილისა და 1252 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში მის მიერ დაკავებული თანამდებობის შემცირების გამო. მას, ასევე, ეცნობა, რომ შესაძლებელი იყო მიეღო წერილობითი ფორმით შეთავაზება სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში კი გათავისუფლდებოდა სამსახურიდან და მიიღებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ კომპენსაციას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანებით, ამავე სამინისტროს №-----–--------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ი თ-------------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2----–-–----------------იდან (ს.ფ. 16- 17).
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით თ-------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანება თ-------------–-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით თ-------------–-ას გათავისუფლების შესახებ, არ დგინდებოდა, რომ სადავო ატის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმის მასალები და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელესთან მიმართებით, კერძოდ, ასრულებდა თუ არა მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად, საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა მისცა თუ არა ობიექტური შეფასება ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელის განთავისუფლებისას მის პროფესიულ გამოცდილებას, ღვაწლს სამსახურის წინაშე, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ხარისხს შტატების შემცირების მომენტში. როგორც აღინიშნა, მოპასუხე დაწესებულებაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, მაგრამ არა მთლიანად გაუქმება, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხეს უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი სახის ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია რეორგანიზაციის მომენტში დაწესებულებაში დასაქმებული მოხელეების კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები და ა.შ.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის №3ბ/21-17 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ნოემბრის №ბს-589-586 (კ-17) განჩინებებით.(ს.ფ. 24-45).
2.3. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ თ-------------–-ა დაიბადა 1----–-–-----------------ს, მას მიღებული აქვს საშუალო განათლება, ხოლო სამუშაო გამოცდილება - 1----–-–------------–-------------–-–---------------–----- მუშაობდა შსს სისტემაში, 1----–-–---------------–-----------–-–--------------------- - სასჯელაღსრულების სისტემაში. იგი მუშაობის პერიოდში წახალისებული იყო ორჯერ, მათ შორის, 2----–-–----------ს დაჯილდოვდა „სამკერდე ნიშნით“.
ასევე, დადგინდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებების საშტატო ნუსხა. დამტკიცებული საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებდა პენიტენციური დაწესებულებებში სტრუქტურული ერთეულის კ--------ს არსებობას, რის გამოც გაუქმდა დაწესებულებებში კ--------ს ი-----------ის შტატები. ამასთან, პენიტენციური დაწესებულებებისათვის ინდივიდუალურად დამტკიცებული ახალი დებულებების თანახმად, არცერთი სტრუქტურული და საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობაში არ შედიოდა რეორგანიზაციამდე არსებული კ--------ს ი-----------ის ფუნქცია-მოვალეობა.
ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში განისაზღვრა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურებში დასაქმებისათვის სავალდებულოა უმაღლესი განათლება, ასევე, უმაღლესი განათლებაა საჭირო პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, გარდა იმ თანამდებობისა, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კერძოდ, დამხმარე მოსამსახურის საქმიანობას, რომლის შესრულება მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას/დატვირთვას, მათ შორის, განათების სისტემებისა და ელექტრო მოწყობილობების გამართულად უზრუნველყოფა,ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდება, დაზიანებული საოფისე ინვენტარის შეკეთების, დაწესებულების საკანალიზაციო სისტემებზე კონტროლის და საჭიროების შემთხვევაში, საავარიო მანქანის მოყვანის უზრუნველყოფა და სხვა.
შესაბამისად, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კერძოდ, უმაღლესი განათლებისა და ფიზიკური შესაძლებლობის, მათ შორის, ასაკის გათვალისწინებით შეუძლებელი გახდა თ-------------–-ასთვის კანონმდებლობით შესაძლებელ რომელიმე თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება.
ადმინისტრაციული წარმოების შედეგები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ეცნობა ამავე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2----–-–------------ის №----- მოხსენებითი ბარათით (ს.ფ. 20-23).
2.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის №---------------- ბრძანებით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 2----–-–------------ის №----- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-----–--------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ი თ-------------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შტატების შემცირების გამო, 2----–-–----------------იდან (ს.ფ. 19).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის №---------------- ბრძანების სახით, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლოს უნდა შეემოწმებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა ის დოკუმენტიც, რომლის გამოცემასაც ითხოვდა მოსარჩელე და რომლითაც განხორციელდებოდა თ-------------–-ას სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა სამსახურში გადაყვანა.
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) ეს არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვინაიდან თ-------------–-ა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობდა №-----–--------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ის თანამდებობაზე, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლომ, ასევე, მიუთია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს უფლება აქვს უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში კი, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებული ყოფილიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1251 და 1252 მუხლებზე და განმარტა, რომ 2----–-–--------–--ს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, თუმცა დეპარტამენტის ლიკვიდაციას არ გამოუწვევია მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაცია. რის შემდეგაც, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ პენიტენციურ დაწესებულებებად. მითითებული ნორმატიული აქტის 1251 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2----–-–---------------ისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განისაზღვრა მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.
პირველი ინსტანციის საამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1252 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ის მოსამსახურე, რომელიც 2----–-–----------ისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ი-----------ი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ თ-------------–-ა, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეორგანიზაციის დროისათვის მუშაობდა, ამავე სამინისტროს №-----–---------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ის თანამდებობაზე, 2----–-–---------–--ს გააფრთხილებული იქნა სამსახურის რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შესაძლებელი შეთავაზების მიღების შესახებ. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანებით, თ-------------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომელიც მან გაასაჩივრა სასამართლო წესით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით თ-------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანება, თ-------------–-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად შეისწავლა როგორც თ-------------–-ას პირადი საქმე, ასევე, რეორგანიზაციის პროცესი და გამოავლინა შემდეგი: თ-------------–-ა დაიბადა 1----–-–-----------------ს, მას მიღებული აქვს საშუალო განათლება, 1----–-–------------–-------------–-–---------------–----- მუშაობდა შსს სისტემაში, ხოლო 1----–-–---------------–-----------–-–--------------------- - სასჯელაღსრულების სისტემაში. იგი მუშაობის პერიოდში წახალისებული იყო ორჯერ, მათ შორის 2----–-–----------ს დაჯილდოვდა „სამკერდე ნიშნით“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესის შესწავლის შედეგების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებების საშტატო ნუსხა, რომელიც აღარ ითვალისწინებდა პენიტენციური დაწესებულებებში სტრუქტურული ერთეულის კ--------ს არსებობას. შესაბამისად, გაუქმდა დაწესებულებებში კ--------ს ი-----------ის შტატები. ამასთან, პენიტენციური დაწესებულებებისათვის ინდივიდუალურად დამტკიცებული ახალი დებულებების თანახმად, არცერთი სტრუქტურული და საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობაში არ შედიოდა რეორგანიზაციამდე არსებული კ--------ს ი-----------ის ფუნქცია-მოვალეობა.
საქმეში არსებული მასალებით დადგინდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში განისაზღვრა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურებში დასაქმებისათვის სავალდებულოა უმაღლესი განათლება, ასევე, უმაღლესი განათლებაა საჭირო პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, გარდა იმ თანამდებობისა, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კერძოდ, დამხმარე მოსამსახურის საქმიანობას, რომლის შესრულება მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას/დატვირთვას, მათ შორის, განათების სისტემებისა და ელექტრო მოწყობილობების გამართულად უზრუნველყოფა, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდება, დაზიანებული საოფისე ინვენტარის შეკეთების, დაწესებულების საკანალიზაციო სისტემებზე კონტროლის და საჭიროების შემთხვევაში, საავარიო მანქანის მოყვანის უზრუნველყოფა და სხვა.
ამდენად, დადგინდა, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კერძოდ, უმაღლესი განათლების, ასევე ფიზიკური შესაძლებლობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ასახულია მოხსენებით ბარათში (გასაჩივრებული ბრძანების საფუძველი) შეუძლებელი გახდა თ-------------–-ასთვის კანონმდებლობით შესაძლებელ რომელიმე თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე კი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2----–-–-------------ს მიიღო გადაწყვეტილება თ-------------–-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, 2----–-–----------------იდან.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ სადავო არ იყო იმ საშტატო ერთეულის გაუქმება, რომელიც დაკავებული ჰქონდა თ-------------–-ას და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს მის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1251 მუხლის მე-3 ნაწილით ამომწურავად განისაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ კონკრეტულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა სხვა, ზუსტად განსაზღვრულ თანამდებობებზე, მათივე თანხმობით. კერძოდ, ის მოსამსახურე, რომელიც 2----–-–----------ისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების კადრებში, რეორგანიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იყო მისივე თანხმობით უკონკურსოდ გადაყვანილიყო პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას.
სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ვინაიდან თ-------------–-ა სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების კ--------ს სამსახურში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია იყო თუ არა შესაძლებელი თ-------------–-ას უკონკურსოდ გადაყვანილიყო პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, მისივე თანხმობით. აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიჩნეული შეუძლებლად თ-------------–-ასთვის კონკრეტული თანამდებობის შეთავაზება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს იყო მოკლებული იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მოპასუხე მხარემ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო თ-------------–-ას დაჰპირდა სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გაფრთხილების ტექსტში პირდაპირ იყო მითითებული სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ შეთავაზების შესაძლო და არა აუცილებლად მიღება. აღნიშნულის დასადასტურებლად კი სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსზე“, რომლის მიხედვით, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია და არა ვალდებული დაწესებულების თანამშრომლის სხვა დაწესებულებაში ან სამინისტროში კონკურსის გადაყვანისა და დანიშვნის თაობაზე.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა როგორც შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე, მისი მდგომარეობა, რაც განსახილველ შემთხვევაში ცალსახა იყო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ იგივე თანამდებობაზე დასაქმებული სხვა პირები აკმაყოფილებდნენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ მიიღეს შეთავაზება სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, ეს გარემოება ვერ დაადასტურებს მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო თ-------------–-ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
2.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელი იყო უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის №---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით - არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებას და სახეზე არ იყო მისი ბათილად ცნობის საფუძველი, არ არსებობდა მოსარჩელის სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა სამსახურში გადაყვანის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვევია ის გარემოება, ადმინსიტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის №---------------- ბრძანების სახით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლოს უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.3. პალატა იზიარებს მსჯეობას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) წარმოადგენდა საქმიანობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
უდავოა, რომ თ-------------–-ა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობდა №-----–--------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ის თანამდებობაზე, ამდენად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
6.5. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1251 და 1252 მუხლებზე.
დადგენილია, რომ 2----–-–--------–--ს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, თუმცა დეპარტამენტის ლიკვიდაციას არ გამოუწვევია მის დაქვემდებარებაში მყოფი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებების ლიკვიდაცია. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ პენიტენციურ დაწესებულებებად. მითითებული ნორმატიული აქტის 1251 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კონკრეტული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ ამ დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2----–-–---------------ისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განისაზღვრა მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1252 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ის მოსამსახურე, რომელიც 2----–-–----------ისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების სოციალურ განყოფილებაში, საზოგადოებრივ მისაღებში, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში, კანცელარიაში, ბუღალტერიაში, კადრებში ან არის დაწესებულების უფროსი ი-----------ი (იურისტი) ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურე, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ მოსამსახურეს არ ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებით განსაზღვრული პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.
პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თ-------------–-ა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეორგანიზაციის დროისათვის მუშაობდა, ამავე სამინისტროს №-----–---------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის კ--------ს ი-----------ის თანამდებობაზე, ასევე დადგენილია, რომ 2----–-–---------–--ს გააფრთხილებული იქნა სამსახურის რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით შესაძლებელი შეთავაზების მიღების შესახებ. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანებით, თ-------------–-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომელიც მან გაასაჩივრა სასამართლო წესით.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით თ-------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–----------------ის №---------------- ბრძანება, თ-------------–-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.
დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად შეისწავლა როგორც თ-------------–-ას პირადი საქმე, ასევე, რეორგანიზაციის პროცესი და გამოავლინა შემდეგი: თ-------------–-ა დაიბადა 1----–-–-----------------ს, მას მიღებული აქვს საშუალო განათლება, 1----–-–------------–-------------–-–---------------–----- მუშაობდა შსს სისტემაში, ხოლო 1----–-–---------------–-----------–-–--------------------- - სასჯელაღსრულების სისტემაში. იგი მუშაობის პერიოდში წახალისებული იყო ორჯერ, მათ შორის 2----–-–----------ს დაჯილდოვდა „სამკერდე ნიშნით“.
დადგენილია, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესის შესწავლის შედეგების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–---------------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებების საშტატო ნუსხა, რომელიც აღარ ითვალისწინებდა პენიტენციური დაწესებულებებში სტრუქტურული ერთეულის კ--------ს არსებობას. შესაბამისად, გაუქმდა დაწესებულებებში კ--------ს ი-----------ის შტატები. ამასთან, პენიტენციური დაწესებულებებისათვის ინდივიდუალურად დამტკიცებული ახალი დებულებების თანახმად, არცერთი სტრუქტურული და საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობაში არ შედიოდა რეორგანიზაციამდე არსებული კ--------ს ი-----------ის ფუნქცია-მოვალეობა.
ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში განისაზღვრა პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურებში დასაქმებისათვის სავალდებულოა უმაღლესი განათლება, ასევე, უმაღლესი განათლებაა საჭირო პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, გარდა იმ თანამდებობისა, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, კერძოდ, დამხმარე მოსამსახურის საქმიანობას, რომლის შესრულება მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას/დატვირთვას, მათ შორის, განათების სისტემებისა და ელექტრო მოწყობილობების გამართულად უზრუნველყოფა, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდება, დაზიანებული საოფისე ინვენტარის შეკეთების, დაწესებულების საკანალიზაციო სისტემებზე კონტროლის და საჭიროების შემთხვევაში, საავარიო მანქანის მოყვანის უზრუნველყოფა და სხვა.
დადგინილია, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა თ-------------–-ასთვის კანონმდებლობით შესაძლებელ რომელიმე თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე კი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2----–-–-------------ს მიიღო გადაწყვეტილება თ-------------–-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, 2----–-–----------------იდან.
პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა იმ საშტატო ერთეულის გაუქმება, რომელიც დაკავებული ჰქონდა თ-------------–-ას და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 1251 მუხლის მე-3 ნაწილით ამომწურავად განისაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ კონკრეტულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა სხვა, ზუსტად განსაზღვრულ თანამდებობებზე, მათივე თანხმობით.
პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ ვინაიდან თ-------------–-ა სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების კ--------ს სამსახურში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია იყო თუ არა შესაძლებელი თ-------------–-ას უკონკურსოდ გადაყვანილიყო პენიტენციური დეპარტამენტის სოციალურ სამსახურში, პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში ან პენიტენციური დაწესებულების იმ სამსახურში, რომელიც ახორციელებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფას, მისივე თანხმობით. აღსანიშნავია, რომ სწორედ მითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიჩნეული შეუძლებლად თ-------------–-ასთვის კონკრეტული თანამდებობის შეთავაზება.
ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ადმინისტრაციული ორანოს მიერ გაგზავნილ გაფრთხილების ტექსტში პირდაპირ იყო მითითებული სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ შეთავაზების შესაძლო და არა აუცილებლად მიღება. ამდენად, უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო დაჰპირდა აპელანტს სხვა თანამდებობაზე გადაყვანას. აღნიშნულის დასადასტურებლად საკმარისია მითითებული იქნეს საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსზე“, რომლის მიხედვით, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია და არა ვალდებული დაწესებულების თანამშრომლის სხვა დაწესებულებაში ან სამინისტროში კონკურსის გადაყვანისა და დანიშვნის თაობაზე.
პალატა მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც შესაბამისი საშტატო ერთეულისათვის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე, მისი მდგომარეობა, რაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილია.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე იყო თ-------------–-ას თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები.
6.5. მოსარჩელის (აპელანტის) ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის №---------------- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
პალატა განმარტავს, რომ განსახილვევ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
6.6 პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით გათალისწინებულ საფუძველს.კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებას, შესაბამისად და სახეზე არ არსებობს მისი არც ბათილად ცნობის საფუძველი და არც აპელანტის სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა სამსახურში გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა