განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100117001798027
ინსტანცია
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001798027

საქმე №1/ბ-1188-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,მსჯავრდებულ: შ------------ს,ადვოკატ: ნ------–-------ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ისა და მსჯავრდებულ შ------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ------------ს მიმართ, პირადი N0----------- დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თ---–--–----–--–-----------–-------------------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ლ--–-----------–-------------------–----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით შ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, შ-------------ს 1(ერთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

შ------------ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან. შ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2016 წლის 7 ნოემბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

შ------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ------------ მართავდა ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტს“ და მოძრაობდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მხრიდან ვარკეთილის მიმართულებით, რა დროსაც, მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, შეასრულა არასწორი მანევრი და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ------------–---–ს. რ------------–---–ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------ემ და მსჯავრდებულ შ------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–-------------------მ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ცვლილებების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენის გაუქმება და შ------------ს მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპლაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა შ------------სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

ბრალდების მხარე, სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებასა და დაზარალებულის პოზიციას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი და შესაბამისად სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, ხოლო დაცვის მხარე მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება არ უცდია, ის შემთხვევის ადგილზე იყო და არ უცდია გაქცევა, ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა რასაც ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი არ შეუშლია გამოძიებისათვის, მისცა აღიარებითი ჩვენება და მთელი სამი წლის განმავლობაში როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ისე დადიოდა როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისევე სასამართლოში. მან გულწრფელი აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოში და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და ყველანაირად ცდილობდა დაზარალებულის დახმარებას, ეს იყო პირველადი სამედიცინო დახმარება თუ საპატრულო პოლიციისთვის და მედპერსონალისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება მომხდარის შესახებ.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. შ------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: 2016 წლის 7 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, DVD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერით, ქიმიური ექსპერტიზის 2016 წლის 16 ნოემბრის #637/ქმ დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #007156816 დასკვნით, 2016 წლის 8 ნოემბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1578/ა დასკვნით,სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #006737316 დასკვნით, მოწმეების: კ-----------–-----–---–-----------------------–---–--------------–---–---–---------------------------–----------------------------------------------–---–-------------------–----------–---–--------------–------------ ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანისა და სასჯელის დამძიმების კუთხით მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებულს არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი და დაზარალებული, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ამასთან, გასული დროის მიუხედავად განიცდის მომხდარს და გამოთქვამს სინანულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ შ------------სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას შ------------სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ისა და მსჯავრდებულ შ------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

შ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, შ------------ს 1(ერთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

შ------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

შ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების დრო - 2016 წლის 7 ნოემბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

გაუქმდეს შ------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 23 ნოემბრის #12/5293 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ ს-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თ---–------–--–-----------–-------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ,,ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი, სახ.#G------- პირადობისა და მართვის მოწმობები და ტანსაცმელი დაუბრუნდეს შ------------ს ნდობით აღჭურვილ პირის, რ------------–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - გ---------------–---–ს, პლასტმასის დეტალები, მიკრონაწილაკები განადგურდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე დართული DVD და CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი