განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001600693
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 552-2018
04 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტები: ნ--- გ--------ე, ლ---–- გ--------ე, ქ------- ნ-–----–---–ი;
წარმომადგენელი: ვ------- ლ------
მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,კ------- ბ---ი“
წარმომადგენელი: ქ------- ყ---–----
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოსარჩელე სს ,,კ------- ბ---ის“ წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ნ--- გ--------ის, ლ---–- გ--------ის, ქ------- ნ-–----–---–ის მიმართ და თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოითხოვა. სახელდობრ მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეებს ნ--- გ--------ეს, ლ---–- გ--------ეს და ქ------- ნ-–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------- ბ---ის’’ სასარგებლოდ 5628.32 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ------–-------------–-------------–ი (უძრავი ქონების ს/კ 2------------ მდებარე ლ---–- გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის ხარჯზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ნ--- გ--------ის, ლ---–- გ--------ის და ქ------- ნ-–----–---–ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
მოსარჩელის განმარტებით: 2----–-–-------------- სს ,,კ------- ბ---ს“ და მსესხებელ ნ--- გ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურეობაზე, რომლის შესაბამისადაც გამსესხებელი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან, გამსესხებელი უხსნის მსესხებელს ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. ამასთან სესხის ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 240 თვე. აღნიშნული ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ლ---–- გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
2----–-–-------------ს ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნ--- გ--------ემ სესხის სახით მიიღო 6200 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 3 288.52 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 465.12 აშშ დოლარს და ყოველწლიურ საკომისიოს თანხებს 54.26 აშშ დოლარს. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 10 007.90 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 276.52 აშშ დოლარის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ჯარიმაც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
2----–-–-------------ს ნ--- გ--------ის სესხის უზრუნველსაყოფად, ლ---–- გ--------ესთან და ქ------- ნ-–----–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა აიღეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ 2----–-–-------------ს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
მსესხებელ ნ--- გ--------ის მიერ სისტემატიურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, რის თაობაზეც მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი, თუმცა უშედეგოდ. გამსესხებელმა საბოლოოდ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2015 წლის სექტემბრიდან.
ამდენად, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5 628.32 აშშ დოლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია 218.05 აშშ დოლარი, ჯარიმა 0.27 % - 909.89 აშშ დოლარი, საკომისიო 20.26 აშშ დოლარი, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
მოპასუხის პოზიცია:
აღნიშნულ სარჩელზე მარტივი შესაგებელი შემოიტანეს მოპასუხეებმა ნ--- გ--------ემ, ლ---–- გ--------ემ, ქ------- ნ-–----–---–მა, მათ სარჩელი არ ცნეს და თავის მხრივ განმარტეს, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო ვეღარ შეძლეს სესხის თანხის დაფარვა. ასევე არ დაეთანხმნენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,კ------- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–-------------- მხარეებს, შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” (ამჟამად სს "კ------- ბ---ი") და მოპასუხე ნ--- გ--------ეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან გამსესხებელი უხსნის მსესხებელს ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოქმედების ვადა შეადგენს 240 თვეს, 2034 წლის 22 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ლ---–- გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ------–--------------–---------------- (მიწის - უძრავი ქონების ს/კ 2------------.
დადგენილი იქნა, რომ სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–-------------ს მსესხებელ ნ--- გ--------ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, საპროცენტო განაკვეთი გაცემულია სესხის გადახდის გრაფიკში, რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 3288.52 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 465,12 აშშ დოლარს და ყოველწლიური საკომისიო - 54,26 აშშ დოლარს. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 10 007.90 აშშ დოლარი, ყოველთვიურად ყოველი თვის 01 რიცხვში 276,52 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის გზით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
დადგენილი იქნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–-------------ს ნ--- გ--------ის თავდებ პირებთან ლ---–- გ--------ესთან და ქ------- ნ-–----–---–თან გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ლ---–- გ--------ემ და ქ------- ნ-–----–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნ--- გ--------ესთან ერთად.
დადგენილი იქნა, რომ მსესხებლის მიერ სისტემატურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, კერძოდ ყოველთვიურად გადასახდელი თანხების დაგვიანებით გადახდა. ძირითად მოვალეს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულებების დარღვევის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, მხარეებს რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ.
დადგენილი იქნა, რომ ამჟამად მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს საერთო ჯამში 5628.32 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია -218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო 20.26 აშშ დოლარი.
დადგენილი იქნა, რომ 2----–-–------------------ განხორციელდა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ის რეგისტრირდა როგორც სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’, 2----–-–------------- კი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" შეეცვალა სახელი და დარეგისტრირდა როგორც სს "კ------- ბ---ი".
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 623-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესა და ნ--- გ--------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზის მომსახურების და მის საფუძველზე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ქ------- ნ-–----–---–იმა და ლ---–- გ--------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლების ნ--- გ--------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, ისინი პასუხისმგებელი არიან მსესხებლების ვალდებულებებზე თანაბრად, მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მათაც წაუყენოს მოთხოვნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე ლ---–- გ--------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის და თავდებების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ--- გ--------ემ, ლ---–- გ--------ემ და ქ------- ნ-–----–---–მა.
აპელანტების მითითებით: სასამართლოს ისე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომ არ გაითვალისწინა მათი ფინანსური მდგომარეობა. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მათ მიერ გადახილი იქნა გარკვეული თანხები. მათ სესხის თანხის გადახდა ვერ შეძლეს დოლარის კურსის ცვლილების გამო, სასამართლოს იმ ანგარიშით უნდა ჩაეთვალა მათი ვალდებულება გასტუმრებულად რა კურსიც არსებობდა სესხის აღების დროს.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ნ--- გ--------ის, ლ---–- გ--------ის, ქ------- ნ-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:
დადგენილია, რომ 2----–-–-------------- მხარეებს, შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს” (ამჟამად სს "კ------- ბ---ი") და მოპასუხე ნ--- გ--------ეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან გამსესხებელი უხსნის მსესხებელს ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოქმედების ვადა შეადგენს 240 თვეს, 2034 წლის 22 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ლ---–- გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ------–--------------–---------------- (უძრავი ქონების ს/კ 2------------, რაზედაც მხარეთა შორის კანონით დადგენილი წესით გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–-------------ს მსესხებელ ნ--- გ--------ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, საპროცენტო განაკვეთი გაცემულია სესხის გადახდის გრაფიკში, რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 3288.52 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 465,12 აშშ დოლარს და ყოველწლიური საკომისიო - 54,26 აშშ დოლარს. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 10 007.90 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 276,52 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები, რომლის მიხედვითაც მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების რომელიმე სხვა პირობის დარღვევა. გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმები.
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–-------------ს ნ--- გ--------ის თავდებ პირებთან ლ---–- გ--------ესთან და ქ------- ნ-–----–---–თან გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ლ---–- გ--------ემ და ქ------- ნ-–----–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნ--- გ--------ესთან ერთად. კერძოდ: მათ აიღეს ვალდებულება, თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის ნ--- გ--------ის მიერ 2014 წლის 29 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე: სესხის ძირითად თანხაზე 6200 აშშ დოლარი, მასზე დარიცხულ პროცენტებზე - 3288.75 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე - 465.12 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე - 54.26 აშშ დოლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 10 008.13 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე. თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა, რომ თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე და დაფაროს მსესხებლის დავალიანება მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას მსესხებლის მიმართ.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ სისტემატურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, კერძოდ ყოველთვიურად გადასახდელი თანხების დაგვიანებით გადახდა. ძირითად მოვალეს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულებების დარღვევის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, მხარეებს რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ.
დადგენილია, რომ ამჟამად მოპასუხეთა დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 5628.32 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია -218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო 20.26 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ 2----–-–------------------ განხორციელდა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ის რეგისტრირდა როგორც სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’, 2----–-–------------- კი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს" შეეცვალა სახელი და დარეგისტრირდა როგორც სს "კ------- ბ---ი".
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება....
ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–-------------ს მსესხებელ ნ--- გ--------ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის გადახდის პირობებზე: გადახდის თარიღზე, ძირითადი თანხის გადასახდელ ყოველთვიურ ოდენობაზე, პროცენტზე, სიცოცხლის დაზღვევის ოდენობაზე, ყოველწლიურ საკომისიოზე. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ გამსესხებლის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, მსესხებელმა 2015 წლის სექტემბრის თვიდან შეწყვიტა გადახდები.
სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება თუკი დასტურდება მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რითაც საფრთხე ექმნება ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების ფაქტი, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია. ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელმა საკუთრებაში გადასცა მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. შესაბამისად, გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იგი. ამდენად, სს ,,კ------- ბ---ის“ მოთხოვნა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე დასარიცხი დარჩენილი სარგებლის 867.35 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.27% ლარის ოდენობით. პალატას მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის გონივრული და სამართლიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–-------------ს ნ--- გ--------ის თავდებ პირებთან ლ---–- გ--------ესთან და ქ------- ნ-–----–---–თან გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ლ---–- გ--------ემ და ქ------- ნ-–----–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნ--- გ--------ესთან ერთად. ვინაიდან თავდებებმა ნ--- გ--------ის სესხზე იკისრეს სოლიდარული თავდებობა სრული მოცულობით, სს ,,კ------- ბ---ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მათ მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301–ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, ნ--- გ--------ესა და სს ,,კ------- ბ---ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ლ---–- გ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ------–--------------–---------------- (მიწის - უძრავი ქონების ს/კ 2------------, რაზედაც კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ვინაიდან, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არსებობს საფუძველი ამ ქონების იძულების წესით რეალიზაციისათვის.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ სსკ-ის 301-ე მუხლით დადგენილ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის და თავდებების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილა, რომ მოპასუხეთა დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 5628.32 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია - 218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო 20.26 აშშ დოლარი, რაც ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - სს ,,კ------- ბ---ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არც ერთი შედავება, რომელიც მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით განახორციელეს არ არის კვალიფიციული შედავება და იგი არ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას; სახელდობრ: სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება ვერ გახდება ის, რომ 2----–--–- (სესხის აღების დროს) იყო სხვა კურსი, ვიდრე 2016 წელს, რის გამოც სწორედ ამ ანგარიშით უნდა მოქმედებდეს საკრედიტო დაწესებულება და ვალი გადახდილად უნდა ჩაითვალოს, რომ სხვა ქონება მოპასუხეებს არ გააჩნიათ და რომ სესხი იპოთეკით იყო უზრუნველყოფილი, რომ ვერ მიაღწიეს მორიგებას კრედიტორთან, რადგან მან არ გაითვალიწინა მოვალის შესაძლო ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.
ყველა არგუმენტი, რაც აპელანტებმა (მოპასუხეებმა) წარმოადგინეს მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებულობას, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ნ--- გ--------ის, ლ---–- გ--------ის და ქ------- ნ-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე