განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002596105
ინსტანცია
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002596105

საქმე №1ბ/1446-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ისა და მსჯავრდებულ დ-------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------–--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით დ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

დ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ------–--–-------------------ში ყოფნისას, დ-------------–---–მა მეუღლეს - ნ-----–-----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოუჭირა ძლიერად ხელი მხრებზე, ძალით გაიყვანა სახლიდან, ჰკრა ხელი და დააგდო ეზოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა და მსჯავრდებულ დ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატმა ი--------------ემ.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენში და დ-------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან აპელანტის აზრით დ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული იქნა ზედმეტად ლოიალური სასჯელი.

 

მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის შემსუბუქების მიზნით, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული 1(ერთი) წელი გამოსაცდელი ვადის შეცვლა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებებს, რომ დ-------------–---–მა სრულად სცნო თავი დამნაშავედ, აღიარა და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქმის მასალები სრულად გახადა უდავო, დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------------–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ნ-----–-----------ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დ-------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული 1(ერთი) წელი გამოსაცდელი ვადის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, რომ დ-------------–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა დაზარალებულის პოზიცია, რომ არ სურდა დ-------------–---–-ს მკაცრად დასჯა და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ-------------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი დ-------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ისა და მსჯავრდებულ დ-------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 აგვისტოდან 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი