განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
120210016001665844
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210016001665844

საქმე №2ბ/462-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

1 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - შპს „ბ--–--------------ი“

წარმომადგენელი - ნ-----–-------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა----–ი“

წარმომადგენელი - ვ--–----------–------ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ა----–ი’'-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა შპს ,,ბ--–--------------ის“ შპს ,,ა----–ის“ სასარგებლოდ 390 775 ლარის გადახდა. დაეკისრა შპს ,,ბ--–--------------ის’’ შპს ,,ა----–ი’’-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3907.75 ლარის გადახდა. შპს ,,ა----–ი’’-ს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოპასუხე შპს „ბ--–--------------ის“ წარმომადგენლის ნ-----–-------------ის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 23 სექტემბერს მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------ი’’-ს და საქართველოს სა----------ილო გ----ის დ-----------ტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების N------ ხელშეკრულება შიდასახალმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე, თანხით 853 977 ლარი.

 

2.2. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 2.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შპს „გ----–-----------ი“, შემდგომ საზედამხედველო ორგანიზაცია) მიერ დადასტურებული აქტი.

 

2.3. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების 10.2 პუნქტების თანახმად, მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებით და რისკით.

 

2.4. 2015 წლის 25 სექტემბერს შპს „ბ--–--------------ის“ და შპს „ა----–ს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N-------- შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ თანხით 500 000 ლარი.

 

2.5. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადა განისაზღვრა 23.09.2015წ-30.11--015წ., რომელიც 07.12.2015წ. შეთანხმებით ვადამ გადაიწია 2016 წლის 10 მარტამდე, ხოლო 10.03.2016 წლის შეთანხმებით კი აღნიშნული ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

2.6. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, დამკვეთი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად.

 

2.7. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 2.8. პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დამკვეთის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 15%, საიდანაც 5%-ს დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და დამკვეთის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი საკონტრაქტო ღირებულების 10%-ის ანაზღაურება მოხდება საგარანტიო ვადის 2.5 წლის გასვლის შემდეგ.

 

2.8. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ. 4.3 პუნქტის თანახმად კი, შესრულებული სამუშაოების შემოწმებასა და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (შპს „გ----–-----------ი“), რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარისხს.

 

2.9. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლებების დაუყონებლივ გამოსწორება.

 

2.10. 2016 წლის 30 ივნისს მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------ი’’-ს და შპს „ა----–ს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება N--------, ბ--------მის მ----–----–იტეტში გზა N-: სოფელ ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსამდე და გზა N- სოფლის ცენტრიდან წ-------ისკენ მიმავალი მონაკვეთის 7 060 კვ/მ სა----------ილო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელებაზე, თანხით 261 220 ლარი.

 

2.11. 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად ან ერთიანად, დადასტურებული მოცულობების და ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრული პროცესების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და შედეგად გამოწერილი დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების საფუძველზე. ამ უკანასკნელის წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში.

 

2.12. 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების დასრულების ან/და შემსრულებლის მიერ ეტაპობრივად წარმოდგენილი სამუშაოების შემდგომ მხარეთა შორის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტში გაწეული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს დამკვეთისა და პროექტის მოთხოვნებს. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვეთის მიერ წარდგენილი სამუშაო შემოწმდება და მიღებულად ჩაითვლება მაკონტროლებელი კომპანია (I--)-ს მიერ (რომელიც წარმოადგენს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ის დაქირავებულ საინჟინრო კომპანიას). შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ გამოშვებული აქტის და შემდგომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ.

 

2.13. 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 5.1. “ა“ პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს 02.07.2016წ-18.07.2016წ ჩათვლით პერიოდის განმავლობაში.

 

2.14. 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლებების დაუყონებლივ გამოსწორება.

 

2.15. 2015 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების კომისიის მიერ მიღება-ჩაბარება მოხდა 2016 წლის 17 ივნისს ღირებულებით 853473.58 ლარი.

 

2.16. 2015 წლის 25 სექტემბერს შპს „ბ--–--------------ის“ და შპს „ა----–ს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება N-------- (შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ) 2017 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მოპასუხე მხარეს გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ 390 775.08 ლარი.

 

2.17. შპს „ბ--–--------------ის“ მიერ სოფელ ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით 1-- კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 2016 წელს. ამ სამუშაოების სრული ღირებულება შპს „ბ--–--------------ის“ აუნაზღაურდა იმავე წლის 31 ივლისს თანხით 433 201,60 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.18. მოსარჩელე შპს ,,ა----–ი’’ მოითხოვს, რომ შპს „ბ--–--------------ის“ მის სასარგებლოდ ხელშეკრულების დარღვევის გამო დაეკისროს პირგასამტეხლო 200 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების ერთი პროცენტი, ვინაიდან მხარეებს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს და 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1%. შესაბამისად როგორც დადგენილია შპს „ბ--–--------------ის“ დავალიანება შეადგენს 390 775 ლარს, ხოლო მისი 1%-კი არის 3907,75 ლარი.

 

2.19. მოსარჩელე შპს ,,ა----–ი’’ მოითხოვს, რომ შპს „ბ--–--------------ის“ მის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების დარღვევის გამო მიყენებული ზიანის 40 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი და დროული შეუსრულებლობის გამო შეუმცირდა საწარმოს აქტივები და ვერ შეძლო ანალოგიური ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელება საქართველოში, ისევე როგორც ვერ მიიღო მოგება, რის გამოც მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 40 000 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებების (საწარმოს აქტივების შემცირების, ანალოგიური ბიზნეს-საქმიანობის განხორცილების შეუძლებლობის, მოგების მიუღებლობის) დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო, რათა სასამართლოს ემსჯელა რამდენად არსებობს ზიანის მიყენების ფაქტი და აღნიშნულ ფაქტში მოპასუხის ბრალეულობის ხარისხზე.

 

2.20. სარჩელის თანახმად, მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------იმ’’ შპს „ა----–თან“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიიღო სარგებელი - უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე - 75 000 ლარის ოდენობით;

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის კუთვნილი თანხის გადარიცხვით, მისი გამოყენების და ბრუნვაში მიმოქცევისგან მიიღო სარგებელი, უსაფუძვლოდ გამდიდრდა, და რომ აღნიშნული თანხა შეადგენს ყოველთვიური მინიმალური საბანკო პროცენტის დაანგარიშებით ყოველთვიურად 15 000 ლარს, რაც ხუთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 000 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე გამდიდრდა თუ არა, და თუკი ასეთი ფაქტი დადგა, რა ოდენობით. უსაფუძვლო გამდიდრების მთავარი დებულება ისაა, რომ თანხის მიმღები უნდა გამდიდრდეს შემსრულებლის ხარჯზე, რაც გამოიხატება მისი ქონების შეძენაში ან დაზოგვაში (აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება), მოპასუხის უკანონო გამდიდრებით ზიანი უნდა მიადგეს მოსარჩელეს, რაც მისი ქონების შემცირებაში, შემდგომ სარგებლის მიუღებლობაში გამოიხატება (არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება).

 

2.21. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ა----–ის“ მიერ არ იქნა სრულყოფილად შესრულებული სამუშაოები და ისინი იყო ხარვეზიანი, ხოლო 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოები კი არ არის მიღებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. როგორც საქმეში წარმოდგენილი აქტით დადასტურებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კმ 11+000-კმ13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები კომისიის მიერ მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში, რაზედაც შედგა შესაბამისი დოკუმენტი - აქტი, ხოლო რაც შეეხება ბ--------მის მ----–----–იტეტში გზა N-: სოფელ ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსამდე და გზა N- სოფლის ცენტრიდან წ-------ისკენ მიმავალი მონაკვეთის 7 060 კვ/მ სა----------ილო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს, აღნიშნული სამუშაოებიც მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაცაა საქართველოს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ის 07/08/2017წ N-1---- წერილი, რომლის თანახმადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელებულ იქნა, რაზედაც მისი სრული ღირებულების ანაზღაურებაც მოხდა, აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების და მისი ხარვეზიანობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. აღნიშნული ფაქტების დადასტურება შედის მოპასუხის ინტერესში, მოპასუხემ თავად უნდა იზრუნოს შესაბამისი საბუთის შექმნაზე. მოსარჩელე კი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოპასუხეს გარდა ზეპირი განმარტებისა ამ გარემოებების დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.22. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს მოპასუხე შპს „ბ--–--------------ის“ და მოსარჩელე შპს „ა----–ს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება N-------- შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ თანხით 500 000 ლარი. სამუშაოების განხორციელების ვადა განისაზღვრა 23.09.2015წ-30.11--015წ., რომელიც 07.12.2015წ. შეთანხმებით ვადამ გადაიწია 2016 წლის 10 მარტამდე, ხოლო 10.03.2016 წლის შეთანხმებით კი, აღნიშნული ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ასევე 2016 წლის 30 ივნისს მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------ი’’-ს და შპს „ა----–ს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება N--------, ბ--------მის მ----–----–იტეტში გზა N-: სოფელ ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსამდე და გზა N- სოფლის ცენტრიდან წ-------ისკენ მიმავალი მონაკვეთის 7 060 კვ/მ სა----------ილო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელებაზე, თანხით 261 220 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 02.07.2016წ-18.07.2016წ ჩათვლით პერიოდის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის თანახმად, განსახილველი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება.

 

მხარეთა შორის 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად კი, შესრულებული სამუშაოების შემოწმებასა და მიღება-ჩაბარებას განახორციელებდა უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (შპს „გ----–-----------ი“), რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობასა და ხარისხს.

 

ასევე 2016 წლის 30 ივნისს მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------ი’’-ს და შპს „ა----–ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა ეტაპობრივად ან ერთიანად, დადასტურებული მოცულობების და ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრული პროცესების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და შედეგად გამოწერილი დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების საფუძველზე, ამ უკანასკნელის წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში. 4.2 პუნქტის თანახმად კი, მომსახურების დასრულების ან/და შემსრულებლის მიერ ეტაპობრივად წარმოდგენილი სამუშაოების შემდგომ მხარეთა შორის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტში გაწეულ მომსახურებას უნდა დაეკმაყოფილებინა დამკვეთისა და პროექტის მოთხოვნები. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვეთის მიერ წარდგენილი სამუშაო შემოწმდებოდა და მიღებულად ჩაითვლებოდა მაკონტროლებელი კომპანიის (I--)-ს მიერ (რომელიც წარმოადგენს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ის დაქირავებულ საინჟინრო კომპანიას). შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შესაბამისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ გამოშვებული აქტის და შემდგომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაა 2016 წლის 16 ივნისს გაფორმებული აქტი, რომლის მიხედვით შიდასახალმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიღებულ იქნა ექსპლოატაციაში კომისიის მიერ.

 

ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ასევე შესრულებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ, ვინაიდან ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით 1-- კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამკვეთს წარმოადგენდა საქართველოს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ი, ხოლო შემსრულებელს მოპასუხე შპს „ბ--–--------------ი“, შესაბამისად მოპასუხემ აღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა მოსარჩელესთან. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი კი გაფორმდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვეთის მიერ წარდგენილი სამუშაო შემოწმდებოდა და მიღებულად ჩაითვლებოდა მაკონტროლებელი კომპანია (I--)-ს მიერ (რომელიც წარმოადგენს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ის დაქირავებულ საინჟინრო კომპანიას). შემსრულებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შესაბამისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ გამოშვებული აქტის და შემდგომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მ----–----–ური გა----------ის ფ-----ის მომართვიდან ირკვევა, რომ შპს „ბ--–--------------ის“ მიერ ტ--------უბნიდან სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით 1-- კილომეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 2016 წელს, ხოლო მისი სრული ღირებულების ანაზღაურებაც მოხდა იმავე წლის 31 ივლისს, რაც დაადასტურა საზედამხედველო ორგანიზაციამ.

 

ფაქტიურად, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ასევე მათი გამოკვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სრულად იქნა შესრულებული, როგორც 2015 წლის 25 სექტემბერს, ასევე 2016 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საბოლოოდ, მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს 390 775 ლარს და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.

 

2.23. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე შპს „ა----–ი“-ს წარმომადგენლის განმარტება, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1%, ვინაიდან მხარეებს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლებების დაუყონებლივ გამოსწორება. ასევე 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლებების დაუყონებლივ გამოსწორება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანებაა 129 555 ლარი, ხოლო 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან კი 261 220 ლარი. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს აღნიშნული დავალიანების 1%, რაც ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3907.75 ლარს.

 

2.24. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ზიანის სახით 40 000 ლარის დაკისრება მოპასუხე მხარეზე, რასაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით მიაყენა ზიანი კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დადგებოდა, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარდგენილი მასალების მიხედვით არ გამოიკვეთა და სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.25. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე შპს ,,ბ--–--------------ი’’-ს დაეკისროს სარგებელის სახით - უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე - 75 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ გაიზიარა, ვინაიდან კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზა----–ებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზა----–ებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის კუთვნილი თანხის გადარიცხვით, მისი გამოყენების და ბრუნვაში მიმოქცევისგან მიიღო სარგებელი, და რომ აღნიშნული თანხა შეადგენს ყოველთვიური მინიმალური საბანკო პროცენტის დაანგარიშებით ყოველთვიურად 15 000 ლარს, რაც ხუთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 000 ლარს. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქმის მსვლელობისას წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მის მიერ მოწინააღმდეგე მხარის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა 24 000 ლარის ოდენობით. 2017 წელს აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს გადაურიცხა ასევე 25000 ლარი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, გასაჩივრებულ განჩინებას, აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან, სარჩელი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, სახეზე იყო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით, სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შესრულდა თუ არა მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). უპირველეს ყოვლისა, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2.-2.25 პუნქტები) და განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

 

2018 წლის 1 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „ა----–ის“ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა 397775 ლარია (იხ. 2018 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი 11:39:16 საათი). ამდენად, დასახელებულ ფაქტი შეფასებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში, სახელდობრ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტის დასკვნა), რომლითაც უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება პროცესის მონაწილეებს ეკისრებათ, თუმცა აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს. კერძოდ, მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ აღიარა რა დავალიანების არსებობა, აღნიშნული გულისხმობს, რომ მან მიიღო შესაბამისი მომსახურება.

 

ამასთან, მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს მის მიერ შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადაცემა შესრულება, უკეთუ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. შპს „ბ--–--------------ს“ არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია. ამდენად, სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

4.2. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მხარეები პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმებულნი არ ყოფილან. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს, შპს „ბ--–--------------ის“ და შპს „ა----–ს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში N-------- (შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ---) ბ--------მი-ბ-------ანი-ახ--–---–-ქის სა----------ილო გზის კ---------------- მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელების შესახებ) 2017 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება 390 775.08 ლარია. 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული N-------- ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 1% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლებების დაუყონებლივ გამოსწორება. ამდენად, დადგენილია რა მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ხოლო მოვალის მიერ დარღვეულ იქნა თანხის გადახდის ვალდებულება პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა შპს „ბ--–--------------ის“ პირგასამტეხლოს იმ ოდენობით გადახდა, რაც გონივრულობისა და თანაზომიერების სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

4.3. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ როგორც თავად მოსარჩელე შპს „ა----–ი“-ს მესაკუთრე და დირექტორი ო----- თ----–---–ი, ასევე მისი წარმომადგენელი ვ--–----------–------ი მონაწილეობას იღებდნენ თითქმის ყველა სასამართლო პროცესებში, რაც ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე შპს „ა----–ი“-ს დირექტორის ო----- თ----–---–ის სურვილია და გამოხატავს ნებას, რათა შპს „ა----–ი“-ს ინტერესები (მათ შორის, საჩელის აღძვრა), შესაბამისად მისი როგორც ფიზიკური პირის ინტერესებიც, რადაგან იგი შპს „ა----–ი“-ს მესაკუთრე, 100% წილის მესაკუთრე და ასევე დირექტორია, აღნიშნულ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით დაიცვას სწორედ ვ--–----------–------მა. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ბ--–--------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია