განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002143105
საქმე N3ბ/1972-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს--–--------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს------------“;
წარმომადგენელი - თ------–--------ე, გ------ი ს-------–---–ი;
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 02 მარტის ამონაწერით (უფლების რეგისტრაცია------------–--------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N--------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 06 დეკემბრის N------- და 2007 წლის 22 მარტის N------- წერილები, 05.02.2007 წ. კორექტირებული ნაკვეთის გეგმა. (იგივე მონაცემებს შეიცავს 15.01.2016 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 2--------- წ. N-------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N---------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (IDნომერი 2---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2016 წ. ბრძანება N--------- (ს.ფ. 15-20).
2.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ;ი სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2--------- წ. ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B--------) თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 26 ნოემბერს მოხდა შეზღუდუული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს------------''-ს დარეგისტირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა საქართველო, თბილისი, ვ---------------–--ს რ---------------–--------------, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დირექტორები - ნ------–------- (--------------------------------) და დ----–-----–- (------------------------------------------), ხოლო პარტნიორად (100%-იანი წილის მფლობელი) შპს ,,პ-------------------–----–-'' (ს.ფ. 34-35).
2.2.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' 2016 წლის 28 მარტის N---------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ხ------–---–------------------ის მიმდებარედ არსებული N----------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 466 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 495 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 646 ლარს (ს.ფ. 24-30).
2.2.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის N------- წერილით შპს ,,ს-----------''-ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: №----------------), წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც - 84 კვ.მ. სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის, რის გამოც წერილის ადრესატს ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტმებრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. (იგივე შინაარსის მოთხოვნას შეიცავდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს 07.04.2016 წ. N-------, 24.05.2016 წ. N--------, 15.08.2016 წ. N--------, 10.10.2016 წ. N--------, 26.10.2016 წ. N7------ წერილები).
07.03.2016 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N-------- წერილის პასუხად, შპს ,,ს------------''-ს N--- მიმართვით ეცნობა, რომ კომპანია არ სარგებლობდა წერილში მითითებული ქონებით, რის გამოც მოკლებული იყო საფუძველს გადაეხადა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის მოთხოვნილი თანხა. (იგივე შინაარსის ინფორმაციას შეიცავდა შპს ,,ს------------''-ს მიერ 26.07.2016 წ. N-----, 01.08.2016 წ. N----- გაცემული წერილები) (ს.ფ. 36-46, 50-51).
2.2.5. საქართველოს ეკონომიკისა და მაგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს N-------- წერილის პასუხად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტ------------ის საქალაქო სამსახურის უფორისის 2016 წლის 24 ოქტომბრის N---------- წერილით ეცნობა, რომ მისამართი - ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი N 0---------------) ა--------------------------–----–------ პ---------ის ტერიტორიად განისაზღრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 23 მარტის N--------- განკარგულებით (ს.ფ. 47).
2.2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის N---------- განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----- პ---------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებულ აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (დანართი N--ის N---- რიგით ნომრად მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–-------------, გ-–------------ მ/რაიონი, N--- კორპ. მიმდებარედ).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 23 მარტის N--------- განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----- პ---------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებული აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (დანართი N--ის N---- რიგით ნომრად მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა, გ-–------------ მ/რაიონი, N----- კორპ. მიმდებარედ, ვ----ის ქუჩამდე) იგივე შინაარს შეიცავს ქ. თბილისის მთავრობის 04.12.2012 წ. დადგენილება N------------ 15.01.2013 წ. განკარგუკლება N---------, 02.04.2013 წ. დადგენილება N----------, 14.06.2013 წ. დადგენილება N----------, 31.10.2013 წ. დადგენილება N-----------, 26.11.2013 წ. დადგენილება N-----------, 24.12.2013 წ. დადგენილება N-----------, 07.12.2014 წ. დადგენილება N----------, 05.03.2014 წ. დადგენილება N----------, 06.06.2014 წ. დადგენილება N----------- 23.07.2014 წ. N----------, 22.10.2014 წ. განკარგულება N---------- 17.12.2014 წ. განკარგულება N----------, 04.02.2015 წ. განკარგულება N----------- 08.06.2016 წ. განკარგულება N----------, 27.07.2016 წ. განკარგულება N----------, 31.08.2016 წ. განკარგულება N----------- (ს.ფ. 48-49, 174-175,177-178, 180-181, 183-186, 188-189, 191-192, 194-195, 197-198, 200-201, 203-204, 205-206, 208-209, 211-212, 214-215,220-221, 223-224, 226-227).
2.2.7. 2007 წლის 07 დეკემბერს ერთის მხრივ ქ. თბილისის მთავრობას, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ს-----------''-ს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ,,ქ. თბილისის გზებზე ა---------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ''. მხარეების შეთანხმებით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ,,მეიჯარე გადასცემს ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით პ---------ის სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლებას. მოიჯარე მეიჯარეს უზრუნველყოფს მომსახურებით (განმარტების შესაბამისად) და შეასრულებს წინამდებრე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. მეიჯარე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირებს არ გადასცემს წინამდებარე ხელშეკრულების საგნით განსაზღვრულ უფლებას'' (ს.ფ. 84-171).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამავე კანონის 492-ე მუხლი ადგენს, რომ ,,ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადების მიხედვით მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხისგან ითხოვს 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 26 მარტის ჩათვლით სახელმწიფო ქონებით (მის: ქ.თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა N------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №-----------------ით რეგისტრირებული 4-- კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი - 84 კვ.მ) სარგებლობისათვის გადასახდელი საფასურის გადახდას. საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 28 მარტის N---------- დასკვნით, ქ. თბილისში, ხ------–---–------------------ის მიმდებარედ არსებული N----------------- საკადასტრო კოდისთ რეგისტრირებული 4-- კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო დანშნულების მიწის ნაკვეთიდან 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 466 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 495 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 646 ლარს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, პ---------ის ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება შეადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და არ არის აკრძალული კანონით. პ---------ის ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება მუნიციპალიტეტის ექსკლიუზიური უფლებამოსილებაა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16.3 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც კანონმდებლობით არ არის სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 28.09.07წ. N-------- ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ 1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სადავო ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მეიჯარის (ქ. თბილისის მთავრობის) მიერ მოიჯარისათვის (შპს „ს------------“) ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს ექსკლიუზიური მართვის უფლება.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „ს-----------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მეიჯარის (ქ. თბილისის მთავრობის) მიერ მოიჯარისათვის (შპს „ს------------“) ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლება. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მეიჯარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირებს არ გადასცემდა ხელშეკრულების საგნით განსაზღვრულ უფლებებს. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის N---------- დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----------------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებულ აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით - დანართი N--ის N---- რიგით ნომრად (სხვა შემთხვევებში ფიქსრიდება N----) მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა, გ-–------------ მ/რაიონი, N----- კორპ. მიმდებარედ, ვ----ის ქუჩამდე (აღნიშნული დადგენილების მიღების შემდგომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ ეტაპობრივად მიღებულია არაერთი დადგენილება/განკარგულება იგივი საკითხთან დაკავშირებით და სადაც სადავო მისამართიც უცვლელად ფიქსირდება; დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 2--------- წ. N-------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N---------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (IDნომერი 2---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2016 წ. ბრძანება N--------- (უძრავი ნივთი 2007 წლის 02 მარტიდან რეგისტრირებულ იყო სახელმწიფოს სახელზე). როგორც უკვე აღინიშნა პ---------ის სფეროს მართვის უფლება თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ადგილი აქვს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე თვითმმართველობის უფლებამოსილების დელეგირებას მესამე პირისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის კერძო პირისათვის, მოცემულ შემთხვევაში შპს „ს------------“-სათის, დელეგირების შედეგად შპს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით, რადგან იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.). ლეგალური დეფინიციის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს ცნება არამარტო იმ სუბიექტებს აერთიანებს, რომლებიც ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შემადგენლობაში არიან, არამედ აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც, რომლებიც მართალია ორგანიზაციულად არ არიან საჯარო მმართველობის სისტემაში შემავალი პირები, თუმცა უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ამდენად, ფუნქციურად მოქმედებენ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები (იხ. სუს 26.10.2017 წ. Nბს-398-395(კ-17)).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის Nბს-398-395(კ-17) გადაწყვეტილების განმარტების შესაბამისად, ,,საქართველოს სკ-ის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შესაძლებელია და რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს. ბრუნვაუნარიანია ყველაფერი, რაც კანონის შესაბამისად ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ქონების ლეგალური დეფინიციის მიხედვით ქონება მოიცავს არა მხოლოდ სხეულებრივ ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც. თავის მხრივ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს (სკ-ის 152-ე მუხ.). კანონმდებლობით დადგენილია სამართლის სუბიექტებისათვის ქონებაზე უფლებათა განხორციელების ნორმატიული ფარგლები. ქონებით, მათ შორის უფლებით, სარგებლობის ან განკარგვის შეზღუდვა განიხილება საკუთრების უფლების შეზღუდვად, რომელიც მოითხოვს საკანონმდებლო საფუძველს ან სახელშეკრულებო ბოჭვას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ დასტურდება ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის სფეროს მესამე პირთა მეშვეობით ქ. თბილისის მერიის რეგულირების უფლებამოსილება. 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ქ. თბილისის საკრებულოს 03.08.2007წ. N---- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ა--------------------------–----–-----------------ის წესი“ ადგენდა, რომ პ---------ის სფეროს მართვას ქ. თბილისის ტერიტორიაზე ახორციელებს ქ. თბილისის მთავრობა, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, თუმცა აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებდა აგრეთვე ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით პ---------ის სფეროს სხვა პირებისთვის სამართავად გადაცემის შესაძლებლობას (მე-4 მუხ., მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პ---------ის სფეროს სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს ასევე ამჟამად მოქმედი (01.01.2017წ. ძალაში შესული) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2016წ. №----- დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ს--------------------–----–-----------------ის რეგულირების წესი“ (მე-4 მუხ.). ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს შორის მოიაზრებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ა--------------------------–----–-----------------ის ადგილებით უზრუნველყოფას და დგომის/გაჩერების წესების რეგულირებას (16.1 მუხ. „კ“ ქვეპუნქტი), აგრეთვე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით (16.3. მუხ.). ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ პ---------ის სფეროს რეგულირების უფლება, როგორც ქონება შესაძლოა იყოს გარიგების საგანი, რადგან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე მოცულია საკუთრების უფლების ცნებით, მისი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხეულებრივი ნივთების შემთხვევაში. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. N--------- დადგენილებით გამოცხადდა ქ. თბილისში ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის პირობებით აუქციონი. კონკურსის პირობებში „გადასაცემი ქონება“ განიმარტა როგორც „ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის სფეროს მართვის უფლება“. გადასაცემი უფლების შინაარსი არ ადასტურებს ამ უფლების რეალიზების შეუძლებლობას შპს „ს------------“-ს მატერიალური სახით ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე. მართალია, პ---------ის სფეროს მართვის უფლების გამოყენება დაუკავშირდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებას, თუმცა უფლების გადაცემის მიზანი, მისი ფარგლები არ მოიცავს კონკრეტული მატერიალური ქონების გადაცემას. მეიჯარის საკუთრებაში არსებული თავისუფალი ქონების პ---------ის მოსაწყობად გამოყენება, 07.12.07წ. ხელშეკრულების თანახმად, შეადგენს მეიჯარის ანუ ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას, 07.12.07წ. ხელშეკრულება ავალებს მეიჯარეს მაქსიმალურად გამოიყენოს მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქონება პ---------ის ადგილების მოსაწყობად (7.2.5პ.)''.
სასამართლომ კიდევ ერთხელ მოიხმო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, რომლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამრთლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი შპს ,,ს------------''-ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მართალია შპს "ს-----------ს" ქ. თბილისის მთავრობისაგან იჯარით გადაეცა პ---------ის სფეროს მართვის უფლება და არა კონკრეტული მიწის ნაკვეთები, თუმცა სწორედ პ---------ის სფეროს მართვის პირობებში, მის მიერ პ---------ის ადგილად გამოყენებულ იქნა (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოეწყო და მონიშნულ იქნა პ---------ის ადგილად, ასევე განთავსდა პ---------ის ნიშანი, ამ ტერიტორიის პარკინგის ადგილად მოწყობის შედეგად კი კომპანია იღებდა პ---------ის შემოსავალს) სახელმწიფოს რეგისტრირებულ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელზეც "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა სარგებლობის უფლება გადაცემული შპს "ს------------სათვის". ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე (და არა თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე) კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა მოპოვებული მოპასუხის სარგებლობის უფლება, სწორედ რომ კომპანიის მიერ ამ ქონებით არამართლზომიერ სარგებლობას ადასტურებდა. ხოლო მართლზომიერ სარგებლობად არ ჩაითვლება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ის დადგენილებები, რომლითაც პ---------ის ადგილად განისაზღვრა დანართი 1-ით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები, მით უფრო მაშინ, როდესაც ქ. თბილისის მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პ---------ის მოსაწყობად გამოყენებული შეიძლებოდა ყოფილიყო მეიჯარის, ანუ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება, და არა სახელმწიფოს რეგისტრირებული საკუთრება, რომელზეც სარგებლობის უფლების მოპოვება დაიშვება "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ფორმითა და წესით. სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა მერიასა და შპს "ს-----------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბუნებას, მის შინაარს და მიზანს, ასევე ქ. თბილისის მთავრობის განკარგულებას პ---------ის ადგილების განსაზღვრის შესახებ, არამედ მარტოოდენ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაშიც კი, როდესაც დასტურდებოდა სახელმწიფოს რეგისტრირებულ საკუთრებაზე უნებართვო, უსაფუძვლო და არამართლომიერი სარგებლობა, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებლი სუბიექტის მიერ, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, შპს "ს-----------ს" ეკისრებოდა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით ჯამში 22 825,4 ლარის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 02 მარტის ამონაწერით (უფლების რეგისტრაცია------------–--------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N--------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 06 დეკემბრის N------- და 2007 წლის 22 მარტის N------- წერილები, 05.02.2007 წ. კორექტირებული ნაკვეთის გეგმა. (იგივე მონაცემებს შეიცავს 15.01.2016 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 2--------- წ. N-------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N---------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (IDნომერი 2---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2016 წ. ბრძანება N---------.
4.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ;ი სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2--------- წ. ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B--------) თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 26 ნოემბერს მოხდა შეზღუდუული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს------------''-ს დარეგისტირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეთითა საქართველო, თბილისი, ვ---------------–--ს რ---------------–--------------, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დირექტორები - ნ------–------- (--------------------------------) და დ----–-----–- (------------------------------------------), ხოლო პარტნიორად (100%-იანი წილის მფლობელი) შპს ,,პ-------------------–----–-''.
4.1.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' 2016 წლის 28 მარტის N---------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ხ------–---–------------------ის მიმდებარედ არსებული N----------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 4-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 466 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 495 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 646 ლარს.
4.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის N------- წერილით შპს ,,ს-----------''-ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისში, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: №----------------), წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც - 84 კვ.მ. სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის, რის გამოც წერილის ადრესატს ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 17 სექტმებრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. (იგივე შინაარსის მოთხოვნას შეიცავდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს 07.04.2016 წ. N-------, 24.05.2016 წ. N--------, 15.08.2016 წ. N--------, 10.10.2016 წ. N--------, 26.10.2016 წ. N7------ წერილები).
07.03.2016 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N-------- წერილის პასუხად, შპს ,,ს------------''-ს N--- მიმართვით ეცნობა, რომ კომპანია არ სარგებლობდა წერილში მითითებული ქონებით, რის გამოც მოკლებული იყო საფუძველს გადაეხადა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის მოთხოვნილი თანხა. (იგივე შინაარსის ინფორმაციას შეიცავდა შპს ,,ს------------''-ს მიერ 26.07.2016 წ. N-----, 01.08.2016 წ. N----- გაცემული წერილები).
4.1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მაგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს N-------- წერილის პასუხად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტ------------ის საქალაქო სამსახურის უფორისის 2016 წლის 24 ოქტომბრის N---------- წერილით ეცნობა, რომ მისამართი - ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი N-----------------) ა--------------------------–----–------ პ---------ის ტერიტორიად განისაზღრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 23 მარტის N--------- განკარგულებით.
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის N---------- განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----- პ---------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებულ აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (დანართი N--ის N---- რიგით ნომრად მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–-------------, გ-–------------ მ/რაიონი, N--- კორპ. მიმდებარედ).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 23 მარტის N--------- განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----- პ---------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებული აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით (დანართი N--ის N---- რიგით ნომრად მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა, გ-–------------ მ/რაიონი, N----- კორპ. მიმდებარედ, ვ----ის ქუჩამდე) იგივე შინაარს შეიცავს ქ. თბილისის მთავრობის 04.12.2012 წ. დადგენილება N------------ 15.01.2013 წ. განკარგუკლება N---------, 02.04.2013 წ. დადგენილება N----------, 14.06.2013 წ. დადგენილება N----------, 31.10.2013 წ. დადგენილება N-----------, 26.11.2013 წ. დადგენილება N-----------, 24.12.2013 წ. დადგენილება N-----------, 07.12.2014 წ. დადგენილება N----------, 05.03.2014 წ. დადგენილება N----------, 06.06.2014 წ. დადგენილება N----------- 23.07.2014 წ. N----------, 22.10.2014 წ. განკარგულება N---------- 17.12.2014 წ. განკარგულება N----------, 04.02.2015 წ. განკარგულება N----------- 08.06.2016 წ. განკარგულება N----------, 27.07.2016 წ. განკარგულება N----------, 31.08.2016 წ. განკარგულება N-----------
4.1.7. 2007 წლის 07 დეკემბერს ერთის მხრივ ქ. თბილისის მთავრობას, ხოლო მეორეს მხრივ შპს ,,ს-----------''-ს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ,,ქ. თბილისის გზებზე ა---------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ''. მხარეების შეთანხმებით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ,,მეიჯარე გადასცემს ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით პ---------ის სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლებას. მოიჯარე მეიჯარეს უზრუნველყოფს მომსახურებით (განმარტების შესაბამისად) და შეასრულებს წინამდებრე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. მეიჯარე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირებს არ გადასცემს წინამდებარე ხელშეკრულების საგნით განსაზღვრულ უფლებას''.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამავე კანონის 492-ე მუხლი ადგენს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხისგან ითხოვს 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2016 წლის 26 მარტის ჩათვლით სახელმწიფო ქონებით (მის: ქ.თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა N------ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: №-----------------ით რეგისტრირებული 4-- კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი - 84 კვ.მ) სარგებლობისათვის გადასახდელი საფასურის გადახდას. საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 28 მარტის N---------- დასკვნით, ქ. თბილისში, ხ------–---–------------------ის მიმდებარედ არსებული N----------------- საკადასტრო კოდისთ რეგისტრირებული 4-- კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 466 ლარს, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენდა 495 ლარს, ხოლო 2015 წლის იანვრიდან დღემდე 84 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 646 ლარს.
სააპელაციო პალატა იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, პ---------ის ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება შეადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და არ არის აკრძალული კანონით. პ---------ის ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება მუნიციპალიტეტის ექსკლიუზიური უფლებამოსილებაა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16.3 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც კანონმდებლობით არ არის სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 28.09.07წ. N-------- ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ 1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სადავო ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მეიჯარის (ქ. თბილისის მთავრობის) მიერ მოიჯარისათვის (შპს „ს------------“) ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს ექსკლიუზიური მართვის უფლება.
ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „ს-----------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მეიჯარის (ქ. თბილისის მთავრობის) მიერ მოიჯარისათვის (შპს „ს------------“) ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით, პ---------ის სფეროს ექსკლიუზიური მართვის უფლება. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მეიჯარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მესამე პირებს არ გადასცემდა ხელშეკრულების საგნით განსაზღვრულ უფლებებს. დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის N---------- დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,ქ. თბილისში ა--------------------------–----–----------------ის რეგულაციის მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლებით იჯარით გადაცემის პირობებით გამოცხადებულ აუქციონის (კონკურსის) გამოცხადებისა და მისი პროგრამის დამტკიცების შესახებ'' ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N---------- დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით - დანართი N--ის N---- რიგით ნომრად (სხვა შემთხვევებში ფიქსრიდება N----) მითითებულია მისამართი - თბილისი, ხ------–---–ის ქუჩა, გ-–------------ მ/რაიონი, N----- კორპ. მიმდებარედ, ვ----ის ქუჩამდე (აღნიშნული დადგენილების მიღების შემდგომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ ეტაპობრივად მიღებულია არაერთი დადგენილება/განკარგულება იგივი საკითხთან დაკავშირებით და სადაც სადავო მისამართიც უცვლელად ფიქსირდება; იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პუნტი 3.1.6). დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაცია 2--------- წ. N-------------) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ხ------–---–-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი 4-- კვ.მ. საკადასტრო კოდი N---------------- (ნაკვეთის წინა ნ----------) მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (IDნომერი 2---------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 18.03.2016 წ. ბრძანება N--------- (უძრავი ნივთი 2007 წლის 02 მარტიდან რეგისტრირებულ იყო სახელმწიფოს სახელზე). პ---------ის სფეროს მართვის უფლება თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ადგილი აქვს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე თვითმმართველობის უფლებამოსილების დელეგირებას მესამე პირისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის კერძო პირისათვის, მოცემულ შემთხვევაში შპს „ს------------“-სათის, დელეგირების შედეგად შპს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციონალური გაგებით, რადგან იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.).
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის სფეროს მესამე პირთა მეშვეობით ქ. თბილისის მერიის რეგულირების უფლებამოსილება. 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ქ. თბილისის საკრებულოს 03.08.2007წ. N---- გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ა--------------------------–----–-----------------ის წესი“ ადგენდა, რომ პ---------ის სფეროს მართვას ქ. თბილისის ტერიტორიაზე ახორციელებს ქ. თბილისის მთავრობა, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, თუმცა აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებდა აგრეთვე ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით პ---------ის სფეროს სხვა პირებისთვის სამართავად გადაცემის შესაძლებლობას (მე-4 მუხ., მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პ---------ის სფეროს სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს ასევე ამჟამად მოქმედი (01.01.2017წ. ძალაში შესული) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.12.2016წ. №----- დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ს--------------------–----–-----------------ის რეგულირების წესი“ (მე-4 მუხ.). ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს შორის მოიაზრებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ა--------------------------–----–-----------------ის ადგილებით უზრუნველყოფას და დგომის/გაჩერების წესების რეგულირებას (16.1 მუხ. „კ“ ქვეპუნქტი), აგრეთვე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით (16.3. მუხ.). ამდენად, პ---------ის სფეროს რეგულირების უფლება, როგორც ქონება შესაძლოა იყოს გარიგების საგანი, რადგან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე მოცულია საკუთრების უფლების ცნებით, მისი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხეულებრივი ნივთების შემთხვევაში.
ქ. თბილისის მთავრობის 27.08.2007წ. N--------- დადგენილებით გამოცხადდა ქ. თბილისში ა--------------------------–----–------ პ---------ის რეგულირების მიზნით პ---------ის სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის პირობებით აუქციონი. კონკურსის პირობებში „გადასაცემი ქონება“ განიმარტა როგორც „ქ. თბილისის გზებზე ა--------------------------–----–------ პ---------ის სფეროს მართვის უფლება“. გადასაცემი უფლების შინაარსი არ ადასტურებს ამ უფლების რეალიზების შეუძლებლობას შპს „ს------------“-ს მატერიალური სახით ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე. მართალია, პ---------ის სფეროს მართვის უფლების გამოყენება დაუკავშირდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებას, თუმცა უფლების გადაცემის მიზანი, მისი ფარგლები არ მოიცავს კონკრეტული მატერიალური ქონების გადაცემას. მეიჯარის საკუთრებაში არსებული თავისუფალი ქონების პ---------ის მოსაწყობად გამოყენება, 07.12.07 წ. ხელშეკრულების თანახმად, შეადგენს მეიჯარის ანუ ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას, 07.12.07წ. ხელშეკრულება ავალებს მეიჯარეს მაქსიმალურად გამოიყენოს მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქონება პ---------ის ადგილების მოსაწყობად (7.2.5პ.).
სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი შპს ,,ს------------''-ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას ჰქმნის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა