განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310014547200
საქმე №3ბ/389-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ჯ----– რ-----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენლები - თ----- ბ-–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - გ------- კ------;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ჯ----– რ-----–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის №---- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 15 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში მდებარე 601.00 კვ.მ. ფართზე და მასზე განთავსებულ №1, №2 შენობა -ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი №0---------------) რეგისტრირებული იყო ჯ----– რ-----–-–---–ის საკუთრების უფლება.
2.3. 2014 წლის 2 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებული უძრავი ქონება 28.03.2014 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხა გ------- რ-----–-–---–ის სახელზე.
2.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 19 მარტის №------ მითითების თანახმად, ჯ----– რ-----–-–---–მა განახორციელა ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში (ს/კ. №0---------------) არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიშენება, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ჯ----– რ-----–-–---–ს განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენისთვის. ამავე სამსახურის 31.03.2014 წლის №------ შემოწმების აქტის თანახმად, ჯ----– რ-----–-–---–მა არ შეასრულა მიწერილობით განსაზღვრული პირობები.
2.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილებით ჯ----– რ-----–-–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში არსებულ შენობა - ნაგებობაზე უნებართვოდ მიშენების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით ჯ----– რ-----–-–---–ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილების მე-- პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევს განემარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.
2.6. 2014 წლის 13 მაისს ჯ----– რ-----–-–---–მა №--------------- ადმინისტრაციული საჩივრით (განცხადება) მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი დაჯარიმდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მიწა და მასზე განთავსებული სადავო შენობა წარმოადგენს მისი შვილის გ------- რ-----–-–---–ის საკუთრებას.
2.7. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის №---- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ჯ----– რ-----–-–---–ის 13.05.2014 წლის №-------------- ადმინისტრციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----– რ-----–-–---–ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.2014წ. №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
დასახელებულ ნორმებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
აღნიშნული კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა- ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.
პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:ა)დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. საქმის მასალებით დგინდება, რომ ჯ----– რ-----–-–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმართველი ერთეულის საკუთრების მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობისათვის სამშენებლო ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას და რისთვისაც პასუხისმგებლობა დადგენილია კანონით.
სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია და თავად მოსარჩელე ჯ----– რ-----–-–---–იც ადასტურებს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმართველი ერთეულის საკუთრების მიწის ნაკვეთზე განახორციელა უნებართვო მშენებლობა, ასევე დასტურდება ის გარემოებაც, რომ ჯ----– რ-----–-–---–ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.03.2014წ. №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, ჯ----– რ-----–-–---–ის მიმართ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მართალია გ------- რ-----–-–---–მა საკუთრების უფლება მოიპოვა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მოსარჩელემ განახორციელა უნებართვო მშენებლობა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ჯ----– რ-----–-–---–მა უნებართვო მშენებლობა განახორციელა ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმართველი ერთეულის საკუთრების მიწის ნაკვეთზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოსარჩელე - ასევე ითხოვს ქ. თბილისის მერიის ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის №---- განკარგულების ბათილად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად: თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის №---- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დასახელებულ მატერიალური სამართლისა და პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ჯ----– რ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მითითების აქტის ჩაბარებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. კერძოდ, აპელანტის ფაქტობრივი და რეგისტრირებული საცხვრებელი ადგილი არის ქ-----–ის რაიონში, სოფ. ა---–-------–ის №-, სადაც ის ახორციელებს თავის სამოქალაქო უფლებებს, ხოლო ა------------ის დასახლება, მე-- ქუჩა, №----, სადაც განთავსებულია სადავო ფართი არ არის მისი არც რეგისტრირებული და არც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; შესაბამისად, სადაო ობიექტზე მითითების განთავსებით ვერ განხორციელდა მისი ინფორმირება სამართალდარღვევის თაობაზე, რითაც დაირღვა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი; ქ. თბილისის მერიას უნდა გამოეყენებინა ყველა საშუალება, მათ შორის უნდა ჩაერთო ფოსტა, სამოქალაქო რეესტრი, პოლიცია და ა.შ. იმისათვის რომ დადგენილიყო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი მისამართი და არ დარღვეულიყო კანონით მონიჭებული უფლება - ინფორმაციის ფლობის უფლება.
აპელანტი ასევე უთითებს, რომ ის დაჯარიმდა 10 000 ლარით ქალაქ თბილის ტერიტორიაზე თვიმმართველი ერთეულის საკუთრების მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობისათვის, რაც არსებითად მცდარია, რადგან სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომლის ამჟამინდელი მესაკუთრე არის მისი შვილი გ------- რ-----–-–---–ი;
აპელანტი უთითებს საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო ნახაზის კორექტირების შესახებ, რაც განხორციელდა 2014 წლის 31 აპრილს და რომლის შესაბამისადაც სადაო მშენებლობა მოექცა მის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ნაგებობით დაკავებული მიწის ნაკვეთი არის გ------- რ-----–-–---–ის საკუთრება. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თვისუფალი მიმოქცევის შესახებ კანონის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა პირად საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ჯარიმა უნდა შეადგენდეს არა 10 000 ლარს, არამედ 8 000 ლარს. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოიყენა ის კანონი, რემელიც არ უნდა გამოეყენებინა, აქედან გამომდინარე კი შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ არ არის საქმის გარემოებები შესწავლილი და გამოკვლეული სათანადოდ. აქედან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ზემოთაღნიშნული არის საფუძველი იმისა, რომ გაბათილდეს დადგენილება №-------.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ----– რ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ----– რ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის N------ დადგენილება და დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ----– რ-----–-–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის N---- განკარგულება.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც აღნიშნული გადაწვეყილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამოითხოვეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
8. ფაქტობრივი დასაბუთება:
8.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 15 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში მდებარე 601.00 კვ.მ. ფართზე და მასზე განთავსებულ №1, №2 შენობა -ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი №0---------------) რეგისტრირებული იყო ჯ----– რ-----–-–---–ის საკუთრების უფლება.
8.2. 2014 წლის 2 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებული უძრავი ქონება 28.03.2014 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხა გ------- რ-----–-–---–ის სახელზე.
8.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 19 მარტის №------ მითითების თანახმად, ჯ----– რ-----–-–---–მა განახორციელა ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში (ს/კ. №0---------------) არსებულ შენობა-ნაგებობაზე მიშენება, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ჯ----– რ-----–-–---–ს განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენისთვის. ამავე სამსახურის 31.03.2014 წლის №------ შემოწმების აქტის თანახმად, ჯ----– რ-----–-–---–მა არ შეასრულა მიწერილობით განსაზღვრული პირობები.
8.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილებით ჯ----– რ-----–-–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება,---- ქუჩა, №----ში არსებულ შენობა - ნაგებობაზე უნებართვოდ მიშენების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით ჯ----– რ-----–-–---–ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილების მე-- პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევს განემარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.
8.5. 2014 წლის 13 მაისს ჯ----– რ-----–-–---–მა №--------------- ადმინისტრაციული საჩივრით (განცხადება) მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი დაჯარიმდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მიწა და მასზე განთავსებული სადავო შენობა წარმოადგენს მისი შვილის გ------- რ-----–-–---–ის საკუთრებას.
8.6. ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 05 ივნისის №---- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ჯ----– რ-----–-–---–ის 13.05.2014 წლის №-------------- ადმინისტრციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის №------ დადგენილება.
9. სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
9.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. რ-----–-–---–ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 19.03.2014წ. შედგენილ იქნა მითითება N------, რომლის თანახმადაც ჯ. რ-----–-–---–მა ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, მე-- ქუჩა, N----ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე განახორციელა უკანონო მიშენება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტი დავას არ იწვევს. ჯ. რ-----–-–---–ს ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენისათვის განესაზღვრა ათ დღიანი ვადა. ზედამხედველობის სამსახურის 31.03.2014წ. N------ შემოწმების აქტის თანახმად, ჯ. რ-----–-–---–მა არ შეასრულა მითითებით განსაზღვრული პიბობები, რაც ასევე უდავო გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სამართალდამრღვევი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.04.2014წ. N------ დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, VI ქუჩა, N----ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულიმიშენებისათვის დადაევალაობიექტის დემონტაჟი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება უნებართვო მშენებლობად განიხილება. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება ჯ. რ-----–-–---–ის მიერ უნებართვო მშენებლობის განხორციელება.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით გასაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. შემოწმების აქტში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების, დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის შეჩერების ან დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონატაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 25.19 მუხლის თანახმად, თუ მხარისათვის მითითების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (საინფორმაციო დაფაზე, მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებულ შენობაზე ან მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელ უსაფრთხოების ღობეზე). მითითებულ ნორმათა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მიხედვით სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, ხოლო მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დგება დამრღვევის შემოწმების აქტი, სადაც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. შემოწმების აქტში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
საქმეში დაცულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 19.03.2014წ. შედგენილი ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ (ტ.1, ს.ფ.57), რომლის თანახმად მხარისათვის N------ მითითების პირდაპირი წესით ჩაბარება ვერ მოხერხდა ჯ. რ-----–-–---–ის მიერ მითითების ჩაბარებაზე უარის თქმის გამო, რის შედეგადაც აღნიშნული მითითება განთავსდა ობიექტზე. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამი სპეციალისტი. საქმეში დაცული ფოტომასალების მიხედვით დასტურდება, რომ მითითება განთავსდა შენობის ფასადზე. საქმეში დაცულია ასევე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.05.2014წ. N------ სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხდომაზე გამოცხადდა ჯ. რ-----–-–---–ი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტების ჩაბარება (ტ.1, ს.ფ.51). ამდენად, დასტურდება, რომ ჯ----– რ-----–-–---–ი სამართალდარღვევის ობიექტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მითითების ჩაბარების დროს და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მითითებისა და შემოწმების აქტების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯ. რ-----–-–---–მა წარმოების მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა, მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ობიექტზე განთავსებულ მითითების ტექსტს. აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ ჯ----– რ-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი არის ქ-----–ის რაიონი, სოფ. ა---–-------–ი.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.19 მუხლის თანახმად, ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე მითითების განთავსება ჩაითვლება გაცნობად. თვალსაჩინო ადგილად, კოდექსის 25.20 მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი. საქმეში დაცულია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ მითითება განთავსდა შენობის ფასადზე. ობიექტზე განთავსებული N------ მითითების ტექსტში თავის მხრივ აღნიშნული იყო, რომ მითითების გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება ობიექტის თვალსაჩინო ადგილას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მითითება ჯ----– რ-----–-–---–ს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად უნებართვო მშენებლობის განხორციელება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე თვითნებური მშენებლობა „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 8 000 ლარით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.05.2013წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, მე-- ქუჩა, N----ში მდებარე 601.00 კვ.მ. ფართზე და მასზე განთავსებულ N1 და N2 შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებული იყო ჯ. რ-----–-–---–ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის 02.04.2014წ. ამონაწერის მიხედვით ზემოხსენებული უძრავი ქონება, 28.03.2014წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა და სადავო დადგენილების გამოცემის მომენტშიც რეგისტრირებული იყო ჯ. რ-----–-–---–ის შვილის - გ. რ-----–-–---–ის სახელზე, ხოლო ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც განხორციელდა უკანონო მშენებლობა, კვლავ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარჩა, რადგან გ. რ-----–-–---–ის საკუთრებაში გადავიდა ზუსტად იმ ფართობის უძრავი ქონება (601.00 კვ.მ.), რაც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯ. რ-----–-–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ჩანაწერში 14.05.2014წ. შეტანილი ცვლილების თანახმად, ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, მე-- ქუჩის N---ში მდებარე N1 და N2 შენობა-ნაგებობების გარდა, გ. რ-----–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა აგრეთვე N3 და N4 ნაგებობები, მოხდა ნაკვეთის წითელი ხაზების კორექტირება. აღნიშნული ცვლილების თანახმად, სადავოდ გამხდარი შენობა მოექცა გ. რ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. რ-----–-–---–ის დაჯარიმების შესახებ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.04.2014წ. N------ დადგენილების მიღებისას სადავო ობიექტი მოქცეული იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, რამაც განაპირობა ჯ. რ-----–-–---–ის მიმართ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.04.2014წ. N------ დადგენილებით მოსარჩელე ჯ. რ-----–-–---–ი სამშენებლო სამართლდარღვევის ფაქტზე, 10 000 ლარით დაჯარიმდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (უნებართვო მშნებლობის განხორციელება ქ. თბილისის ტერიტორიაზე). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია და ნაკვეთის წითელი ხაზების კორექტირება საზედამხედველო ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემის შემდეგ (14.05.2014წ.) განხორციელდა. ამდენად, არ დასტურდება ზედამხედველობის ორგანოს სადავო აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ა------------ის დასახლება, მე-- ქუჩა, N----ში მდებარე 601.00 კვ.მ. ფართზე გ------- რ-----–-–---–ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვება გავლენას არ ახდენს მოცემული დავის გადაწყვეტაზე, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს და არა უძრავი ქონების მესაკუთრეს. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 14.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება პირების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტის, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები. ამავე კოდექსის 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ მშენებლობის მწარმოებელი პირი არის ჯ. რ-----–-–---–ი, შესაბამისად, იგი წარმოადგენს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს ჯ----– რ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
10. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
10.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
10.2. სასამართლო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----– რ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა