განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100118002305844
ინსტანცია
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002305844

საქმე №1ბ/1317-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ------------–---–ის,გამართლებულ: ა----------------ის,ადვოკატ: დ----------------ის,თარჯიმან: ი----------------ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–-----------–--------------–----------–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----------–---–---------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის ზაფხულის პერიოდიდან 2018 წლის იანვრის თვის მონაკვეთში, ქ.თბილისი, მე-------–------------–-----------–---–----------–-------------ში მიმდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა----------------ი სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ე-–----------------ს, შვილებს ა---------------ს და არასრულწლოვან ე---------------ს, რითაც დაზარალებულებს მიადგათ ფსიქიკური ტანჯვა.

 

2017 წლის გაზაფხულის პერიოდიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაკვეთში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ა----------------ი, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ე-–-----------------ს სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ურტყამდა ხელს. მომხდარის გამო ე-–----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა----------------მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ა---------------ს და ხელი დაარტყა სახის არეში, რომლის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით ა----------------ი გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა----------------ი გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა----------------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილემ ა-–---------------–------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენში კერძოდ: ა----------------ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ა----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ე-–----------------ის, ე---------------ის, ა---------------ის, ედ------------------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა ე---------------მა, ე-–----------------მა, ა---------------მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ა----------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას და წერილობით მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ე-–----------------მა უარი განაცხადა მიეცა მეუღლის, ა----------------ის საწინააღმდეგო ჩვენება. იმავე უფლებით ისარგებლეს შვილებმა და არ მისცეს მამის ა----------------ის წინააღმდეგ ჩვენება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე--------------------მა განმარტა, რომ სიძესთან ა----------------თან აქვს ნორმალური ურთიერთობა. 2017 წლის გაზაფხულზე მომხდარ კამათს უშუალოდ არ შესწრებია, მისთვის დეტალები უცნობია და მომხდარი ფაქტი შეიტყო დისგან - ე-–----------------ისაგან.

 

ჰ-----------------მა განმარტა, რომ არის ა----- და ე-–----------------ების მეზობელი. 2018 წლის 12 იანვარს, ა----------------ის დედამ უთხრა, რომ ა----- და ა---------------ები ჩხუბობდნენ და სთხოვა თან გაჰყოლოდა. ა----------------ის ოჯახში ის შეესწრო მხოლოდ მამა-შვილის კამათს და მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ უნახავს.

 

ა----------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. გარდა ზემოთ ხსენებული მოწმეთა ჩვენებებისა, საასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება ა----------------ის ბრალდება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება ა----------------ის მხრიდან მეუღლის და შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან, იმის გათვალსიწინებით, რომ ა----------------მა გამოიყენა უფლება არ მიეცა ჩვენება, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, სასამართლოს შესაფასებლად დარჩა, მხოლოდ ე-–----------------ი ძმის - ე--------------------ისა და მეზობლის - ჰ-----------------ის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან ა----------------ის მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილე ე-–----------------ის განმარტებით, 12 იანვარს მისი მეუღლე ა----------------ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შვილთან ჩხუბის დროს დააზიანა ე.წ. ტრილიაჟის სარკე. ამავე ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების შედეგად რაიმე ნივთი არ ყოფილა ამოღებული. ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელიც ეხება ე-–----------------ს, არამ და ე---------------ებს, განმარტებულია, რომ მოქ. ე-–----------------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება; მოქ. ე---------------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება; მოქ. ა---------------ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ა----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ა----------------ის მხრიდან მეუღლის და შვილების მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტები.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა----------------მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ა----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ა----------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ა----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა----------------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა----------------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა----------------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ა----------------ის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი