განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100118002535818
ინსტანცია
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002535818

საქმე №1/ბ-1346-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ---------------ის,მსჯავრდებულ: ა---------–-----------–--ის,მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–-–--------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, პირადი N4----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის ა---––----------------------–-------ში და ფაქტობრივად მცხოვრების ქ.-----–-----–------------–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით ა---------–-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა---------–-----------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისვე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქ------–--–---------–------–------–----------------–---------ში ა---------–-----------–--ემ, თავის მეუღლეს ნ---------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების ხ---------------–--ის და თ----------------–--ის თანდასწრებით ხელებისა და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ნ---------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ა---------–-----------–--ე ასევე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ნ---------–-–---–ს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა---------–-----------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული არ არის ა---------–-----------–--ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, 2018 წლის 10 მაისს მსჯავრდებულის მიმართ გამოწერილმა შემაკავებელმა ორდერმა ვერ უზრუნველყო მისი შემდგომი ქცევა, მან ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელსაც ხშირად ახასიათებს განმეორებითობა, ქმედება ჩადინილი იქნა არასრულსწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მათი დედის მიმართ, რაც მკაფიოდ ახასიათებს ა---------–-----------–--ის პიროვნებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–-----------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------–-----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ხ---------------–--ის, თ----------------–--ის, მ-----------------–------------–----–-------------------–------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნ---------–-–---–ის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულ ა---------–-----------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული შერიგებულია ა---------–-----------–--ესთან და ითხოვს სასამართლომ არსებული გარემოება გაითვალისწინოს სასჯელის დანიშვნისას, ხასიათდება დადებითად, ოჯახი არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მსჯავრდებული არის ძირითადი მარჩენალი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მსჯავრდებულის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–-----------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ა---------–-----------–--ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ა---------–-----------–--ეს კმაყოფაზე ჰყავს სამი შვილი, არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს,ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------–-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

ა---------–-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 მაისიდან - 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით პერიოდი;

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა---------–-----------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: -2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი, მასზე განთავსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი