განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6976-17 10 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს „--------------------–---------
წარმომადგენელი - თ-----------–------
მოწინააღმდეგე მხარე - უ--------------------–--------------–--------------------------------
წარმომადგენელი - ზ---------------–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უ--------------------–--------------–--------------------------------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „-------------------–----------------“, უ--------------------–--------------–--------------------------------- სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის (საგარანტიო თანხის ჩათვლით) - 529 723 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 26 486 აშშ დოლარის დაკისრება;
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. უ--------------------–--------------–---------------------------------------, შპს „-------------------–----------- სასარგებლოდ, 313 074 ლარის დაკისრება;
2.2. უ--------------------–--------------–---------------------------------------, შპს „-------------------–----------- სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 681 000 აშშ დოლარის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
3.1. უ--------------------–--------------–--------------------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „-------------------–----------, უ--------------------–--------------–--------------------------------- სასარგებლოდ, დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის (საგარანტიო თანხის ჩათვლით) 529 723 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 26 486 აშშ დოლარის გადახდა.
3.2. შპს „-------------------–----------- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „-------------------–---------- უარი ეთქვა უ--------------------–--------------–---------------------------------------- ზიანის სახით 313 074 ლარის და პირგასამტეხლოს სახით, 681 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „-------------------–----------- სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უ--------------------–--------------–--------------------------------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოების დადგენას, თუ ვინ განახორციელა 19.12.2012 წელს, 15.11.2013 წელს, 05.12.2013 წელს და 11.12.2013 წელს თანხების ჩარიცხვა მოსარჩელის ანგარიშზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული გადახდები შპს „-------------------–----------- განახორციელა. სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ამონაწერი მისივე საბანკო ანგარიშიდან, რაც სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების გადახდით აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ამ მტკიცებულებით კონკრეტული გადამხდელის იდენტიფიცირება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სადავო თანხების გადარიცხვის შესახებ საგადახდო დავალებების წარმოდგენა, რომლითაც დადგინდებოდა არა მხოლოდ თანხის მიმღები პირი, როგორც ეს ამონაწერით ხდება, არამედ თანხის გადამხდელიც. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც აღნიშნულ საკითხზე, შპს „-------------------–---------- დააკისრა საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტი შესაძლოა სხვადასხვა პირების მიერ გამოყენებულ იქნეს არაკეთილსინდისიერად - მოვალის მხრიდან მოთხოვნის არსებობის აღიარების დასადასტურებლად, რაც უარყოფითად აისახება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე.
5.2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ კონკრეტული ტრანზაქციები მოპასუხის მიერ იქნა შესრულებული, ეს გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი მხრიდან მთლიანი ვალდებულების აღიარებად, ვინაიდან საქმე გვაქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისგან წარმოშობილ მოთხოვნასთან, ხოლო ტრანზაქციებით არ არის დაკონკრეტებული და არ იკვეთება ის გარემოება, რომ მოვალემ მთლიანი ვალი აღიარა.
5.3. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საერთოდ არ არსებობს საგარანტიო რეზერვის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. თავად მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს ხელშეკრულება მოპასუხესთან გაწყვიტა ისე, რომ კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოპასუხე შპს „-------------------–---------- იძულებული გახდა მოეძებნა ახალი შემსრულებელი კომპანია და დაესრულებინა სამუშაოები, რაც შესაძლებელს გახდიდა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას. ამდენად, სადავო არ არის გარემოება, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დასრულდა საჭირო სამუშაოები ახალი კომპანიის და არა მოსარჩელის მიერ. ამ უკანასკნელის მიერ საგარანტიო რეზერვის თანხის მიღება კი უკავშირდებოდა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას, რაც, ხელშეკრულების ლოგიკური განმარტების თანახმად, უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ სამუშაოების სრულყოფილად შესრულების შედეგად და არა მესამე კომპანიის მეშვეობით. აღნიშნული გარემოება მოსარჩელის ამ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
5.4. აპელანტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეს საგარანტიო რეზერვის თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირად მივიჩნევთ, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 25.5 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების შეწყვეტისას..... გამშენებელი აუნაზღაურებს გენმენარდეს მანამდე გადაუხდელ დანახარჯებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში“. შესაბამისად, სახეზეა შემდეგი დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემდგომ იგი არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან; 2. გაწეული დანახარჯების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გაუჩნდა ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, ანუ 2012 წლის 5 ოქტომბერს; 3. ზემოაღნიშნული უფლება მოსარჩელემ განახორციელა დაგვიანებით და შესაბამისად, ხანდაზმულია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1 ერთი მხრივ შპს „-----------------–---------- (ს/ნ2--------), (შემდგომში „---–-----–---- წოდებული) და მეორეს მხრივ უ--------------------–--------------–--------------------------------- წარმომადგენლობას საქართველოში - (ს/ნ4--------), (შემდგომში „--------------- წოდებული) შორის 2011 წლის 20 იანვარს გაფორმდა სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება 0----. ხელშეკრულების შესაბამისად, „-------------- იკისრა ვალდებულება, ააშენოს და გამოუშვას სამუშაო დოკუმენტაცია ობიექტზე, მდებარე, ქ-------–--–--------------–-----------------ში და ჩააბაროს სამუშაოს შედეგი „---–------–--, ხოლო „---–------–--- იკისრა ვალდებულება, მიიღოს და აანაზღაუროს „-------------- მიერ შესრულებული სამუშაოები, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
9.2. ხელშეკრულების 16.2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხევაში, თუ „---–------–-- წყვეტს ობიექტის მშენებლობის დაფინანსებას მის დასრულებამდე ან შესრულებული და „---–-----–-------- ჩაბარებული სამუშაოების საფასურის გადახდის დაყოვნება („---–-----–--- მხრიდან) აჭარბებს გონივრულ ვადებს, „------------- უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.3. ხელშეკრულების 17.1 პუნქტის თანახმად, პირველ შესრულებას, რომელიც მოიცავს 01/02/11-15/09/11 პერიოდს, „------------- წარუდგენს „---–------–-- 16/09/11, ხოლო ყველა მომდევნო შესრულებას ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 5 რიცხვისა. „---–------–-- წარედგინება შესრულებული სამუშაოების აქტები ფორმა №ფ-2-ის მიხედვით (დანართი N5) და შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და ფორმა №2 და ფორმა N3-ის მიხედვით გაწეული ხარჯების შესახებ ცნობები (დანართი N6). მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით შესრულებული სამუშაოები არ ექვემდებარება ანაზღაურებას და მიღებას დეფექტებისა და გადახრების სრულ აღმოფხვრამდე. დეფექტების აღმოფხვრის ვადის შეთანხმება ხდება მხარეთა მიერ გონივრულ ვადებში და არ ახდენს გავლენას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების ნებართვა.
9.4. ამავე ხელშეკრულების 17.2 პუნქტის მიხედვით, „-------------- მიერ სრულად შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და „---–-----–--- მიერ მიღება ფორმდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტით.
„---–------–-- არა უგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე იმ რიცხვიდან, როცა „------------- შეატყობინებს შესაბამისი სამუშაოების მზადყოფნის შესახებ, ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები აქტზე ხელმოწერით, ან იმავე ვადებში გაუგზავნოს
„-------------- მოტივირებული უარი აღმოჩენილი დეფექტების და ხარვეზების და მათი გამოსწორების ვადის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ „---–-----–--- მიერ მითითებულ ვადაში (5 დღეში) არ მოხდა მოტივირებული უარის გაგზავნა „გენმენარდისთვის“ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი მიღებულად ჩაითვლება. თუ „-------------- მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში არ გამოასწორა შესრულებულ სამუშაოებში არსებული დეფექტები და ხარვეზები „---–------–-- უფლება აქვს თავად ან სხვა (მესამე) პირების მეშვეობით გამოასწოროს დეფექტები, ხარვეზები და ყველა ფაქტობრივი დანახარჯი „-------------- ანგარიშიდან გამოქვითოს.
9.5 . ხელშეკრულების 17.6 პუნქტის შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვით მხარეები ადასტურებენ „-------------- მიერ სამუშაოების შესულების ფაქტს და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
9.6. ამავე ხელშეკრულების მე-18 მუხლი განსაზღვრავს სამუშაოს ანაზღაურების და ანგარიშსწორების წესს, კერძოდ 18.1 პუნქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ყველა გადახდას „---–------–-- ახორციელებს 10 სამუშაო დღის ვადაში სამუშაოს ჩაბარებიდან „-------------- ანგარიშზე მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება- ჩაბარების აქტის ფორმა 2-ის და ფორმა 3-ის მიხედვით (ერთად) საგარანტიო რეზერვის თანხის გამოკლებით ხელშეკრულების 18.3. პუნქტის შესაბამისად, „-------------- მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ხოლო 18.3 პუნქტის შესაბამისად, „---–------–-- სამუშაოების (სრულიად) დასრულებისას „------------------ საბოლოო ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან უკავებს საგარანტიო რეზერვის თანხას, რაც შეადგენს „-------------- მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5 %-ს. საგარანტიო თანხას „------------- მიიღებს ხელშეკრულების 19.2. პუნქტით დადგენილი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. საგარანტიო თანხა უბრუნდება „-------------- მთლიანად ან ნაწილობრივ იმ ოდენობით, რაც დარჩება
„-------------- მიერ დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.
„---–------–-- უბრუნებს საგარანტიო თანხას „-------------- საგარანტიო ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, მხარეთა მიერ შედგენილი პრეტენზიების არსებობის აქტის საფუძველზე.
9.7 . ხელშეკრულების მე-19 მუხლით განისაზღვრა სამშენებლო სამუშაოების ხარისხის გარანტია, კერძოდ: „19.1. ხარისხის გარანტია ვრცელდება „-------------- მიერ ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე სამშენებლო მასალებზე, მოწყობილობებზე, კონსტრუქციებზე, რომელიც გამოყენებულ იქნა ამ სამუშაოების შესრულებისას; 19.2 . შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადაა 24 თვე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვის შემდეგ; 19.3. თუ საგარანტიო ვადის მსვლელობისას აღმოჩენილ იქნა დეფექტები, რომლებიც ხელს უშლიან ობიექტის ნორმალურ ფუნქციონირებას „------------- ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი „---–-----–------ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ამ შემთხვევაში მხარეები ადგენენ აქტს დეფექტების მიზეზის და მათი აღმოფხვრის ვადის მითითებით. საგარანტიო ვადა გრძელდება მათი აღმოფხვრის ვადის დამატებით; 19.4. თუ „-------------- „გ--–-----–--აგან“ მიღებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში არ წარგზავნა თავისი რწმუნებული პირი ხარვეზის აღმოჩენის აქტის შესადგენად, „---–------–-- ცალმხრივად ადგენს ამ აქტს. ამ შემთხვევაში შედგენილი აქტი დაზღვეული გზავნილით (ჩაბარების დადასტურებით) ეგზავნება „--------------. ამით ითვლება, რომ „------------- დაეთანხმა ხარვეზის არსებობის ფაქტს და ვალდებულია შეუდგეს მის აღმოფხვრას აქტში მითითებულ ვადაში; 19.5. იმ შემთხვევაში, თუ „------------- არ შეუდგება „---–-----–--- მიერ აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელშეკრულების წინამდებარე მუხლის შესაბამისად და ხარვეზი არ აღმოიფხვრება (მის მიერ) აქტში მითითებულ ვადაში, „---–------–-- უფლებამოსილია თავად ან მოზიდული მესამე პირის მეშვეობით აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და მიმართოს საგარანტიო თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ საკუთარი ხარჯების დასაფარად, რაც გამოწვეული იყო „-------------- მხრიდან საგარანტიო ვალდებულებების არ შესრულებით; 19.6. სამუშაოების ხარისხში მხარეები გულისხმობენ ასევე სამუშაოების ან მათი ნაწილის შესრულებას, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები დამატებით დადებენ შეთანხმებას, რომელიც დაარეგულირებს ცალკეული სახის სამუშაოების შესრულებას, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წინამდებარე პუნქტის დებულება გავრცელდება ამ დამატებითი შეთანხმებით შესასრულებელ სამუშაოებზეც.
9.8. ხელშეკრულების 21.2 პუნქტის შესაბამისად, „-------------- მხრიდან შესრულებული და „---–-----–--- მიერ მიღებული სამუშაოების არადროულად ანაზღაურების („---–-----–--- მხრიდან) შემთხვევაში, „---–------–-- უხდის „-------------- საურავს გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 5%-ისა დროულად გადასახდელი თანხისა.
9.9. ხელშეკრულების 25.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტისას (სამუშაოების) „---–-----–--- მიერ მიღებამდე (ჩაბარებამდე) „------------- გადასცემს
„---–------–-- დაუსრულებელი სამუშაოების შედეგს, ხოლო „---–------–-- უნაზღაურებს „-------------- მანამდე გადაუხდელ დანახარჯებს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში.
9.10. ხელშეკრულების 26.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მხარეთა ყველა შეტყობინება ხორციელდება წერილობითი ფორმით დაზღვეული წერილით გაგზავნის გზით ან მხარის უფლებამოსილი პირისთვის გადაცემით, რომელმაც მისი მიღება უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
9.11. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების (ფორმა N2, N3) და საბანკო ამონაწერებით დგინდება უ--------------------–--------------–--------------------------------- (გენმენარდის) მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და მის საფუძველზე შპს „-----------------–----------- მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
9.12. 2012 წლის 16 სექტემბრის N13 შემაჯამებელი აქტით დასტურდება, რომ უ--------------------–--------------–--------------------------------- სამშენებლო სამუშაოს დაწყებიდან 01.02.2011 წლიდან საერთო ჯამში შეასრულა 6 199 210,24 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, სადაც დღგ-ს თანხამ შეადგინა 945 642.24 აშშ დოლარი, ხოლო დაკავებულმა საგარანტიო თანხამ 309 960.51 აშშ დოლარი.
9.13. საბანკო ამონაწერების მიხედვით, შპს „-------------------–----------- 16.09.2011 წლიდან 11.12.2013 წლამდე მოსარჩელის ანგარიშზე განახორციელა 33 უნაღდო ტრანზაქცია, კერძოდ 01.10.2012 წლამდე მოპასუხემ მოსარჩელეს გადაურიცხა 5 356 576 აშშ დოლარი, ხოლო 05.10.2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 312 910. 24 აშშ დოლარი.
9.14. მხარეები არ დავობენ, რომ 2011 წლის 20 იანვრის სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 5 ოქტომბერს.
9.15. ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურის 01.11.2013 წლის Nბ-------------- ბრძანების შესაბამისად, ქ.------–--–--------------–--------------–ი მდებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდა 01.11.2013 წელს.
10.1. 2016 წლის 27 ოქტომბერს უ--------------------–--------------–--------------------------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მას შესრულებული ჰქონდა 6 199 210 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები ე.წ. „საგარანტიო რეზერვის“ - 5%-ის (309 960.52$) ჩათვლით, ხოლო საგარანტიო თანხის გამოკლებით, შესრულებულ სამუშაოებში მოსარჩელეს ფაქტობრივად უნდა მიეღო 5 889 249.74 აშშ დოლარი. მოპასუხეს მოსარჩელისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 5 356 576.72 აშშ დოლარი, ანუ დავალიანება შეადგენდა 532 673.02 აშშ დოლარს (5889249.74 -53567.72 =532 673.02); დაგროვილი დავალიანების გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა 2012 წლის 5 ოქტომბერს შეეწყვიტა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რის შემდეგაც მოპასუხემ მოსარჩელეს დარჩენილი დავალიანებიდან მხოლოდ 312 910.24 აშშ დოლარი გადაუხადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გადასახდელი აქვს 219762.78 აშშ დოლარი (532673.02-312910.24=219762.78), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან გასულია ხელშეკრულებით დადგენილი 24 თვიანი საგარანტიო პერიოდიც, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5% (309 960.52 აშშ დოლარი), ჯამში მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს 529723.3 აშშ დოლარი (219762.78$+309960.52$). ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (26 486,16 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მთლიანი თანხა შეადგენს 556 209,46 აშშ დოლარს (529723.3 $ + 26486,16$).
11. მოპასუხე შპს „--------------------–----------- შეგებებული სარჩელი აღძრა და მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანისა (313 074 ლარის) და პირგასამტეხლოს (681 000 აშშ) გადახდის დაკისრება მოითხოვა.
12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ამასთან, აპელანტი სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს სადავოდ ხდის მხოლოდ ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
13. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
13.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
13.2. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის სწორად განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული. მოთხოვნის ხანდაზამულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯრებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
13.3. აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან.სააპელაციო პალატა, ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვალდებულების „სხვაგვარად აღიარების“ საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ „სხვაგვარ აღიარებად“ უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.
13.4. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ „სხვაგვარ აღიარებას“ წარმოადგენს, სწორედ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით განხორციელებული გადახდები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელეს დარჩენილი დავალიანებიდან გადაუხადა შემდეგი თანხები: 19.12.2012 წელს - 24145.84 აშშ დოლარი; 15.11.2013 წელს -175 000 აშშ დოლარი; 05.12.2013 წელს - 113 648.09 აშშ დოლარი; 11.12.2013 წელს - 116.31 აშშ დოლარი. აღნიშნული გადახდები, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ვალის აღიარებას, რასაც შედეგად მოჰყვება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან (2012 წლის 5 ოქტომბრიდან) დაიწყო, მოპასუხის მიერ 2013 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული ბოლო გადახდით შეწყდა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო თავიდან, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არამართებულად განაწილების შესახებ. კერძოდ:
14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
14.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე, ოთხ ტრანზაქციად, ჯამში, 312 910.24 აშშ დოლარის ოდენობით თანხა იქნა გადარიცხული, გადახდის დანიშნულებით ირკვევა, რომ ტრანზაქციები განხორციელებულია ხელშეკრულების №0---- შესრულების მიზნით, რაც ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ აღნიშნული გადახდები წარმოებულია ხელშეკრულების მხარის (მოპასუხის) მიერ, საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოპასუხე მხარეზეა. პალატის მოსაზრებით, საპირისპიროს მტკიცების ფარგლებში, მოპასუხეს შეეძლო წარმოედგინა, ასევე, ამონაწერი საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მითითებულ თარიღებში შპს „-----------------–----------- საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნული თანხების გადინება არ მომხდარა და შესაბამისად, ის არ წარმოადგენდა სადავო თანხების გადამხდელ პირს, თუმცა მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც სააპელაციო შედავების საფუძვლიანობას გამორიცხავს.
15. სააპელაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პრეტენზია საგარანტიო რეზერვის თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ:
15.1. სადავო ხელშეკრულების 18.3 პუნქტის შესაბამისად, „---–------–-- სამუშაოების (სრულად) დასრულებისას „------------------ საბოლოო ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხიდან უკავებდა საგარანტიო რეზერვის თანხას, რაც შეადგენდა „-------------- მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5 %-ს. საგარანტიო თანხას „------------- მიიღებდა ხელშეკრულების 19.2. პუნქტით დადგენილი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. საგარანტიო თანხა „-------------- დაუბრუნდებოდა მთლიანად ან ნაწილობრივ - იმ ოდენობით, რაც დარჩებოდა „-------------- მიერ დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ. „---–------–-- საგარანტიო თანხა „-------------------- უნდა დაებრუნებინა საგარანტიო ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, მხარეთა მიერ შედგენილი პრეტენზიების არსებობის აქტის საფუძველზე.
15.2. ხელშეკრულების 19.2. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა იყო 24 თვე, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ნებართვის შემდეგ;
15.3. ამდენად, ხელშეკრულების თანახმად, საგარანტიო თანხის დაკავების მიზანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ დაშვებული დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, საგარანტიო თანხა შემსრულებელს დაუბრუნდებოდა საგარანტიო ექსპლუატაციის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღეში, იმ თანხების გამოკლებით, რაც შემსრულებლის მიერ დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე დაიხარჯებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ასეთი დეფექტებისა თუ ხარვეზების არსებობა და მათზე რაიმე ხარჯების გაწევის ფაქტი. (საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხე მიუთითებდა დეფექტურ აქტებზე, თუმცა იგი მოსარჩელის მიერ კვალიფიციური შედავებით გაქარწყლებული იქნა. დეფექტურ აქტებთან დაკავშირებით სასამართლოს დასკვნები სააპელაციო საჩივრით სადავოდ აღარ არის გამხდარი). ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება გააჩნია მთლიან საგარანტიო თანხაზე, ხოლო აღნიშნული უფლება წარმოეშვა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, ანუ, ობიქტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 24 თვის შემდეგ. ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2013 წლის 01 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეს საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 01 ნოემბრიდან, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.
15.4. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
17. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „--------------------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. გგანჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო