განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.12.2018
საქმის ნომერი
140310117002137591
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002137591

საქმე №3ბ/2484-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - შპს ,,ი----- 7-”, შპს ,,ნ----”, მ-----– ს-------–-–---–ი, ნ----------–- ნ------–---–ი, თ------- ს-------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

შპს ,,ი----- 7-”-ის, შპს ,,ნ----ს”, მ-----– ს-------–-–---–ის, ნ----------–- ნ------–---–ისა და თ------- ს-------–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის.

 

მ-----– ს-------–-–---–ის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობას თავი ვერ გაართვა, მან თანხა გადარიცხა თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის მომწოდებელთან, თუმცა მან პროდუქცია არ გამოგზავნა. ამის საფუძველზე მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოებაც; ნ----------–- ნ------–---–მა მისგან დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა და მასთან შეხება აღარ ჰქონია. კუთვნილი ბინა გადაუფორმა შვილს - თ-------ს იმის გამო, რომ ეწარმოებინა ბიზნესი, ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის გამოტანა.

 

ნ----------–- ნ------–---–ის მითითებით, იმის გამო, რომ მისმა მეუღლემ ვერ ააწყო სამეწარმეო საქმიანობა, შეეცადა, ნათესავის დახმარებით, თვითონ ეწარმოებინა ეს საქმე, რაც საწყის ეტაპზე წარმართა კიდეც, თუმცა მის შვილს (ვაჟს) დასჭირდა თურქეთის რესპუბლიკაში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება; ხარჯების ნაწილი დაფარული იქნა საქართველოს მთავრობის დახმარებით, ნაწილი კი მისი გადასახდელი გახდა, რის გამოც წარმოეშვა ვალი და სამეწარმეო საქმიანობა ვეღარც მან გააგრძელა.

 

თ------- ს-------–-–---–ის განმარტებით, შეადგინა ბიზნესგეგმა სალონის გახსნა- ფუნქციონირებისათვის, რაც დაუმტკიცეს კიდეც, და მამისაგან გადმოფორმებული ბინა დატვირთა იპოთეკით; ეს გააკეთა იმისთვის, რომ ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი და თან, პარალელურად, დახმარებოდა ძმას ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,ი----- 7-”-ის, შპს ,,ნ----ს”, მ-----– ს-------–-–---–ის, ნ----------–- ნ------–---–ისა და თ------- ს-------–-–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. შპს ,,ი----- 7-" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 10 სექტემბერს, მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ---------ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე მ-----– ს-------–-–---–ია;

 

4.2. შპს ,ნ----" სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 8 ივნისს, მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ---------ია; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრე ნ----------–- ნ------–---–ია; (ს. ფ. 25-26).

 

4.3. მ-----– ს-------–-–---–სა და თ------- ს-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------- ს-------–-–---–ის სახელზე

2015 წლის 29 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2016 წლის

22 სექტემბრიდან დაიტვირთა იპოთეკით; (ტ.1 ს. ფ 23-24),4.4. აღნიშნული უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე, რომელზეც იპოთეკა რეგისტრირებული აღარ არის. (ტ.1 ს.ფ 49)

 

4.5. ექსპერტის (ონკოლოგის) 2016 წლის 12 აპრილის დასკვნით, აუცილებელია ავადმყოფ ლ-–ა მ-----–ის ძე ს-------–-–---–ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა. (ტ.2 ს.ფ 50)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

დადგენილია, რომ მ-----– ს-------–-–---–ი არის შპს ,,ი----- 7-"-ის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, ნ----------–- ნ------–---–ი - შპს ,,ნ----ს" დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა მათ მიერ დაფუძნებული შპს-ებისგან გაუმიჯნაობას.

 

მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ი----- 7-"-ისა და შპს ,,ნ----ს" განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას.

 

სარჩელი ძირითადად ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და ადგილი ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა; ამასთან, მოპასუხე მ-----– ს-------–-–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება გადააფორმა შვილზე - თ------- ს-------–-–---–ზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან არც ერთი - გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან პრაქტიკულად განსხვავების შეუძლებლობა და ამ პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით გამოყენება.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით, გადასახადის გადამხდელების - შპს ,,ი----- 7-"-ისა და შპს ,,ნ----ს" ამ შპს-ების დამფუძნებელი მოპასუხე ფიზიკური პირებისაგან და მით უფრო თ------- ს-------–-–---–ისაგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა არ დგინდება.

 

როგორც აღინიშნა, სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს გარემოებები, რაც სადავო არ არის, არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან არ დგინდება გაუმიჯნაობის დასადასტურებლად ზემოთ მითითებული გარემოებები.

 

მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონების შვილზე გადაფორმება ადასტურებს მ-----– ს-------–-–---–ის მხრიდან ქონების გარიდების ფაქტს, რაც გაზიარებული ვერ იქნება.

 

დადგენილია, რომ მ-----– ს-------–-–---–სა და თ------- ს-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------- ს-------–-–---–ის სახელზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2016 წლის 22 სექტემბრიდან დაიტვირთა იპოთეკით; აღნიშნული უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე, რომელზეც იპოთეკა რეგისტრირებული აღარ არის; ექსპერტის (ონკოლოგის) 2016 წლის 12 აპრილის დასკვნით კი, აუცილებელია ავადმყოფ ლ-–ა მ-----–ის ძე ს-------–-–---–ის საღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა.

 

ეს გარემოებები სრულ თანხვედრაშია მოპასუხეთა მიერ მიცემულ განმარტებასთან, რომ ქონების გადაფორმება მოხდა იმის გამო, რომ თ------- ს-------–-–---–ს ეწარმოებინა ბიზნესი, ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის გამოტანა; მათი ოჯახის წევრს - ლ-–ა ს-------–-–---–ს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია და საჭირო იყო დახმარება ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში.

 

ეს ყოველივე ერთობლიობაში ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქონების გადაფორმება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ ემსახურებოდა საგადასახადო ღონისძიებებისაგან ქონების გარიდების მიზანს; მით უფრო, რომ ეს ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე.

 

6.სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა არცერთი არგუმენტი და ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც დამყარებული იყო სასარჩელო მოთხოვნა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „ი----- 7--ს „ (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 151 720 . 75 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ არის დაფარული და ერიცხება საურავი. შპს „ი----- 7- -ს“ (ს/ნ 4--------) მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დასკვნით, 2013 წლის 26 დეკემბრის N----- ბრძანების და 2014 წლის 16 ოქტომბრის N----- ბრძანების საფუძველზე 61062.48 ლარის ოდენობით.

 

შპს „ი----- 7-“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 10 სექტემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია გორი, სოფ. ხ---------ი. შპს „ი----- 7--ს“ (ს/ნ 4--------) საქმიანობა იყო მეტალოპლასტმასის კარ - ფანჯრის აწყობა - მონტაჟი. შპს „ი----- 7-“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მ-----– ს-------–-–---–ი .

 

2015 წლის 08 ივნისს მ-----– სოლუღაშვილმა სამეწარმეო რეესტრში თავისი მეუღლის სახელზე დაარეგისტრირა შპს „ნ----“, რომლის დირექტორად და 100% წილის მფლობელად ფიქსირდება ნ----------–- ნ------–---–ი.

 

შპს „ნ----ს“ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი იგივეა რაც იყო შპს

„ი----- 7-ის“ შემთხვევაში.

 

შპს „ნ----ს“ ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეტალოპსასტმასის კარ - ფანჯრების აწყობა- მონტაჟი ანუ იგივე რაც იყო შპს „ი----- 7--ის“ შემთვევაში.

 

მას შემდეგ რაც 2015 წლის 07 ივლისის N-------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი

ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 08 ივლისს, მ-----– ს-------–-–---–მა უძრავი ქონება გადაუფორმა თავის შვილს თ------- ს-------–-–---–ს.

 

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ” მუხლის შესაბამისად, ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას იფარგლება მათზე მითითებით; ამასთან, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით განამარტავს შემდეგს:

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ მოპასუხეები : შპს ,,ი----- 7-”, შპს ,,ნ----”, მ-----– ს-------–-–---–ი, ნ----------–- ნ------–---–ი, თ------- ს-------–-–---–ი

საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ აღიარებულნი იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად; კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებას ითხოვს იმ ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, რომ შპს „ი----- 7-“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2013 წლის 10 სექტემბრიდან, მისი იურიდიული მისამართია გორი, სოფ. ხ---------ი. შპს „ი----- 7--ს“ (ს/ნ 4--------) საქმიანობა იყო მეტალოპლასტმასის კარ - ფანჯრის აწყობა - მონტაჟი. შპს „ი----- 7-“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მ-----– ს-------–-–---–ი. 2015 წლის 08 ივნისს მ-----– ს-------–-–---–მა სამეწარმეო რეესტრში თავისი მეუღლის სახელზე დაარეგისტრირა შპს „ნ----“, რომლის დირექტორად და 100% წილის მფლობელად ფიქსირდება ნ----------–- ნ------–---–ი. შპს „ნ----ს“ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი იგივეა, რაც იყო შპს „ი----- 7-ის“ შემთხვევაში. შპს „ნ----ს“ ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეტალოპსასტმასის კარ - ფანჯრების აწყობა- მონტაჟი ანუ იგივე რაც იყო შპს „ი----- 7--ის“ შემთხვევაში.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ მ-----– ს-------–-–---–სა და თ------- ს-------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------- ს-------–-–---–ის სახელზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ში მდებარე უძრავი ქონება, რაც 2016 წლის 22 სექტემბრიდან დაიტვირთა იპოთეკით; აღნიშნული უძრავი ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 5 სექტემბრიდან აღირიცხა ე-–--- ხ---–--ის სახელზე, რომელზეც იპოთეკა რეგისტრირებული აღარ არის; ექსპერტის (ონკოლოგის) 2016 წლის 12 აპრილის დასკვნით კი, აუცილებელია ავადმყოფ ლ-–ა მ-----–ის ძე ს-------–-–---–ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა. ეს გარემოებები სრულ თანხვედრაშია მოპასუხეთა მიერ მიცემულ განმარტებასთან, რომ ქონების გადაფორმება მოხდა იმის გამო, რომ თ------- ს-------–-–---–ს ეწარმოებინა ბიზნესი, ჰქონოდა თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის იპოთეკით დატვირთვა და სესხის გამოტანა; მათი ოჯახის წევრს - ლ-–ა ს-------–-–---–ს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია და საჭირო იყო დახმარება ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქონების გადაფორმება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ ემსახურებოდა საგადასახადო ღონისძიებებისაგან ქონების გარიდების მიზანს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მხრიდან არასწორადაა აღქმული საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსი, რამდენადაც მითითებული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ საწარმოს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა და განცალკევებულობა; შექმნილია ფორმალურად და მთლიანად კონტროლდება ბენეფიციარის მიერ; კომპანიის აქტივები დამფუძნებლის მიერ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის რაიმე სახის ანაზღაურების გარეშე; კომპანიის აქტივები და მისი დამფუძნებლის აქტივები არ არის გამიჯნული; საწარმო გამოიყენება პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და ა.შ.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს: დამკვიდრებელი კონცეფციის თანახმად, ასეთი ტიპის აღიარებითი სარჩელის პირობებში საჭიროა დადგინდეს, რომ კომპანია ფაქტობრივად წარმოადგენს მაკონტროლებელი ბენეფიციარის „მეორე მეს“ და მისი დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მისი გამიჯვნის შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის მითითებული ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოთხოვნას აქცევს დაუსაბუთებლად.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის არსებობას სამართლებრივი ნორმა უკავშირებს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც ვერ დასტურდება თავად ფაქტი, ეჭვქვეშ დგება მისი თანმდევი იურიდიული შედეგი. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობისას არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ამ ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას და რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

პალატა განმარტავს: არასწორია მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე მითითება, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა არ ქმნის მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს; კერძოდ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიიჩნევს იმ პირებს, რომელთაც შორის განსაკუთრებული ურთიერთობების არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე; შესაბამისად, მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირება ხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მათ ურთიერთდამოკიდებულების გამო ერთმანეთისათვის განსაზღვრეს; აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის არსებობა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც, არ ქმნის მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სარჩელი ძირითადად ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის ნათესავები არიან, მათ მიერ დაფუძნებული შპს-ების საქმიანობის სახე და იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა, ხოლო მათ მიერ მიღებული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი არ გადახდილა. სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ მხოლოდ ეს გარემოებები არ ქმნიან მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან არ დგინდება გაუმიჯნაობის დასადასტურებლად ზემოთ მითითებული გარემოებები.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 25-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -