განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116002265629
საქმე №1ბ/87-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ბე--------–---–ის
ადვოკატ - ან---------------ას
მსჯავრდებულ - და------------–--ის
დაზარალებულის წარმომადგენლის, ადვოკატ - თა-----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ და------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვლ------------------ის, ასევე დაზარალებულ ირ---–--–-------–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ---–-------–----–----–-------------------------------–-----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლითა და სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენით და------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 17;105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლის საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლის საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
და------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2007 წლის 23 ივნისიდან 2007 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
1999 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, თ---–--–-----–----–----–---------------------–----------–------- კორპუსის ეზოში, და------------–--ემ, განზრახ მოკვლის მიზნით, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რასაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, თავის არეში ესროლა ირ---–--–--------–ს და მიაყენა მას თავის ტვინის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ირ---–--–--------–ი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
მსჯავრდებულმა და------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვლ------------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად და------------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა;
დაზარალებულმა ირ---–--–--------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა-----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და------------–--ისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის სასჯელის სახით 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ბე--------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ და------------–--ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ბე--------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას დაზუსტებული პირობით და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ: და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რისგანაც გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე; და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რისგანაც გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე; და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 10 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მეშვიდე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს და საბოლოოდ, და------------–--ეს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 5 თვის ვადით, ხოლო, დარჩენილი 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ და------------–--ისათვის ყოფაქცევაზე კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ასევე მსჯავრდებულმა და------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ან---------------ამ, ასევე, დაზარალებულის წარმომადგენელმა, ადვოკატმა თა-----------ემ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მისი დადებისას მსჯავრდებულ და------------–--ის მიმართ ადგილი არ ჰქონია ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეული იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, იგი აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორის შუამდგომლობაში მითითებულ სასჯელს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 6793-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. გარდა ამისა, პალატა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლიდა კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სააპელაციო პალატამ ასევე შეამოწმა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის კანონიერება, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და 17;105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი კოდექსით) წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაცნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 6794-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 6791-6794-ე, 6796-6797-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბე--------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რისგანაც გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე;
და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რისგანაც გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე;
და------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მეშვიდე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17;105-ე მუხლით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს და საბოლოოდ, და------------–--ეს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 5 (ხუთი) თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ და------------–--ეს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 06 დეკემბრიდან, ამასთან, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო − 2007 წლის 23 ივნისიდან 2007 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ და------------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლის და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ და------------–--ეს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
და------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 ცალი კომპაქტ დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6796-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო შეთანხმების თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა, ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე