განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002498369
საქმე №1ბ/1479-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–------------–------------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, დასაოჯახებელის, უმუშევარის, რეგისტრირებულის: თ------–-------------------------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: დ---------–------–-------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--–--------–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოხატა შემდეგში:
2018 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ------–-----------------------------–--–----–--------------------ში, ჩ-----–--ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2016 წლის 29 მარტს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გ--–--------–მა, მამასთან - ა---------–-------–თან არსებულ კონფლიქტში ჩარევის გამო, მარჯვენა ხელის ყელში და მარცხენა ხელის მაჯაზე მოჭერის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი დის - თ--–-----------–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით გ--–--------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და გ--–--------–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოწმე ა---------–-------–მა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ გ--–--------–მა ნამდვილად იძალადა თავისი დის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დაზარალებულის განცხადებით, მას ძმასთან მოუვიდა კონფლიქტი, ხოლო 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დასტურდება, რომ გ--–--------–ი ნასამათლევია ოჯახში ძალადობისათვის. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--–--------–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–--------–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მხარეთა შეთანხმებით მოწმეების ა---------–-------–ის, ა-----–-------–-–---–ის, თ--–-----------–ისა და მა------------–--ის ჩვენებების გარდა, ყველა სხვა მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი.
გ--–--------–მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დაზარალებულმა თ--–-----------–მა (გ--–--------–ის და) და მოწმე მა------------–--ემ (გ--–--------–ის დედა) უარი განაცხადეს შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ა-----–-------–-–---–მა (გ--–--------–ის დის ქმარი) არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ნასვამი იყო და, შესაძლოა, ამიტომ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ძალადობას, თუმცა აღნიშნული ტყუილია და არ ახსოვს, რომ რაიმე მსგავსს ჰქონოდა ადგილი. ყელსა და ხელში წაჭერა არ მომხდარა. მოწმე ა---------–-------–მა, რომელიც გ--–--------–ის მამაა, განაცხადა, რომ ადასტურებს მის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაცას, კერძოდ იმას, რომ გ--–--------–მა, რომელსაც აშველებდა მისი და - თ--–-----------–ი, მისგან გათავისუფლების მიზნით ხელი წაუჭირა ყელისა და მარჯვენა მაჯის არეებში. სამედიცინო ექსპერტიზის #002579418 დასკვნის მიხედვით, თ--–-----------–ს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, აგრეთვე მას არ აქვს ჩივილები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ა---------–-------–ის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზარალებულის განცხადებით, დასტურდება გ--–--------–ის ბრალდება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება გ--–--------–ის მხრიდან დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ა---------–-------–ის ჩვენება არასაკმარისია სასამართლოსათვის, კონკრეტული ფაქტის დასადგენად, თანაც იმ პირობებში, რომ მისთვის უცნობია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი დაზარალებულმა, ბუნდოვანია, რამდენ ხანს გრძელდებოდა იგი, როგორ განვითარდა მოვლენები, რა რეაქცია ჰქონდა თ--–-----------–ს და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენების მიცემის დასაწყისში მოწმემ უარყო გ--–--------–ის მიერ ძალადობის ფაქტი და მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურა მისი სისწორე, თუმცა მიუთითებდა მხოლოდ ხელზე მოჭერის ფაქტს, რასაც გ--–--------–მა დისგან (რომელიც, სხვათა შორის, იჭერდა მას) თავის დასაღწევად მიმართა, ასეთ ვითარებაში კი წარმოუდგენელია რეალურად განხორციელებული მოქმედებების იმ სიზუსტით აღდგენა და უტყუარად რაიმე ვერსიის მხარდაჭერა, რაც მოცემული დანაშაულის ელემენტების არსებობაში გონივრულ ეჭვს არ გააჩენდა.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს მოწმე ა-----–-------–-–---–ის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას, რადგან მოწმემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა აღნიშნულის სისწორე და კატეგორიულად გამორიცხა გ--–--------–ის მიერ, რაიმე სახის ძალადობა თალიკო ჩოხელზე. მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ გ--–--------–ს არ უძალადია დაზარალებულზე, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გაიზიაროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომელიც მოწმემ უარყო და არა ის ჩვენება, რომელიც მან ღია სასამართლო სხდომაზე მისცა.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიცავს რელევანტურ ინფორმაციას გ--–--------–ისადმი წარდგენილი ბრალდების შესახებ. ამასთან, შეტყობინება, რომელიც თარიღდება 2018 წლის 8 აპრილით, სადაც აღნიშნულია თ--–-----------–ი, როგორც განმცხადებელი, ხოლო გ--–--------–ი, როგორც სავარაუდო მოძალადე, არ შეიცავს რაიმე კონკრეტიკას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, არც ერთმა ზემოაღნიშნულმა პირმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს, რის გამოც თავისთავად აღნიშნული დოკუმენტი ვერ გახდება რაიმეს არსებობის მტკიცების ადეკვატური საშუალება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ--–--------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა გ--–--------–ის მხრიდან დის-თ--–-----------–ის მიმართ, ძალადობრივი ქმედების ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ--–--------–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც გ--–--------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გ--–--------–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი გ--–--------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ--–--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–--------–ის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--–--------–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი