განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002459321
საქმე №3ბ/2064-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მესამე პირი ასკ 16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - შ--–-- კ----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - კ---- ქ---------–-–---–ი;
წარმომადგენელი - დ----- ხ------ი;
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ი----- კ------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით კ---- ქ---------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ქ.თბილისი, წ------, კ---- ქ---------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, არაუმეტეს 5500კვ.მეტრი). ამავე გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქმეში წარმოდგენილია 1994 წლის 18 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი №3--, რომლითაც დადგენილია, რომ კ---- ქ---------–-–---–ის გადაეცა წ-----ში მდებარე 0.55 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: გ--------ის რაიონი, ტ-------–ას საკრებულო, სოფ. წ------, სარეგისტრაციო ზონა-გ----------, სექტორი -ტ-------–ა, კვარტალი ---, ნაკვეთი - 8--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო; დაუზუსტებული ფართობი: 0,55ჰექტარი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მიღება - ჩაბარების აქტი N3--, გაც. ტ-------–ას საკრებულო 18.03.94წ. (1994 წლის 18 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი №3-- (ს.ფ. 89-90), ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 17.12.02წ. (ს.ფ. 99- 100).
2.2. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2016 წლის 02 მარტს მიღებული იქნა ბრძანება N0-------, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისი, სოფელ წ-----ში არსებული 12689 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. 2016 წლის 04 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: წ------ 12689 კვ. მეტრი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 10 მარტს მიიღო №8-------------- გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე, მდებარე წ------ 12689კვ.მეტრი (ზონა: გ----------, სექტორი: ტ-------–ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი წ------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 12689 კვ. მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ბრძანება N0--------, დამოწმების თარიღი: 02/03/2016 , სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო“ (ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 02 მარტის ბრძანება N0------- ,,უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 76-78); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016წლის 04 მარტის განცხადება, განცხადების მიღების ბარათი(ს.ფ. 74; ს.ფ. 79) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 80) -ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:10/03/2016 (ს.ფ. 81-82).
2.3. 2017 წლის 26 დეკემბერს, კ---- ქ---------–-–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ტ-------–ა, სოფელი წ------, ფართი: 5500 კვ.მეტრი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი ტ-------–ა, სოფელი წ------, საკადასტრო კოდი: N8-----------, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ასევე ეცნობა, რომ ზედდებაა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთს იდენტურობას გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას გადაეგზავნა კ---- ქ---------–-–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა დადასტურება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით(მიწის ნაკვეთს მიღება - ჩაბარების აქტი N3--, გაფორმების თარიღი: 18/03/1994) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ“, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 დეკემბრის N5----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობიდან, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე (კ---- ქ---------–-–---–ის 2017 წლის 26 დეკემბრის განცხადება №8-----------, განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 93; ს.ფ. 97-98), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 27 დეკემბრის წერილი N5-----(ს.ფ. 108); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(ს.ფ. 106-107).
2.4. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის’’ 2018 წლის 08 თებერვლის N1----- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის თანახმადაც დადგინდა, რომ კ---- ქ---------–-–---–ის N8----------- სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - N8----------- სააღრიცხვო მასალებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობით საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. (,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის’’ 2018 წლის 08 თებერვლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N1-----, ადგილზე დათვალიერების ოქმი N0---- (ს.ფ. 110-114)
2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის N6---- წერილით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის N5----- წერილით მოთხოვნილი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა ინფორმაცია. მ---–-----ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 8თებერვლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი N1----- -ის თანახმად დადგენილ იქნა სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - N8----------- სააღრიცხვო მასალებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთთან მიმართებით, თუმცა თანდართული ოქმი N0------ით აღნიშნული არ დგინდება. შესაბამისად, ეთხოვა გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული გარემოება და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულყოფილი ოქმის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 09 თებერვლის N6---- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 დეკემბერს წარდგენილია კ---- ქ---------–-–---–ის N8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი ტ-------–ა, სოფელი წ------. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი: N8----------- და ეთხოვა განიხილონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 09 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8----------- -05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილთ დამატებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018წლის 9 თებერვლის N6---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- და N6---- წერილებზე პასუხის მიღებისთანავე (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის N6---- წერილი(ს.ფ. 123); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 09 თებერვლის N6---- წერილი(ს.ფ. 121); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება N8------------05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(ს.ფ. 119-120).
2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2018 წლის 16 თებერვლის N6------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2018 წლის 09 თებერვლის N6---- წერილის პასუხად აცნობა, რომ აღნიშნული წერილით არ არის წარმოდგენილი მკაფიო პოზიცია იმის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების კორექტირების შემთხვევაში, რეგისტრაციისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს თუ არა უძრავ ქონებას კ---- ქ---------–-–---–ის საკუთრებად N8----------- სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, გარდა ამისა როგორც წერილიდან ირკვევა, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკითხის შემდგომი განხილვა საჭიროებს მ---–-----ის გამგეობის განახლებულ პოზიციას მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, რის გამოც ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებამდე N8----------- საკადასტრო ერთეულის საზღვრების კორექტირების საკითხი ვერ იქნება განხილული.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 22 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8----------- -07 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით დამატებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე ( ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 16 თებერვლის N6------------- წერილი(ს.ფ. 122); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება N8------------07 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(ს.ფ. 126-127).
2.7. საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 დეკემბერს წარდგენილია კ---- ქ---------–-–---–ის N8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი ტ-------–ა, სოფელი წ------. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი: N8----------- და ეთხოვა განიხილონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწსი ნკავეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. ამასთან გაეგზავნა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და სააგენტოში დაცული ინფორმაცია და ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დადასტურებულია მ---–-----ის რაიონის გამგეობის N1----- ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8----------- -09 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე ( საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილი(ს.ფ. 129); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება N8------------09 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(ს.ფ. 132-133).
2.8. 02 მარტის N6------------- წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილთან დაკავშირებით აცნობა, რომ განმეორებით შეესწავლათ მოქ. კ---- ქ---------–-–---–ის N8----------- განაცხადით წარდგენილი დოკუმენტაცია და მიეწერათ მათი პოზიცია -აკმაყოფილებდა თუ არა შემოსული დოკუმენტაცია მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: N8-----------) კორექტირების შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებელი მოქ. კ---- ქ---------–-–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 07 მარტის N1----- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 02 მარტის N6------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში N8----------- საკადასტრო კოდზე ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8----------- -11 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე ( ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 02მარტის N6------------- წერილი (ს.ფ. 130 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 07 მარტის N1----- წერილი(ს.ფ. 136) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება N8------------11 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’(ს.ფ. 137).
2. 9. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის N6------------ წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ქ.თბილისში, სოფელ წ-----ში არსებული 12689კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: N8-----------) საზღვრების კორექტირების საკითხს, კ---- ქ---------–-–---–ის N8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილ ზედდებასთან დაკავშირებით, - ეცნობა, რომ N8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: N8-----------) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად და მისი საზღვრების კორექტირების თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8----------- -13 ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N6------------ წერილის თანახმად N8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: N8-----------) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და მისი საზღვრების კორექტირების თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ( ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018წლის 27 აპრილის N6------------ წერილი(ს.ფ. 138) ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება N8------------13 ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’(ს.ფ. 141)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.11. სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ 1994 წლის 18 მარტს გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტზე №3--, რომლითაც დაგინდება, რომ კ---- ქ---------–-–---–ის გადაეცა წ-----ში მდებარე 0.55ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 17 დეკემბრიდან უძრავი ქონება, მდებარე: გ--------ის რაიონი, ტ-------–ას საკრებულო, სოფ. წ------, სარეგისტრაციო ზონა-გ----------, სექტორი-ტ-------–ა, კვარტალი---, ნაკვეთი-8--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებული ფართობი: 0,55ჰექტარი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მიღება-ჩაბარების აქტი N3--, გაც. ტ-------–ას საკრებულო 18.03.94წ. დადგენილია ასევე, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი წ------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 12689 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, 2016 წლის 10 მარტიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ბრძანება N0-------, დამოწმების თარიღი: 02/03/2016 , სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
სასამართლო დამატებით მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- 2017 წლის 26 დეკემბერს, კ---- ქ---------–-–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ტ-------–ა, სოფელი წ------, ფართი: 5500 კვ.მეტრი;
-აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ
2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობიდან, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 09 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით დამატებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- და N6---- წერილებზე პასუხის მიღებისთანავე;
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 22 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------07 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით დამატებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------09 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------ 11 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------13 ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N6------------ წერილის თანახმად N8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: N8-----------) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და მისი საზღვრების კორექტირების თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდნენ იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დადგინდა, რომ კ---- ქ---------–-–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენდა სწორედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება.
2.13. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 10 მარტს სსიპ თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე პირველადი რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის სსიპ თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება კი თავის მხრივ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, მით უფრო მაშინ, როდესაც საკუთრება შეიძლება არსებობდეს როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით, კანონმდებლობა კი არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს და ამასთან პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე კი ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 17 დეკემბერს და რომ პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი გაუქმებული არ იყო, არ არსებობდა უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ქ.თბილისი, სოფელი წ------, დაზუსტებული ფართობით: 12689კვ.მეტრი საკუთრების უფლებით რეგისტრაციით შეილახა კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციის(საკუთრების უფლება) სამართლებრივი უსაფრთხოება, რამეთუ ერთის მხრივ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მართალია კ---- ქ---------–-–---–ი ითვლება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებლად, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ამასთანავე რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დაადგინა, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
2.15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(კ---- ქ---------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, არაუმეტეს 5500 კვ.მეტრი), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა, რის გამოც კ---- ქ---------–-–---–ის სარჩელი, ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილების(კ---- ქ---------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, არაუმეტეს 5500 კვ.მეტრი) ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ დაკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ კი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ.თბილისი, წ------, კ---- ქ---------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, არაუმეტეს 5500კვ.მეტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მიეცა მტკიცებულებებს, რამაც გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, პალატა ასევე განმარტავს, რომ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
საქმეში მოიპოვება მტკიცებულება - 1994 წლის 18 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №3--, რომლითაც დგინდება, რომ კ---- ქ---------–-–---–ს გადაეცა წ-----ში მდებარე 0.55ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დადგენილია, რომ 2012 წლის 17 დეკემბრიდან უძრავი ქონება, მდებარე: გ--------ის რაიონი, ტ-------–ას საკრებულო, სოფ. წ------, სარეგისტრაციო ზონა-გ----------, სექტორი-ტ-------–ა, კვარტალი---, ნაკვეთი-8--; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებული ფართობი: 0,55ჰექტარი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: მიღება-ჩაბარების აქტი N3--, გაც. ტ-------–ას საკრებულო 18.03.94წ. დადგენილია ასევე, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი წ------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 12689 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №8-----------, 2016 წლის 10 მარტიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ბრძანება N0-------, დამოწმების თარიღი: 02/03/2016 , სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო’’.
6.3. პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
დადგენილია, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, კ---- ქ---------–-–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ტ-------–ა, სოფელი წ------, ფართი: 5500 კვ.მეტრი;
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------03 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობიდან, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2017წლის 27 დეკემბრის N5----- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 09 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------05 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით დამატებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- და N6---- წერილებზე პასუხის მიღებისთანავე;
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 22 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------07 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილით დამატებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მ---–-----ის რაიონის გამგეობას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 9 თებერვლის N6---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------09 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი, რის გამოც სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 07 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------ 11 ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 26 თებერვლის N9---- წერილზე პასუხის მიღებისთანავე;
პალატა დადგენილ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------13 ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით ფიქსირდება ზედდება სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან, საკადასტრო კოდით: N8-----------. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 თებერვალს N9---- წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N6------------ წერილის თანახმად N8----------- სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: N8-----------) საკადასტრო მონაცემთა ცვლილება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და მისი საზღვრების კორექტირების თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდნენ იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დადგინდა, რომ კ---- ქ---------–-–---–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენდა სწორედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება.
6.4. პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 10 მარტს სსიპ თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე პირველადი რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის სსიპ თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება კი თავის მხრივ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, მით უფრო მაშინ, როდესაც საკუთრება შეიძლება არსებობდეს როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით, კანონმდებლობა კი არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს და ამასთან პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე კი ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2012 წლის 17 დეკემბერს და რომ პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი გაუქმებული არ იყო, არ არსებობდა უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ქ.თბილისი, სოფელი წ------, დაზუსტებული ფართობით: 12689კვ.მეტრი საკუთრების უფლებით რეგისტრაციით შეილახა კ---- ქ---------–-–---–ის სახელზე პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციის(საკუთრების უფლება) სამართლებრივი უსაფრთხოება, რამეთუ ერთის მხრივ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მართალია კ---- ქ---------–-–---–ი ითვლება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებლად, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ამასთანავე რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
6.5. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე)დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
6.6. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016წლის 10 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’(კ---- ქ---------–-–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, არაუმეტეს 5500 კვ. მეტრი), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე იყო გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც კ---- ქ---------–-–---–ის სარჩელი, სასამართლომ დაკმაყოფილა ნაწილობრივ.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერია, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა