განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100118002307064
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002307064

საქმე №1/ბ-1078-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ნ--------------–ის,მსჯავრდებულის: ნ------------–----ის,ადვოკატების: პ----------–---–---–ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----------------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: წ---–--------------------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------–-----------------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ნ------------–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ნოემბრის თვეში, ნ------------–----ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ლ--------------ის მიმართ, კერძოდ, ქ-----------------–----------------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნო---------–----ემ ხელებით სცემა ლ-------------ეს სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც წააქცია და ფეხები ურტყა ტანის არეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ლ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მანვე, 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:10 საათზე, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ლ-------------ის მიმართ, კერძოდ, ქ.თბილისი, გლდანის მე-3ა მ/რაიონი, წყაროთუბნის დასახლება, ფარსმან ქველის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნო---------–----ემ მუშტები დაარტყა ლ-------------ეს სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც თმაში სწვდა მას და მოქაჩა თმა. აღნიშნულის შემდგომ, კონფლიქტის ამოწურვამდე, 2018 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 06:30 საათზე, ნ------------–----ემ ქ.თბილისი, გლდანის მე-7 მ/რაიონი, მე-17ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ სცემა ლ-------------ეს, კერძოდ მუშტები დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც დარტყმების შედეგად წაქცეულ, სახეზე ხელებაფარებულ ლ-------------ეს ფეხები რამდენჯერმე დაარტყა თავისა და ბეჭის არეში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფების შედეგად ლ--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ნო---------–----ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნო---------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნო---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

ნო---------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა კერძოდ: ნო---------–----ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში(2017 წლის ნოემბერი და 2018 წლის 12-13 იანვრის ეპიზოდები) და მისთვის კანონიერი და რეველანტური სასჯელის განსაზღვრა რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიერ 2017 წლის ნოემბერში ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ჩადენა დასტურდება დაზარალებულის ლ-------------ის ჩვენებითა და მისი დეიდაშვილის ი--------------ს მიერ თვალით დანახულ, მოსმენილ და შემგომში გამომძიებლისათვის მიწოდებული ინფორმაციით, რომელსაც როგორც უდავო მტკიცებულებას პირდაპირი მტკიცებულებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და რომელიც არათუ წინააღმდეგობაში არ არის დაზარალებულის ჩვენებასთან, არამედ მასთან ურთიერთშეთავსებადია და დაზარალებულის მიერ აღწერილ მოვლენათა ჯაჭვის თანმიმდევრობას ადასტურებს, ამასთან იგი ძალადობრივი აქტის შემადგენელ ერთჯერად ქმედებას ხელის კვრის ფაქტს პირდაპირ ადასტურებს. ამასთან ნო---------–----ეს მიერ ჩადენილი ქმედებების გამო დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ უნდა დაინიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნო---------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი), ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, ნო---------–----ის დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას აძლევს ის მტკიცებულებები რომლებიც პირველ ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებულ ლ--------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ----------------------------------–-------–-------------------------------------–-----------------------------------------------------–---–-----------------------------------------------------–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ლ-------------ის სამედიცინო ბარათით, დაზარალებულ ლ-------------ის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნო---------–----ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც დაეთანხმა თავად ნო---------–----ეც.

 

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნო---------–----ემ ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი).

 

ხოლო, რაც შეეხება ნო---------–----ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) , აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ 2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ლ-------------ის გამოკითხვის ოქმები, სადაც ის უთითებს, რომ მასსა და მის მეუღლეს, ნო---------–----ეს შორის მომხდარ ფიზიკურ ძალადობის ფაქტს შეესწრო მისი დეიდაშვილი, ი--------------, რომელსაც თავის მხრივ, ჩვენებაში არ დაუდასტურებია აღნიშნული.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარ და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ნო---------–----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), რის გამოც ნ----–----ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კანონიერი და რეველანტური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულ ლ----------ის პოზიციას, რომ პრეტენზია არ გააჩნია ნო---------–----ის მიმართ და რომ მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ------------–----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ნო---------–----ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ის ამჟამად არის პატიმარი სასჯელს იხდის სხვა სისიხლის სამართლის საქმეზე ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო მეუღლე წასულია სამუშაოდ საზღვარგარეთ, შესაბამისად მეუღლეებს შორის (მეუღლის ეჭვიანობის ნიადაგზე) წარმოშობილი კონფლიქტის მიზეზიც აღარ არსებობს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის გლდანი-საძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ნ------------–----ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნო---------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნო---------–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალის ასლები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნო---------–----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი