განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე № 030310517002010833 (3/ბ-221-18 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,გ-------------"
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,გ-------------ს" სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 14 ივნისს სს ,,გ-------------ს" წარმომადგენელმა რ----------–---–---ემ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაარეგისტრიროს სს ,,გ-------------ს“ საკუთრების უფლება პრივატიზებული შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს სს ,,გ-------------ს“ წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1--------ის NN8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება იმ დასაბუთებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადებში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მოსარჩელის განმარტებით, სს ,,გ-------------“ დაფუძნებულია ყოფილი „ფ-------–------------------------ის“ ქონების ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. 1994 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა საწარმოს საპრივატიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა მატერიალური აქტივების შეფასება და საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა. სს ,,გ------------ს“ გადაეცა ,,ფ-------–------------------------ის“ უძრავ-მოძრავი ქონება. ქონების აღწერა და შეფასება განხორციელდა სპეციალურად უფლებამოსილი საპრივატიზაციო კომისიის მიერ, რის საფუძველზეც კომისიამ განსაზღვრა სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა. სს ,,გ------------ს“ გადაეცა: ნარგავები, მოძრავი ქონება და უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები).
1994 წლის 2------------ს დარეგისტრირდა ღია სააქციო საზოგადოება ,,გ-------------" და დამტკიცდა მისი წესდება. სს ,,გ-------------ს“ მიერ, მისთვის გადაცემული უძრავი ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მომხდარა. მიუხედავად აღნიშნულისა, სს ,,გ-------------“ ფაქტობრივად ფლობდა, სარგებლობდა და უვლიდა მისთვის გადაცემულ ქონებას. სს ,,გ-------------ს“ ადმინისტრაცია დღემდე სარგებლობს გადაცემული შენობით. ამასთან, უძრავი ქონების ღირებულება შევიდა საწარმოს საწესდებო კაპიტალის ღირებულებაში.
1996 წლის 1-------------ს სს ,,გ-------------“ დარეგისტრირდა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სხვა ცვლილებების გარდა მოხდა მისი საწესდებო კაპიტალის შეფასება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 86 069 ცალი აქციის გამოშვება. აქედან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულ იქნა: უფასოდ - 3 699 ცალი აქცია (4,3%); აუქციონის გზით - 79 635 ცალი აქცია (92,53 %); სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა - 2 735 ცალი აქცია (3,17%).
სს ,,გ-------------სათვის“ გადაცემული ქონების საკუთრების საკითხი სადავო არ გამხდარა. უფრო მეტიც, 2003 წლის 2-----------ს ქალაქ ფოთის მთავრობასა და სს ,,გ------------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითა, რომ მიწის ფართობზე არსებული უძრავი ქონება: შენობა-ნაგებობა, რკინაბეტონის არხები, გზები, ქარსაცავი ზოლები, ხიდები წარმოადგენდა სს ,,გ-------------ს“ საკუთრებას.
სარეგისტრაციო განაცხადებთან ერთად სს ,,გ-------------ს“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა შესაბამისი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ასევე, ფ-------–------------------------ის საპრივატიზაციო დოკუმენტაცია. 1993 წლის 0--------–ის პრივატიზაციის გეგმის თანახმად, ფ-------–------------------------ას გადაეცა სპეციალისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, პავილიონი და სამი ფარდული, რის საფუძველზეც სს ,,გ-------------“ 1993 წლიდან დღემდე იხდის ქონების გადასახადს. სწორედ აღნიშნული ობიექტების ქვეშ მდებარე მიწის რეგისტრაციას ითხოვდა მოსარჩელე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა დოკუმენტაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, სს ,,გ------------მა“ დამატებით წარადგინა ფ-------–----------ის ყოფილი მეურნეობის გეგმა, რომელზეც დატანილია შენობა-ნაგებობის კონტურები, რომელიც ამზომველის მიერ გადატანილ იქნა სიტუაციურ გეგმაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ვერ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთებისა და გენ. გეგმაზე მითითებული ნაგებობების იდენტურობა, ასევე ვერ დადგინდა კონკრეტულად რა ფართებზე უნდა იყოს წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ვინაიდან აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავდა ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმა, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოითხოვა სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციო ობიექტის ადგილმდებარეობისა და ფართობის იდენტიფიცირება.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სს ,,გ-------------ს“ მიერ წარდგენილია ყველა დოკუმენტი, რაც ადასტურებს თუ რა ქონება გადაეცა სს ,,გ------------ს“ პრივატიზების აქტის საფუძველზე, ამასთან, მარტივია აღნიშნული შენობა-ნაგებობების დათვალიერება თანამგზავრიდან.
ასევე, შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მივიდეს ადგილზე, ნახოს ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც აზომილი და გადაღებულია, დარწმუნდეს, რომ ეს შენობა-ნაგებობები განთავსებულია ყოფილი ფ-------–------------------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და აშენებულია ჯერ კიდევ ფ-------–------------------------ის არსებობის პერიოდში. ამდენად, საჯარო რეესტრს გააჩნია საკმარისი ინფორმაცია შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებისთვის. გარდა ამისა, თუ ფოტომასალა, აზომვითი ნახაზი, საპრივატიზაციო დოკუმენტაცია და თანამგზავრიდან მიღებული მონაცემები არ არის საკმარისი ქონების იდენტიფიცირებისთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, შესაძლებელია ზეპირი მოსმენის ჩატარება, რომელსაც დაესწრებიან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მოწმეები და ის პირები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ფ-------–------------------------ის პრივატიზებული ქონების თაობაზე, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობები ფიზიკურად არსებობს და განლაგებულია ყოფილი ფ-------–------------------------ის ტერიტორიაზე. ამასთან, თუკი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია ნებისმიერი სახის - კერძო, სახელმწიფო, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება, რაც დაადასტურებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წლის 2-----------ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, სახელმწიფო ქონებად დარეგისტრირებული აქვს ფ-------–------------------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სს ,,გ-------------სათვის“ პრივატიზაციის შედეგად გადაცემული ქონება, თუმცა აზომვით ნახაზზე შენობები დატანილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ 2017 წლის 1--------ის NN8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ მასალებში, მათ შორის საპრივატიზებო გეგმაში არ იყო დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადგენდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს ,,გ-------------ს“ მიერ პრივატიზაციის ფაქტს. ამასთან ზედდება ფიქსირდებოდა 0----------- და 0----------- საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობისა და ფართობის იდენტიფიცირება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი..
მესამე პირის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტების საფუძველზე მათ უპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სადავო არ არის ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ფ-------–------------------------ა გარდაიქმნა სს ,,გ------------ად“, განხორციელდა აქციების პრივატიზება, შემდეგ რეგისტრაცია გაიარა სს ,,გ------------მა“ და გარკვეული სახის უძრავი ქონება აღირიცხა საწარმოს საწესდებო კაპიტალში. როგორც წესი, აქციების პრივატიზებისას დოკუმენტებში აუცილებლად ინახებოდა პრივატიზებული ქონების გეგმა-ნახაზი, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპრივატიზებო დოკუმენტებში არ ინახება მიწის ნაკვეთის გეგმა-ნახაზი, რომელზეც დატანილი იქნებოდა შენობა-ნაგებობები. ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო სააგენტო ვერ ახდენს საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების და სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი უძრავი ქონების იდენტურობის დადგენას და რეგისტრაციზე თანხმობის გაცემას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,გ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნას ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაარეგისტრიროს სს ,,გ-------------ს“ საკუთრების უფლება პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 2-------ის №5-------- წერილის თანახმად, სს ,,გ-------------“ დაფუძნებულია ყოფილი ,,ფ-------–------------------------ის“ ქონების ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------08 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------12 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------10 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------13 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------14 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------11 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------08 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 3------ის №0------- წერილით სააქციო საზოგადოება ,,გ------------ს” ეცნობა, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 86069 ცალი აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: - უფასოდ საერთო ჯამში 3699 ცალი აქცია ანუ საწესდებო კაპიტალის 4.3%; აუქციონების გზით 79635 ცალი აქცია ანუ 92.53%; სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 2735 ცალი აქცია ანუ 3.17%;
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 2003 წლის 2-----------ს ხელშეკრულების შესაბამისად, მეიჯარე არის ქ.ფოთის მთავრობა, ხოლო მოიჯარე - სააქციო საზოგადოება ,,გ-------------”;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1------ის N1----- გადაწყვეტილების თანახმად, უარი ეთქვა სს ,,გ-------------ს“ წარმომადგენელს რ----------–---–---ეს 2017 წლის 1--------–ის N1-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
ა-–---------------ის მიერ შესრულებული 2016 წლის 22 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების ფართობი შეადგენს 180 კვ.მ, რომელიც მდებარეობს: ქ.ფოთი, ბ------–---–-ს ქუჩა, ყ------–--–-----------------------ბა. ზემოაღნიშნული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების ფართობი შეადგენს 1113 კვ.მ, რომელიც მდებარეობს: ქ.ფოთი, ბ------–---–-ს ქუჩა, ყ------–--–-----------------------ბა;
ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმის დანართში, ფ-------–------------------------ის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების შეფასების აქტში 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მითითებულია: სპეციალისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, პავილიონი, ფარდული, ფარდული და ფარდული;
ა-–---------------ის მიერ შესრულებული 2016 წლის 22 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონებების ფართობი შეადგენს 87 კვ.მ, 348 კვ.მ, 270 კვ.მ, რომელიც მდებარეობს: ქ.ფოთში, ბ-------–---–ის ქუჩაზე, ყ------–--–-----------------------ბა;
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2--------ის N6----- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობა ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს ,,გ------------ად“, ხოლო ამ უკანასკნელის საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს მის კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შემცველ ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც, სააგენტო ვერ იმსჯელებს 2016 წლის 3-----------ის N3-----, 3-----------ის N3----- და 2017 წლის 0--------ის N2-- წერილების დანართებით წარმოდგენილი უძრავი ნივთებისა და ზემოაღნიშნულ საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების იდენტურობის დადგენაზე. ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული კორესპონდენციით მოწოდებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში (ს/კ 0----------- და 0-----------), თუმცა აღნიშნული ნაგებობები არ არის დატანილი საკადასტრო გეგმაზე მათზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3-----------ის N3----- წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის ადგილობრივ არქივს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეთხოვათ მათ უწყებაში დაცული ინფორმაციის მიწოდება სს ,,გ------------ზე“ რიცხული ქონების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით;
საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 1--------ის N5------ წერილის შესაბამისად, ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წწ. წიგნში ბ-------–---–ის ქუჩაზე სს ,,გ-------------“ გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტაცია ფოთის არქივში დაცულია 1983 წლის ჩათვლით. აღნიშნულ მისამართზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადის აღრიცხვის წიგნები ფოთის არქივში დაცვაზე არ შემოსულა;
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2--------–ის N2---------- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებისა და საარქივო სამმართველოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სს ,,გ------------ს“ ეცნობა ინფორმაცია მის მიერ მიწის და ქონების გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათებზე წლების მიხედვით განხორციელებული დარიცხვების შესახებ, კერძოდ: მიწის გადასახადი 1999 წ. - 3172 ლარი, 2000 წ. - 5499 ლარი, 2001 წ. – 3772 ლარი, 2002 წ. – 3772 ლარი, 2003 წ. – 3772 ლარი, 2004 წ. – 3772 ლარი, 2005 წ. - 3772.21 ლარი. ქონების გადასახადი 1999 წ. – 824 ლარი, 2000 წ.- 896 ლარი, 2001 წ. – 667,56 ლარი, 2002 წ. – 613,52 ლარი, 2003 წ. – 564,29 ლარი, 2004 წ. – 519,39 ლარი, 2005 წ. – 0 ლარი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დასკვნის მომზადება წარმოებდა ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების, წარმოდგენილი მასალების და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. ექსპერტიზისათვის წარდგენილ იქნა ქალაქ ფოთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია. ასევე, წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმა და ადმინისტრაციული საქმე 3/82-2017. ექსპერტიზისათვის წარდგენილი ტერიტორია მოიცავს შენობა-ნაგებობებს, გზებს, არხებს, სხვადასხვა ჯიშის ხეებით დაფარულ მიწის ნაკვეთებს, ტბორებს, დაჭაობებულ ტერიტორიას, საკარმიდამო ნაკვეთებს და ზღვის სანაპიროს. წარდგენილი ტერიტორია სრულად არ არის შემოსაზღვრული რაიმე სახის ღობით. ექსპერტიზის ჩატარების დროს, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ მითითებული ტერიტორიის საზღვრების მდებარეობა სახელმწიფო საკოორდინატო სისტემაში დაფიქსირებული იქნა GPS აპარატის გამოყენებით. წარდგენილ ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით კვეთს ძირითადი გზა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ბეტონის ფილებით მოწყობილი არხი. ამავე არხზე მოწყობილია ბეტონის მილხიდები. ძირითადი გზის ორივე მხარეს მოწყობილია გზის განშტოებები. ექსპერტიზისათვის წარდგენილი, საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი შეადგენს 319,74 ჰა-ს. ექსპერტიზისათვის წარდგენილ საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე არ არის მითითებული კოორდინატები, ასევე არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების მიბმა, დღეისათვის არსებულ რაიმე მყარ წერტილებთან ან საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. საჯარო რეესტრში არსებული ორთოფოტოების შესაბამისად, ექსპერტის მიერ განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მდებარეობა 2000 წლის, 2014 წლის და დღეისათვის საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მოცემულია დანართებში. ობიექტის ადგილზე დათვალიერებისას ჩატარებული აზომვების მონაცემების, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დადგინდა შემდეგი: სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ: - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N01 შენობა-ნაგებობის; - 8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N02 შენობა-ნაგებობის; - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N06 შენობა-ნაგებობის. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები, ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე მითითებული შვიდი ერთეული შენობა-ნაგებობა, სრულად მდებარეობს სს „გ-------------სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 319.74 ჰა-ს.
2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 9 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 180 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 1113 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 321 კვ.მ.
2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 87 კვ.მ.
2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 348 კვ.მ.
2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 270 კვ.მ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს განმარტებით, სზაკ-ის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქალაქო სასამართლომ განმარტებით, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2016 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს NN8-----------; 8-----------, 8-----------, 8-----------, 8-----------, 8----------- და 8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სს ,,გ-------------ს“ წარმომადგენელმა რ----------–---–---ემ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ.ფოთში, ბ-------–---–ის ქუჩაზე, ყ------–--–-----------------------ბაში მდებარე უძრავ ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, განკარგული იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება, რომელზეც დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წერილობით ასევე მოთხოვნილი იქნა ქონებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის ასლების მიწოდება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2--------ის N6----- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობა ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს ,,გ------------ად“, ხოლო ამ უკანასკნელის საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს მის კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შემცველ ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც, სააგენტო ვერ იმსჯელებს 2016 წლის 3-----------ის N3-----, 3-----------ის N3----- და 2017 წლის 0--------ის N2-- წერილების დანართებით წარმოდგენილი უძრავი ნივთებისა და ზემოაღნიშნულ საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების იდენტურობის დადგენაზე. ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული კორესპონდენციით მოწოდებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია სახელმწიფო საკუთრების უფლებით 15 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში (ს/კ 0----------- და 0-----------), თუმცა აღნიშნული ნაგებობები არ არის დატანილი საკადასტრო გეგმაზე მათზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
საჯარო რეესტრის სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მასალებში, მათ შორის საპრივატიზებო გეგმაში არ იყო დაცული ინფორმაცია, რომელიც დაადგენდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს ,,გ-------------ს“ მიერ პრივატიზაციის ფაქტს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (სამეგრელოს რეგიონული ოფისის) 2017 წლის 1--------ის N8------------08 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის N8------------12, N8------------10, N8------------13, N8------------14, N8------------11 და N8------------08 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, - არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემული იყო აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის მომზადება წარმოებდა ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების, წარმოდგენილი მასალების და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. ექსპერტიზისათვის წარდგენილ იქნა ქალაქ ფოთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია. ასევე, წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმა და ადმინისტრაციული 3/82-2017 საქმე. ექსპერტიზისათვის წარდგენილი ტერიტორია მოიცავს შენობა-ნაგებობებს, გზებს, არხებს, სხვადასხვა ჯიშის ხეებით დაფარულ მიწის ნაკვეთებს, ტბორებს, დაჭაობებულ ტერიტორიას, საკარმიდამო ნაკვეთებს და ზღვის სანაპიროს. წარდგენილი ტერიტორია სრულად არ არის შემოსაზღვრული რაიმე სახის ღობით. ექსპერტიზის ჩატარების დროს, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ მითითებული ტერიტორიის საზღვრების მდებარეობა სახელმწიფო საკოორდინატო სისტემაში დაფიქსირებული იქნა GPS აპარატის გამოყენებით. წარდგენილ ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით კვეთს ძირითადი გზა, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ბეტონის ფილებით მოწყობილი არხი. ამავე არხზე მოწყობილია ბეტონის მილხიდები. ძირითადი გზის ორივე მხარეს მოწყობილია გზის განშტოებები. ექსპერტიზისათვის წარდგენილი, საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი შეადგენს 319,74 ჰა-ს. ექსპერტიზისათვის წარდგენილ საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე არ არის მითითებული კოორდინატები, ასევე არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრების მიბმა, დღეისათვის არსებულ რაიმე მყარ წერტილებთან ან საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. საჯარო რეესტრში არსებული ორთოფოტოების შესაბამისად, ექსპერტის მიერ განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მდებარეობა 2000 წლის, 2014 წლის და დღეისათვის საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მოცემულია დანართებში. ობიექტის ადგილზე დათვალიერებისას ჩატარებული აზომვების მონაცემების, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დადგინდა შემდეგი: სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ: - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N01 შენობა-ნაგებობის; - 8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N02 შენობა-ნაგებობის; - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N06 შენობა-ნაგებობის. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები, სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე მითითებული შვიდი ერთეული შენობა-ნაგებობა, სრულად მდებარეობს სს ,,გ-------------სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 319.74 ჰა-ს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანგრეული შენობა-ნაგებობები განთავსებულია საზოგადოების ტერიტორიის ფარგლებში, შეესაბამება მითითებულ რაოდენობას, სხვა ასეთი არ არის, ამიტომ მათზე აკრძალვა ვერ განხორციელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სს ,,გ-------------ს“ სარჩელი დააკმაყოფილა. ბათილად სცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 1--------ის NN8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებები და დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაარეგისტრიროს სს ,,გ-------------ს“ საკუთრების უფლება პრივატიზებული შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,გ-------------ს’’ სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
აპელანტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2016 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს №8-----------, №8-----------, №8-----------, №8-----------, №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა სს „გ-------------ს“ წარმომადგენელმა რ----------–---–---ემ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. ფოთში, ბ-------–---–ის ქუჩაზე, ყ------–--–-----------------------ბაში მდებარე უძრავ ნივთებზე (9 კვ.მ, 180 კვ.მ, 1113 კვ.მ, 321 კვ.მ, 87 კვ.მ, 348 კვ.მ და 270 კვ.მ მიწის ნაკვეთები მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებებთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, შესაბამისი ელექტრონული ვერსიებით. დაინტერესებულმა პირმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას ასევე დაურთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 0-------ის №1------- წერილი, ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმა და საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმა შიდასამეურნეო მიწათმოწყობის ელემენტების ჩვენებით და სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით მიუთითა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციაზე.
ზემოაღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------03 (3-----2016), №8------------05 (07.02.2017), №8------------07 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------05 (17.01.2017), №8------------07 (07.02.2017), №8------------11 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------05 (17.01.2017), №8------------07 (07.02.2017), №8------------09 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------06 (23.01.2017), №8------------10 (08.02.2017), №8------------12 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------05 (18.01.2017), №8------------10 (07.02.2017), №8------------13 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------05 (03.01.2017), №8------------08 (07.02.2017), №8------------10 (24.02.2017), №8------------03 (3-----2016), №8------------05 (07.02.2017) და №8------------07 (24.02.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------08 (16.03.2017), №8------------12 (16.03.2017), №8------------10 (16.03.2017), №8------------13 (16.03.2017), №8------------14 (16.03.2017), №8------------11 (16.03.2017) და №8------------08 (16.03.2017) გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებებთან ერთად მომზადდა შესაბამისი სიტუაციის ამსახველი ნახაზები.
2017 წლის 24 თებერვალს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------07, №8------------11, №8------------09, №8------------12, №8------------13, №8------------10 და №8------------07 გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ზედდება ფიქსირდებოდა 0----------- და 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან და განუმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციითა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით (წერილის ნომერი №6-----; თარიღი: 2-----2017წ.) ვერ დგინდებოდა მოთხოვნილი უძრავი ნივთებისა და გენ. გეგმაზე მითითებული ნაგებობების იდენტურობა, ასევე ვერ დგინდებოდა კონკრეტულად რა ფართებზე უნდა წარდგენილიყო შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ვინაიდან, სათანადო ინფორმაცია არ იყო დაცული ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებულ პირს მოსთხოვა ისეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადგილმდებარეობისა და ფართობის იდენტიფიცირება.
2017 წლის 1--------ს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------08 (16.03.2017), №8------------12 (16.03.2017), №8------------10 (16.03.2017), №8------------13 (16.03.2017), №8------------14 (16.03.2017), №8------------11 (16.03.2017) და №8------------08 (16.03.2017) გადაწყვეტილებები.
აპელანტის განმარტებით, №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებზე წარდგენილ აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, ხოლო №8-----------, №8-----------, №8----------- და №8----------- სარეგისტრაციო განცხადებებზე წარდგენილ აზომვით ნახაზებზე ასახული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემები - 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 0----------- და 0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.
აპელანტის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა №3----- წერილით (3-----2016წ.) მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზუგდიდის ადგილობრივ არქივსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სს „გ------------ზე“ რიცხული ქონებისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ (2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით) ქ. ფოთში, ბ-------–---–ის ქუჩაზე (ყ------–--–-----------------------ბა) მდებარე უძრავ ნივთზე. წერილით ასევე მოთხოვნილ იქნა სს „გ------------ზე“ გაცემული სხვა დოკუმენტაციის მოწოდება.
აღნიშნული წერილის პასუხად, 2017 წლის 16 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №5------ წერილი, რომლის მიხედვითაც, ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წლების წიგნში ბ-------–---–ის ქუჩაზე სს „გ-------------“ (ყოფ. ც-------------------------ა) გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდებოდა (აღნიშნული დოკუმენტაცია ფოთის არქივში დაცულია 1983 წლის ჩათვლით). ამავე ინფორმაციის მიხედვით, მითითებულ მისამართზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადის აღრიცხვის წიგნები ფოთის არქივში დაცვაზე არ შესულა.
2017 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შემოსავლების სამსახურის №21-02-1/13949 წერილი, რომლის მიხედვითაც, სს „გ-------------“ 2001-2002 წლების მონაცემებით გადამხდელად ირიცხებოდა ქ. ფოთში, ბ-------–---–ის, კ-----------–--- ქუჩაზე მდებარე 1 950 000 კვ.მ. მიწის ფართობზე, 2003 წლის მონაცემებით - 1 739 400 კვ.მ მიწის ფართობზე, ხოლო 2004 წლის მდგომარეობით - 1 739 300 კვ.მ მიწის ფართობზე.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა №2-- (03.01.2017წ.), №3----- (3-----2016წ.) და №3----- (3-----2016წ.) წერილებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია განკარგული იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება (შენობა/ნაგებობა ან/და მიწის ნაკვეთი), რომელზეც დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წერილებით ასევე მოთხოვნილ იქნა ქონებასთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის ასლების მოწოდება.
2017 წლის 2---------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №6----- წერილი, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობა „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს „გ------------ად“, ხოლო ამ უკანასკნელის საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავდა მის კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შემცველ ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც სააგენტო ვერ იმსჯელებდა წარდგენილი უძრავი ნივთებისა და ზემოაღნიშნულ საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების იდენტურობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამავე წერილში მიუთითებდა, რომ შენობა-ნაგებობები განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში (ს/კ. 0----------- და 0-----------), თუმცა აღნიშნული ნაგებობები არ იყო დატანილი საკადასტრო გეგმაზე და მათზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. წერილთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურს მიეწოდა საკითხის ირგვლივ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წერილში მიუთითებდა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ემსჯელა კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მასალებში, მათ შორის საპრივატიზაციო გეგმაში არ იყო დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადგენდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს „გ-------------ს“ მიერ პრივატიზაციის ფაქტს.
აპელანტის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების წარმოშობის ორი განსხვავებული ფორმით რეგულირების უფლებით აღჭურავს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს: 1. საკუთრების უფლების რეგისტრაციას და 2. საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონის 74 მუხლით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საგადასახადო სია წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც საკუთრების აღიარების საფუძველია და ამასთან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, იგი ვერ მიიჩნევა სარეგისტრაციო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საკადასტრო მონაცემებთან.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საკადასტრო მონაცემები არის ამ წესის შესაბამისად ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად („ა“ ქვეპუნქტი), განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას („გ“ ქვეპუნქტი) და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს („დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
აპელანტის განმარტებით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ მასალებში, მათ შორის საპრივატიზაციო გეგმაში არ იყო დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს „გ-------------ს“ მიერ პრივატიზაციის ფაქტს. ამასთან, ზედდება ფიქსირდებოდა 0----------- და 0----------- საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, რაც გამორიცხავდა წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
აპელანტ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლოს მსჯელობებში არ არის გაქარწყლებული მოპასუხე მხარეთა მოტივები.
აპელანტის განმარტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული მოწესრიგება მოცემულ შემთხვევაში ცალსახად გამორიცხავს სს „გ-------------ს“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას ხსენებული კანონიდან გამომდინარე. აღნიშნული ნორმის არსებობა კი სრულად უგულებელყო სასამართლომ.
საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, ფ--------–----------ის სახელმწიფო მეურნეობა ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილებით განსაზღვრული წესით გარდაიქმნა სს ,,გ------------ად". პრივატიზების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N288 დადგენილების შესაბამისად სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა განხორციელებულია აქციების გაყიდვის თანხლებით. N288 დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა აქციის გაყიდვა ან გადაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულების (დანართი N1) მე-10 პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოებების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოო ქვეგანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებების და მოვალეობების მემკვიდრე. ამავე დანართი N1-ის მე-13 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს, ხოლო მე-14 პუნქტის თანახმად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
აპელანტის განმარტებით, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით) მე-18 მუხლის მიხედვით, სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების გაერთიანებას, რომელთაც ჰქონდათ აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. მისი ქონება იქმნებოდა მონაწილეთა შენატანებით, აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით. აქციების თავისუფალი გაყიდვა ნებადართული იყო და იგი შეიძლებოდა შეზღუდულიყო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რომლის მონაწილეები სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებდნენ მხოლოდ საკუთარი შენატანების (მათი კუთვნილი აქციების პაკეტის) ფარგლებში. სააქციო საზოგადოება პასუხს არ აგებდა მასში მონაწილე აქციონერების ქონებრივ ვალდებულებებზე და მოქმედებდა მისი მონაწილეების მიერ დამტკიცებული საკუთარი წესდების საფუძველზე.
დასახელებული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე და საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ გადაწყვეტილების გათვალისწინებით (საქმე N2/1-370, 382, 390, 402, 405), სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ ,,აქცია“ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც მის მფლობელს მრავალი უფლებით აღჭურვავს, იგი გულისხმობს სააქციო საზოგადოებაში კაპიტალის წილს, ადასტურებს მისი მფლობელის წევრობას ამ საზოგადოებაში და შესაბამის უფლება-მოვალეობებს, რაც ვლინდება როგორც საზოგადოების მართვაში, ისე მოგების მიღებაში. მოცემულ შემთხვევაში სს „გ-------------ს“ საპრივატიზებო დოკუმენტაციით დგინდება, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ საწარმოს აქციები და არა უძრავი ქონება, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სს ,,გ-------------ს“ სარჩელი არის უსაფუძვლო, და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელით სადავო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები:
N8------------08 (16.03.2017წ) - მიღებულია 26.12.2016 წ. N 8----------- განაცხადზე (განმცხადებელი: სს „გ-------------“, განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე - ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 9 კვ.მ);
N8------------12 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016 წ. N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი: სს „გ-------------“, განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 180 კვ.მ);
N8------------10 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016წ. N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი: სს“გ-------------“ განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 1 113 კვ.მ.);
N8------------13 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016წ. N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი: სს „გ-------------“ განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 321 კვ.მ.);
N8------------14 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016წ N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი სს „გ-------------“, განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 87კვ.მ);
N8------------11 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016 წ. N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი სს „გ-------------“ განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 348 კვ.მ.);
N 8------------08 (16.03.2017) - მიღებულია 26.12.2016 წ. N8----------- განაცხადზე (განმცხადებელი სს „გ-------------“, განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. ყოფ. ც--------------------ეობა 270 კვ.მ.);
სს „გ-------------“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ფოთის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებულია 1-----1996 წ. რეგისტრაციის N1-------; საიდენტ. N 2-------- (ს.ფ. 119-120, ტ-1) და ის წარმოადგენს 1993-1994 წლებში სახელმწიფო საწარმოს, ფ-------–------------------------ის, პრივატიზების გზით შექმნილი სააქციო საზოგადოება „გ-------------ს“ სამართალმემკვიდრეს;
საქმეში დაცული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილით ქ.ფოთის მერიის მიმართ (2-----1998 წ. N0--------) ირკვევა, რომ სს “გ-------------“ დაფუძნებულია ყოფილი ფ-------–------------------------ის ქონების ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს (ს.ფ. 85; ტ-1);
ფ-------–----------ის სახელმწიფო მეურნეობის პრივატიზაციის გეგმით ირკვევა, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს მდებარეს ქ.ფოთი, ბ-------–---–ის ქ. N 101. გეგმის მიხედვით, საწესდებო კაპიტალის სიდიდე განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილებით განსაზღვრული წესით 24 200 მან. საწარმოს სახელწოდებაა - სს “გ-------------“. გეგმის დანართით განსაზღვრულია ძირითადი საშუალებების (შენობა-ნეგებობებების და სხვა) ღირებულება 1993 წლის 0--------–ის მდგომარეობით (შეფასების აქტი). მოსარჩელის აღნიშვნით, მათ შორისაა სს “გ-------------ს“ 26.12.2016წ N 8-----------, N8-----------, N8-----------, N8-----------, N8-----------, N8-----------, N8----------- განაცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიეტები: (სპეცილისტების სახლი, ადმინისტრაციული სახლი, საწყობი, ფარდული, ფარდული, ფარდული) და მათ ქვეშ მდებარე მიწა(ს.ფ. 90; ტ-1).
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 20.05.1997 წ. წერილით, სს “გ------------ს“ თავისივე 02.05.1997წ N12 წერილის პასუხად ეცნობა, რომ „მეწარმეთა შესახებ’ საქართველოს კანონის თანახმად, სს “გ-------------“ დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას სასამართლოში, რაც, გარდა სხვა სახის ცვლილებებისა, ითვალისწინებდა საწესდებო კაპიტალის შეფასებას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და 1 აშშ დოლარის (ან მეტი ჯერადი) ნომინალური ღირებულების აქციების გამოშვებას. აღნიშნული წერილითვე სამინისტრო ადასტურებს, რომ სააქციო საზოგადოება „გ-------------ს“ აქციების 96.83 % სახელმწიფო მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, ასევე ადასტურებს, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 86 069 ცალი აქციიდან სახელმწიფო მიერ გასხვისებულად ითვლება - უფასოდ საერთო ჯამში 3 699 ცალი აქცია ანუ საწესდებო კაპიტალის - 4.3 %, აუქციონის გზით - 79 635 ცალი აქცია, ანუ - 92.53%; სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება - 2 735 ცალი აქცია ანუ - 3.17 % (ს.ფ. 98; ტ-1).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დადგინდა შემდეგი: „სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ: - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N01 შენობა-ნაგებობის; - 8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N02 შენობა-ნაგებობის; - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N06 შენობა-ნაგებობის. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები, ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე მითითებული შვიდი ერთეული შენობა-ნაგებობა, სრულად მდებარეობს სს „გ-------------სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 319.74 ჰა-ს.
2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 9 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 180 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 1113 კვ.მ.
2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 321 კვ.მ.
2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 87 კვ.მ.
2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 348 კვ.მ.
2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 270 კვ.მ“ (ტ-2; ს.ფ. 5-20).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს “გ-------------ს“ სარეგისტრაციო განაცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალებით არ დადასტურდა სარეგისტრაციო უძრავი ნივთების სს “გ-------------ს“ მიერ პრივატიზაციის ფაქტი. ამასთან ზედდება დაფიქსირდა N0----------- და N0----------- საკადასტრო კოდებით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან.
საჯარო რეესტრის სამსახურსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნიათ, რომ სს “გ------------მა“ „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე დაკარგა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება 2012 წლის 01 იანვრიდან (იხ სსიპ საჯარო რეესტრის ერ. სააგენტოს 1----- 2017წ N1----- გადაწყვეტილება - ს.ფ. 109-115; ტ-1).
სს “გ------------ს“ მიაჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობაზე) კომპანიას, როგორც ყოფილი სახელმწიფო საწარმოს (ფ-------–------------------------ის) გარდაქმნით გზით შექმნილი სააქციო საზოგადოების (რომლის აქციებიც გამოსყიდული იქნა სახელმწიფოსაგან კანონით დადგენილი წესით) სამართალმემკვიდრეს, პრივატიზაციის წესით, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება, რაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოშობს პრივატიზებული ობიექტების ქვეშ მდებარე მიწაზე რეგისტრაციის უფლებას.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების საწყის ეტაპზე მოქმედი ნორმატიული აქტების ზოგიერთი დანაწესი.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონით (სამოქმედოდ შემოღებული იქნა 01.10.1991 წლიდან, ხოლო ძალადაკარგულია - “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით გამოქვეყნებიდან (09.07.1997წ)) განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება და არა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იმ გაგებით, რაც მოგვიანებით ამოქმედებული ნორმატიული აქტებით დადგინდა. ეს იყო ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციებისგან სახელმწიფოებრიობის საწყისი ეტაპი, რაც საკანონმდებლო სივრცეში შემოღებულ სრულიად ახალი ნორმებით რეგულირდებოდა. კანონი განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს.
ხსენებული კანონის პირველი მუხლით „პრივატიზება“ ნიშნავდა მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას, რის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. კანონის 1.2 მუხლით დადგინდა, რომ პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას.
საქართველოს მთავრობის 11.08.1993წ N829 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების ვადა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებებით გაგრძელდა ჯერ 1994 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ - 1995 წლის ბოლომდე (17.11.1993წ. N809 და 31.12.1994წ. N916 დადგენილებები).
,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N288 დადგენილების საფუძველზე (ცვლილებები შევიდა 16.09.1993წ N689 დადგენილებით) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით. (პუნქტი 1).
დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდებოდა ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების შესაბამისად, შექმნილი სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლები სახელმწიფო მხრიდან გახდნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები ადგილებზე. დადგენილების მე-5 პუნქტით გადაწყდა, რომ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოების ყველა აქცია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო შეიძლებოდა გაყიდულიყო ან გადაცემულიყო მხოლოდ პრივატიზების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მაშასადამე, კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების დანართი N1-ით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება. დებულების მე-6 პუნქტის მე-2 აბზაცით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარუდგენდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად, რის შესახებაც აცნობებდა შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. იმ შემთხვევაში თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ მიიღებდა მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლებოდა დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარებოდა პრივატიზაციას.
დებულების მე-10 პუნქტით, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. მე-10 პუნქტის მე-2 აბზაცის მიხედვით, სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად კი აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონის 6.1 მუხლით, საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალის იმ ნაწილის (პაი, აქციის) გამყიდველს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნოდა, წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდი - სახელმწიფო საფინანსო კომპანია, რომელიც კომერციულ საწყისებზე მოქმედებდა. კომიტეტი იქმნებოდა საქართელოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით და ექვემდებარებოდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ფონდის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა აქციების გაყიდვა. კანონის 9.1. მუხლით, პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა შესყიდვით ა) კონკურსის, ბ) აუქციონის ფორმით. 10.1 მუხლით, პრივატიზაციისთვის საწარმოს მომზადება გულისხმობდა მისი ძირითადი საწარმო და არასაწარმო ფონდების ინვენტარიზაციას, აგრეთვე საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას იმ მიზნით, რომ მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ეკონომიკურად გამართლებულ საზღვრებში, საჭიროების შემთხვევაში გამოცალკევდნენ და გარდაიქმნენ დამოუკიდებელ საწარმოებად. კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებისა და ამხანაგობათა აქციების (პაიას) შეძენას. 16.1 მუხლით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაიას) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებიდან წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. სახელმწიფო სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები ხდებოდნენ კომიტეტები და მისი ტერიტორიული ორგანოები. სახელმწიფო სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ კომიტეტი მისი აქციების პაკეტს გადასცემდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს, რომელიც აწყობს მათ გაყიდვის საკონკურსო საწყისებზე; გაუყიდველი აქციები (პაია) რჩებოდა ფონდის კომიტეტის განკარგულებაში.
აპელანტი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არ უარყოფს და საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდება, რომ სააქციო საზოგადოება „გ-------------ს“ აქციების 96.83% პრივატიზებულია აქციათა პრივატიზებისთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთ პრივატიზების შესახებ კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ 98, ტ-1), თუმცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ აქციათა პრივატიზება არ გულისხმობდა სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების პრივატიზებას და ამიტომაც სახელმწიფოს არ გაუცია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ასეთი განმარტება სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N18.05.2007წ გადაწყვეტილებას (N 2/1-370, 382, 390, 402, 40 _ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომელშიც განიმარტა: „...საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კ-----------–--- 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც. სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი წესრიგის შექმნას...
საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით აქცია განმარტებულია, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში“... . სააქციო საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებში, სადაც ეკონომიკის სოციალისტური სისტემა მოქმედებდა, გარკვეული თავისებურებებით წარიმართა. სააქციო საზოგადოებების ძირითადი ნაწილი პრივატიზების შედეგად არის შექმნილი... საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ იმისათვის, რომ საწარმოს მუშაკები გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით, მოითხოვდა ამხანაგობის შექმნას. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება მისი მუშაკების მიერ წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობდა მუშაკების მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენას. 1994 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება №287 „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ“, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს 1993 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უფლება მიენიჭა, მიეღო ერთი საპრივატიზაციო ბარათი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკუთრებაში უფასოდ მიეღო განსაზღვრული საერთო სახელმწიფო (საპრივატიზაციო) ქონებიდან თანაბარი წილი. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზაციო ბარათების შესახებ“ დებულების შესაბამისად, საპრივატიზებო ბარათებით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების, მათი ქვედანაყოფების, ქონების, სააქციო საზოგადოებაში და ამხანაგობებში აქციებისა და წილის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქებისადმი უსასყიდლოდ გადაცემის მექანიზმის რეალიზაცია. საპრივატიზებო ბარათები მოქმედებდა, როგორც გადახდის საშუალება. მოქალაქეს ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი ნების შესაბამისად განეკარგა თავისი კუთვნილი ვაუჩერი – მოეხდინა მისი რეალიზაცია ან გამოეყენებინა ვაუჩერი რომელიმე სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად. სწორედ ასეთ სამართლებრივ პირობებში ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებების უმრავლესობა“.
ზემოთ მოხსენიებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობით, „აქციას საკმაოდ სპეციფიური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ, აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის „წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხევვაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კ-----------–--- 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს“.
ამდენად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე არ მომხდარა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (როგორც სახელმწიფო ქონების) მათ შორის სარჩელით სადავო შენობა-ნაგებობების გადაცემა, - სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
საგულისხმოა, რომ სს “გ-------------ს“ განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებით ზედდებული N0----------- და N0----------- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები, მართალია, რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობა-ნაგებობები (სადავო არ არის რომ ამ მიწის ნაკვეთებზე მდებარეობს შენობა-ნაგებობი) სახელმწიფოს საკუთრებად არ არის რეგისტრირებული. ის რომ სახელმწიფომ საკუთრების უფლებით მოახდინა მხოლოდ მიწის ნაკვეთების და არა მათზე მდებარე შენობა-ნაგებობების რეგისტრაცია, ამყარებს სასამართლოს რწმენას, რომ შენობა-ნაგებობები განკარგული იყო სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნისა და აქციათა გამოსყიდვის იმ წესით, რაც დადგენილი იყო საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონით „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ და 1994 წლის 14 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №287- 288 დადგენილებით განსაზღვრული წესით. რაც შეეხება მიწას - იმ დროისათვის მიწა ისევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და საწარმოს პრივატიზებით სახელმწიფო არ კარგავდა მიწაზე საკუთრების უფლებას.
ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-----2017 წლის N1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს ,,გ------------ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იყო ის, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლით 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება და საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
სააპელაციო პალატის აზრით აღნიშნული დასაბუთებით სს “გ-------------ს“ სარეგისტრაციო განაცხადის უარყოფა უსაფუძვლოა, რამდენადაც საწარმო იმთავითვე მიუთითებდა, რომ მას უკვე ჰქონდა პრივატიზებული სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწაზე მდებარე შენობა-ნეგებობები და ითხოვდა მათი განაშენიანების ფართობზე (მიწაზე) რეგისტრაციას. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განიმარტა როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. აღნიშნულ კანონს 07/12/2010 წ. №3889 კანონით დაემატა 74 მუხლი, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016 წ. საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 1.2. მუხლით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, კანონის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. 3.1. მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სპორადული რეგისტრაცია“ ნიშნავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
,,დაინტერესებული პირის“ ტერმინს აღნიშნული კანონი არ განმარტავს, თუმცა კანონის 3.2. მუხლი მიუთითებს, რომ ამ კანონში გამოყენებული სხვა ტერმინები (რაც თვით ამ კანონით არ არის განმარტებული) განიმარტება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით დაინტერესებული პირია – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016 წ. საქართველოს კანონის მოქმედება, რომელმაც სპორადული (სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების/უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის) რეგისტრაციის (საკუთრების უფლების რეგისტრაციის და არა საკუთრების უფლების აღიარების) სპეციალური წესი დაადგინა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის (74 მუხლი) და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016 წ. საქართველოს კანონი არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დანაწესებს, _ პირველი არეგულირებს მართლზომიერი ან თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების წესს, ხოლო მეორე _ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ამდენად, მათ შორის არ არის წინააღმდეგობა, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ 22/10/2009წ. საქართველოს კანონის 7.8 მუხლის საფუძველზე (თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში) უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016 წ. საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს. 12.2 მუხლით, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით „სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზებზე არსებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა და ურთიერთგანლაგება შეესაბამება ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული შენობა-ნაგებობების შესაბამის მონაცემებს, კერძოდ: - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N01 შენობა-ნაგებობის; - 8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N02 შენობა-ნაგებობის; - N8----------- განაცხადის თანმხლებ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობა იდენტურია დანართი N2-ში მითითებული N06 შენობა-ნაგებობის. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ დანარჩენ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე არსებული შენობა-ნაგებობები, ფ-------–----------ის საბჭოთა მეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული არ არის. აღნიშნულის გამო მათი იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეში არსებული, სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე მითითებული შვიდი ერთეული შენობა-ნაგებობა, სრულად მდებარეობს სს „გ-------------სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მიწის ნაკვეთი და გეგმაზე მითითებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზისათვის წარდგენილი საქართველოს სსრ ხ-------------------------–----------------------------------ის მიწათსარგებლობის გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 319.74 ჰა-ს. 2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 9 კვ.მ. 2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 180 კვ.მ. 2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 1113 კვ.მ. 2017 წლის 13 იანვრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 321 კვ.მ. 2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 87 კვ.მ. 2016 წლის 26 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 348 კვ.მ. 2016 წლის 27 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: 0-----------, ფართობი არის 270 კვ.მ“ (ტ-2; ს.ფ. 5-20).
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, „მიწის ნაკვეთი“ განმარტებულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველსო კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითაც „უძრავი ნივთი“ განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.30 მუხლით, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა–ნაგებობის/ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო, თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა “დანგრეული“.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სს ,,გ-------------ს“ მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტები სრულად მდებარეობს სს ,,გ-------------სათვის“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ეს არის მიწის ნაკვეთები მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე (შენობა-ნაგებობა - აშენებული ან დანგრეული), შესაბამისად, სარჩელით სადავო 2017 წლის 1--------ის NN8------------08; 8------------12, 8------------10, 8------------13, 8------------14, 8------------11 და 8------------08 გადაწყვეტილებები არ არის მომზადებული და გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რითაც არსებითად არის დარღვეული კანონის (სზაკ-ის მე-5, 53, 98-ე მუხ) მოთხოვნა და ქმნის მათი ბათილად ცნობის საფუძველს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო< თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა, ხოლო აპელანტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე