განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210017001925859
№2ბ/339-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
„ 07“ ნოემბერი, 2018წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი _ თამარ ბლიაძე
აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - ს------------------ი (მოპასუხე) ნ-----–----–-----ი თ-------–-------------ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.11.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ განქორწინება
თარჯიმანი - ა---------–--------ი 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მეუღლეთთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. თ-------–-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1 შეწყდა თ-------–-------------ასა და ს------------------ს შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–----------- რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 4----------).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------------. მოსარჩელე 2015 წლიდან წამოვიდა მეუღლის სახლიდან და მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მოსარჩელე თ-------–-------------ა ამჟამად ცხოვრობს თავის მშობლებთან. სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით ქორწინების შეწყვეტის საფუძველია კანონით დადგენილი წესით განქორწინება. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეთა განმარტებებიდან და საქმის მასალებიდან სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, ისინი 2015 წლიდან არიან დაშორებული და მათ ერთმანეთთან ამ დროის მანძილზე არ ჰქონია არანაირი კავშირი, მოსარჩელეს არ უნახავს თავისი მეუღლე და არ დაურეკავს ამ დროის მანძილზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით სურს სხვა ოჯახის შექმნა. აქედან გამომდინარე სარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2017 წლის 02 მაისს გაცემული რწმუნებულების მიხედვით მიმნდობი პირი არის თ-------–-------------ა, ხოლო ხელის მომწერი პირი არის მოსარჩელის მამა, ასევე მოწმე მ----------------ი. აღნიშნული სანოტარო მოქმედების საფუძველი არის ის, რომ თვით თ-------–-------------ა წარმოადგენდა წერა კითხვის არმცოდნე პირს. მინდობილობაში დაფიქსირებული არ არის თ-------–-------------ა სახელმწიფო ენის არმცოდნე პირია, თუ არ ფლობს არც მშობლიურ ენას. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ესაჭიორება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, ე.ი მან იცის აზერბნაიჯანული ენა და სანოტარო მოქმედების მონაწილეებმა ნოტარიუსი შეიყვანეს შეცდომაში. 3.2. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობა. თ-------–-------------ა იმყოფება მამის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც დაჟინებითაც ხდება ოჯახის დანგრევა. ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. თ---------–-------------ა და ს------------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------- (ტ.I, ს.ფ. 15). 4.2. სადავო არ არის, რომ მხარეები 2015 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. 4.3. მეუღლეებს შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ცოლ-ქმრული ურთიერთობა. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ მოცემულ ეტაპზე მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. აპელანტი სააპელაციო საჩივრით პრეტენზიას აცხადებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 29.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე და ითხოვს მხარეთათვის შესარიგებელი ვადის განსაზღვრას. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკმაო დროა გასული როგორც სარჩელის აღძვრის, ასევე სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტიდანაც და ამ დროშიც არ მომხდარა მეუღლეთა შერიგება და ოჯახური ურთიერთობის აღდგენა. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია 16.05.2017წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე წარდგენილია 28.12.2017წ.. (ტ.I, ს.ფ.1, 97). მოსარჩელე გამორიცხავს ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და მოითხოვს განქორწინებას (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ. 1-11; შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე, ტ. II). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12.10.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე პირადად გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე თ-------–-------------ა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა ს------------------თან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა და მოითხოვა განქორწინება (იხ.:12.10.2018წ. სხდომის ოქმი). თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12.10.2018წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე თ-------–-------------ას მიერ აპელანტის მიმართ გამოვლენილი მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს არის მოკლებული. 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობაში პოულობს გამოხატულებას ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს განქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის საკითხი. მოსარჩელე გამორიცხავს ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას. რაც შეეხება შესარიგებელი ვადის განსაზღვრას, აღნიშნულის მიზანშეწონილობას სასამართლო წყვეტს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და შეწყდა თ-------–-------------ასა და ს------------------ს შორის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–----------- რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 4----------). არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 108).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა