განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170100118002498366
საქმე №1ბ/1398-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–ი
დაცვის მხარე:
გამართლებული - დ---------–------ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–---–----ში.
ადვოკატი - მ----------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტმბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა და ითხოვა დ---------–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის წარდგენილ ბრალდებაში.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ------–-------------------------–---–----ში, ა--–---------- მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ---------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა თავისი მამის, ზ---------–------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მ-–----ში, ა--–---------- მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან დ---------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა თავისი მამის, ზ---------–------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ------–-------------------------–---–----ში, ა--–---------- მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ---------–------ი მოკვლით დაემუქრა მამას - ზ---------–------ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ------–-------------------------–---–----ში, ა--–---------- მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დ---------–------მა ხელის ყელში წაჭერის გზით იძალადა ბ--------------–-----ის მიმართ, რომელთანაც ეწევა საერთო საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა დ---------–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, მის მიერ 2018 წლის 14 და 15 აპრილს ოჯახის წევრებზე, ზ---------–------ზე და ბ--------------–-----ზე ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ასევე ზ---------–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუაქრის ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა 2018 წლის 19 აპრილის №5---------, 2018 წლის 22 აპრილის №5--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს.
დაზარალებულ ზ---------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ბრალდებულის მამაა. 2018 წლის 14 აპრილს, თავის სახლში იგი და ბ--------------–-----ი, რომელიც არის მისი ძმის ცოლის ძმა და 3 წელზე მეტია ცხოვრობს მათთან, სახლში სვამდნენ ერთად. ამ დროს ოთახში შევიდა დ-----ი და უთხრა გარეთ დაელიათ, რადგან ეძინებოდა. იმ დროისათვის იგი საშუალოდ მთვრალი იყო. ვინაიდან მათ არ მოუსმინეს, დ-----მა მაგიდიდან აიღო ბოთლი, მეორე ხელი მას მოკიდა მკლავზე და გაიყვანა გარეთ აივანზე, ბ--------------–-----იც გაჰყვა მათ და დ-----მა კარი დაუკეტათ. გარეთ გაყვანის დროს დ---------–------ის მხრიდან მისი და ბ--------------–-----ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დ-----ს მასზე მანამდეც არასდროს არ უძალადია. მანვე განმარტა, რომ გამოკითხვისას იყო უზომოდ მთვრალი და ასეთ მდგომარეობაში მოხდა მათი დაკითხვა. რას ლაპარაკობდა თვითონაც არ იცოდა. წაუკითხეს და მოაწერა ხელი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ჩვენების მიცემისას თავიდან ალკოტესტი არ ჩაუტარეს და მხოლოდ ბოლოს შეამოწმეს.
დაზარალებულ ბ--------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დ---------–------ის ოჯახში 3 წელზე მეტი ხანია რაც ცხოვრობს. იმ დღეს ის და ზ-----ი უზომოდ ნასვამები იყვნენ, გადამთვრალები, 1 ლიტრი არაყი და 5 ლიტრი ლუდი დალიეს, რა დროსაც სახლში შევიდა დ-----ი, დაძინება უნდოდა. დ-----მა ბოთლი გაიტანა გარეთ და ისინიც გამოვიდნენ გარეთ. რაიმე კანონსაწინააღმდეგო არც მაშინ და არც სხვა დროს არ მომხდარა. მანვე განმარტა, რომ გამოკითხვისას იყო უზომოდ მთვრალი და არ იცოდა რა ჩვენებას აძლევდა, არც წაუკითხავს, უთხრეს და მოაწერა ხელი, გაბრაზებული იყო. პროკურორის მიერ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ ულაპარაკია, არ არის მისი ნაკარნახევი და ახლა იძახის სიმართლეს. დაზარალებული ადასტურებს, რომ მეორედაც გამოიკითხა და იგივე თქვა, რასაც სასამართლოში ამბობს.
მოწმე თ---------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ დღეს ის და დ---------–------ი იყვნენ ერთად, ხოლო შემდეგ თავიანთ სახლებში წავიდნენ. ზ---------–------ი და ბ--------------–-----ი უკვე მთვრალები იყვნენ. დაშორების შემდეგ მას ჩხუბის ხმა არ გაუგ--. მეორე დღეს გაიგო, რომ დ---------–------ი დაუკავებიათ, რადგან მამამისს და ბ--------------–-----ს უჩივლიათ. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მათ ოჯახში კონფლიქტებს სხვა დროსაც არასდროს არ შესწრებია.
მოწმე გ-----------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას დაურეკა მამამ - ზ---------–------მა და უთხრა დ----- წაიყვანეს ციხეშიო, ვინაიდან დ-----მ და გ--მ (ბ--------------–-----მა) იჩხუბეს და გ--მ დარეკა პოლიციაშიო. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი სხვა დროსაც შესწრებია ჩხუბს ბ--------------–-----სა და დ---------–------ს შორის და ბ------ ეუბნებოდა დ---------–------ს დაგარტყამო.
თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს დეტექტივის გამომძიებლმა - მოწმე შ-----------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და განმარტა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, დილის საათებში, თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, მოქალაქე ბ--------------–-----ისაგან მიღებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა--–---------- ოჯახში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მან თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში დაკითხა დაზარალებულები ზ---------–------ი და ბ--------------–-----ი, მოწმეები და ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებულები გამოკითხვის დროს ალკოტესტით არ შემოწმებულან, რადგან ისინი კითხვებზე იძლეოდნენ ადეკვატურ პასუხებს. ამასთან არც ვიზუალურად არ ეტყობოდათ ალკოჰოლური თრობა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მეორე დღეს დაზარალებულებმა მიმართეს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით და განაცხადეს, რომ გამოკითხის დროს იყვნენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ და არ იციან თუ რატომ მისცეს ისეთი ჩვენება, თითქოს დ---------–------მა იძალადა მათზე. მოგვიანებით მის მიერ დამატებით გამოიკითხნენ აღნიშნული პირები და მათ უარყვეს დ---------–------ის მიერ მათზე ძალადობის განხორციელების ფაქტი.
თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლმა - მოწმე მ---------------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე იყო ერთ-ერთი გამომძიუებელი, მის მიერ ბრალდებულის სახით დაკითხული იქნა დ---------–------ი და გამოკითხული იქნა საქმის ერთ-ერთი გამოძიებელი შ-----------–---–ი.
თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - მოწმის ჯ--–-------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაზარალებულებს ბ--------------–-----სა და დ---------–------ს გააცნო დადგენილებები და განუმარტა მათი უფლება-მოვალეობები. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ ქვს მიღებული.
დაცვის მხარის მოწმეებმა - ბ-----------–------მა და შ----------------–მა აღნიშნეს, რომ არ სმენიათ რაიმე ძალადობის შესახებ და მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ დ---------–------ი მთელი სოფლის დამხმარეა.
მოწმე მ----------------ემ უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ბრალდებულმა დ---------–------მა გამოიყენა დუმილის უფლება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, დ---------–------ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------–------ს ბრალი ედება მასში, რომ მან 2018 წლის 14 და 15 აპრილს ყელში ხელის წაჭერის გზით იძალადა თავისი მამის ზ---------–------ის მიმართ, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე 14 აპრილს, ყელში ხელის წაჭერის გზით იძალადა დაზარალებულ ბ--------------–-----ზე, რითაც ამ უკანასკნელმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2018 წლის 14 აპრილს, მამას - ზ---------–------ს დაემუქრა მოკვლით და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; თუმცა ბრალდების მხარემ ვერც პირველი და ვერ სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგენა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ---------–------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენას.
დაზარალებულებმა ბ--------------–-----მა და ზ---------–------მა არ დაადასტურეს მათზე დ---------–------ის მიერ განხორცილებული ძალადობის, ასევე ზ---------–------ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი. მათ მიერ პირველი ინსტანცის სასამართლოში მიცემული ჩვენენებით დადგენილია, რომ დ---------–------ს მათთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ასევე არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. მან მოუწოდა გასულიყვნენ გარეთ, ვინაიდან ისინი არ დაემორჩილნენ მის მოთხოვნას დ-----მა ერთი ხელი დოქს მოჰკიდა ხოლო, მეორე ხელი ზ---------–------ს და გაიყვანა აივანზე, ხოლო ბ--------------–-----ი გაჰყვა მათ. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს - მოწმეების თ---------–------ის და გ-----------–------ის ჩვენებებს, მათ მომხდარი ფაქტის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან, პოლიციელი მოწმეების - შ-----------–---–--, მ---------------–---–ის, ჯ--–-------–------ის, რ------–---–-----ის ჩვენებები ადასტურებენ მხოლოდ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებებს და არა უშუალოდ დანაშაულის ფაქტს ან მოვლენას, ვინაიდან არც ერთი ზემოაღნიშნული მოწმე უშუალოდ არ შესწრებია დ---------–------ის მიერ დაზარალებულებზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტს.
რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებს, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს, აღნიშნული დასკვნებით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით ბ--------------–-----სა და ზ---------–------ს გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნებათ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის კვლევით ნაწილში ბ--------------–-----ი მიუთითებს, რომ მან დ---------–------მა ყელში ხელის წაჭერის გზით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ზ---------–------ი მიუთითებს რომ ერთხელ ყელში ხელის წაჭერის გზით, ხოლო მეორეჯერ შენჯღრევის გზით დ---------–------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ისინი არსად არ ახსენებენ რომ აღნიშნულით მათ განიცადეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს ძალადობად.
რაც შეეხება დ---------–------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს, აღნიშნულის თაობაზე არცერთი მტკიცებულება ირიბადაც კი არ მიუთითებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტმბრის განაჩენი დ---------–------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტმბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ---------–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი, ზ---------–------ი) წარდგენილ ბრალდებაში;
დ---------–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 აპრილის ზ---------–------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
დ---------–------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბ--------------–-----ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
დ---------–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, დ---------–------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/