განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
120100118002620428
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002620428

საქმე #1ბ/1500-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ--–---------–--–---–ის, დაბადებულის 1980 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ-----------–--------------–---------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; დ-----------------–---–ის, დაბადებულის 1985 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ-----------–--------–-----–---------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მ--–---------–--–---–მა და დ-----------------–---–მა ჯგუფურად ჩაიდინეს ძალადობა, ე.ი. ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, დ-----------–------------------ში მდებარე სასტუმრო „ვ------------ს“ წინ, მ--–---------–--–---–მა და დ-----------------–---–მა, განაწყენებულებმა იმით, რომ ა------------------მა სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით მიმართა რეგიონალურ სამსახურს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ა------------------ს, რის შემდეგ ავტომანქანის წინა სალონში მჯდომმა დ-----------------–---–მა ჩაწეული ფანჯრიდან გადმოყო ხელი, მოკიდა ა------------------ს მარჯვენა ხელის მაჯაში, ხელი შეაყოფინა ფანჯრიდან სალონში და დაუკავა ორივე ხელით. მ--–---------–--–---–მა კი დაძრა ავტომანქანა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმართულებით. ა------------------მა შეძლო ხელის გაშვება დ-----------------–---–ისგან და დაბრუნდა უკან მითითებულ სასტუმროსთან, სადაც მივიდნენ ავტომანქანით დ-----------------–---–ი და მ--–---------–--–---–ი, რომლებიც ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან, ა------------------ს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ორივე მათგანი ურტყამდა მას ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში და ტანზე შემოახიეს მაისური. დ-----------------–---–მა თავი ჩაარტყა ა------------------ს ცხვირში, რის შედეგადაც ა------------------ს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ დ-----------------–---–მა რამდენჯერმე კიდევ დაარტყა ხელი ა------------------ს ტანის არეში, ხოლო მ--–---------–--–---–მა კი რამდენჯერმე დაარტყა მას თავისა და ტანის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის შედეგად ა------------------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

 

დ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ--–---------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–----------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენის, რომელიც აპელანტს უკანონოდ, დაუსაბუთებლად და ლმობიერად მიაჩნია, გაუქმება სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ უფრო მკაცრი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ--–----------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ა------------------ის, გ---–------–----–---–ის, ი------–--------ის, თ------------–-–---–ის, ზ----------–--–---–ისა და ბ--------------–-----ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულების - მ--–---------–--–---–ისა და დ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმების და მათ მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, ნიმუშის აღების ოქმების, სასამართლო სამედიცინოს ექსპერტიზის N---------- და N---------- დასკვნების, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის, ბიოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-----------------–---–მა და მ--–---------–--–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი. იგი არ შეესაბამება დამნაშავეთა პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ისინი მიდრეკილი არიან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისკენ. მათ მიმართ დანიშნული ლმობიერი სასჯელი მსჯავრდებულებისთვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისა, რომ მათ კვლავ არ ჩაიდინონ სხვა განზრახი დანაშაული. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებული არ არის შერიგებული მათთან. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები არ შერიგებულან დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ ჰუმანურ სასჯელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულებისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულებს ექნებათ რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის პიროვნებები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტები. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მსჯავრდებულები მიდრეკილი არიან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენ, როგორც ამას აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი საჩივარში.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულების პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. დ-----------------–---–მა და მ--–---------–--–---–მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დამნაშავედ ცნეს თავი წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, დ-----------------–---–მა და მ--–---------–--–---–მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აგრეთვე, სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ--–---------–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

დ-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ დ-----------------–---–ისა და მ--–---------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ალექსანდრე ფირფირაშვილის, ანა ფირფირაშვილის, გიორგი ფირფირაშვილის, დ-----------------–---–ის და ნონა ლალიაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: დაბა ასპინძა, პალმეტური, საკადასტრო კოდი - 60.01.35.077;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ა------------------ისგან ამოღებული მაისური, რომელიც ინახება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

ა------------------ის, მ--–---------–--–---–ისა და დ-----------------–---–ის სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე