განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100117002178212
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002178212

საქმე №1/ბ-906-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ს--–----------–---–ის,მსჯავრდებულის: რ-------------ის,ადვოკატების: ლ-------------–---–ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–-------------–---–--------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: რ------------- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2013 წლიდან მოყოლებული, 2017 წლის 20 ოქტომბრამდე, რ------------ი მის აწ უკვე ყოფილ მეუღლეს, ი------------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ოჯახის წევრების თანდასწრებით, რაც ამ უკანასკნელის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. აღნიშნულ ქმედებებზე 2017 წელს არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერები პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან, 2017 წლის 02 მარტის დადგენილებით რ-------------- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის

1-ლი ნაწილით და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის და რ------------ი კვლავ განაგრძობდა ძალადობას ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

2017 წლის 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ------–--–-------------------ში მდებარე ი------------ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------------მა სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება მის ყოფილ მეუღლეს - ი------------ს, შემდეგ ხელი ჰკრა, მიაჯახა კედელზე და თავი მიარტყმევინა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს ყოველივე მოხდა ოჯახის წევრების, მათ შორის მათი არასრულწლოვანი შვილის - მ--------------ის თანდასწრებით. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულ ი------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით რ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქარრთველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

რ------------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს--–----------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ი------------ის და მოწმეების გ---------------ის, თ--------–---–---–ისა და არასრულწლოვან მ--------------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება ის ფაქტი, რომ რ-----------ის მიერ ი------------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა არასრულწლოვანი მ--------------ი, რომელმაც დაინახა ყველაფერი. მოწმე თ--------–---–---–ის გამოკითხვის ოქმი და სასამართლოში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენება იყოს დაუშვებელი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას აძლევს ის მტკიცებულებები რომლებიც პირველ ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული, კერძოდ:

 

მოწმე თ--------–---–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს საღამოს საათებში სახლში ნასვამ მდგომარეობაში მისულმა მამამთილმა - რ------------მა, დედამთილ - ი------------ას სრულიად უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატებოდა ხელის კვრის შედეგად ი------------ას კედელზე მიჯახებაში და დარტყმის შედეგად თავის არეში დაზიანების მიყენებაში. მოწმის განმარტებით, ი------------ი კედელზე მიჯახების შემდგომ თავის არეში განიცდიდა ტკივილს. მოწმის ჩვენებით, კონფლიქტს მისი არასრულწლოვანი შვილი, ასევე მისი არასრულწლოვანი მული, მ--------------ი არ შესწრებიან. მოწმის განმარტებით, რ------------ის მხრიდან მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.

 

მოწმე გ---------–---–--ის ჩვენებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება ას---------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. მეწყვილე გ--------–------ესთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც დაზარალებულმა ი------------მა მიუთითა ყოფილ მეუღლე რ------------ზე, რომელთანაც ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი. მოწოდების მიუხედავად, რომ დამშვიდებულიყო ბრალდებული, რ------------მა, როგორც მათ, ისე მეუღლე ი------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ხოლო დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი.

 

მოწმე ა-------------ის ჩვენებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება ას---------------ში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ი------------მა მიუთითა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ მეუღლე რ------------ზე, რომელიც აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა ხელის კვრით კედელზე მიჯახებაში და თავის მირტყმევინებაში. ამასთან, დაზარალებულ ი------------ის და მოწმე გ---------------ის ჩვენებებით დასტურდებოდა ბრალდებულ რ------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის სისტემატიურად ჩადენის ფაქტი, რომლის მიმართ გამოცემული იყო არაერთი შემაკავებელი ორდერი.

 

მოწმე თ----------------ის ჩვენებით, 2017 წლის 4 ნოემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო რ------------ის მიმართ. დაკითხა მოწმეები და გამოთხოვილი იქნა რ------------თან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ მის მიმართ არაერთი შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. დაკითხა დაზარალებული ი------------ი, რომელმაც დაადასტურა ყოფილი მეუღლის - რ------------ის მხრიდან სისტემატიური ძალადობის ფაქტი, რა დროსაც იგი განიცდიდა როგორც ფიზიკურ ტკივილს, ისე მორალურ ზიანს.

 

მოწმე გ--------–------ის ჩვენებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული იქნა შეტყობინება ას---------------ში მომხდარ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ი------------მა მიუთითა ყოფილ მეუღლე - რ------------ზე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად მისი მოწოდებისა, რომ დამშვიდებულიყო, რ------------მა პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ხოლო დაზარალებულის მოთხოვნით ბრალდებულის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, ბრალდებული რ------------ი ხშირად იყო მათი გამოძახების მიზეზი, ვინაიდან იგი სისტემატიურად ძალადობდა მეუღლეზე.

 

შემაკავებელი ორდერების თანახმად, ბრალდებულ რ------------ის მიმართ 2017 წლის 12 სექტემბერს და 13 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის დადგენილებით რ------------ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

დაკავების ოქმის თანახმად, რ------------ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2017 წლის 06 ნოემბერს.

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2017 წლის 16 ნოემბერს რ------------- წარედგინა ბრალდება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

რ------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და გადაწყვიტა საძინებელ ოთახში დასაძინებლად შესვლა, რა დროსაც აუსხლტდა ფეხი და დაეცა ძირს. სწორედ, ძირს დავარდნის მომენტში დაეჯახა ი------------ს. რ------------ის განმარტებით, მეუღლის და შვილის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და დამოკიდებულია ალკოჰოლურ სასმელზე არასდროს უძალადია და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

პალატას მიიჩნია, რომ რ------------ის მხრიდან ი------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, მოწმე თ--------–---–---–ის ჩვენებით, დადასტურდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ------------ის მხრიდან ყოფილ მეუღლე ი------------ზე ხელით შეხების შედეგად კედელზე მიჯახების და თავის მირტყმევინების ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. ამასთან, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან ი------------ზე ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რის გამოც ხშირად უხდებოდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რომელთა მიერაც მიუხედავად არაერთი შემაკავებელი ორდერის გამოწერისა, ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლეზე ძალადობას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების გ--------–------ის, გ---------–---–--ის და ა-------------ის ჩვენებების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ სწორედ მათ მოახდინეს რეაგირება განცხადებაზე და დაზარალებულის მითითებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს მოძალადე რ------------ი, რომელიც დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. მოწმე თ----------------ის ჩვენებით კი დადასტურდა ის გარემოება, რომ დაზარალებული ი------------ი დაკითხვისას უდასტურებდა მას ყოფილი მეუღლე რ------------ის მხრიდან სისტემატიურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია მისი ტკივილი.

 

ამდენად, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია რ------------ის მიერ ი------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება რ------------ის მხრიდან აღნიშნული ძალადობრივი ქმედების განხორციელების ფაქტს არასრულწლოვნის თანდასწრებით, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ რ------------მა ი------------ზე განხორციელებული ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვანის თანდასწრებით.

მოწმე თ--------–---–---–მა მართალია დაადასტურა რ------------ის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, თუმცა უარყო არასრულწლოვნების შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა რ------------ის მხრიდან ი------------ზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა რ------------ის მიერ მისი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები.

 

რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, იმის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა რ------------ის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ რ------------მა ჩაიდინა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-------------მა ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

რ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.

 

რ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 06 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი