განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
180100118002476726
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002476726

საქმე №1/ბ-1478-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-------------–---–ის,ადვოკატ: ო-------------ის,მსჯავრდებულ: რ------–--------ის

მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--------------------–--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ქ---–------------------–---------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: რ------–--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--–-----–--------------–------------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------–--------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით: იმაზე გაბრაზებულმა, რომ მეუღლე - თ-----------ე, არ იმყოფებოდა სახლში, ამასთან დაუყოვნებლივ არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და ამოგლიჯა თავიდან თმა, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ-------–-–--------ე. არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით რ-------–--------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

რ------–--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.

 

რ------–--------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--–-----–--------------–------------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------–--------ემ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით: იმაზე გაბრაზებულმა, რომ მეუღლე - თ-----------ე, არ იმყოფებოდა სახლში, ამასთან დაუყოვნებლივ არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და ამოგლიჯა თავიდან თმა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ რ------–--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვებუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში წარდგენილი იქნა ურთიერთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რითაც დასტურდებოდა რ------–--------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. სასამართლოს აგრეთვე უნდა გაეზიარებინა გამომძიებლის ე--------–--ის და სოციალური მუშაკის საპროცესო წარმომადგენლის ქ----------------ის ჩვენებები და დადასტურებულად მიეჩნია, რომ ოჯახური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უსამართლოა დანიშნული სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ------–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით და დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები აძლევს, კერძოდ:

რ------–--------ემ თავი დამნაშვედ ცნო მეუღლის, თ-----------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, დაადასტურა ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ყველა ფაქტობრივი გარემოება, მხოლოდ არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ-------–-–--------ე.

 

მოწმე თ------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ---–------------------–----------ში, დედასთან ნ-------------სთან, მეუღლესთან რ------–--------ესთან და შვილებთან გ-------–------------------------–-----------თან ერთად. 2018 წლის 21 აპრილს, თ-----------ე წაიყვანა თბილისში მისმა მეუღლემ რ------–--------ემ ტრეინინგზე, გზაში დაზარალებულს ტკიოდა თირკმელები, იქიდან დაბრუნებული თავს უფრო ცუდად გრძნობდა, ჰქონდა წნევა 180. სახლში მეუღლე დახვდა ნასვამ მდგომარეობაში, მას მთვრალ კაცზე ჰქონდა ალერგია, იგი მეუღლეს უკრძალავდა დალევას და სვამდა მხოლოდ დღესასწაულზე, რომ დაინახა ნასვამი და თან ჰქონდა წნევა, გავიდა მეზობელთან წნევის გასაზომად, ცოტა ხანში დაბრუნდა სახლში, რ------–--------ემ დაუწყო ხუმრობა, ეთამაშებოდა ხელის ბიძგებით, სახეზე და ცხვირზე კიდებდა ხელს, ხოლო თ-----------ეს არ ჰქონდა ნერვები და უთხრა, რომ იყო ცუდად და თავი დაენებებინა, რა დროსაც შეესხა პიტნის ჩაი, ხელის კვრის დროს, რ------–--------ეს ეგონა, რომ ძალით შეასხა, გაბრაზებული რ------–--------ე მას თმაში წვდა და მოქაჩა თმები, დაზარალებული ცდილობდა, რომ ხელი გაეშვებინა, შემდეგ გაზქურას დაეჯახა, რამაც გამოიწვია ხმაური, რა დროსაც შემოვიდა თ-----------ის დედა და ამ მდგომარეობაში რომ დაინახა, დაუძახა ბავშვს გ-------–-–--------ეს, რომელიც იმყოფებოდა გვერდზე ოთახში, ბავშვი რომ შევიდა ოთახში, რ------–--------ე იდგა გაზის გამათბობელთან, რა დროსაც ხელი კრა მამამისს, რათა მოეცილებინდა ფეჩიდან. თ-----------ემ უთხრა რ------–--------ეს, რომ მოშორებოდა, მისი დანახვა არ სურდა და ბრალდებულიც წავიდა. რ------–--------ის წასვლის შემდეგ დაზარალებულმა თმაზე ხელი რომ მოიკიდა, ნელ-ნელა ამოეცალა თმები, რაზეც ძალიან გაბრაზდა და იფიქრა, თუ როგორ ევლო სკოლაში. თმაში მოქაჩვის შედეგად, თ-----------ემ იგრძნო ტკივილი. შემდეგ მოვიდა პოლიცია და სასწრაფო, რადგან დაზარალებულის დედამ ითხოვა დახმარება. დაზარალებული თ------------ე პატიობს მეუღლეს და ითხოვს შეღავათების გავრცელებას, ვინაიდან მისი მეუღლე არის მზრუნველი და ოჯახის მარჩენალი.

 

არასრულწლოვან გ-------–-–--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის 13 წლის. კონფლიქტის დრო გ-------–-–--------ე იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე სახლში იყო ბებია ნ------------ე, მამა რ------–--------ე, ხოლო დედა თ-----------ე იყო მეზობელთან, როდესაც დედა მეზობლისგან დაბრუნდა, 6-7 წუთში შემოესმა ხმაური, იგი გავიდა და შევიდა იმ ოთახში, სადაც დედა და მამა იმყოფებოდნენ, ასევე ოთახში შედიოდა იმ დროს მისი ბებია. ოთახში შესვლის დროს მამა იდგა ანთებულ გაზქურასთან, ხოლო დედა იდგა რ------–--------ისგან 1,5 მ მოშორებით. რ-------–--------ე იყო ნასვამი და ბარბაცებდა, გ-------–-–--------ემ იფიქრა, რომ რ------–--------ე არ დავარდნოდა გაზზე და ხელი მოხვია და გაიყვანა სადარბაზოში. მას არ დაუნახავს მამის ფიზიკური შეხება დედასთან თ-----------ესთან. გ-------–-–--------ე დაბრუნდა ისევ თავის ოთახში კომპიუტერის სათამაშოდ.

 

მოწმე ნ------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მის შვილთან თ-----------ესთან, სიძესთან რ------–--------ესთან და შვილიშვილებთან ერთად ქ. მცხეთაში. 2018 წლის 21 აპრილს საღამოს საათებში, როდესაც მის შვილს თ-----------ეს ჰქონდა წნევა და გადავიდა მეზობელთან წნევის გასაზომად და წამლის დასალევად, იმ დროს სახლში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი სიძე რ------–--------ე და მოიკითხა მეუღლე. იმ დროს გოგოები (შვილიშვილები) იყვნენ სახლში, მისი სიძე მათ მოეფერა და გაეხუმრა. შემდეგ გოგოები გავიდნენ სახლიდან. 5 წუთის გასვლის შემდეგ, დაწვა რ------–--------ე და უთხრა ნ-------------ეს, რომ დაეძახა თ------------ისთვის, რომელსაც ცოტა შეაგვიანდა, რადგან პიტნის ჩაის უმზადებდა მეზობელი. თ-----------ე რომ დაბრუნდა სახლში, რამდენიმე წუთში მოწმე ნ------------ემ გაიგო ხმაური და რ------–--------ის ბობოქრობა, რომელიც წავიდა ფეჩისკენ, ამ მომენტში გ-------–-–--------ემ გადაასწრო დერეფანში, დაიჭირა მისი სიძე და გაიყვანა გარეთ, ნ------------ემ ფიზიკური შეხება ვერ დაინახა რ-------–--------ის და თ------------ეს შორის. მოწმის მიერ მოხდა სასწრაფოში დარეკვა, განაცხადა, რომ მისი შვილი იყო ცუდად, ჰქონდა მაღალი წნევა და ასევე მისი სიძე იყო ნასვამი. მოწმემ ასევე მეორეჯერაც დარეკა სასწრაფოში, რადგან იგვიანებდა, სასწრაფოს კი მოყვა პოლიციაც. ნ------------ის განმარტებით, მისი სიძე რ------–--------ე არის მეოჯახე, ოჯახის მოყვარული და მარჩენალი, სხვა დროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ნ--------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სოციალური მუშაკი, 2018 წლის 22 აპრილს იგი გამოცხადებული იყო მცხეთის რაიონულ სამმართველოში, სადაც განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვან გ-------–-–--------ის გამოკითხვაში, რომელსაც აწარმოებდა გამომძიებელი ე--------–--ე.

 

მოწმე ე---------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოში დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლად. 2018 წლის 21 აპრილს შევიდა შეტყობინება 112-ში ნ------------ისგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას, რადგან მის სახლში შვილსა და სიძეს შორის იყო კონფლიქტი. ე---------–--ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, საიდანაც წამოყვანილი იქნა თ-----------ე და გამოიკითხა პოლიციის შენობაში, რა დროსაც მან დაადასტურა მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რასაც შეესწრო მისი არასრულწლობანი შვილი. აღნიშნულის გამო დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მოწმე ე--------–--ის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რასაც ესწრებოდა დაზარალებული თ-----------ე, მისი მითითებით გაზის გამათბობელთან ამოღებული იქნა თ-----------ის თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ. 2018 წლის 22 აპრილს მოხდა რ------–--------ის დაკავება, რადგან მეორე დღეს ისევ ნასვამი მივიდა სახლთან, იყო აგრესიული და ითხოვდა შესვლას, მოწმე ე--------–--ის ნომერზე შეტყობინების შესვლის შემდეგ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელთან გ-------------თან ერთად გამოცხადდა ადგილზე და გ-------------ის მიერ იქნა დაკავებული რ------–--------ე, რომელსაც გაეცნო მისი უფლებები, გადაეცა დაკავების ოქმი. გამოძიების მსვლელობის დროს გამოიკითხა ასევე არასრულწლოვანი გ-------–-–--------ე, ნ------------ე და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა თ-----------ის მიმართ დაზიანების დასადგენად. მოწმე ე--------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე გ--------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონული სამმართველოში უმცროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 22 აპრილს გამომძიებელ ე--------–--ესთან ერთად გამოცხადდა ქ---–------------------–---------, ბ-------ში და მის მიერ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით რ------–--------ე. დაკავების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნა შს მცხეთის რაიონულ სამმართველოში.

 

მოწმე ვ--------------–---–ის და ს--------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებად. 2018 წლის 22 აპრილს გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ესწრებოდა ასევე გამომძიებელი ე--------–--ე, სადაც დახვდათ დაზარალებული თ-----------ე, მათ მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რაც იქნა დასურათებული, დაზარალებულის მიერ მითითებული იქნა თმის ნაგლეჯი, რაც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003490518 დასკვნის თანახმად, 23.04.2018 წ. მოქ. თ------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-2 თითის ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 22 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ გამომძიებლის ე--------–--ის, ექსპერტების ვ--------------–---–ის და ს--------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ---–------------------–---------, ბ-------ში მდებარე თ-----------ის საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი, თ-----------ის განმარტებით და მითითებით მისმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისაღებ ოთახში გამათბობელთან, საიდანაც ამოღებული იქნა თავიდან მოგლეჯილი თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ------–--------ემ 2018 წლის 21 აპრილს, საღამოს საათებში, მისი მეუღლის თ-----------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი განახორციელა ფიზიკური ძალადობა: მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაზე, შემდეგ ხელი მოუჭირა სახეზე და ცხვირზე, მარჯვენა ხელით კი დაუჭირა მარცხენა ხელი, იმავდროულად ხელით მოქაჩა და მოაგლიჯა თმები, რა დროსაც თ-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დასტურდება, როგორც თავად რ------–--------ის მიერ ბრალის აღიარებით, რა დროსაც მან დაადასტურა ბრალად შერაცხული ყველა ფაქტობრივი გარემოება, მხოლოდ არ დაადასტურა ის გარემოება, რომ ამ ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, ასევე დაზარალებულის ჩვენებით, რა დროსაც მან მთლიანად დაადასტურა მეუღლის მიერ ხელით მის ლოყაზე შეხების, სახეზე და ცხვირზე ხელის მოჭერის და თმების ამოგლეჯვის ფაქტი, მართალია მან ლოყაზე მეუღლის მიერ ხელით შეხება, სახეზე და ცხვირზე ხელის მოჭერა, ახსნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ თითქოს მისი მეუღლე ზოგჯერ ასე ეხუმრებოდა ხოლმე, ხოლო თავიდან თმების ამოგლეჯვის ფაქტი კი იმით, რომ თითქოს რ------–--------ე ვარდებოდა და თმაში ჩაავლო ხელი, თუმცა, მოწმემ თმების ამოგლეჯვის ფაქტი მთლიანდ დაადასტურა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, 2018 წლის 22 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით დეტექტივ გამომძიებლის ე--------–--ის, ექსპერტების ვ--------------–---–ის და ს--------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ---–------------------–---------, ბ-------ში მდებარე თ-----------ის საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახი, თ-----------ის განმარტებით და მითითებით მისმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისაღებ ოთახში გამათბობელთან, საიდანაც ამოღებული იქნა თავიდან მოგლეჯილი თმები, რომელიც დაილუქა ექსპერტების მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე მთლინად დაადასტურეს სასამართლო პროცესზე მოწმეების სახით დაკითხულმა პირებმა, კერძოდ, გამომძიებელმა ე--------–--ემ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ვ--------------–---–მა და ს--------------ემ, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N003490518 დასკვნით კი დადგენილია, რომ 23.04.2018 წ. მოქ. თ------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-2 თითის ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რ------–--------ის მიერ ოჯახური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ რ------–--------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვან გ-------–-–--------ის თანდასწრებით, რადგან თავად არასრულწლოვნის გ-------–-–--------ის ჩვენებით, კონფლიქტის დღეს, სახლში ყოფნისას მას მხოლოდ ხმაური შემოესმა ოთახიდან, იგი გაეშურა იმ დერეფანში, სადაც მამა და დედა იმყოფებოდნენ და დაინახა, რომ რ------–--------ე იდგა გაზის გამათბობელთან, ხოლო დედა თ-----------ე იმყოფებოდა 1,5მ მოშორებით. გ-------–-–--------ემ ხელი მოკიდა მამას და გაიყვანა სადარბაზოში, რომ სიმთვრალისგან არ დაცემულიყო გაზის გამათბობელზე. ასევე არც თავად დაზარალებულის და არც მოწმე ნ------------ის ჩვენებებით არ დასტურდება, რომ რ------–--------ის მიერ მეუღლის, თ-----------ის მიმართ ფიზიკური შეხების, ძალადობის ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი შვილი გ-------–-–--------ე.

 

რაც შეეხება მოწმეების, გამომძიებლის ე--------–--ის და სოციალური მუშაკის, საპროცესო წარმომადგენლის ნ--------------ის ჩვენებების გაზიარებას იმ მიმართებით, რომ ოჯახური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულმა პირებმა გამოკითხვისას აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია მიიღეს დაზარალებულ თ-----------ისა და არასრულწლოვანი მოწმის გ-------–-–--------ისაგან, რომლებმაც თავის მხრივ, მითითებული გარემოება სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში არ დაადასტურეს.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ რ------–--------ემ ჩაიდინა დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ------–--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ------–--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სააპელაციო პალატა, აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ კიდევ ერთ გარემოებას, რომ რ------–--------ისათვის დანიშნული სასჯელი უსამართლოა და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ აღარ გააჩნია პრეტენზია და შერიგებულია, იგი ხასიათდება დადებითად და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ------–--------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ რ------–--------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ რ------–--------ე ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი რ------–--------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

რ-------–--------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ------–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

რ------–--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.

რ------–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

რ------–--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: თმა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი