განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002721798
საქმე №1ბ/1471-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------–------–-–---–ის,მსჯავრდებულების: ლ-–------–------------------------ის,ადვოკატების: თ------------–---–------------------–--ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–---–-------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N3----------, დაოჯახებულის, საშუალო განთლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------------------------------------------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);
გ---------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N5----------, დასაოჯახებელის, საშუალო განთლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ჭ-----------------------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით ლ-–------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
გ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
ლ-–------–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
მათი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, ბ-------------–----–--------------ზე მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ტერიტორიაზე არსებულ N19 „ც“ კორპუსის ეზოში, ი---–----------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ---–-----------ეს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ლ-–------–-----მ ნამდვილად იცოდა, რომ ი---–---------–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - მ---–-----------ის განზრახ მკვლელობა, რის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, ბ-------------–----–--------------ზე მდებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ტერიტორიაზე არსებულ N19 „ც“ კორპუსის ეზოში, ი---–----------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანა დაარტყა მ---–-----------ეს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა გ---------------ემ ნამდვილად იცოდა, რომ ი---–---------–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - მ---–-----------ის განზრახ მკვლელობა, რის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ-------–------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულების ლ-–------–----ისა და გ---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია, არ შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას. ლ-–------–----- და გ---------------ე იყვნენ მ---–-----------ის მკვლელობის თვითმხილველები, ფლობდნენ სრულ, ზუსტ ინფორმაციას ქმედების ხასიათისა და შედეგების თაობაზე და ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა ემოქმედათ კანონის შესაბამისად, მიუხედავად აღნიშნულისა მსჯავრდებულებმა ი---–---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ არ აცნობეს სამართლადამცავ ორგანოებს, რამაც ი---–---------–--ის დროულად მხილებას ხელი შეუშალა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-–------–----ისა და გ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ლ-–------–----ისა და გ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიებულებებით (მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა), ბრალდებულების - ლ-–------–----ის და გ---------------ის დაკავების ოქმებით, მოწმეების: გ-------–----------------–---------------------------–-–---–-----–-–--------–------------------------------------------------–----------–-----------------–---–-ს ჩვენებებით, მოწმე გ-------–-------ს მიერ ბრალდებულების - გ---------------ის, ლ-–------–----ისა და ი---–---------–--ის ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულების ლ-–------–----ისა და გ---------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულთა აღიარება, ის, რომ წარსულში არ არიან ნასამართლევი რაიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ასევე მათი როლი იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის შეუტყობინებლობაც ედებათ ბრალად და ისე განუსაზღვრა მათ სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ-–------–----ისა და გ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ლ-–------–-----ს და გ---------------ეს სრულად აქვთ გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებენ ჩადენილს, ამიტომ მათთვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს კმყოფაზე ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის გ-------–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-–------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ლ-–------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 04 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულებს - ლ-–------–-----ს და გ---------------ეს დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ანაწმენდის ნიმუშები, ი---–---------–--ის, ლ-–------–------------------------ის ნერწყვის ანაწმენდის და ნაბეჭდის ნიმუშები, მ-------------–--ის ნერწყვის ნიმუში, მ---–-----------ის დაქტილობარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ხელის ანაბეჭდები, ბოთლი, დანა, რეზინის ხელთათმანები, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- გ----------------ის ტანსაცმელი, ლ-–-------–----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მაისური, გ-------–-------სგან ამოღებული ტანსაცმელი, ი---–---------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული წითელი მაისური, ი---–---------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შარვალი, ი---–---------–--ისგან ამოღებული ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჟილეტი, მობილური, საზაფხულო ჩუსტები, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
- გ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური და პასპორტი, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, მეხსიერების ბარათი ვიდეო კამერის ჩანაწერებით, რაც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი