განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001911160
საქმე №1/ბ-141-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზაზა ჭანტურიძის, მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ზ------------ის
ადვოკატ: ტ------–--------ის, დ--------------ის
თარჯიმნის: მ-------------–--ის
მსჯავრდებულ: ე---------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ--------------ის და ტ------–--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე--------------------------------ს (პ/ნ 0----------) მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ.------–--------------------------–----------------------------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:
ე---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ე---------------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლით.
ე---------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 აპრილიდან.
ე---------------ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, - 0,2954 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“-ს შემცველი 37 აბი, პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 36 ცალი ტაბლეტი და ერთი ცალი დაზიანებული ტაბლეტი, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2017 წლის 1 აპრილს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ი--------------------------–---------------------ს მიმდებარედ არსებულ სილამაზის სალონ „ჰ---“-ში, ე---------------ის პირადი ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ--------------ემ და ტ------–--------ემ.
მსჯავრდებულ ე---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ--------------ის და ტ------–--------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა ე---------------ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ადვოკატი დ--------------ე აღნიშნავს, რომ ე---------------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რაც მიუთითებდა ე---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. განსაკუთრებით საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებები და ნეიტრალური მოწმის რ------------ს ჩვენება, რომლებიც არიან დაინტერესებული, სუბიექტური და მიკერძოებული პირები. ე---------------ის ჩვენებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ. ბრალდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, გულისხმობს, - იგი არ არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული და სულ რამოდენიმეჯერ აქვს მოხმარებული ნარკოტიკი. ე---------------მა არ უარყო რამოდენიმეჯერ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი და დეტალურად აღწერა სად, როდის და რამდენჯერ მოიხმარა ნარკოტიკი. ის გარემოება, რომ ამოღებული და მოხმარებული ნარკოტიკი ერთმანეთს ემთხვევა მიანიშნებს ზუსტად იმას, რომ ეს შემთხვევა დადგმულია. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს რ------------ს პიროვნებაზე და აღნიშნავს, რომ იგი არის საკმაოდ გამოცდილი ნარკომომხმარებელი, რომელმაც იცოდა, რომ ე---------------ს ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონდა მოხმარებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და პოლიციელებთან შეთანხმებით გადაწყვიტა მისი ,,გაწირვა“. დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მისცა ე---------------ს ის ნარკოტიკი, რომელი სახეობის ნარკოტიკის ,,ჩადებაც“ წინასწარ იყო დაგეგმილი ე---------------ისთვის. ფაქტია, რომ ერთი სახეობის ნარკოტიკის მოხმარებამ და ,,ამოღებამ“ იმუშავა, რადგან აღნიშნულზე მოსამართლე მიუთითებს განაჩენში. რ------------მ გაიგო რომ ე---------------ი სალონში იყო და ზუსტად ამ დროს დარეკა პოლიციაში, რომელიც ფორმდება როგორც ,,ოპერატიული ინფორმაცია“, რომლის თანახმად რ------------ და ე---------------ი არიან ნარკომომხმარებლები, იმყოფებიან კონკრეტულ ადგილას და ინახავენ ნარკოტიკულ საშუალებას. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პოლიციელთა მისვლამდე რ------------ ღელავდა. ე---------------ი პოლიციის სალონთან მისვლის დროისათვის სალონში არ იმყოფებოდა, რის გამოც, ოპერაციის დაწყება შეყოვნდა. ადვოკატი აპელირებს, რომ რ------------ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში საუბრობს ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“-ს შეძენაზე, ხოლო პოლიცილები კი სულ სხვა ნარკოტიკზე, - ,,სუბოქსინი“-ს შესახებ საუბრობენ. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რ------------მ აღიარა დანაშაულების ჩადენა მის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. რ------------ს პირადი ჩხრეკა თავიდანვე ფორმალობა იყო, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ თავად რ------------ უარყოფს მის ჩხრეკაში ორი პოლიციელის მონაწილეობას, მისი აღნიშნული განმარტება კი ეწინააღმდგება როგორც ჩხრეკის ოქმს, ისე, გამომძიებლის ჩვენებას. ნარკოტიკული საშუალების ამოღების ადგილთან დაკავშირებით ე---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმთან წინააღმდეგობაში მოდის რ------------ს ჩვენება, თუმცა აღნიშნული შეფასების გარეშე დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწმეების: ლ------------ს და კ-------------–---–-ს ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. ლ------------ს ჩვენებით დგინდება, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მაშინვე ჩაყარა პარკში და დალუქა. კ-------------–---–-ს ჩვენებით კი დგინდება, რომ ლ-----------მა ჯერ მას გადასცა ამოღებული ნარკოტიკი შემდეგ მან მაგიდაზე დააწყო, ერთობლივად დათვალეს და ასევე ერთობლივად დალუქეს. რაც შეეხება თარჯიმანთა მოწვევას, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ვერცერთი თარჯიმანი თუ იგი წინასწარ არ იყო გაფრთხილებული სად და როდის უნდა მისულიყო 10-15 წუთის ინტერვალში ვერ შეძლებდა დანიშნულების ადგილზე მისვლას. ე---------------ი, მ-----–------------ს და ე----------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ არცერთ თარჯიმანს, მათ შორის იმას ვინც სალონში ერთ საათში მივიდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. რ------------ განმარტავს რომ იგი მის უფლებებს გაეცნო თარჯიმანთან ერთად, რადგან ტექსტი შესრულებული იყო რუსულ ენაზე, მაშინ, როდესაც რ------------ს ჩხრეკის ოქმზე არცერთი სიტყვა რუსულ ენაზე არ წერია. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს განაჩენში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ჩვენებების სისწორეს. ადვოკატის განმარტებით, მოსამართლის აღნიშნული მსჯელობა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები, - მოწმე ე----------–---–-ს ჩვენება, მოწმე მ-----–------------ს ჩვენება და ე---------------ის ჩვენება. ე----------–---–-ს და მ-----–------------ს ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალება გამოტანილი იქნა რ------------ს ოთახიდან, ტატუს ოთახში რა მოხდა ამის თქმა მათ არ შეუძლიათ, არ იციან თავად პოლიციელს ჰქონდა ეს ნარკოტიკი და გამოიტანა თუ რ------------მ გადასცა ის. ის პირი ვისთანაც სალონის ჩხრეკა ჩატარდა კატეგორიულად ადასტურებს, რომ სალონის ჩხრეკა იყო ფორმალური და რეალურად ,,სამართალდამცავები“ არაფერს ამოწმებდნენ. მას შემდეგ რაც რ------------ს ოთახიდან ნარკოტიკი გამოიტანეს და ეს გაასაღეს, როგორც ე---------------ის ნარკოტიკი მ-----–-----------მა გამოთქვა პროტესტი, რაზეც ფიზიკურად გაუსწორდნენ და სალონი გარკვეული ხნით დაატოვებინეს. ე---------------მა კი ჩვენებაში დეტალურად აღწერა თუ რა მოხდა შიგნით ოთახში, როგორ ცემდნენ, როგორ ქაჩავდნენ თმას და როგორ შეაფურთხეს. თუმცა სასამართლო ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, მხოლოდ იმ საფუძვლით რომ ერთი მოწმე არის ე---------------ის ძმა, ხოლო მეორე ყოფილი შეყვარებული არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებულებებს.
ადვოკატი ტ------–--------ე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში არ იმსჯელა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და განაჩენი დააფუძნა მხოლოდ სამი პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას, რომელიც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ასევე ეწინააღმდეგება რ------------ს ჩვენებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგბა მ-----–------------ს, ე----------–---–-ს და ე---------------ის ჩვენებებს. დაცვის მხარის მოწმეებმა სასამართლოს მისცეს დამაჯერებელი ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ე---------------ს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. სასამართლოს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არც კი შეუფასებია იმ მოტივით, რომ ე----------–---–- წარსულში იყო ე---------------ის შეყვარებული, ხოლო მ-----–------------ არის ე---------------ის ძმა. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, პოლიციელის ჩვენება კი არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტის შეფასების გარეშე. ასევე დამცველი უთითებს, რ------------ს ჩვენებაზე, რომლითაც ადასტურებს, რომ ე---------------ს მხოლოდ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღეს რაღაც და სხვა ჯიბიდან მისთვის არაფერი ამოუღიათ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ე---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხული გ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 1 აპრილს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები ე---------------ი და რ------------, რომლებიც იმყოფებოდნენ ქ-------–--–-----------------------------------------ში მდებარე სილამაზის სალონში, უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მისი ინფორმაციით ნარკოტიკი პირადად ან სილამაზის სალონში უნდა ყოფილიყო შენახული.
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის გ------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 აპრილს, თანამშრომელ გ-------------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა ის (გ------------------ე), კ-------------–---–- და ლ------------. ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გაემართნენ ი--------------------------ში მდებარე სილამაზის სალონში. სალონში მისვლისას მათ დახვდათ სამი პიროვნება, - ე---------------ი, მისი ძმა და კიდევ ერთი პიროვნება. მოწმის განმარტებით, მან მიიღო მონაწილეობა, ე---------------ის როგორც პირად ჩხრეკაში ისე დაკავებაში, ლ-----------თან და კ-------------–---–თან ერთად, რა დროსაც ლ-----------მა ე---------------ის ქურთუკიდან, ამოიღო სავარაუდიდ ნარკოტიკული საშუალება 37 აბი. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ე---------------მა განაცხადა, რომ არ ფლობდა სრულყოფილად ქართულ ენას, რის გამოც დაელოდნენ თარჯიმნის მისვლას. თარჯიმნის მისვლის შემდეგ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, დაიწყეს მან და ლ-----------მა ე---------------ის პირადი ჩხრეკა. პარალელურად მიმდინარეობდა რ------------ს პირადი ჩხრეკაც. უშუალოდ ე---------------ის ჩხრეკაში ის (მოწმე), კ---------–---–ი და ლ------------ მონაწილეობდნენ. ე---------------ი გადაიყვანეს განყოფილებაში. სხვა შეხება ე---------------თან არ ჰქონია. ჩხრეკის მიმდინარეობისას ის (მოწმე), კ-------------–---–- და ლ------------ იყვნენ ე---------------თან. სალონი შეხედვადი არ იყო და სხვა პირი ვერ დაინახავდა შიგ რა ხდებოდა. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და ლუქზე ხელი მოაწერეს.
ლ------------ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ე--------------ს იცნობს დაკავების მომენტიდან. პირველ აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ე---------------ი და რ------------ იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, იმავდროულად იმ პერიოდში უნდა ყოფილიყვნენ ჭ-------ის გამზირზე არსებულ სალონში და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, შედგა ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. მან (მოწმემ) და გ------------------ემ ე---------------ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და მოახდინეს მისი დაკავება. სალონის პირველ სართულზე შესასვლელ ოთახში ე---------------თან და რ------------სთან ერთად იმყოფებოდა ე---------------ის ძმა. სამივენი ერთად იდგნენ და იქვე გააცალკევეს, სხვა ოთახში არ გაუყვანიათ. სალონში შესვლის შემდეგ, გამომძიებელმა წარუდგინა დადგენილება ე---------------ს, თუ რატომ იყვნენ იქ მისულები. ე---------------მა განაცხადა, რომ სრულყოფილად არ ფლობდა ქართულ ენას. მოიწვიეს და დაუკავშირდნენ თარჯიმანს, რომელიც მივიდა 10-15 წუთში. ე---------------ის ჩხრეკა თარჯიმანთან ერთად დაიწყო. პირადად მან, ე---------------ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ოცდაჩვიდმეტ ცალად დაფასოებული აბისმაგვარი ნივთიერება და თორმეტი ცალი ფირფიტა, შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური და პირადი ნივთები. ე---------------ის ჩხრეკის მიმდინარეობისას იქვე მიმდინარეობდა რ------------ს ჩხრეკა, მან გაიგონა როგორ ჰკითხეს რ------------ს თანამშრომლებმა რას აკეთებდა იქ და რატომ იყო მისული. რ------------მ დაადასტურა, ე----თან მისული იყო ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად და ვერ მოასწრო ფულის გადაცემა.
მ-----–-----------ს იმ ოთახშივე ჩაუტარდა ჩხრეკა, შეიძლება სამ ან ხუთი მეტრის მანძილში. რ------------ს ჩხრეკა მისგან მარჯვნივ მიმდინარეობდა. მოწმის განმარტებით ახსოვს ჯ----ს თარჯიმანი მიუყვანეს, ჯ----ს უფლებები, რომ განუმარტეს კარგად ახსოვს. ის (მოწმე) სხვა ოთახში არ გასულა გ------------------ესთან და კ---------–---–თან ერთად იდგა. ე----ს ყველა უფლება განემარტა თარჯიმანთან ერთად, რაც ოქმში წერია. ამის შემდეგ, ე---------------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ე----მა გაურკვეველი მიზეზების გამო, არ მოაწერა ხელი. ის ე----ს ჩხრეკდა, რ------------ს სავარაუდოდ პირობითად მეორე ჯგუფი ჩხრეკდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას კ-------------–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 1 აპრილს, ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად მონაწილეონდა ი--------------------------ში მდებარე სილამაზის სალონში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ერთერთ საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც გაჩხრიკა და დააკავა ე---------------ი, შედიოდა ის (კ-------------–---–-), გ------------------ე და ლ------------. სალონში მისვლისას მათ დახვდათ სამი პიროვნება, - ე---------------ი, მისი ძმა და რ------------, სხვა უცხო პიროვნება პოლიციელების გარდა სალონში არავინ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ე---------------ის პირადი ჩხრეკისას ლ-----------მა ე---------------ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ოცდაჩვიდმეტ ცალად დაფასოებული აბისმაგვარი ნივთიერება და თორმეტი ცალი ფირფიტა, შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური და პირადი ნივთები. ე---------------მა განაცხადა, რომ სრულყოფილად არ ფლობდა ქართულ ენას. მოიწვიეს და დაუკავშირდნენ თარჯიმანს, რომელიც მივიდა 10-15 წუთში. ე---------------ის ჩხრეკა თარჯიმანთან ერთად დაიწყო. რაკი ინფორმაცია ჰქონდათ რომ ე----ს ნარკოტიკი უნდა ჰქონოდა. ე---------------ის ჩხრეკის მიმდინარეობისას იქვე მიმდინარეობდა რ------------ს ჩხრეკა.
რ------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ე---------------ს იცნობს დიდიხანია, მეგობრული ურთიერთობა ქონდა, 2017 წლის 1 აპრილს მივიდა ე---------------თან სილამაზის სალონში ნარკოტიკის საყიდლად, რადგან იცოდა რომ ე---------------ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და თან ექნებოდა ნარკოტიკებიც. ადგილზე მისვლისას მას დახვდა ე---------------ი და მისი ძმა, - მ-----–------------. ფულის მიცემამდე სალონში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელები სალონში მისი მისვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში მივიდნენ. მისი (რ------------ს) პირადი ჩხრეკა ჩატარდა პოლიციელების მიერ, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფული, რომელიც მას ნარკოტიკების შესაძენად ჰქონდა, ადრე ერთი-ორჯერ ნაყიდი ჰქონდა სუბოტექსი და იმ დღითაც სუბოტექსის ყიდვას აპირებდა ე---------------ისგან. მისი ჩხრეკის პარალელურად დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ე---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შარვლის უკანა ჯიბიდან ნივთები, მაგრამ რა იქნა ამოღებული არ იცის. სალონში ის (მოწმე), ე---------------ი და ე----ის ძმა იყვნენ, მეტი არავინ ყოფილა. სალონში მისვლისას გოგონა არავინ დაუნახავს. ჩხრეკა სამივეს ჩაუტარდა. ხელს არაფერი უშლიდა პოლიციელები, რომ დაენახა ან პირიქით პოლიციელებს დაენახათ ისინი. მოწმის განმარტებით, მას პოლციისთვის არ უთქვამს, რომ სალონში მისულიყვნენ და გაეჩხრიკათ. ის პოლიციელებს არასოდეს მისცემდა ისეთ ინფორმაციას, რომ ე---------------ი დაეჭირათ. პოლიციელებს უთხრა ნარკოტიკების მომხმარებელი რომ იყო. სალონში დიდი ოთახია და ჩხრეკა ყველას იქ ჩაუტარეს. ერთმანეთისგან სამი-ოთხი მეტრის მოშორებით იდგნენ. თარჯიმანი მალე, 15-20 წუთში მიიყვანეს. თარჯიმნის შემოსვლა დაინახა, როგორც ახსოვს ორი თარჯიმანი იყო და ორივე ბიჭი. უფლებები თარჯიმანთან ერთად განუმარტეს და ჩხრეკაც მერე ჩატარდა. ჩხრეკის ოქმის დაწერა იქვე მოხდა, ჩხრეკის ოქმს ადგილზე მოაწერა ხელი, ე---------------ს რაც ამოუღეს მაგიდაზე იდო, მაგიდიდან ვინ აიღო არ იცის. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ე----ის ხელზე ბორკილები დაინახა, მაგრამ როდის დაადეს არ დაუნახავს.
ე----------–---–-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ის არის ე---------------ის ყოფილი შეყვარებული და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რ------------ს იცნობს, - ის ე----ის ,,კლიენტი“ იყო. მოწმის განმარტებით რ----- ე----თან სალონში რამოდენიმეჯერ ჰყავს ნანახი თმას იჭრიდა. 2017 წლის 1 აპრილს მას სახლში გაუარეს ე---- და მ-----–-----------ებმა და თხოვეს გაყოლოდა ი.ჭ-------ის გამზირზე არსებულ სილამაზის სალონში, რათა დაელაგებინათ სალონი, რადგან აპირებდნენ სასტუმრო რედისონში გადასვლას. მათი მისვლიდან დახლოებით ნახევარ საათში მივიდა რ------------, რომელიც იყო ძალიან განერვიულებული, დადიოდა და ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. ე----ი გარეთ გავიდა, როდესაც შემოვიდა შევარდა 10-15 პოლიციელი, რომელბმაც იქ მყოფი, - ე---------------ი და რ------------ დააყენეს მუხლებზე. შემდეგ შეიყვანეს სხვადასხვა ოთახებში. ე---------------ი შეიყვანეს სოლარიუმის ოთახში, ხოლო რ------------ ტატუს ოთახში. ე---------------ის ოთახიდან ისმოდა ყვირილი, სთხოვდა „რატომ მაფუჭებთ, რატომ მაბრალებთ იმას რაც არ გამიკეთებია“-ო. დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ე----ის ხმა იყო, რადგან სადაც რ----- ჰყავდათ შეყვანილი იმ ოთახში სიჩუმე იყო. პოლიციელებმა შემოსვლისას მ-----–ს ჩაარტყეს თავში. მოწმის განმარტებით, პოლიციელმა დაახლოებით ნახევარ საათში იმ ოთახიდან, სადაც რ------------ ჰყავდათ შეყვანილი გამჭვირვალე პაკეტით ნარკოტიკული საშუალება გამოიტანა, დადეს მაგიდაზე და ე---------------ის ძმას მ-----–ს უთხრეს ეს არის შენი ძმისგან ამოღებულიო. მოწმემ აღნიშნა რომ ის (მოწმე) ზედაპირულად გაჩხრიკეს და ცალკე დააყენეს. პოლიციელების მხრიდან არანაირი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მას პოლიცილები გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ. შემდეგ უთხრეს დაეტოვებინა ოთახი, გაიყვანეს გარეთ და ჩაუკეტეს კარი, 15 წუთი იყო გარეთ, შეეცადა შესულიყო, მაგრამ ერთმა პოლიციელმა უთხრა რამე შარს არ გადაეყაროო და სახლში წავიდა. გარეთ ყოფნის დროს, არავისთან არ დაურეკავს ძალიან შეშინებული იყო პოლიციელების უკანონო ქმედებების გამო. თარჯიმანი არ უნახავს. მოწმემ აღნიშნა, რომ სალონში სოლარიუმის ოთახი არის მარცხნივ, ხოლო ტატუს ოთახი არის მარჯვნივ, ერთი კედელია, ოთხებს შორის გასასვლელი არ არის. ორივე ოთახს კარგად ხედავდა. ერთხელ შეესწრო, ე----ს რ----- სთავაზობდა ნარკოტიკს და ე----ი უარს ეუბნებოდა.
ე---------------ის ძმის მ-----–------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სალონში წასვლამდე მის ძმას დაურეკა რ------------მ, რომელიც ასევე აპირებდა მათთან მისვლას. გამოიძახეს ტაქსი, გაუარეს ე----ის მეგობარ ეკას და წავიდნენ სალონში. სალონში მისვლის შემდეგ, მან (მოწმემ) დაიწყო ავეჯის დაშლა, რადგან სხვაგან აპირებდნენ გადასვლას. მისი ძმა დარბოდა, გადიოდა და შედიოდა ტელეფონზე ლაპარაკობდა, რ-----ც მივიდა, რომელიც ხან ერთ ოთხაში შევიდოდა და ხან მეორეში. როდესაც ე----ი შევიდა რამდენიმე წუთში მივიდნენ პოლიციელები, ე---------------ი და რ------------ დააყენეს მუხლებზე, თვითონ კი თავში ჩაარტყეს, რადგან ეგონათ რომ იარაღი ეჭირა და უთხრეს იარაღი დაედო. ეკა ამ დროს ცოტა მოშორებით იდგა. შემდეგ ე---------------ი და რ------------ სხვადასხვა ოთახში გაიყვანეს. რ---- შეიყვანეს ტატუს ოთახში, ხოლო მისი ძმა შეიყვანეს სოლარიუმის ოთახში. მისი ძმის ყვირილის ხმა ესმოდა ,,რატო მაფუჭებთ, რა გინდათ, რას მერჩით“-ო. თარჯიმნები მისვლას აგვიანებდნენ, ერთი საათი გავიდა სანამ თარჯიმანი კაცი მივიდოდა. მოწმის განმარტებით, სანამ თარჯიმანი მივიდა, პოლიციელმა თეთრი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი გამოიტანა ტატუს ოთახიდან, სადაც რ------------ ჰყავდათ შეყვანილი და დაუდეს მაგიდაზე. როდესაც ნარკოტიკები გამოიტანეს პოლიციელები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ეს გოგო გავუშვათო და ეკა გაიყვანეს, მერე ისიც (მოწმე) გაიყვანეს. 15 წუთი ის (მოწმე) და ერთი პოლიციელი მანქანაში ისხდნენ. მერე ერთი პოლიციელი გავიდა რ----- გაიყვანეს და ის (მოწმე) შეიყვანეს სალონში. ე----ის ოთახიდან ათას ლარამდე ფული და ტელეფონი გამოიტანეს. უთხრეს, რომ ის ფული ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნი ფული იყო, მან უთხრა რომ მანქანა გაყიდა და ფული თავის ძმას მან მისცა. მოწმის განმარტებით მას მისი ძმის ხმა ესმოდა, რომელიც ამბობდა თუ რატომ არ უშვებდნენ. შემდეგ ერთი პოლიციელი ავიდა მეორე სართულზე, ფორმალურად რაღაცას აკეთებდნენ ვითომ ჩხრეკდნენ. რ----- და ე----ა წაიყვანეს და ის და ორი პოლიეციელი სალონში დარჩნენ, სადაც მივიდა კიდევ ორი თარჯიმანი ერთი ქალი და ერთი კაცი. სალონში ხელი არაფერზე მოუწერია განყოფილებაში მოაწერა. ე----ი არ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ერთი-ორჯერ როდესაც რ-----მ შესთავაზა შეიძლება გაიკეთა გამორიცხული არ არის. სალონში შესასველი დიდი დარბაზია, ასევე არის სამზარეული, ერთი სოლარიუმის და ერთი ტატუს ოთახი. სოლარიუმის ოთახში თმები ეყარა, გაუკვირდა თმები რატომ იყო, ვინაიდან დილით დაალაგა ოთახი. რ----- 6 წელი მათი კლიენტია და მეგობრობენ, მის თვალწინ აქვს რ-----ს გაკეთებული ნარკოტიკი. ნარკოტიკი როგორც კი გამოიტანეს ეკა გაიყვანეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის (შემდგენი: გამომძიებელი კ-------------–---–-) თანახმად, 2017 წლის 01 აპრილს, 17:45 – 18:10 სთ. ინტერვალში, გამომძიებლების - ლ------------სა და გ------------------ის მიერ, ქ.თბილისში, ი-------------------------, მე----------------ს მიმდებარედ არსებული სილამაზის სალონი „ჰ---“-ში, გაიჩხრიკა ე---------------ი, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭრებში 37 ცალად დაფასოებული აბის მაგვარი ნივთიერება. აღნიშნული ნივთიერებები თავის მხრივ მოთავსებული იყო გამჭირვალე პოლიეთილენის თავჩამკეტიან პაკეტში. ამოღებული ნივთიერებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
ბრალდებულის დაკავების ოქმის (შემდგენი: გამომძიებელი კ-------------–---–-) თანახმად, 2017 წლის 01 აპრილს, 18:10 საათზე, ქ.თბილისში, ი-------------------------, მე----------------ს მიმდებარედ არსებული სილამაზის სალონი „ჰ---“-ში, შსს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების - ლ------------ს, გ------------------ის და კ-------------–---–-ს მიერ დაკავებული იქნა ე--------------------------------.
ქიმიური ექსპერტიზის №7------------- დასკვნის თანახმად, ე---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 37 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 36 ცალი ტაბლეტი და 1 ცალი დაზიანებული ტაბლეტი, საერთო წონით - 14,77 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო შემცველობაა - 0,2954 გრამი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–მა და ა-–---------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
მოწმე ნ-------------–--ის და ნ---------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არიან შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების ექსპერტები. 2017 წლის 01 აპრილს ე---------------ს ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმება, რომლის თანახმადაც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ბუპრენორფინისა და ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) მოხმარების ფაქტი (ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7----- დასკვნა).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ვ-–-----------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლად. 2017 წლის 01 აპრილს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ე---------------ი და რ------------ იყვნენ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები და ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას. ინფორმაციის საფუძველზე ისინი იმყოფებოდნენ ქ.თბილისი, ი-------------------------, მე----------------ში არსებულ სილამაზის სალონში. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ სამი პიროვნება. მის მიერ განხორცილდა რ------------ს პირადი ჩხრეკა, მაგრამ ჩხრეკის შემდეგ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. რ------------ს, ე---------------ის და მ-----–------------ს ჩხრეკა ტარდებოდა საერთო ოთახში პარალელურად. შემდეგ რ------------ გადაყვანილი იქნა დაკითხვის მიზნით განყოფილებაში.
მოწმე გ-------–--------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დეტექტივ გამომძიებელი. მის მიერ იქნა გამოძიება დაწყებული სსკ-260-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოკითხა პატაკის ავტორი, მოწმეები - რ------------ და მ-----–------------. მისი განმარტებით შესაძელბელია ჰქონოდა სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული, რომლის ნამდვილობა დადასტურებული აქვს ხელმოწერით.
სილამაზის სალონ „ჰ---“-ის ჩხრეკის ოქმის (გამომძიებელი ზ-------------–---–ი) თანახმად, 2017 წლის 01 აპრილს, 18:50 - 19:20 სთ. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელ - ზ-------------–---–ის მიერ გაჩხრეკილი იქნა მ-----–------------ს კუთვნილი სილამაზის სალონი „ჰ---“, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ი-------------------------, მე----------------. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ე------------ის ძმა მ-----–------------. სილამაზის სალონი „ჰ---“-ის ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
მოწმე გ-----------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელი. მან გამომძიებელ ზ-------------–---–თან ერთად მ-----–------------ს თანდასწრებით გაჩხრიკა სოლამაზის სალონი „ჰ---“. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ე---------------ის ბრალდება სამი პოლიციელის წინააღმდეგობრივ ჩვენებას ემყარება ვინაიდან სამივე პოლიციელი კ-------------–---–-, გ------------------ე და ლ------------, რომელიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სილამაზის სალონში ე---------------ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში ცალსახად ადასტურებენ, რომ ე---------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა სალონში შესასვლელ დიდ დარბაზში და ე---------------ის ჩხრეკისას ლ------------ს მიერ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ოცდაჩვიდმეტ ცალად დაფასოებული აბისმაგვარი ნივთიერება და თორმეტი ცალი ფირფიტა, შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები. ჩხრეკის ოქმი შედგა სალონშივე და ამოღებული ნივთებიც ადგილზე დაილუქა.
დაცვის მხარე ლ------------ს, კ-------------–---–-სა და გ------------------ის ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობად მიიჩნევს, იმ ნაწილს, სადაც ლ------------ უთითებს, რომ ე---------------ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მაშინვე ჩაყარა პარკში და დალუქა, კ-------------–---–-ს ჩვენებით კი ლ-----------მა ჯერ მას გადასცა ამოღებული ნარკოტიკი შემდეგ მან მაგიდაზე დააწყო, ერთობლივად დათვალეს და ერთობლივად დალუქეს, ასევე სხვაობას მ---------ისა და ბ----–---–ის ჩვენებებს შორის, რომელიც ეხება კ-------------–---–ს ეჭირა თუ არა, სალონიდან გამოსვლისას პარკი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული. დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ დაეთანხება და მიიჩნევს, რომ მოწმეების ლ------------ს, კ-------------–---–-სა და გ------------------ის ჩვენებებს შორის არ არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, პირიქით დაცვის მხარის მიერ მითითებული სამივე პოლიციელის ჩვენება, თანხვედრაშია, როგორც ერთმანეთთან ისე სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე რ------------ს ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სილამაზის სალონში ჩატარებულ პირადი ჩხრეკის ოქმებთან.
ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე ე----------–---–-სა და მ-----–------------ს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას ხსნის იმით, რომ 9 თვის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ შეუძლებელია მოწმემ ყველაფერი გაიხსენოს. მითუმეტეს პოლიციის თანამშრომლებს შეუძლებელია ყველა ნიუანსი ახსოვდეთ, როცა სისტემატიურად ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე დაცვის მხარეს კითხვებზე კახაბერ ბ----–---–მა მიანიშნა კიდეც, რომ ე---------------ის ჩხრეკიდან გასული იყო 9 თვე და ყველაფერს ხომ ვერ დაიმახსოვრებდა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ რეალურად თუ შეფასდება რ------------ს ჩვენება ის არ არის ბრალდების მხარის სასარგებლო მოწმე, არამედ დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია პალატისათვის გაუგებარია და ვერ გაიზიარებს, რადგან დაცვის მხარე ე---------------ის გამართლების ძირითად საფუძვლად უთითებს დაცვის მხარის მოწმეების ე----------–---–-სა და მ-----–------------ს ჩვენებებს, რ------------ს ჩვენება კი აბსოლიტურად ეწინააღმდეგება, როგორც ე---- და მ-----–-----------ების, ისე ე----------–---–-ს ჩვენებებს. რ------------ თავის ჩვენებაში კატეგორიულად ადასტურებს, რომ მისი (რ------------ს), ე---------------ის და მ-----–------------ს ჩხრეკა ჩატარდა სალონის შესასვლელში მდებარე დიდ ოთახში, სხვაგან არ გაუყვანიათ, დაახლოებით ერთად იდგნენ და იმავე ოთახში, ერთ სივრცეში მიმდინარეობა ე---- და მ-----–-----------ების პირადი ჩხრეკა და სამივე მათგანის ჩხრეკაში მონაწილეობდა თარჯიმანი. რ------------ ასევე გამორიცხავს სალონში ე----------–---–-ს ყოფნის ფაქტს, მისი და შემდეგ პოლიციელების მისვლის პერიოდში. სრულიად საპირისპირო ვერსიას ავითარებენ ე----------–---–- და მ-----–------------ და აჩვენებენ, რომ ე---------------ი სალონის შესასვლელ ოთახში არ გაუჩხრეკიათ, პოლიციელებმა ე---------------ი შეიყვანეს სოლარიუმის ოთახში, ხოლო რ------------ ტატუს ოთახში და პოლიციელმა დაახლოებით ნახევარ საათში იმ ოთახიდან, სადაც რ------------ ჰყავდათ შეყვანილი, გამჭვირვალე პაკეტით ნარკოტიკული საშუალება გამოიტანა, დადეს მაგიდაზე და ე---------------ის ძმას მ-----–ს უთხრეს ეს არის შენი ძმისგან ამოღებულიო.
დაცვის მხარე, როცა აქცენტს აკეთებს რ------------ს ჩვენებაზე და უთითებს, რომ რ------------ კატეგორიულად ადასტურებს, რომ ე---------------ის ჩხრეკისას პოლიციელებს შარვლის ჯიბის გარდა სხვა ტანსაცმლიდან რაიმე არ ამოუღიათო, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს რ------------ს ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც რ------------ განმარტავს, რომ მან დაინახა რაღაც რომ ამოუღეს ე---------------ს შარვლის უკანა ჯიბიდან, შემდეგ დამცველი ეკითხება სხვა ჯიბიდან არ ამოუღიათ? (11:31 წთ) რ------------, როცა პასუხობს, რომ მას არ დაუნახავს, დამცელი არ ამთავრებინებს აზრს და ჯ----ს პასუხის პარალელურად უსვამს კითხვას მ-----– ოვანსიანის ჩხრეკასთან დაკავშირებით, ასევე რ------------ს არ დაუკონკრეტებია ე---------------ს სხვა ჯიბიდან ან სხვა ტანსაცმლიდან, რაიმე ამოუღეს თუ არა, ამას როგორც დამცველი უთითებს.
პალატას, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზი აძლევს ერთადერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რ------------ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ე---------------ის ჩხრეკაში და დაკავებაში მონაწილე ზემოთაღნიშნულ სამივე პოლიციელის ჩვენებასთან და არა დაცვის მოწმეების ჩვენებებთან.
პალატას არ მიაჩნია სარწმუნოდ ე----------–---–-ს ჩვენება და ვერ გაიზიარებს, რადგან მისი ჩვენებით 2017 წლის 1 აპრილს მას სახლში გაუარეს ე---- და მ-----–-----------ებმა და თხოვეს გაყოლოდა ი.ჭ-------ის გამზირზე არსებულ სილამაზის სალონში, მათი მისვლიდან დახლოებით ნახევარ საათში მივიდა რ------------. პოლიციელებმა ე---------------ი და რ------------ დააყენეს მუხლებზე, შემდეგ შეიყვანეს სხვადასხვა ოთახებში. ე---------------ი შეიყვანეს სოლარიუმის ოთახში, ხოლო რ------------ ტატუს ოთახში. ე---------------ის ოთახიდან ისმოდა ყვირილი, სთხოვდა „რატომ მაფუჭებთ, რატომ მაბრალებთ იმას რაც არ გამიკეთებია“-ო. მოწმის განმარტებით, პოლიციელმა დაახლოებით ნახევარ საათში იმ ოთახიდან, სადაც რ------------ ჰყავდათ შეყვანილი გამჭვირვალე პაკეტით ნარკოტიკული საშუალება გამოიტანა, დადო მაგიდაზე და ე---------------ის ძმას მ-----–ს უთხრეს ეს არის შენი ძმისგან ამოღებულიო. პალატისათვის გაუგებარია რა მიზანი ჰქონდა პოლიციელების მიერ ე----------–---–-ს დატოვებას სალონში, არ ჩხრეკენ, ასმენინებენ, მისი ჩვენებიდან გამომდინარე, როგორ ახდენდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას და როგორ აბრალებენ დანაშაულს მის ახლო მეგობარს ე---------------ს, ამით პოლიციელები ალიბს უქმნიან ე---------------ს თავიანთი უკანონო მოქმედების ჩატარებისა და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ უფლებას დატოვოს სალონი ე----------–---–მა, რაც ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ასეთი ახლო მეგობარი ე---------------ის, რომელიც სალონსაც კი არ ალაგებს მისი დახმარების გარეშე, სალონის დატოვების შემდეგ, არავისთან არ რეკავს და არ ატყობინებს მომხდარი ფაქტის შესახებ. ე---------------ის ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ მის მამას - ე--------------------ს ატყობინებს პოლიციის თანამშრომელი. ასევე ე----------–---–-ს სალონში ყოფნის ფაქტი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პერიოდში საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მათ შორის რ------------ს ჩვენებითაც.
ე---------------მა, როგორც პირველი ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 01 აპრილს დილის საათებში დაურეკა მეგობარმა რ------------მ, რომელიც აპირებდა მასთან მისვლას. ის, მ-----–------------ და ე----------–---–- მივიდნენ მის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში. სამსახურში მისვლის შემდეგ მივიდა რ------------. რამდენიმე წუთში სალონში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მუხლებზე დააყენეს. იგი გაიყვანეს გვერდზე ოთახში, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ, ემუქრებოდნენ და სცემდნენ. შემდეგ ოთახში შევიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეიტანა თეთრი გამჭირვალე პოლიეთილენის პარკი და თავზე წაუსვა, მერე ჩაუდეს ქურთუკის ჯიბეში და წაიღეს. მას არ ქონია ნარკოტიკული ნივთიერება. პალატას ე---------------ის აღნიშნული განმატება არ მიაჩნა სარწმუნოდ, აღნიშნულის მტკიცების საფუძველს პალატას სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები აძლევს და მათზე ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
დაცვის მხარის მტკიცებით, ე---------------ის, მ-----–------------ს და ე----------–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ არცერთ თარჯიმანს, მათ შორის იმას ვინც სალონში ერთ საათში მივიდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. დაცვის მხარის მოცემულ განმარტებას, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
პალატა განმარატავას, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სასამართლოში წარსადგენ შესაძლო მტკიცებულებათა ნუსხაში არ მიუთითებია არცერთი თარჯიმანის გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე. დაცვის მხარის პოზიციის საპირისპიროდ მეტყველებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, თარჯიმანი მონაწილეობს, როგორც ე---------------ის, ისე რ------------ს და მ-----–------------ს პირადი ჩხრეკისას, რაც დასტურდება მათი პირადი ჩხრეკის ოქმებით. გარდა პოლიციელების ჩვენებისა, სადაც ისინი უთითებენ, რომ თარჯიმნების თანდასწრებით მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რ------------ც გარკვევივით უთითებს, რომ თარჯიმნის მოსვლამდე მისი პირადი ჩხრეკა არ დაწყებულა. მ-----–------------ს პირადი ჩხრეკის ოქმშიც მითითებულია, რომ მის პირად ჩხრეკაში მონაწილეობს თარჯიმანი და მას ჩხრეკის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია, ისე მოაწერა ხელი ოქმზე.
დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ სალონში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ე---------------ის მიმართ ფიზიკურ ზეწოლას, ამოაგლიჯეს თმები, პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი აღნიშნული პოზიციის განსამტკიცებლად. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გაზიარებული იქნეს დაცვის აღნიშნული განმარტება და მათ შორის მ-----–------------ს ჩვენება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე---------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, ე---------------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტი.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ე---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ ე---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ--------------ის და ტ------–--------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ე---------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ--------------ის და ტ------–--------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ე---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ე---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ე---------------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლით.
ე---------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 აპრილიდან.
ნივთმტკიცება:
ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ. ყაველაშვილი