განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100118002563430
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002563430

საქმე №1ბ/1475-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ------------–---–ის

მსჯავრდებულ: დ------------ის

ადვოკატ: რ----------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004040718003 მსჯავრდებულ დ------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქის (პირადი #4----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ც--------------------------–-–--------–---–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------–----------------------–------–-------------–---–--------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ- ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ--------–--–-----–-------------–---–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში დ------------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ----------------–---–-ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ორჯერ მოქაჩა თმებში, ძლიერად მოუჭირა ხელებზე და ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

დ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 ივლისიდან - 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ დ------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ------------ეს დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, სასჯელის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო ძალადობრივი ხასიათის და ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიმართ. სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. იგი ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის პრევენციული მიზნების მიღწევას.

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ----------------–---–-ს, მოწმეების - ს--–-------------–---–-----------------–---–-- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად გ---------------ს მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ---------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებლი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ დ------------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება გახდეს სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ დ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, რომელთა არარსებობის პირობებშიც საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სახეზე არ გვექნებოდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ------------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დ------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დ------------ე დაზარალებულთან შერიგებულია და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ გასაჩივრებულ განაჩენში არ არის მსჯელობა გირაოს დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ–ის მე–200 მუხლის მე–10 ნაწილის შესაბამისად, გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით. ვინაიდან აღნიშნული კუთხით არ არის მსჯელობა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში დ------------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში დ------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

დ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ დ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 ივლისიდან - 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ დ------------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ დ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი