განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
150100118002682682
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002682682

საქმე №1ბ/1589-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----–---------------------–----------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.------–-----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ა---–---–----------------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენით მ----–------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით;

 

მ----–---------------ნს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ------–---–--–------------------------ში, რ----------------------სა და მ----–---------------ნს შორის ვალის თაობაზე მომხდარი ჩხუბისას, მ----–---------------ნმა თავის არეში ხელი დაარტყა რ----------------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ მ----–---------------ნისთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მიუხედავად მსჯავრდებულის და დაზარალებულის აღნიშნულ კონფლიქტამდე მეგობრობისა, მსჯავრდებულმა მაინც განახორციელა ძალადობა დაზარალებულზე, რამაც მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია და ეს კონფლიქტი დღემდე არაა ამოწურული. მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელიც ერთ-ერთ მსუბუქი სახის სასჯელს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში ატარებს უფრო ფორმალურ სახეს, ერთგვარ წამახალისებელ ხასიათს და ემსახურება არა კანონით დადგენილი მიზნების შესრულებას არამედ მსჯავრდებულის წახალისებას, რაც მასზე ვერ იქონიებს ისეთი სახის ზემოქმედებას, რაც მსჯავრდებულს განაწყობს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, როგორც ამას მიუთითებს სასამართლო თავის განაჩენში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ----–---------------ნის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ----–---------------ნის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ რ----------------------ის, მოწმეების ა---–-------------------–------------------- ჩვენებებით, მსჯავრდებულ მ----–---------------ნის ჩვენებით, რ----------------------ისქ------–---–--–----------------------- ტანსაცმლის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ტანსაცმელით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით,რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულ მ----–---------------ნისთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, მ----–---------------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ასევე გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ----–---------------ნის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დარჩეს უცვლელი.

 

მ----–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით;

 

მ----–---------------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;

 

განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - რ----------------------ის მაისური (პაკეტის ნომერი FCD 742029) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ----------------------ს;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი