განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
080210018002296271
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 08021-0180022-6271

საქმე №2/ბ-1-75-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქ-------ი

ქ-------ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ნ--- ბ---------

წარმომადგენელი- ნ----- მ---------–--

მოწინააღმდეგე მხარე - ა------- ქ--–----–---–ი

წარმომადგენელი - ე-----–- ჭ--–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

1.1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

2018 წლის 08 თებერვალს ნ--- ბ---------მ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე ა------- ქ--–----–---–ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

 

1.2. სარჩელის საფუძვლები:

 

სარჩელში მოსარჩელის მიერ გადმოცემული განმარტებით მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.2.1. 2011 წლის 27 თებერვალს ი----- ხ-------ესა და ა------- ქ--–----–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------- ქ--–----–---–მა ისესხა 3000 ევრო, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით, 16 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------- ქ--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 0-----------.

 

1.2.2. 2012 წლის 26 აპრილს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის ოდენობა გაიზარდა 7000 ევრომდე. ა------- ქ--–----–---–ი სესხზე პერიოდულად იხდიდა პროცენტს.

 

1.2.3. 2018 წლის 02 თებერვალს ი----- ხ-------ემ აღნიშნული მოთხოვნა დაუთმო ნ--- ბ---------ს, რაზეც შედგა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება.

 

1.3. მოპასუხის პოზიცია

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ა------- ქ--–----–---–მა სარჩელი არ ცნო.

შესაგებელში მოპასუხის მიერ გადმოცემული განმარტებით მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოპასუხე ა------- ქ--–----–---–მა მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია ვალდებულების შესრულების სამწლიანი ვადა, რაც მას უფლებას აძლევს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით: ნ--- ბ---------ს სარჩელი ა------- ქ--–----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2011 წლის 27 თებერვალს ა------- ქ--–----–---–ს და ი----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს ი----- ხ-------ისაგან სესხის სახით გადაეცა 3000 ევრო. ხელშეკრულების თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში (ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 27.04.2011წ).

 

2.2.ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------- ქ--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ნ----–---–-ს მ--- შეს. №2-/ქალაქი ქ-------ი, ნ----–---–-ს მე-1- შეს №-, შენობა №--ის გამოყოფილი ნაწილი 227.72 კვმ-დან 6/9 ნაწილი ს/კ 0-----------.

 

2.3. 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის №8-----------. 27.04.2011), კერძოდ შეიცვალა სესხის მოცულობა და გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკით.

 

2.4. მოსარჩელემ 2015 წლის 05 თებერვალს ფოსტის მეშვეობით მოპასუხისათვის ჩაბარებული 2015 წლის 01 თებერვლის წერილით მოითხოვა მოპასუხისაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

2.5. 2018 წლის 02 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ი----- ხ-------ემ 2011 წლის 27 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით და 2012 წლის 26 აპრილს ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ--- ბ---------ს. 2.6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი, სესხის დაბრუნების ვალდებულება ა------- ქ--–----–---–ს კრედიტორის მიმართ არ შეუსრულებია. 2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 09.02.2015წ, 1--------- წ, 1---------წ 0---------, 1--------- და 1--------- წლის სალაროს შემოსავლის ორდერებზე, ხელმოწერა გრაფაში „მიღებული იქნას” ა------- ქ--–----–---–ის მიერ არ არის შესრულებული, რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით 2015 წლის 09 თებერვალს ი----- ხ-------ისათვის თანხა არ გადაუხდია. 2.8. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ გაეგრძელებიათ სესხის ვადა, რაც აუცილებელი წესით მოითხოვდა წერილობით შეთანხმებას და ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული 16 თვის სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 2018 წლის 08 თებერვალს, ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის და სესხის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია. 2.9. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ა------- ქ--–----–---–ის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, აღნიშნულის დასტურად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები, რადგან შემოსავლის ორდერში ხელმოწერა ექსპერტის დასკვნის თანახმად ა------- ქ--–----–---–ს არ ეკუთვნის და სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება ვინ ახორციელებდა თანხის გადახდას ი----- ხ-------ის სასარგებლოდ. 2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან არ იწყება, იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის - ი----- ხ-------ის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან და ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს, შესაბამისად, ამავე მომენტში ამოიწურა იგი ახალი კრედიტორის მიმართაც. 2.11. მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 08 თებერვლამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2015 წლის 27 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება 2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 144-ე, 317-ე, 128-130-ე 145-ე, 286-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი: 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 2.14. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2--------- წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს ი----- ხ-------ისაგან სესხის სახით გადაეცა 3000 ევრო. ხელშეკრულების თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში (ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 27.04.2011წ). ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა------- ქ--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 0-----------. 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის №8-----------. 27.04.2011), კერძოდ, შეიცვალა სესხის მოცულობა და გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით. 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისაგან მოპასუხის მიერ თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას, ხანდაზმულობის დროს შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, თუმცა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალის მხრიდან შესრულებას აღარ ექვემდებარება. არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ საიდან იწყება მოსარჩელის მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოების წესით პრეტენზიის წარდგენის ვადა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სესხის ძირის და პროცენტის გადახდის შესახებ წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან სესხის ძირის და სარგებლის დაბრუნებაზე, ხოლო სესხის ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რაც მოსარჩელის მიერ დარღვეულია. 2.16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა მისი გაფორმებიდან 16 თვეში. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით, კერძოდ 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ა------- ქ--–----–---–ის მიმართ მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმის დაცვით არ მომხდარა 2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 16 თვიანი ვადის გაგრძელება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს უნდა დაედოთ ასევე წერილობითი შეთანხმება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 12--ე და 130 მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისათვის დაიწყო 2012 წლის 27 აგვისტოდან და ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს. მოსარჩელე ნ--- ბ---------მ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 08 თებერვალს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ რადგან მხარეთა შორის გაფორმებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მასზე გავრცელება უნდა ჰპოვოს უძრავ ქონებასთან მიმართებაში ხანდაზმულობის ექვსწლიანმა ვადამ. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლით მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. 2.18. სასამართლო მიუთითა, რომ ვინაიდან წინამდებარე სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. 2.19. სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. შესაბამისად, იპოთეკა მოთხოვნის გარეშე დამოუკიდებლად არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ სესხის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული რომელზედაც მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის გამო და მას უარი ეთქვა სესხის ძირის და სარგებლის დაკისრებაზე, ამდენად არც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონების რეალიზაციაზე შეიძლება მოსარჩელეს ქონდეს მოთხოვნის უფლება, რის გამოც მას ასევე უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იპოთეკით დატვირთული მოპასუხის უძრავი ქონების რეალიზაციაზე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ი----- ხ-------ემ გაითვალისწინა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა და საშუალება მისცა მოპასუხეს შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხების ნაწილ-ნაწილ დაფარვით. ამდენად, ა------- ქ--–----–---–ი ი----- ხ-------ეს ნაწილ-ნაწილ უხდიდა სესხის თანხას. 3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, თუმცა, არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული ვალდებულების შესრულების დარღვევის ვადა. 3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დავა დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3, 2.5-2.7 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

4.2. დადგენილია, რომ ა------- ქ--–----–---–მა სესხით სახით აღებული თანხის ნაწილი ი----- ხ-------ის სასარგებლოდ გადაიხადა 2012 წლის 27 აგვისტოს. -მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 12.11.2018წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 17:56:10 სთ). 4.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება და მისი ნამდვილობა, მხარეთა შორის სადავოა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა. მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს. 4.4. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. 4.5. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012). 4.5. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. 4.7. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 4.8. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობის შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51). 4.9 სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 4.10. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. 4.11. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011). 4.12. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 2012 წლის 27 აგვისტოდან შემდეგ გარემობათა გამო: 4.13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 27 თებერვალს ა------- ქ--–----–---–ს და ი----- ხ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს ი----- ხ-------ისაგან სესხის სახით გადაეცა 3000 ევრო. ხელშეკრულების თანახმად, ა------- ქ--–----–---–ს სესხი უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში. ამასთან, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა------- ქ--–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ნ----–---–-ს მ--- შეს. №2-,ქალაქი ქ-------ი, ნ----–---–-ს მე-1- შეს №- შენობა №--ის გამოყოფილი ნაწილი 227.72 კვმ-დან 6/9 ნაწილი ს/კ 0-----------. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც... 4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სესხი რეალური ხელშეკრულებაა: ის დადებულად ითვლება მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგოც ხელშეკრულების ნამდვილობის და იურიდიული ძალის პირობას. 4.17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება და მისი ნამდვილობა. შესაბამისად, საქმეში განთავსებულია უდავო სახის მტკიცებულება - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სახით, სადაც გარკვევით და ნათლად წერია, რომ 2011 წლის 27 თებერვალს ა------- ქ--–----–---–მა ი----- ხ-------ისაგან ისესხა 3 000 ევრო. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს თანხა საკუთრებაში გადასცა 2011 წლის 27 თებერვალს, რაც წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს. 4.18. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დადგენილია, რომ ა------- ქ--–----–---–ს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 16 თვის ვადაში. ვინაიდან, სესხის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 27 თებერვალს, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 27 ივნისს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 26 აპრილს ცვლილება შევიდა 2011 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში (განცხადების რეგისტრაციის №8-----------. 27.04.2011), კერძოდ შეიცვალა მხოლოდ სესხის მოცულობა და იგი გაიზარდა 7000 ევრომდე, სარგებლის ოდენობა განისაზღვრა 5%-ით. დადგენილია, რომ ამ ცვლილებით არ განსაზღვრულა ვალდებულების შესრულების რაიმე ახალი ვადა, რაც ცხადია გავლენას ვერ იქონიებს გამსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის ვადაზე. 4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.20. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი----- ხ-------ე და ა------- ქ--–----–---–ი იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში. მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 27 ივნისს, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ა------- ქ--–----–---–მა სესხით სახით აღებული თანხის ნაწილი ი----- ხ-------ის სასარგებლოდ გადაიხადა 2012 წლის 27 აგვისტოს, რის შემდეგაც მას გადახდები აღარ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მსესხებელს არა ერთდროულად, არამედ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა სესხის თანხის გადახდა, რაც გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლას პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, სსკ-ის 129-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 აგვისტოს, ხოლო ის გარემოება, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო უძრავი ქონებით, არ წარმოადგენს ამ უთიერთობაზე ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გავრცელების საფუძველს. 4.21. სააპელაციო სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი). 4.22. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხემ მოთხოვნა სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს, ასეთ დროს კი მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ამ მხრივ ვერ წარმოადგინა კვალიფიციური და სათანადო შედავება, რადგან შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოპასუხე ი----- ხ-------ეს პერიოდულად უხდიდა სესხის თანხას, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერები. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ამ მტკიცებულებების ნამდვილობას, რადგან სალაროს შემოსავლის ორდერი არის მკაცრი აღრიცხვის ფინანსური დოკუმენტი, რომლის ფორმაც დამტკიცებულია ფინანსთა სამინისტროს (შემოსავლების სამსახურის) მიერ და ნიშნავს ნაღდი ანგარიშსწორების წესით თანხის შეტანას ნებისმიერ ორგანიზაციაში ან/და საწარმოში. სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მასზე უნდა იყოს შემტანი პირის და მიმღები ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა. მოცემულ შემთხვევაში, კი საქმეში წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებზე არ არის მოპასუხე ა------- ქ--–----–---–ის ხელმოწერა. საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 09.02.2015წ, 1--------- წ, 1---------წ 0---------, 1--------- და 1--------- წლის სალაროს შემოსავლის ორდერებზე, ხელმოწერა გრაფაში „მიღებული იქნას„ ა------- ქ--–----–---–ის მიერ არ არის შესრულებული. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მსესხებლისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით მოცემულ თარიღებში რაიმე ოდენობის თანხა არ გადაუხდია. 4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. 4.24. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. შესაბამისად, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც. შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან კი არ იწყება, არამედ იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა. 4.25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--- ბ---------მ (რომელსაც ი----- ხ-------ემ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუთმო მოთხოვნის უფლება) სასამართლოს სარჩელით მიმართა 2018 წლის 08 თებერვალს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ. 4.26. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ნ--- ბ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. 4.27. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ--- ბ---------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისთ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ნ--- ბ---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი არსებითად სწორია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ნ--- ბ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება

დარჩეს უცვლელი;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა