განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2018
საქმის ნომერი
050310018002278584
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 050310018002278584 (3/ბ-382-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთ აპალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები - ხ-----------------–--ე, ქ---------------------ე (მოსარჩელეები), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), გ----------–-------–ი (მესამე პირი)

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ბ--------–--ა (მოსარჩელე); ა-–---------–---–ი (მესამე პირი); ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისია (მოოპასუხე)

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის ხ-----------------–--ის და ქ---------------------ის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მათი სასარჩელო მოთხოვნების უარყოფის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ----------–-------–ის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ბ--------–--ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ბ--------–--ას სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 2---------ს ხ-----------------–--ემ და ქ---------------------ემ სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და 2018 წლის 16 მაისს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-----------ის N2--, 2017 წლის 2-----------ის N2--, 2018 წლის 1------ის N3--- და N3--- ბრძანებების ბათილად ცნობას, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება აღადგინოს ქ---------------------ე ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის-მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება აღადგინოს ხ-----------------–--ე ტოლფას თანამდებობაზე. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის-პირველი რანგის, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღავანელის თანამდებობაზე ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; ხ-----------------–--ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს - 1680 ლარს) ოდენობით; ქ---------------------ეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს - 1 050 ლარს) ოდენობით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2017 წლის 15 ივნისის N987-11 საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად და ეწოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, რითაც მოხდა ორი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია (გაერთიანება) და არა ლიკვიდაცია. 2017 წლის 2------------ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძისაგან ხ-----------------–--ემ მიიღო შემოთავაზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულიდან - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის საინვესტიციო განყოფილების მეორე რანგის მეორად სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებაზე, რასაც ხ-----------------–--ე დათანხმდა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობდა იმას, რომ შეთავაზება მერის მხრიდან იყო კანონიერი. მსგავსი სახის შეთავაზება მიიღო ქ---------------------ემაც. შეთავაზება გულისხმობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულიდან - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანას, რასაც დაეთანხმა ქ---------------------ეც.

 

მოსარჩელეთა აღნიშვნით, 2017 წლის 2------------ს საჯარო სამსახურის ბიუროსაგან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიეცა რეკომენდაცია, რომ საჯარო დაწესებულებას უნდა უზრუნველყო ვაკანტური თანამდებობის გამოყენება მობილობის მიზნებისთვის, რისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე განემარტა, რომ ქვედა იერარქიული რანგიდან ზედა იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანა ეწინააღმდეგებოდა მობილობის წესს. წერილში ასევე მითითებული იყო, რომ მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნებოდა საჯარო კონკურსის, ანუ ღია და დახურული კონკურსის გარეშე, რაც მერის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

 

მოსარჩელეთა აზრით, ახალი სამსახური არ ჩამოყალიბებულა. ახალი სამსახურები ფუნქციურად სრულიად იდენტურია ძველისა. უფრო მეიც მოხდა 4 განყოფილების დამატება. მოსარჩელეებმა მიუთითეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 და 28 აპრილის N215 და N218 დადგენილებებზე, რომლებიც გამორიცხავენ 2017 წლის პირველ ივლისამდე თანამდებობის პირებზე აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების გავრცელებას, ისევე დამატებით შეზღუდვებს, რაზედაც მოპასუხე მხარე აპელირებს ხ-----------------–--ესთან მიმართებაში. მოპასუხე მხარემ თავისი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენა მტკიცებულებად ხ-----------------–--ის შრომის წიგნაკი, თუმცა არ მიიღო მხედველობაში მისი საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში, ისე, რომ მის მიერ აქტის გამოცემას ან ქმედებას არ გამოეწვია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. უნდა გამოეკვლია ის ფაქტი, არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობები, შეესაბამებოდნენ თუ არა მოსარჩელეები თავიანთი კომპეტენციით ამ თანამდებობებს და დაესაბუთებინა რა არსებითი გარემოება გახდა დაბალი თანამდებობის შეთავაზების საფუძველი.

 

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში კონკურსი არ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან იერარქიულად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონზე მაღლა მდგომი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი" მოითხოვდა საჯარო დაწესებულებისაგან მობილობით გადაყვანასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, თუ მობილობის წესი არ გავრცელდებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე, ამით ადმინისტრაციული ორგანო თვითნებურად დანიშნავდა მათთვის სასურველ კადრებს, რაც შეზღუდავდა დასაქმებული პირების კანონიერ უფლებებს.

 

2018 წლის 14 თებერვალს ბ--------–--ამ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება ბ--------–--ას, მობილობით, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანა. ასევე მოითხოვა თანამდებობაზე დაუყონებლი აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

2018 წლის 29 მარტს ბ--------–--ამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2--------ის N---- წერილი. ბ--------–--ა ამოირიცხოს მოხელეთა რეზერვიდან.

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანება და ბ--------–--ა აღდგენილ იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები.

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გ----------–-------–ის დანიშვნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1------ის ბრძანება.

ამავე სარჩელით მოითხოვა:

- აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს) ოდენობით. ასევე აუნაზღაურდეს 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი- (500 ლარი).

- დაუყოვნებლივ აღდგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და დაუყოვნებლივ მიეცეს იძულებითი განაცდური.

 

დაზუსტებული სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იგივეა გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლის I პუნქტით.

 

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგი.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ" პუნქტის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. ამასთან, ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ" ან „გ" ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, პირი მოხელეთა რეზერვში მხოლოდ იმ შემთხვევაში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, თუკი შეუძლებელია პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორად მიიჩნევს ბ---- მ--–--- მერის 2018 წლის 2--------ის წერილს მისი რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე. მისი განმარტებით რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწმყის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლის გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-3 მუხლის „ა" პუნქტის მიხედვით, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამავე წესის მე-2 მუხლის მიხედვით კი, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიული კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.

 

მოსარჩელის განმარტებით იგი მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. ამ თანამდებობის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებით. რამდენადაც მოსარჩელე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაშია დმინისტრაციის უფროსად, მერი ვალდებული იყო მისთვის შეეთავაზებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 52-ე მუხლის I პუნქტით გათვალისწინებული ტოლფასი თანამდებობა - ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა და თუ მოსარჩელე უარს იტყოდა ამ შეთავაზებაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი გათავისუფლება და რეზერვში ჩარიცხვა. იგი არასწორად მიიჩნევს მერიის შესაგებელში აღნიშნულ გარემოებას იმის შესახებ, რომ რამდენადაც ყოფილ ადმინისტრაციულ სამსახურს დაემატა კიდევ საქმიანობის 4 სახე და გაიზარდა თანამდებობრივი სარგო, ახალი თანამდებობა არ არის ტოლფასი ძველი თანამდებობისა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართელოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კანონის 47-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა). მოსარჩელის განმარტებით, ახალი თანამდებობა ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილების განმახორციელებელი თანამდებობაა და მოსარჩელე უნდა დანიშნულიყო მობილობით აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც გამორიცხავდა კონკურსის ჩატარებას. თუ მოსარჩელე უარს იტყოდა მობილობით ამ თანამდებობაზე, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა კონკურსის გამოცხადება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის I პუნქტით. რის დასადასტურებლად უთითებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წერილს, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ არ შეიძლება არც ღია და არც დახურული კონკურსის ჩატარება, არამედ პირი უნდა დაინიშნოს მობილობის წესით.

 

მოსარჩელის განმარტებით მხოლოდ მისი უარის შემთხვევაში შეეძლო მოპასუხე საჯარო დაწესებულებას გამოეცხადებია დახურული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ექნებოდათ მხოლოდ საჯარო მოხელეებს, მერიაში არანაკლებ 1 წლით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და რეზერვში ჩარიცხულ პირებს, თუ ამ დახურული კონკურსის შედეგად ვერ გამოვლინდებოდა გამარჯვებული, მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა კანონიერი სადავო 2018 წლის თებერვლის კონკურსი და ამ კონკურსის შედეგად სადაო თანამდებობაზე ინწკირველის დანიშვნის ბრძანება. მოხელე რეზერვში ირიცხება მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში. მერიაში არსებობს ტოლფასი თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს ბ--------–--ამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018 წ N7-- ბრძანების დანართი N- და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2-----2018 წლის N- სხდომის ოქმის დანართი N-- ადმინისტრაციული, მონაწილეობითი, დაგეგმისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია) - ბათილად ცნობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით ხ-----------------–--ისა და ქ---------------------ის სარჩელებით წარმოებული ადმინისტრაციულ საქმე და ბ--------–--ას სარჩელით წარმოებული საქმე გაერთიანდა (გაერთიანებული საქმის N3-11-18).

 

ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ----------–-------–ი და ა-–---------–---–ი.

 

მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელები არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ხ-----------------–--ის სარჩელთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის მობილობის განხორციელებამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ახლადშექმნილ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურს დაემატა 4 ახალი სფერო-განყოფილება, გაიზარდა მისი ფუნქციები და ახალი სამსახური ვერ ჩაითვლება გაუქმებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იდენტურად. ასევე განმასხვავებელ ფაქტორად მიიჩნევს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. ვინაიდან გაიზარდა აღნიშნული სამსახურის ფუნქციები, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით საჭიროდ მიიჩნიეს ღია კონკურსის გამოცხადება. კონკურისის შედეგად შერჩეულ იქნა გ----------–-------–ის კანდიდატურა. ასევე იდენტურ თანამდებობად ვერ განიხილება ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, რადგან აღნიშნული თანამდებობა რადიკალურად განსხვავებული სფეროს სამსახურია. შესაბამისად მოსარჩელის კომპეტენციიდან გამომდინარე მისი აღნიშნულ თანამდებობაზე გადაყვანა ვერ მოხდებოდა. ქონების მართვის სამსახურსაც დაემატა სამი ახალი სფეროს განყოფილება. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა ა-–---------–---–ის კანდიდატურა. ხ-----------------–--ეს შესთავაზეს დაბალი რანგის თანამდებობა, რაზედაც იგი დათანხმდა. შესაბამისად, მათ ხ-----------------–--ის მიმართ კანონი არ დაურღვევიათ.

 

ქ---------------------ის სარჩელთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქ---------------------ეს გაუქმებულ მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკავა განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა. ახლადშექმნილ ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიაში განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადმოყვანილ იქნა გაუქმებული ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მ------ ჯ--------ე. ქ---------------------ეს შეეთავაზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რაზედაც იგი დათანხმდა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - მობილობით გადაყვანილ იქნას იგი ოზურგეთის მუნუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენლთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან ქ---------------------ის ყოფილი თანამდებობა და მოთხოვნილი თანამდებობა რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისად მობილობის წესით მისი გადაყვანა მოთხოვნილ თანამდებობზე ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნული განყოფილება ახალია და წარმოიშვა ახალი ვაკანსია, რომელზედაც კანონიერად გამოცხადდა კონკურსი და დაინიშნა შესაბამისი მოხელე.

 

ბ--------–--ას სარჩელთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილებით თვითმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმართველ ერთეულად - ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი. გაუქმებულ გამგეობასა და მერიაში არსებობდა 18 სრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თანამდებობა, მათ შორის ორი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ახლადშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურს დაემატა 4 ახალი სფერო-განყოფილება, გაიზარდა მისი ფუნქციები და ახალი სამსახური ვერ ჩაითვლება გაუქმებული მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იდენტურად. ასევე განმასხვავებელ ფაქტორად მიიჩნევს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. ვინაიდან გაიზარდა აღნიშნული სამსახურის ფუნქციები ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით საჭიროდ მიიჩნიეს ღია კონკურსის გამოცხადება. კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნა გ----------–-------–ის კანდიდატურა. 2017 წლის 2------------ს ბ--------–--ასადმი შეთავაზებულ იქნა მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, რაზედაც ბ--------–--ამ უარი განაცხადა. 2018 წლის 2---------ს N---- წერილით ბ--------–--ას შესთავაზეს რეზერვში ჩარიცხვა, რაზედაც ასევე თქვა უარი და შემდეგ იგი 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ჩაირიცხა რეზერვში 2 წლის ვადით, მიეცა ერთი თვის კომპენსაცია. მიაჩნიათ, რომ ბ--------–--ას მიმართ კანონი არ დარღვეულა.

 

მესამე პირების - გ----------–-------–ის და ა-–---------–---–ის წარმომადგენლის განმარტებით, კონკურსის ყველა ეტაპი გავლილი იყო საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით. ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 126/1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. სამი სამსახურის უფროსის ვაკანსიასთან მიმართებაში დაინიშნა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ ადრე დასაქმებულ სამსახურის უფროსებსაც, რაც მათ მიერ არ განახორციელეს. მიიჩნევს, რომ შეიქმნა ახალი სამსახურები დამატებული ფუნქციებით და ისინი ყოფილი სამსახურის ტოლფასად არ უნდა განიხილონ.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ერთი სამსახურიდან მეორეში გადაყვანა ხდება 47-ე (ჰორიზონტალური გადაყვანა) და 52-ე (მობილობა) მუხლების საფუძველზე, რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, აღნიშნულს აწესრიგებს ამავე კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება საქმეში არ არის, მოხდა გადაყვანა, ანუ მობილობა, რაზედაც პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ მოსარჩელეებს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით ხ-----------------–--ის და ქ---------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

ამავე გადაწყვეტილებით ბ--------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2--------ის N---- წერილი. ბ--------–--ა ამოირიცხა მოხელეთა რეზერვიდან. ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანება და ბ--------–--ა აღდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

 

ბ--------–--ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური - 2018 წლის თებერვლიდან სამსახურში მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს) ოდენობით. ასევე აუნაზღაურდა 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი- (500 ლარი).

 

ბ--------–--ას მოთხოვნა - დაუყოვნებლივ აღდგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბ--------–--ას მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ მიცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწლობრივ და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ იქნა ბ--------–--ას სასარგებლოდ მხოლოდ 3 თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში (თანამდებობრივი სარგო - 2000 ლარი).

 

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები.

 

ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გ----------–-------–ის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1------ის ბრძანება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04 აგვისტოს N4 ბრძანებით ხ-----------------–--ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 0-----–--ის N---- ბრძანებით ხ-----------------–--ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა თვეში - 1 680 ლარით;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-----------ის N2-- ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ხ-----------------–--ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მე-2 რანგის მეორდი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში- 1050 ლარით;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3-----------ის N5-- ბრძანებით ქ---------------------ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა -800 ლარით;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 5----–--ის N---- ბრძანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3-----------ის N5-- ბრძანებაში შევიდა შესწორება და ქ---------------------ე დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის მეორე რანგის თანამდებობაზე 2017 წლის 1 ივლისიდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა-1050 ლარით.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 2-----------ის N2-- ბრძანებით გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი, მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ქ---------------------ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა- 750 ლარით;

 

2017 წლის 2------------ს ხ-----------------–--ე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდბობას-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

 

2017 წლის 2------------ს ქ---------------------ე დაეთანხმა მობილობის წესით შეთავაზებულ თანამდბობას-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

საქმეშია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 2-----------ის Nგ---- წერილი მობილობასთან დაკავშირებით;

 

საქმეშია საქართველოს მთვარობის სამართლებრივი დასკვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 დეკემბრის N4 დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ,,ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური", მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული სამსახური";

 

ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8-------–ის N3-- ბრძანებით ბ--------–--ა დაინიშნა ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით;

 

ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2017 წლის 03 ოქტომბრის შეფასებით ბ--------–--ას შეფასება იყო საუკეთესო, პირველი რანგი;

 

2017 წლის 2------------ს ბ--------–--ას მობილობის წესით შესთავაზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა;

 

2018 წლის 2---------ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N---- წერილით ბ--------–--ას შეეთავაზა რეზერვში ჩარიცხვა. რაზედაც მან 2018 წლის 2---------ს განაცხადა უარი;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით ბ--------–--ა გათავისუფლდა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში;

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987 დადგენილებით თვითმმართელი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმართველ ერთეულად-ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1------ის N3--- ბრძანებით გ----------–-------–ი დაინიშნა 12 თვის გამოსაცდელი ვადით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წლის 1------იდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა- 2000 ლარით;

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1------ის N3--- ბრძანებით ა-–---------–---–ი დაინიშნა 12 თვის გამოსაცდელი ვადით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წლის 1------იდან და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა -2000 ლარით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტება მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 103.1 მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.

 

მოცემულ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/ შეწყმა, რაც დასტურდება საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ოზურგეთი, შესაბამისად ადგილი არ ქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/ შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულების წარმოშობა არ ხდება, ამასთან სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" 6.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიცირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. 6.4 და 6.5 მუხლების თანახმად, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ამავე დადგენილების 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52.1 მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეორე მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებსა ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

საქმის მასალები მიხედვით მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.

 

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 102-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 107-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლების, რაც მოცემულ შემთხვევაში ბ--------–--ას მიმართ სახეზე არ გვაქვს. 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

მითითებული მუხლების დეფინიიციდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი- შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. ამავე დეკლარაციის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვერ უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ბ--------–--ას მიმართ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება არ გამოიყენა კანონის შესაბამისად, ხოლო ხ-----------------–--ისა და ქ---------------------ის მიმართ დაცულია მობილობის წესი.

 

საქმეში არსებული მასალების, ასევე ზემოაღნიშნული დებულებების შედარებისა და შესწავლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა გაერთიანების შედეგად ადგილი ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას, ხოლო თავად სამსახურის ფუნქციების მიზნებისა და დანიშნულების ცვლილების ისეთ თვისობრივი და არსებითი ხასიათის ცვლილებას, რომელიც ხელმძღვანელს სხვა პროფესიულ და კომპეტენციურ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებდა, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა სამსახურმა რეალურად შეინარჩუნა იგივე ფუნქცია, მიზნები და დატვირთვა რაც ასევე დასტურდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი დასკვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 დეკემბრის N4 დადგენილებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ „ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური“, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციული სამსახური".

 

სასამართლომ მიუთითა №614-840-08 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში გამოთქმულ განმარტებებზე, რომ სამუშაოდან მუშაკის განთავისუფლება მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო არ გულისხმობს მუშაკის სამუშაოდან უპირობო გათავისუფლებას. საწარმოდან მუშაკის განთავისუფლება დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა დაინიშნოს საწარმოში სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან აღნიშნულ მოხელეს არ აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მუშაკის განთავისუფლება.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათი კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. აღნიშნული ფუნქციების ცალკეული პუნქტებით გადმოცემულია ამავე დებულების მე-4 მუხლში. ამ დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №14 დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, მერის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, მერიის ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, აგრეთვე მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას.

 

დასახელებული დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის №18 ბრძანებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.

 

რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საკრებულოს დებულებებით მოცემული სამსახურის ფუნქციები პრაქტიკულად იდენტურია. ასევეა სამუშაო აღწერილობები. სხვაობა არის მხოლოდ თანამდებობის სახელწოდებაში.

 

აღნიშნული გარემოება უარყოფილი არაა მერიის შესაგებლით. მასში აღნიშნულია, რომ ახალ სამსახურს დაემატა 4 ფუნქცია და თანამდებობრივი სარგო არის განსხვავებული, რაც ძირეულ განსხვავებად არ უნდა ჩაითვალოს.

 

ადმინისტრაციის ვალდებულებაა შტატების შემცირების დროს მუშაკს შესთავაზოს შესაბამისი თანამდებობა. იგივეა აღნიშნული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე და პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლებში, რომლებიც მოითხოვენ მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. ბ--------–--ას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა არ შესთავაზა პრაქტიკულად იგივე თანამდებობა, რითაც დაარღვია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა. ზაკ-ის მე-5 მუხლის I ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 დეკემბრის შეთავაზება ბ--------–--ასათვის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა ჩაითალოს შეთავაზებად, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ 2017 წლის 3 ოქტომბერს მას მიანიჭა I რანგის მოხელის სტატუსი, რაც გამომდინარეობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 25-ე მუხლიდან, ხოლო მერის და სახელებული შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის ამ ნორმასთან, ასევე 52-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, მოხელე გადაყვანილ უნდა იქნეს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მერის მიერ შეთავაზებული თანამდებობა არის დაბალი თანამდებობა. მერს უნდა შეეთავაზებინა ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რადგან ის არის ტოლფასი თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებიდან და მოსარჩელე მოხელის რანგირებიდან გამომდინარე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე არასწორია მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2----- №---- წერილი. რეზერვში ჩარიცხვა ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა, ან არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა, რაც უნდა შეეთავაზებინათ ბ--------–--ასათვის. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ ბ--------–--ას მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

ხ-----------------–--ისა და ქ---------------------ის სასარჩელო მოთხოვნებთნ დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

როგორც დადგინდა, ხ-----------------–--ე და ქ---------------------ე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. ისინი გადაყვანილ იქნენ სხვა - დაბალი რანგის თანამდებობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის საფუძველზე, რასაც ნებაყოფილობით დათანხმდნენ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ პოზიციას, რომ მათთვის უცნობი იყო სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ და იძულებული იყვნენ სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას, ვინაიდან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეკვლიათ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა თუ არა ტოლფასი თანამდებობა, არა მარტო რანგირებიდან გამომდინარე, არამედ ფუნქციური დატვირთვისა და მათი კომპეტენციის გათვალისწინებით და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება.

 

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია იმ ნაწილში, რომ ხ-----------------–--ის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა - ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა და ქ---------------------ის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის - მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ფუნქციურად რადიკალურად განსხვავებული სფეროს განყოფილებებს წარმოადგენდა და შესაბამისად ვერ მოხდებოდა აღნიშნულ თანამდებობებზე მათი გადაყვანა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ხ-----------------–--ემ, ქ---------------------ემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე მესამე პირმა, გ----------–-------–მა.

 

აპელანტები ხ-----------------–--ე და ქ---------------------ე ითხოვენ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

აპელანტების განმარტებით, თვითმმართველი ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებაზე, რამაც გამოიწვია ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციების და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად უარყო მოპასუხეთა არგუმენტების მხედველობაში მიღება ორი მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოსაზრების გაზიარებამ და თავის მხრივ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართელობის კოდექსში“ ცვლილების შეტანამ იმთავითვე სავალდებულო გახადა ამ ორ მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების მობილობის წესით გადაყვანა წარმოქმნილ საჯარო დაწესებულებაში სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული მიზნების გასამყარებლად. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის 52-ე მუხლის დანაწესის გამოყენება, რომლის მიხედვითაც - საჯარო დაწესებულების რეორგანზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებებლია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას _ დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამ ნორმის არსებობა განპირობებულია პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველსაყოფად, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შესანარჩნებლად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-----------------–--ესა და ქ---------------------ეს შესთავაზეს დაბალი რანგის თანამდებობა პირველივე ეტაპზე, კერძოდ, ხ-----------------–--ისადმი შეთავაზებულ იქნა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მობილობის წესით გადაყვანა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მეორე რანგის მეორადი სტურქტურული ერთეულის თანამდებობაზე, ხოლო ქ---------------------ისადმი შეთავაზებულ იქნა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მობილობის წესით გადაყვანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდე აღზრდის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომელზეც ორივე მათგანმა თანხმობა განაცხადა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინასტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინაააღმდეგოდ რაიმე მოქმედების განხორციელება, ისევე როგორც მკვეთრად მიუთითებს ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასების უმნიშვნელოვანეს ხასიათზე. შესაბამისად, ის იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გასახორციელებელ ვალდებულებას - შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია. სასამართლო რატომღაც დაბალი თანამდებობის შეთავზების ნაწილში საუბრობს მხოლოდ ბ--------–--ასთან არსებულ დარღვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თავიდანვე დაადგინა ხ-----------------–--ისა და ქ------- კ------------ისადმი დაბალი თანამდებობის შეთავაზებისა და გადაყვანის ფაქტი, ისევე როგორც თავიდანვე განსაზღვრა, რომ თუ დაწესებულებაში არსებობს შესაძლებლობა ტოლფას თანამდებობაზე განმწესებისა, მაშინ არ უნდა იქნეს შეთავაზებული დაბალი თანამდებობა. ამ შემთხვევაში გაურკვეულია თუ რატომ თვლის სასამართლო, რომ მობილობის პროცედურა დარღვეულია ბ--------–--ასთან მიმართებაში, ხოლო ქ---------------------ესა და ხ-----------------–--ესთან მიმართებაში კი - არა.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შესწავლის და შედარების საფუძველზე დაადგინა ისიც, რომ მუნიციპალიტიტეტის გაერთიანებას არ მოჰყოლია სტრუქტურული ერთეულის, კერძოდ, ადმინისტრაციული სამსახურის ძირეული ცვლილება და მან რეალურად შეინარჩუნა იგივე ფუნქცია, მიზნები და დატვირთვა. გადაწყვეტილების გააზრების შემდეგ იქმნება წარმოდგენა, რომ ძველი სტრუქტურული ერთეულის ახალ სტრუქტურულ ერთეულთან იდენტობის მიუხედავად, მასზე აღსადგენი ან დასანიშნი პირი სასამართლოს მიერ შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დაბალ თანამდებობაზე გადაყვანაზე უარი განაცხადა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე მათგანი, კერძოდ, გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში დასაქმებული ბ--------–--ა და გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში დასაქმებული ხ-----------------–--ე უარს განაცხადებდნენ ერთობლივად შეთავაზებულ თანამდებობაზე. აქვე გაურკვეველია, ისიც რომ სასამართლო აიგივებს თუ არა ორ ტერმინს ერთმანეთთან, კერძოდ, იდენტურ თანამდებობას’’ და ‘’ტოლფასს თანამდებობას’’. სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, თანამდებობის იდენტურობის დასადგენად შესაფასებელია მისი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურეობრივ იერარქიაში, ძირითადად უფლებამოსილებათა წრე (სადაც ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის), ასევე მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ აუცილებელია კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად და ზოგიერთი შემთხვევაში ანაზღაურება. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, ის პრეცედენტებიდან გამომდინარე გულისხმობს მენეჯერული თვალსაზრისით პოზიციის და ანაზღაურების გათვალისწინებას.

რაც შეეხება ქ---------------------ეს სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მობილობის პროცესის არასწორი წესით წარმართვა, რაც მდგომარეობს შემდგომში: ქ---------------------ისადმი დაბალი თანამდებობის შეთავაზების პერიოდში არსებობდა იერარქიისა და ანაზღაურების მხრივ ვაკანტური ადგილი, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, სადაც განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები შესასრულებლად იდენტურია გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებასთან შედარების მოხდენისას. ამავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამავე პერიოდში არსებობდა ვაკანტური ადგილი განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების უფროსის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც ქ---------------------ის ძველი თანამდებობის მსგავსი იყო და სავსებით შეესაბამებოდა მის კომპეტენციასაც, რომელზეც მას შემდგომ რაც კ------------ემ დაბალ თანამდებობაზე თანხმობა განაცხადა გადაყვანილ იქნა პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი - მ------ ჯ--------ე. მოგვიანებით, ეს უკანასკნელი ღია კონკურსით დანიშნეს თავისივე რანგის შესაფერის თანამდებობაზე და ეს ადგილი განმეორებით გათავისუფლდა, რომელიც სასარჩელო წარმოების პერიოდში წარმოადგენდა ვაკანტურ თანამდებობას. სწორედ მერის მხრიდან განხორციელებულმა მსგავსმა დარღვევებმა დააზარალა მოხელეები, რომლებიც იმყოფებოდნენ თანამდებობებთან დაკავშიებული საკითხების ინფორმაციულ ვაკუუმში, რამაც საბოლოო ჯამში ორივე მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების პირდაპირ დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა გამოიწვია, ხოლო ზოგიერთი მათგანი მობილობის წესითვე გადაყვანილ იქნა ზემგომ იერარქიაზე, რაც უნდა ჩაითვალოს მობილობის წესის დარღვევად.

 

არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომ სწორედ დასაქმებული მოხელის ვალდებულებას წარმოადგენს ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ კვლევის ჩატარება და შემდგომში იმის გაცხადება ეთანხმება თუ არა შეთავაზებულ პოზიაციას. აღნიშნული კვლევის ვალდებულება გააჩნია ადმინისტაციულ ორგანოს და ამის დაკისრება მოსაჩელეებზე იმთავითვე კანონსაწინააღმდეგოა.

 

სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ისიც, რომ ხ-----------------–--ე და ქ------- კ-----------ე არ გათავისუფლებულან თანამდებობიდან, შესაბამისად მათზე ვერ გავრცელდებოდა ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი. სასამართლო არასწორად განმარტავს კანონს და ამით მხარეებს უსპობს უფლებას იდავოს ისეთ საკითხებზეც, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების წინააღმდეგ, მაგრამ ამას არ მოჰყოლია თანამდებობიდან გათავისუფლება. ფაქტობრივად, ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის ზემოთ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი ცალკეულად გამოყოფს გათავისუფლების შემთხვევებს, თუმცა პირველი პუნქტის დასაწყისით საშუალებას უტოვებს მხარეებს სამსახურეობრივ საკითხზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასა თუ ქმედებაზე იდავოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ჩადებული შინაარსის შესაბამისად გამოდის, რომ უკანონოდ გადაყვანილი მოხელე ვერ უნდა აღდგეს ან დაინიშნოს იმ თანამდებობაზე, რომლის დაკავების შესაძლებლობაც კანონმდებლობამ მიანიჭა.

 

აპელანტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს ბ--------–--ასთან მიმართებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ანუ კანონის მოთხოვნას წარმოადგენს მოხელის მიმართ მობილობა განხორციელდეს თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით ტოლფასი თანამდებობის უზრუნველყოფით. კომპეტენცია თავის მხრივ გულისხმობს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს, რომელიც მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას, ხოლო ტოლფასი თანამდებობა გულისხმობს პოზიციურად (მენეჯერული თვალსაზრისით) და ანაზღაურების მხრივ, იდენტურ თანამდებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბ--------–--ას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკავა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა, სამსახურში შედიოდა საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებები, ხოლო ახალშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურს დაემატა ოთხი ახალი განყოფილება - მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის, საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებები, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ფუნქციები და მისი 2017 წელს გაუქმებულ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის იდენტურ თანამდებობად მიჩნევა ვერ მოხდებოდა.

 

ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წელს გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1500 (ათასხუთას) ლარს, ხოლო მობილობის პერიოდში ახალშექმნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 1 680 (ათას ექვსას ოთხმოცი) ლარით, დღეის მდგომარეობით კი აღნიშნულ თანამდებობაზე თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2 000 (ორი ათასი) ლარით. შესაბამისად ზემოაღნიშნული სამსახურები ანაზღაურების კუთხითაც განსხვავებულია და მისი ტოლფას (იდენტურ) თანამდებობებად მიჩნევა არ იქნებოდა მართებული.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა მობილობის პრინციპი, ბ--------–--ას მოთხოვნა ისე დაკმაყოფილდა, რომ არ გამოკვლეულა რამდენად იყო ახალ მუნიციპალიტეტში შექმნილი - ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური ბ--------–--ას მიერ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადრე დაკავებული თანამდებობის, ადმინისტრაციული სამსახურის ტოლფასი (იდენტური), ასევე ბ.მელუას კომპეტენცია რამდენად იძლეოდა შესაძლებლობას აღნიშნულ თანამდებობაზე აღედგინა სასამართლოს.

 

აპელანტის განმარტებით, ,,ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–11ს დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტად. შესაბამისად განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია. გაუქმებული მუნიციპალიტეტების გამგეობასა და მერიაში არსებობდა 18 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, მათ შორის ორი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის. ახალშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 18 სამსახურის ნაცვლად შეიქმნა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.12.2017 წლის №4 დადგენილება) ცხრა სამსახური, აქედან სამი სამსახურის უფროსის ვაკანსიასთან მიმართებაში დანიშნა ღია კონკურსი, რომელშიც შესაძლებლობა ექნებოდათ ადრე არსებულ და რეოგანიზებული სამსახურების უფროსებსაც მიეღოთ მონაწილეობა, რაც არამარტო სამართლებრივი არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც იძლეოდა საუკეთესო კანდიდატურის შერჩევის საშუალებას, რაც სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საჯარო ინტერესებს. რეალურად შეიქმნა სრულიად ახალი სამსახურები, რომელთა ადრე არსებულისაგან განსხვავება იმდენად დიდია, რომ სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფასად სასამართლოს მხრიდან მიჩნევა არასწორია. ახლი ფუქნციური დატვირთვის სამსახურების ხელმძღვანელის თანამდებობა ითვალისწინებდა განსხვავებული კომპეტენციის პირის დანიშვნას. ეს ყველაფერი კი არ იძლეოდა საშუალებას ადრე არსებული თანამდებობის პირებიდან (მათი კომპეტენციის გათვალისწინებით) შერჩეულიყო ახალი სამსახურის ხელმძღვანელი. სხვა პირებთან ერთად მოსარჩელეებსაც მიეცათ საშუალება გამოცხადებულ კონკურში დაესაბუთებინათ შექმნილი სამსახურის უფროსის თანამდებობასთან მათი უნარებისა და კომპეტენციის შესაბამისობა.

 

ყოველგვარი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე სასამართლომ ბათილად ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გ----------–-------–ის დანიშვნის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1------ის ბრძანება.

 

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის დასრულების შემდგომ დარჩა 57 ვაკანტური თანამდებობა, მათ შორის ადმინისტრაციული, მონაწილეობით დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წელს გაუქმებულ გამგეობასა და მერიაში არსებულ ადმინისტრაციულ სამსახურებთან შედარებით ახალშექმნილ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ფუნქციები (დაემატა ოთხი ახალი მიმართულების განყოფილება - მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის, საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებები) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით, მათ შორის იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც მუშაობდნენ გაერთიანებული მუნიციპალიტეტების სამსახურის უფროსებად საჭირო გახდა ღია კონკურსის გამოცხადება.

 

,,საჯარო სამსახურის შეახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ თანამდებობებზე ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდა ღია კონკურსი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განისაზღვრა ვაკანტური თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობა და კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნები და კვალიფიკაცია. კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად მიეცათ კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადა. 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, კანდიდატთა შეფასების ფორმად განისაზღვრა გასაუბრება.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 51 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა საუკეთესო კანდიდატები, მათ შორის ადმინისტრაციული, მონაწილეობით დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გ----------–-------–ი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ კუთხითაც უსაფუძვლო იყო და არ არსებობს საკონკურსო კომისიის შესახებ ბრძანებებისა და კონკურსის შედეგების გაუქმების საფუძვლები.

 

აპელანტის აზრით, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა ბ--------–--ას ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი, რადგან კონკურისის შედეგების ბათილად ცნობა წარმოშობს, როგორც ბ--------–--ას ისე სხვისი კანდიდატურის განხილვის საფუძვლებს, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ 18 სამსახურის უფროსიდან ტოლფასი თანადებობის გარეშე დარჩა 9 სამსახურის უფროსი.

 

აპელანტის აღნიშვნით, ბ--------–--ა არ ყოფილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მოხელის გადაყვანას ტოლფას თანამდებობაზე, კანონით დადგენილი წესით, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლო განმარტებას, რომ ბ--------–--ას მიმართებით სახეზე არ არის „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 107-ე მუხლით განსაზღვრული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები. აპელანტის მოსაზრებით ასაეთი მტკიცება უსაფუძვლოა, რადგანაც ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მობილობა განიმარტება როგორც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. აღნიშნული წესის საფუძველზე 2017 წლის 2------------ს, განათლების, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების გათვალისწინებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან ბ--------–--ასადმი შეთავაზებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

 

,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას 2018 წლის 04 იანვარის წერილის საფუძველზე ბ--------–--ას კანდიდატურა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შეთავაზებული იქნა ვაკანტური თანამდებობების მქონე დაწესებულებებისათვის. საიდანაც მიღებული იქნა უარი ბ--------–--ას მობილობით გადაყვანასთან დაკავშირებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან ბ--------–--ასადმი შეთავაზებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, რაზედაც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა. 2018 წლის 2--------ის Nგ---- საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი წერილში განმარტებულია, რომ გაუქმებული მუნიციპალიტეტების იმ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა უნდა მოხდეს უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2018 წლის 2---------ს N---- წერილით მერმა ბ--------–--ას შეთავაზა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რაზედაც მიღებული უარის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 3-----2018 წ. N2-- ბრძანებით ბ--------–--ა გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კანონით გათვალისწინებული 1 თვის კომპენსაცია.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110–ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულება, სადაც ბ--------–--ა იყო დასაქმებული გაუქმდა. მის უფლებამონაცვლე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეთავაზებულ თანამდებობას, რომელიც შეთავაზებული იყო მისი კომპეტენციის გათვალისწინებით მოსარჩელე არ დათანხმდა, შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მის მიმართ მობილობის განხორციელება.

 

აპელანტი გ----------–-------–ი ითხოვს ბ--------–--ას ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ბ--------–--ას სარჩელის უარყოფას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ბათილად ცნო კონკურსის დანიშვნა ამ კონკურსის შედეგები, ისე რომ არ უმსჯელია მერიის მხრიდან კონკურისის დანიშვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე არ გაითვალისწინა, რომ გასაჩივრებული არ ყოფილა შესაბამისი აქტები. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ,,გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ბათილად იქნას ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკურსის შედეგები“. აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების ეს ნაწილი, არ წარმოშობს მხოლოდ ბ--------–--ას მოთხოვნილ თანამდებობაზე გამწესების საფუძველს, რადგანაც კონკურსის ბათილად ცნობა მოცემულ შემთხვევაში წარმოშობს, როგორც მისი ისე სხვა კანდიდატურათა განხილვის საფუძვლებს, ვინაიდან 18 სამსახურის უფროსიდან ტოლფასი თანადებობის გარეშე დარჩა 9 სამსახურის უფროსი. აპელანტს მიაჩნია, რომ კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, სასამართლოს უნდა დაევალებინა მუნიციპალიტეტისათვის განეხორიციელებინა ის მოქმედებები რაც კონკურსის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო, ამდენად მოსარჩელის პირდაპირ თანამდებობაზე დანიშვნა არამართებულად მიაჩნია.

 

აპელანტის განმარტებით, ბ--------–--ა აღდგენილი იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრურული ერთეულის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ასეთი თანამდებობა ადრე არ არსებობდა და მოსარჩელე მასზე დასაქმებული არ ყოფილა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მოხელის გადაყვანას ტოლფას თანამდებობაზე, კანონით დადგენილი წესით. ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. კანონის მიხედვით, თავად საჯარო დაწესებულება იყო ვალდებული აღედგინა მოხელე ტოლფას თანამდებობაზე სათანდო პირობების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ თუკი სასამართლო განსაზღვრავდა ტოლფას თანამდებობას, ამ შემთხვევაში მოხელის აღდგენამდე უნდა დადგენილიყო იყო თუ არა ეს თანამდებობა მისი თანამდებობის ტოლფასი. ანუ უნდა გარკვეულიყო არის თუ არა მოთხოვნილი თანამდება იმ თანამდებობის ტოლფასი, რაც ადრინდელ სამსახურში ეკავა მოსარჩელეს, სამსახურების ფუნქციური დატვირთვის ადეკვატუარია თუ არა მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია, მენეჯერული უნარები და ა.შ. რადგანაც მარტო რანგირებით ან/და ხელფასის ოდენობით ტოლფასი თანამდებობის დადგენა არამართებულია.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თუ კი მოსარჩელე სადაოდ ხდიდა კონკურისი შედეგებს, მაშინ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ მიმართული უნდა ყოფილიყო საკონკურსო კომისიის მიმართ, რომელიც საქმეში ჩაბმული არ გახლდათ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა ამის შესახებ დაყენებული იქნა მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან. საქმეში დევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018 წლის №7-- ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა საკონკურსო კომისია და დაინიშნა კომისიის თავმჯდომარე. ამავე ბრძანებას თან ერთვის დანართი, რომელშიც მითითებულია თანამდებობები, რომელზეც გასამწესებლად დაინიშნა ღია კონკურისი. მათ შორის პირველ გრაფაში მითითებულია - ადმინისტრაციული მონაწილებითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის ვაკანსია, ხოლო მესამე გრაფაში მითითებულია ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანსია. ასევე საქმეში დევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომის 2-----2018 წლის №- ოქმი, რომლის დანართის მიხედვით პირველ და მესამე გრაფაში მითითებულია იგივე ვაკანსიები.

 

აპელანტის განმარტებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეორგანიზებულ ორ მუნიციპალიტეტში არსებული 18 სამსახურის ნაცვლად შეექმნა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.12.2017 წლის №4 დადგენილება) ცხრა სამსახური, აქედან სამი სამსახურის უფროსის ვაკანსიასთან მიმართებაში დაინიშნა ღია კონკურსი, რომელშიც შესაძლებლობა ექნებოდათ ადრე არსებულ და რეორგანიზებული სამსახურების უფროსებსაც მიეღოთ მონაწილეობა, რაც არამარტო სამართლებრივი, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც იძლეოდა საუკეთესო კანდიდატურის შერჩევის საშუალებას, მათ შორის რეორგანიზებულ მუნიციპალიტეტებში ადრე დასაქმებული პირების შერჩევითაც, რაც სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საჯარო ინტერესებს.

 

რეალურად შეიქმნა სრულიად ახალი სამსახურები, ძველისაგან მათმა მნიშვნელოვანმა ფუნქციურმა განსხვავებამ გამოიწვია სათანადო კომპეტენციის მქონე პირის სამსახურის უფროსად დანიშვნის აუცილებლობა. სხვა პირებთან ერთად მოსარჩელეებსაც მიეცათ საშუალება გამოცხადებულ კონკურში დაესაბუთებინათ ახალ თანამდებობასთან მათი უნარებისა და კომპეტენციის შესაბამისობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 107-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ბ--------–--ას მიმართ სახეზე არ გვაქვს, რაც აპელანტის აზრით, არამართებულია, რადგანაც ამავე კანონის 108-ე მუხლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, ის გაფრთხილებული არ ყოფილა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, კერძოდ მისი აზრით დარღვეული გახლდათ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე, იგივე მუხლი ადგენს გარკვეულ პასუხისმგებლობას და შედეგებს ამ წესის დარღვევისათვის კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.

 

გაფრთხილება უნდა განხორციელებულიყო გაუქმებული (რეორგანიზებული) მუნიციპალტეტების მიერ. მოცემულ შემთხვევაში ბ--------–--ა გახლდათ (ქალაქ ოზურგეთის მერიის 01.09.2014 წლის №14 დადგენილება) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, სამსახურის დაქვემდებარებაში იყო ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაც. იგივე სამსახურის დებულების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01.09.2014 წლის №14 დადგენილება) თანახმად სამსახური უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისნწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან. დებულების მე-4 მუხლის მიხედვით, სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

 

საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების შერწყმის ინიცირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პროცედურების დაცვით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ან საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ადამიანური რესურსების მართვის ერთეული კი შედიოდა იმ სამსახურის დაქვემდებარებაში, რომლესაც ხელმძღვანელობდა თავად მოსარჩელე.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა ამავე დადგენილების (საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილება) მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

 

მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. ამდენად სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უპირობოდ და ცალსახად ადგენდა საჯარო დაწესებულების ვალდებულებას სხვა თანამდებობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც აპელანტის აზრით, არასწორია, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას, თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.

 

ნორმის შინაარსის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები ასევე საჯარო დაწესებულება ვალდებულია ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის №199 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 126/1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან - 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გამოაცხადოს ღია კონკურსი. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაცული აქვს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ მის არსი.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N 987-II ს დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახით.

 

საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ 26.07.2017წ. საქართველოს ორგანული კანონის 2.3 მუხლის თანახმად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში. 2.4 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაერთიანების შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" 7.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“ განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. მე-2 მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა არის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე. ამავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირებსა ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმებას.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების 4.1 და 4.2 მუხლების თანახმად, მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. 11.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ-----------------–--ე 0-----2017 წლის N---- ბრძანებით დანიშნული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2----.2017 წლის N2-- მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელის თანამდებობიდან - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების უფროსის, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რასაც არ ეთანხმება და თვლის, რომ დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნები.

 

ქ---------------------ე 0-----2017 წლის N---- ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსის მეორე რანგის მოხელის თანამდებობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2----.2017 წლის N2-- ბრძანებით ის დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

მოსარჩელეები თვლიან, რომ მოპასუხემ ისე დააქვეითა რანგირებითა და კატეგორიებით მოხელეები, რომ არ დაიცვა მობილობის წესი და მათ არ შესთავაზა თავიანთი თანრიგის შესაფერისი თანამდებობა, მაშინ, როცა ასეთი შტატები ვაკანტური იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ბესეკ მელუამ სარჩელი შეიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის 2--------ის N---- წერილის ბათილად ცნობა, ბ--------–--ას ამორიცხვა მოხელეთა რეზერვიდან, მერიის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა და მერიის დავალდებულება ბ--------–--ას მობილობით მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის თებერვლიდან აღდგენამდე - ყოველთვიურად 2000 ლარი, ასევე იანვრის თვის დანაკლისი - 500 ლარი. დაუყონებლივ აღსრულება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის- სარჩელით მოთხოვნილ თანამდებობაზე და თანამდებობაზე გ----------–-------–ის დანიშვნის შესახებ მერის 1-----2018 წლის ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს ბ--------–--ამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018 წ N7-- ბრძანების დანართი N- და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2-----2018 წლის N- სხდომის ოქმის დანართი N-- ადმინისტრაციული, მონაწილეობითი, დაგეგმისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია) - ბათილად ცნობა.

 

დადგენილია, რომ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8-------–ის N3-- ბრძანებით ბ--------–--ა დაინიშნა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული უფროსის თანამდებობაზე. ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2017 წლის 3 ოქტომბრის შეფასებით ბ--------–--ას შეფასება იყო საუკეთესო, პირველი რანგი. 2017 წლის 2------------ს ბ--------–--ას მობილობის წესით შეეთავაზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა. 2018 წლის 2---------ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის N---- წერილით ბ--------–--ას შეეთავაზა რეზერვში ჩარიცხვა. რაზედაც მან 2018 წლის 2---------ს განაცხადა უარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3--------ის N2-- ბრძანებით ბ--------–--ა გათავისუფლდა გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან და 2 წლის ვადით ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 102.1 და 102.2 მუხლების თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 107-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ბ--------–--ას მიმართ სახეზე არ გვაქვს. ამავე კანონის 110.1 მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106.1 მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების 4.2 მუხლით, მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე. შესაბამისად რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელეები - ხ-----------------–--ე, ქ---------------------ე და ბ--------–--ა ექვემდებარებოდნენ მობილობის პროცედურას, რაც ბ--------–--ას მიმართ არ განხორციელებულა კანონმდებლობის დაცვით.

 

ადმინისტრაციის ვალდებულებაა შტატების შემცირების დროს მუშაკს შესთავაზოს შესაბამისი თანამდებობა. იგივეა აღნიშნული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლებში, რომლებიც მოითხოვენ მოხელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმის წარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადგილობრივითვი თმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულპირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგვასა და ორგანიზებას. აღნიშნული ფუნქციების ცალკეული პუნქტებით გადმოცემულია ამავე დებულების მე-4 მუხლში. ამ დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 02 თებერვლის №66 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქო ზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სამუშაო აღწერილობა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №14 დადგენილებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის დებულება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახური არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურად მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის ფუნქციები, კერძოდ, მერის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, ადამიანური რესურსების მართვა, მერიის ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

 

დასახელებული დებულების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 დეკემბრის №18 ბრძანებით დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობა. რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საკრებულოს დებულებებით მოცემული სამსახურის ფუნქციები პრაქტიკულად იდენტურია. ასევეა სამუშაო აღწერილობებით. სხვაობა არის მხოლოდ თანამდებობის სახელწოდებაში.

 

ბ--------–--ას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა არ შესთავაზა პრაქტიკულად იგივე თანამდებობა, რითაც დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 დეკემბრის შეთავაზება ბ--------–--ასათვის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის საინვესტიციო განყოფილების II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობაზე ვერ იქნება განხილული შეთავაზებად, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიამ 2017 წლის 03 ოქტომბერს მას მიანიჭა I რანგის მოხელის სტატუსი, რაც გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლიდან, ხოლო მერის დასახელებული შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის ამ ნორმასთან, ასევე 52-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, მოხელე გადაყვანილ უნდა იქნეს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არ არსებობისას - დაბალ თანამდებობაზე მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მერის მიერ შეთავაზებული თანამდებობა არის დაბალი თანამდებობა. ბ--------–--ასათვის უნდა შეეთავაზებინათ ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, რადგან ის არის ტოლფასი თანამდებობა ფუნქციური დანიშნულებიდან და მოსარჩელე მოხელის რანგირებიდან გამომდინარე. ასევე არასწორია მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვის მერის 2018 წლის 2----- №---- წერილი. რეზერვში ჩარიცხვა ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არ არის ტოლფასი თანამდებობა, ანარსებულიტოლფასი თანამდებობის შეთავაზებაზე მოხელე ამბობს უარს. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ტოლფასი თანამდებობა, რაც უნდა შეეთავაზებინათ ბ--------–--ასათვის. შესაბამისად, მართებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ბ--------–--ას მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნი, რომ ადმინისტრაციული, მონაწილეობითი, დაგეგმისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის შტატი კონკურსს არ უნდა დაქვემდებარეობოდა, რამდენადაც მასზე მობილობის წესით ბ--------–--ას პრეტენზია იყო გასათვალისწინებელი, შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018 წ N7-- ბრძანების დანართი N- და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2-----2018 წლის N- სხდომის ოქმის დანართი N- - ადმინისტრაციული, მონაწილეობითი, დაგეგმისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია).

 

რაც შეეხება ხ-----------------–--ეს და ქ---------------------ეს, სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა. ისინი გადაიყვანეს სხვა - დაბალი რანგის თანამდებობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლიდან გამომდინარე, რასაც ნებაყოფილობით დათანხმდნენ. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს მათ პოზიციას, რომ არ იცოდნენ სხვა ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ და იძულებული იყვნენ სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე დათანხმებულიყვნენ შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნას.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავენ მათ დასაკმაყოფილებლად დასაბუთებულ არგუმენტაციას.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტები ხ-----------------–--ე, ქ---------------------ე, გ----------–-------–ი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხ-----------------–--ის, ქ---------------------ის, გ----------–-------–ის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. ბ--------–--ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს - ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2-----2018 წ N7-- ბრძანების დანართი N- და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2-----2018 წლის N- სხდომის ოქმის დანართი N- - ადმინისტრაციული, მონაწილეობითი, დაგეგმვისა და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის შტატზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში (დანართების 1-ლი პოზიცია);

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმებიზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე