განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100115001087472
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001087472

საქმე №1ბ/1314-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–------–----–--ას

გამართლებულის: თ------------------ს

ადვოკატის: ზ----------–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულის თ---------------–------------------ მიმართ. თ------------------ დაბადებულია 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–-------------------–------------–--

 

ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით თ------------------მ ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თ------------------ს აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:

 

2003 წლის 2 სექტემბერს დაარსდა შპს „ი---------------“. საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ პ-------------- 49% წილით, თ------------------ 49% წილით და ქ------------------ 2% წილით. საწარმოს დირექტორი 2007 წლიდან 2014 წლის 5 ივნისამდე იყო თ------------------, 2014 წლის 5 ივნისიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე კი - ი---------------ე. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს „ი---------------ს“ 2% წილი თ------------------მ შეიძინა ქ-----------------ისაგან და გახდა შპს „ი---------------ს“ 51% წილის მფლობელი და დირექტორი. შპს „ი---------------ს“ გაკოტრებისა და ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული შპს „თ------------სათვის“ მოგების მიღების მიზნით, თ------------------მ 2014 წლის 30 და 31 მაისს შპს „ი---------------ს“ მიერ დილერებისათვის 10%-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია დაიბრუნა უკან ისე, რომ არ განუხორციელებია ტვირთის ტრანსპორტირება. იმავე დღეს, ტვირთი ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა შპს „თ-----------ს“ 1,5% მარჟით, ხოლო შპს „თ-----------მა“, თავის მხრივ იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს იგივე ფასში, როგორც შპს „ი-------------სს“ ჰქონდა რეალიზებული. აღნიშნული ქმედებით შპს „ი-------------სმა“ დაკარგა 13 367 ლარის მისაღები მოგება და მოგება ნახა შპს „თ-----------მა“. თ-----------ას ქმედებით შპს „ი-------------სს“ მიადგა 13 367 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

 

თ------------------ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----–------–----–--ამ.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თ------------------ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ------------------მ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ რეალურად დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არ გაითვალისწინა მატერიალური კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის არგუმენტებით თ------------------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას უნდა განესაზღვროს შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თ------------------ს ადვოკატმა ზ----------–----ემ, თ------------------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მიიჩნია დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გამართლებულ თ------------------ს მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს. გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები და მათი მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით თ------------------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლმა პ--------------მ განაცხადა, რომ 2003 წელს მან და თ------------------მ დააფუძნეს შპს „ი---------------“, რომლის 49-49% წილს ფლობდნენ თავად და თ------------------, 2%-ს კი - ი-–----------------- (შემდეგში აღნიშნული 2%-ის მფლობელი გახდა ქ------------------). 2011 წელს იგი დათანხმდა თ------------------ს შეთავაზებას და ბიზნესის განვითარების მოტივით კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა თ------------------ს სიძე დ---------–-–---–ი. 2013 წელს შპს „ი---------------ს“ მიზნებისათვის ბანკიდან აიღეს კრედიტი, რაც უზრუნველყოფილი იქნა როგორც თ------------------ს, ისე მისი ოჯახის უძრავი ქონებით. 2013 წლის ნოემბერში, თ------------------მ და დ---------–-–---–მა დააარსეს შპს „თ------------“, რომელსაც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა თ------------------. ამასთან, ხსენებული კომპანიისა და შპს „ი---------------ს“ საქმიანობის სფერო იყო იდენტური. შესაბამისად, თ------------------ მიზნად ისახავდა „ი---------------ს“ პარტნიორ „დ-------ნ“ ბიზნესურთიერთობის გაგრძელებას პ-------------ის გარეშე. ამიტომ თ------------------ს შესთავაზა შპს „ი-------------სში“ აუდიტორული შემოწმების ჩატარება და ამის შემდეგ საწარმოს რეორგანიზაცია-გაყოფა, რაც გაფორმდებოდა პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილებითა და ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით. 2014 წლის 11 თებერვალს შპს „ი---------------ს“ პარტნიორთა კრება არ ჩატარებულა და არც შესაბამისი კრების ოქმი გაფორმებულა, ეს იყო პარტნიორთა შეხვედრა, რა დროსაც იყო მსჯელობა საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე სახის შეთანხმება არ მიღწეულა. აღნიშნული დღე იყო გაყოფის პროცესის ათვლის წერტილი. მოწმემ დაადასტურა, რომ კომპანიის საწყობი გაიყო „ს------სა“ და „ტ------–-----ს“ მიმართულებების შესაბამისი ტექნიკის მიხედვით, გაიყო გარკვეული საბანკო ანგარიშებიც, თუმცა კომპანიას ჰყავდა ერთი მთავარი ბუღალტერი, რომელიც ხელმძღვანელობდა მთლიანი საწარმოს ბუღალტრულ საქმიანობას. პ-------------ის ჩვენებით, არ იცნობს ბრძანებებს, რომლითაც მას დაევალა „ს------ს“, ხოლო თ------------------ს - „ტ------–-----ს“ მიმართულების მართვა. მოწმის განმრტებით, შპს „ი-------------ისის“ გაკოტრებისა და მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საწარმოს შპს „თ------------სათვის“ მოგების მიღების მიზნით, 2014 წლის 30-31 მაისს თ------------------მ შპს „ი---------------ს“ მიერ დილერებისათვის 10-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია უკან დაიბრუნა ტრანსპორტირების გარეშე და იმავე დღეს, კვლავ ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა შპს „თ-----------ს“ 1,5% მარჟით. თავის მხრივ კი, შპს „თ-----------მა“ იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს იმავე ფასად, რა ფასადაც ჰქონდა რეალიზებული შპს „ი-------------სს.“ თ------------------ს ამ ქმედებით შპს „ი-------------სმა“ დაკარგა მისაღები მოგება და საქონლის თვითღირებულების თანხა, რაც დღემდე არ აქვს გადახდილი შპს „თ-----------ს“ შპს „ი---------------სათვის“, თავად „თ-----------მა“ კი განხორციელებული ტრანზაქციით მიიღო მოგება. კომპანიისათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღების გამო თ------------------ გადაყენებული იქნა დირექტორობიდან, ახალ დირექტორად კი 2% წილის მფლობელი ქ-----------------ის (ი-–----------------ის მეუღლე) მოთხოვნით დაინიშნა მამამისი - ი---------------ე. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში თ------------------მ სასამართლოს გზით მოახდინა საწარმოში არსებული საქონლის დაყადაღება, რამაც დააზარალა კომპანია. 2014 წლის 15 სექტემბერს თ------------------მ ქ-----------------ისაგან შეიძინა 2% წილი და 16 სექტემბრიდან კვლავ საწარმოს დირექტორი გახდა. თ------------------მ 2014 წლის 30-31 მაისს განხორციელებული სქემით კვლავ დაიწყო საწარმოს გაკოტრება, კერძოდ, 430 000 ლარის ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა შპს „თ-----------ს“, ამ უკანასკნელმა კი - შპს „ა----------ს“. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი შვილის მიერ დაარსებული კომპანია „მ---------“ ეწევა „ი---------------ს“ იდენტურ საქმიანობას. მოწმის განაცხადა, რომ საერთო ჯამში, თ------------------მ კომპანია „ი-------------სს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი, უშუალოდ მას კი - მისაღები მოგების 49%-ის ოდენობის ზიანი (კუთვნილი წილის პროპორციულად).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ი---------------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 2005 წლიდან შპს „ი-------------სში“ 2% წილს ფლობდა მისი სიძე ი-–----------------- (რომელმაც 2014 წელს კუთვნილი წილი გადაუფორმა მეუღლეს ქ------------------ს), 49-49% წილი კი ეკუთვნოდათ პ--------------სა და თ------------------ს. პ--------------მ მასთან და მის ქალიშვილთან - ქ------------------სთან საუბრისას განმარტა, რომ თ------------------ იღებდა კომპანიისათვის ზიანის მომტან გადაწყვეტილებებს და სურდა მისი დირექტორობიდან გადაყენება. ამიტომ 2014 წლის ივნისში მოიწვიეს პარტნიორთა კრება, რომლის გადაწყვეტილებითაც შპს „ი---------------ს“ დირექტორად დაინიშნა ი---------------ე. მისი დირექტორობა გაგრძელდა დაახლოებით 3 თვე, ვინაიდან 2014 წლის სექტემბერში მეუღლის მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად ქ------------------მ კუთვნილი 2% წილი მიჰყიდა თ------------------ს. 2014 წლის 16 სექტემბერს თ------------------ გახდა კომპანიის 51% წილის მფლობელი, რის შემდეგაც ი---------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და შპს „ი---------------ს“ დირექტორი გახდა კვლავ თ------------------.

 

პირველის ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ--–------------–---–-------–----------–---–--------------------------–--------–-----------------------–--------------–----------------- დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ვ--–------------–---–- 2006 წლიდან საქმიანობს ი/მ ნა---------–-----–---–-ს (მოწმის მეუღლე) სახელით, საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ. გურჯაანში არსებულ მაღაზიებში. მოწმემ დაადასტურა 2014 წლის 31 მაისით დათარიღებული №ელ-0--------- და №0--------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ ი/მ ნა---------–-----–---–-საგან უკან დაიბრუნა 26 995 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა ი/მ ნათია ახლბედაშვილს 26 995 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ვ--–----------–---–ი 2010 წლიდან საქმიანობს ი/მ თ------–--ის (მოწმის მეუღლე) სახელით, საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ.გორში არსებულ მაღაზიაში. მოწმემ დაადასტურა 2014 წლის 31 მაისით დათარიღებული №ელ-0------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ ი/მ თ------–--ისაგან უკან დაიბრუნა 11 144 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა ი/მ თ------–--იეს 11 144 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- სურენ ავაქიანი 2013 წლიდან არის შპს „მ--------------ს“ დირექტორი, კომპანიის საქმიანობის სფეროს კი წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტენიკით ვაჭრობა ქუთაისსა და თბილისში არსებული მაღაზიების მეშვეობით. მოწმემ განმარტა, რომ შპს „ი-------------სმა“ შპს „მ--------------საგან“ უკან დაიბრუნა საერთო ჯამში 20 945 ლარის ღირებულების საქონელი, რაც იმავე დღეს იმავე ფასში მის კომპანიას მიაწოდა შპს „თ-----------მა“, მანვე დაადასტურა: 1) 2014 წლის 30 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმად შპს „ი-------------სმა“ შპს „მ--------------საგან“ უკან დაიბრუნა 3115 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „მ-------------ს“ 3115 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“; 2) 2014 წლის 30 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ შპს „მ--------------საგან“ უკან დაიბრუნა 10145 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „მ-------------ს“ 10145 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“ და 3) 2014 წლის 30 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ შპს ,,მ--------------საგან“ უკან დაიბრუნა 7685 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „მ-------------ს“ 7685 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- გ--–--------–-ა 2010 წლიდან არის შპს „გ---ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ.ფოთში. მოწმემ დაადასტურა 2014 წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ შპს „გ---საგან“ უკან დაიბრუნა 30126 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „გ---ს“ 30126 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ვ-----------------–-ძე 2010 წლიდან არის შპს „ა-------ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა. მოწმემ დაადასტურა 2014 წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ შპს „ა------საგან“ უკან დაიბრუნა 6405 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „ა-------ს“ 6405 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

- ჯ---–---------------ა 2014 წლის მარტიდან არის შპს „გ---------–-------------ს“ დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა ქ.თბილისში არსებულ მაღაზიებში. მოწმემ დაადასტურა 2014 წლის 31 მაისით დათარიღებული №-------------------------- სასაქონლო ზედნადებების სისწორე, რომელთა თანახმადაც შპს „ი-------------სმა“ შპს „გ---------–-------------საგან“ უკან დაიბრუნა 31500 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და იმავე დღეს იგივე საყოფაცხოვრებო ტექნიკა შპს „გ---------–-----------სს“ 31500 ლარად მიაწოდა შპს „თ-----------მა“.

 

ყველა ზ/აღიშნულმა პირმა პირველის ინსტანციის სასამართლოში აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადებებში ასახული ოპერაციები განხორციელდა საქონლის ტრანსპორტირების გარეშე და ფასის უცვლელად, პროდუქციის ღირებულება კი აუნაზღაურეს საბოლოო მიმწოდებელს - შპს „თ-----------ს“. მოწმეთათვის შპს „ი---------------ს“ წარმომადგენლების: დ---------–-–---–ის, თ----------–-–---–ის, ბ-----–------სა და ზ----------------–-საგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზ/აღნიშნული ოპერაციების განხორციელება განაპირობა შპს „ი---------------ს“ ჩანაცვლებამ ახალი მიმწოდებლით - შპს „თ------------თ.“

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე თ----------–-–---–მა განაცხადა, რომ 2011 წლის 3 ოქტომბრიდან მუშაობდა შპს „ი-------------სში“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით დილერებისათვის საქონლის მიწოდება. მოწმის განმარტებით, 2014 წლის თებერვალში შპს „ი---------------ს“ დამფუძნებლებმა: პ--------------მ და თ------------------მ მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს გაყოფის თაობაზე, კერძოდ, „ს------ს“ (სამშენებლო ხელსაწყოები) მიმართულებას უხელმძღვანელებდა პ--------------, „ტ------–---სს“ (საყოფაცხოვრებო ტექნიკა) კი - თ------------------. დამფუძნებლებმა შეკრიბეს შპს „ი---------------ს“ თანამშრომლები და გააცნეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გაიყო როგორც საბანკო ანგარიშები, ისე კანცელარია და ფაქტობრივად, შპს „ი-------------სმა“ ფუნქციონირება განაგრძო ორ დამოუკიდებელ სუბიექტად, თუმცა საწარმოს გაყოფა იურიდიულად არ მომხდარა. მოწმის ჩვენებით, თავად მუშაობა გააგრძელა „ტ------–-----ს“ მიმართულებით და ხელფასსაც იღებდა „ტ------–-----ს“ ანგარიშიდან. მოწმის განმარტებით, 2014 წლის მაისის ბოლოს თ------------------ს გადაწყვეტილებით დილერებისათვის მიწოდებული პროდუქცია უკან დაიბრუნა შპს „ი-------------სმა“ საქონლის ტრანსპორტირების გარეშე და იმავე დღეს იგივე საქონელი მიაწოდა შპს „თ-----------ს“. ამ უკანასკნელმა კი იმავე დღეს იმავე ფასად მიაწოდა იმავე დილერებს. 2014 წლის ივნისის დასაწყისში პ--------------მ თანამშრომლებს შპს „ი---------------ს“ ახალ დირექტორად წარუდგინა ი---------------ე, თუმცა ფაქტობრივად საწარმოს მართავდა თავად პაატა. მოწმის ჩვენებით, 2014 წლის სექტემბერში პირადი განცხადების საფუძველზე წამოვიდა შპს „ი---------------დან“ და მუშაობა გააგრძელა შპს „თ-----------ში“, რომელსაც 2014 წლის მაისის თვიდან ფაქტობრივად მართავს თ------------------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე თ-------------–---–მა განაცხადა, რომ არის თ------------------ს შორეული ნათესავი. ამ უკანასკნელის შეთავაზებით დააარსა შპს „თ------------“, სადაც ერთდროულად ითავსებდა საწარმოს დირექტორისა და საწყობის გამგის თანამდებობებს. საწარმოს საქმიანობას იგი დამოუკიდებლად წარმართავდა თ------------------ს კონსულტაციებით, კორეულ კომპანია „დ-------ნ“ კი მოლაპარაკებებს საქონლის შემოტანაზე აწარმოებდნენ თ----------–-–---–ი და დ---------–-–---–ი. მოწმემ აჩვენა, რომ არ ფლობს ინფორმაციას 2014 წლის 30-31 მაისს შპს „ი---------------ს“ მიერ შპს „თ------------სათვის“ საქონლის მიწოდებასა და იმავე დღეს აღნიშნული საქონლის „თ------------ს“ მიერ დილერებისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ზ-----------------–მა განაცხადა, რომ 2012 წლიდან მუშაობდა შპს „ი-------------სში“ ბუღალტრის, ხოლო 2013 წლის ივნისიდან მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. მისთვის ცნობილია, რომ პარტნიორთა კრებაზე საწარმოს დამფუძნებლებმა: პ--------------მ და თ------------------მ მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს გაყოფის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ პ--------------მ საქმიანობა გააგრძელა „ს------ს“ სავაჭრო ნიშნით (სამშენებლო ტექნიკა), ხოლო თ------------------მ - „ტ------–-----ს“ სავაჭრო ნიშნით, ხსენებული პირები შპს „ი---------------ს“ თანამშრომლებს ხელფასებს უხდიდნენ შესაბამისად, „ს------სა“ და „ტ------–-----ს“ საბანკო ანგარიშებიდან. მოწმის განმარტებით, პარტნიორთა კრების ოქმის კონკრეტული შინაარსი და მასზე ხელმომწერი პირების ვინაობა მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ საწარმოს იურიდიულად გაყოფა არცერთ სახელმწიფო ორგანოში არ დარეგისტრირებულა. იმ პერიოდში, როდესაც შპს „ი---------------ს“ დირექტორი იყო თ------------------, საწარმომ დილერებისათვის მიწოდებული საქონელი უკან დაიბრუნა, შედარებით დაბალ ფასში მიაწოდა შპს „თ-----------ს“, რომელმაც გარკვეული ფასნამატით იგივე საქონელი იმავე დილერებს მიაწოდა, ხსენებული საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი ჩაერიცხა შპს „თ-----------ს.“ შპს „თ------------ს“ ფაქტობრივი მმართველი იყო თ------------------, ფორმალური დირექტორი კი - თ-------------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი თანხმობით დათვალიერდა და CD დისკზე ჩაწერილი სახით გამოძიებას გადაეცა შპს „ი---------------ს“ საბუღალტრო პროგრამის ასლი.

 

დაცვის მხარის მოწმეების: თ------------–------------------------------–------------------------------------------–-–---–---–----------------------------------–----–-------------------–-----------–---–---------------------- და თ------------------ს ჩვენებებით ირკვევა შემდეგი:

- დ.დ---–-–---–------------------ ინფორმაციით, შპს „ი---------------ს“ დამფუძნებლებმა თ------------------მ და პ--------------მ მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის ორად გაყოფის თაობაზე (ორ მიმართულებად გაიყო კომპანიის თანამშრომლები, საბანკო ანგარიშები და ბუღალტერია), თუმცა საწარმოს რეორგანიზაცია იურიდიულად არ გაფორმებულა.

-თ.იმნაძის ინფორმაციით, შპს „თ------------“ დაფუძნდა შპს „ი---------------ს“ გაყოფამდე და მისი ფაქტობრივი მმართველი იყო თ------------------;

-დ------–-–---–ის ინფორმაციით, შპს „თ------------“ შეიქმნა 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო პ--------------ც;

-დ------–-–---–ის ინფორმაციით, შპს „ი---------------“ წარმოადგენდა D------------------ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში, თუმცა მის წინაშე არსებული დავალიანების გამო შპს „ი-------------სს“ გაუფუჭდა ისტორია კორეულ კომპანიასთან და მათი მოთხოვნითვე მოხდა საქმეში T------------ის ჩართვა, ვის სახელზეც იგზავნებოდა პროდუქცია და რომლისგანაც ყიდულობდა შემდგომ მას განბაჟებამდე ისევ „ი---------------“. მოწმის ჩვენებით, T------------ის ჩართვა სავაჭრო ურთიერთობებში ემსახურებოდა მხოლოდ შპს „ი---------------ს“ ინტერესებს.

- ქ----------ის ინფორმაციით, 2014 წლის დასაწყისში შეიტყო, რომ პ--------------მ და თ------------------მ გადაწყვიტეს შპს „ი---------------ს“გაყოფა. 2014 წლის აპრილიდან მისი მეუღლის ი-–----------------ის კუთვნილი 2% წილი საკუთარ სახელზე გადაიფორმა და 2014 წლის ივნისის დასაწყისში პ--------------სთან ერთად, როგორც 51% წილის მფლობელმა პარტნიორებმა დირექტორობიდან გადააყენეს თ------------------ (ვინაიდან პაატამ დაარწმუნა, რომ თ------------------ ცდილობდა საწარმოს გაკოტრებას) და აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა ი---------------ე. 2014 წლის 15 სექტემბერს, ქ----------ემ კუთვნილი 2% წილი 50 000 ლარად მიჰყიდა თ------------------ს, რის შემდეგაც კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ი---------------ე კვლავ თ------------------მ შეცვალა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ-----------–---–მა და ქ---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად 2014 წლის 1 ივნისიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში შპს „ი---------------ს“ მთლიან შემოსავლებსა და მთლიან ხარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 186 444,79 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში თ------------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ საწარმოს ორ მიმართულებად ფაქტობრივი გაყოფა მოხდა პ--------------სთან შეთანხმებით, ხოლო შპს „თ------------ს“ ჩართვა სავაჭრო ურთიერთობებში კი განპირობებული იყო სწორედ შპს „ი-------------ისის“ ინტერესებით. არანაირი ზიანი კომპანიისათვის არასოდეს მიუყენებია და პირიქით, პ--------------მ მისი ქმედებებით (მაღაზიების დახურვა, თანამშრომლების გათავისუფლება, შპს „მ---------ს“ მეშვეობით იდენტური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ათეულობით სამოქალაქო სარჩელის შეტანა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება) მიაყენა ზიანი კომპანიას და მიზნად ისახავდა მის გაკოტრებას.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (13.05.2014 წლის მდგომარეობით), შპს „ი---------------ს“ (დირექტორი თ------------------), პარტნიორები არიან პ-------------- (წილის 49%), თ------------------ (წილის 49%) და ქ------------------ (წილის 2%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (05.06.2014 წლის მდგომარეობით), შპს „ი---------------ს“ (დირექტორი ი---------------ე), პარტნიორები არიან პ-------------- (წილის 49%), თ------------------ (წილის 49%) და ქ------------------ (წილის 2%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (16.09.2014 წლის მდგომარეობით), შპს „ი---------------ს“ (დირექტორი თ------------------), პარტნიორები არიან პ-------------- (წილის 49%) და თ------------------ (წილის 51%).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (24.10.13 წლის მდგომარეობით), შპს „თ------------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია თ-------------–---–ი.

 

შპს „ი---------------ს“ დირექტორის ი---------------ის 2014 წლის 3,4,8 და 9 სექტემბრით დათარიღებული წერილების თანახმად კომპანიამ შეწყვიტა საქმიანი ურთიერთობა ი/მ ლ-----–----------------------------–-----–---------------–---–-----–------------------------------------------------------------------------–---–---ნ, შპს „გლობალურ ტექნოლოგიებთან“ და სს ,,ბანკი რესპუბლიკასთან“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ი---------------ს“ სარჩელი (მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი თ------------------) დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: პ--------------ს, ი---------------ესა და ქ------------------ს შპს „ი---------------ს“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 186 444,96 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებით, 2014 წლის ივნისიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში შპს „ი-------------სს“ მიადგა ზიანი 186 444,79 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეული იყო შპს-ს „დ----------“ და „დ--------“ დირექტორების: პ-------------ისა და ი---------------ის პარტნიორ ქ------------------სთან შეთანხმებული არაკეთილსინდისიერი ქმედებებით, მათ შორის, კომპანიის დირექტორობიდან თ------------------ს გათავისუფლებით. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი-------------სში“ 2014 წლის 4 ივნისიდან 2014 წლის 15 სექტემბრამდე რეალური დირექტორი და გადაწყვეტილებების მიმღები იყო პ--------------. კომპანიას ზიანი მიაყენა პ-------------ის, როგორც ფაქტობრივი მმართველის მიერ მიღებულმა შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: პ-------------- ი---------------ის დირექტორობის პერიოდში იხდიდა შპს „ი---------------ს“ იმ დავალიანებებს, რომელთა დაკავშირებითაც კომპანიას ჰქონდა დავა, კერძოდ, მან დავალიანება სრულად გადაუხადა შპს „მ----ს“ დირექტორს (აღსანიშნავია, რომ პ-------------ის შვილმა, რომელიც ასევე იყო „ი---------------ს“ თანამშრომელი, დააარსა იგივე პროფილის კომპანია შპს „მ---------“, რომლის დირექტორად მითითებულია ნ-----------ე, ხოლო საზოგადოების პარტნიორები 50-50%-იანი წილით არიან ნ-----------ე და თ-----------------–---–ი); სადავო პერიოდში კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, იმპორტი არ შემოდიოდა, არ ხდებოდა შემოსული საქონლის რეალიზაცია, დახურა მაღაზიები, გაათავისუფლა თანამშრომლები და ა.შ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პ-------------ის სააპელაციო საჩივარი თ------------------სათვის შპს „ი---------------ს“ სასარგებლოდ მიყენებული 10 114 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავია შემდეგი: 2013 წლის 24 დეკემბერს სს „თიბისი ბანკის“ მიერ პრინციპალზე - შპს „ი-------------სზე“ გაიცა საბანკო გარანტია 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, საბანკო გარანტიის ბენეფიციარს წარმოადგენდა DA--------------------------, ხსენებული საბანკო გარანტია კი შპს “ი-------------სმა“ დაუთმო შპს „თ-----------ს“. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ინფორმირებული იყო პ-------------- და იმ მომენტში გადაწყვეტილება ფასდებოდა კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმულ ნაბიჯად. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ი-------------სსა“ და “D-----------------”-ს შორის სავაჭრო ურთიერთობებში “T-----------”-ის ჩართვას არ გამოუწვევია კომპანიისათვის ზიანი, ვინაიდან თ------------------ს მოქმედება შეფასდა როგორც ბიზნესისთვის გამართლებული, საწარმოს მართვის პროცესში დამფუძნებლის, დირექტორის მიერ მიღებული ერთ-ერთი ბიზნეს გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პ-------------ის სარჩელი, რომლითაც ითხოვდა მოპასუხეებისათვის: თ------------------სა და ი---------------ისათვის მიყენებულის ზიანის შპს „ი---------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ყოფილი და მოქმედი დირექტორების მოქმედებებით შპს „ი-------------სს“ მიადგა ზიანი და რომ ეს მოქმედებები გამოიხატა შემდეგში: 1. დირექტორ თ------------------ს მიერ შპს „ი---------------ს“ მოვალე ქე---------------ის მიმართ სარჩელის არ აღძვრაში; 2. დირექტორ თ------------------ს მიერ 2014 წლის 26 მაისიდან 2014 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში შპს „ი---------------ს“ კუთვნილი 249002,91 ლარის ღირებულების საქონელის შპს „თ------------სათვის“ მიყიდვაში 1-2%-იანი მოგებით მაშინ, როდესაც შპს „ი---------------“ საქონელს ყიდდა 15-20%-იანი მოგებით; 3. დირექტორ ი---------------ის მიერ შპს „ი---------------ს“ სახელით შეტანილ სარჩელებზე უარის თქმაში (მათ შორის, სარჩელზე 2014 წლის 26 მაისიდან 2014 წლის 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში თ------------------ს მიერ განხორციელებული ტრანზაქციით კომპანიიისათვის მიყენებული ზიანის - 31 400,87 ლარის ანაზღაურების

მოთხოვნით); 4. დირექტორ თ------------------ს მიერ დირექტორად ყოფნის პერიოდში შესყიდვების განუხორციელებლობით შპს-სათვის ზიანის მიყენებაში.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული გამართლებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

საქმეში არსებული მტკიცებილებების ურთიერთშეჯერებით უტყუარად დგინდება, რომ 2003 წლის 2 სექტემბერს დაარსდა შპს „ი---------------“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ პ-------------- - 49% წილით, თ------------------ - 49% წილით და ქ------------------ - 2% წილით. საწარმოს დირექტორი 2007 წლიდან 2014 წლის 5 ივნისამდე იყო თ------------------, 2014 წლის 5 ივნისიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე კი - ი---------------ე. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს „ი---------------ს“ 2% წილი თ------------------მ შეიძინა ქ-----------------ისაგან და გახდა შპს „ი---------------ს“ 51% წილის მფლობელი და დირექტორი. დგინდება ისიც, რომ 2014 წლის 30 და 31 მაისს შპს „ი---------------ს“ მიერ დილერებისათვის 10%-20% მარჟით მიწოდებული პროდუქცია დაბრუნებული იქნა უკან ისე, რომ არ განხორციელებულა ტვირთის ტრანსპორტირება. ტვირთი ტრანსპორტირების გარეშე მიეწოდა შპს „თ-----------ს“ 1,5% მარჟით, ხოლო შპს „თ-----------მა“, თავის მხრივ, იმავე დღეს საქონელი მიაწოდა იმავე დილერებს იგივე ფასში, როგორც შპს „ი-------------სს“ ჰქონდა რეალიზებული.

 

აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ, პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ გაჟღერებულ არგუმენტზე იმის შესახებ, რომ შპს „ი---------------ს“ გაკოტრებისა და ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული შპს „თ------------სათვის“ მოგების მიღების მიზნით თ------------------მ 2014 წლის 30 და 31 მარტს განზრახ განახორციელა ზემოაღნიშნული მოქმედებები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან:

 

პალატა განმარტავს: იმისთვის, რათა პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ ქმედება ჩადენილია უფლებამოსილი პირის მიერ (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 91-ე მუხლით განსაზღვრული პირთა წრე), ხოლო ქმედება უნდა გამოიხატოს ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ორგანიზააციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რა დროსაც იმისთვის, რათა პირის ქმედება მითითებულ დანაშაულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, დადგინდეს, რომ პირის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანია ზიანი (რაც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვითა და სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით.

 

განსახილველ სისხლის სამაერთლის საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას იმასთან მიმართებით, რომ უტყუარად არ არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------------------მ განახორციელა ისეთი განზრახი მოქმედებები, რომლებიც შპს ,,ი-------------ისის“ კანონიერ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მით უფრო, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ თ------------------ მიზნად ისახავდა მითითებული საწარმოს გაკოტრებას.

 

შპს ,,ი-------------ისის“ გაკოტრების განზრახვის გამომრიცხავ გარეოებათა შეფასებისას მნიშველოვანია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გაანალიზება, კერძოდ: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ შპს ,,ი-------------სს“ დაფუძნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაუგროვდა ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც 2013 წელს შპს ,,ი---------------ს“ მიზნებისათივის საწარმოს დამფუძნებლების გადაწყვეტილებით ბანკიდან აღებულ იქნა კრედიტი. კრედიტი უზრუნველყოფილ იქნა თ------------------ს უძრავი ქონებითაც. ამასთან, დაარსდა შპს ,,თ------------“, რომლის ჩართვაც სავაჭრო ურთიერთობებში განპირობებული იყო სწორედ შპს ,,ი---------------ს“ ინტერესებით, კერძოდ, შპს ,,ი-------------ს“ გაუფუჭდა ისტორია კორეულ კომპანიასთან და მათი მოთხოვნითვე მოხდა საქმეში შპს ,,თ------------ს“ ჩართვა, რაც დასტურდება არაერთი მოწმის ჩვენებით (მათ შორის, გამართლებულის და დავით ვალიშვილის ჩვენებით). დგინდება ისიც, რომ შპს ,,თ------------ს“ დაფუძნების შემდეგ შპს ,,ი---------------ს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - პ--------------მ (და არა თ------------------მ) მოითხოვა კომპანიის ორად გაყოფა. რის შემდეგაც, პარტნიორთა გადაწყვეტილებით შპს ,,ი---------------“ გაიყო ორ ნაწილად - ,,ს------ს“ და ,,ტ------–-----ს“ მიმართულებებად, თუმცა საწარმოს იურიდიულად გაყოფა სახელმწიფო ორგანოში არ დარეგისტრირებულა.

 

მითითებული საწარმოს პრაქტიკული გაყოფის ფაქტი დასტურდება პარტნიორთა შეთანხმების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერებით და შპს „ი---------------ს“ დირექტორის თ------------------ს 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული შიდა ბრძანებით (რომლის მიხედვითაც: პ--------------ს - დირექტორის მოადგილეს საერთო მომარაგების და ტექნიკურ საკითხებში 2014 წლის 15 თებერვლიდან მიენიჭა უფლებამოსილება შპს „ი---------------ს“ ნაცვლად გააფორმოს და ხელი მოაწეროს შპს „ი---------------ს“ „ს------ს“ მიმართულებით მომხმარებლებთან - კლიენტებთან (ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან) სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში ვადიანი კონსიგნაციით ან/და სხვა პირობით საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულებებს, კერძოდ: შპს „ი---------------ს“ „ს------ს“ მიმართულებით სარეალიზაციო პროდუქციის ნასყიდობის/მიწოდების ხელშეკრულებებს; შპს „ი---------------ს“ „ს------ს“ მიმართულებით მომხმარებლებზე (კლიენტებზე) მომსახურების გაწევის, კერძოდ, მიტანა-მონტაჟისა და გარე გადაზიდვების, ასევე ხელსაწყოების ან პროდუქციის სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხელშეკრულებებს შეუზღუდავი ლიმიტით; სახელმწიფო შესყიდვების წესით გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ვადიანი კონსიგნაციის წესით, შესყიდვების საერთო ფასი - ულიმიტო; აღნიშნული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელი მოაწეროს საგადასახადო დავალებებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, სასაქონლო ზედნადებებს, მიღება-ჩაბარების აქტებს და დაამოწმოს მისთვის გადაცემიული საკანცელარიო ბეჭდით შპს „ი---------------ს“ სახელწოდებით და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით; დროულად წარადგინოს კომპანიის ბუღალტერიაში მის მიერ ხელმოწერილი საფინანსო- საანგარიშგებო დოკუმენტაცია ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული უფლებამოსილებების ფარგლებში; შპს „ი---------------ს“ „ს------ს“ მიმართულებით მიენიჭოს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს შრომით ხელშეკრულებებს სათაო ოფისის, ცენტრალური საწყობისა და „ს------ს“ ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიათა ქსელში დასაქმებული თანამშრომლების საკადრო საკითხებთან, მათ შორის სამსახურში მიღებასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასთან, შვებულებაში გასვლასთან, დისციპლინარული სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებულ ბრძანებებს („ს------ს“ მიმართულებით თანამშრომლების განცხადებების, მოხსენებითი ბარათებისა და ახსნა-განმარტებითი ბარათების ვიზირება და შესასრულებლად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე გადაწერა; შემოსული კორესპონდენციის, წერილების და სხვა მასალის ვიზირება და შესასრულებლად კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში განაწილება); 2014 წლის 15 თებერვლიდან გაუფორმდეს პ--------------ს მინდობილობა ზ/აღნიშნული ფულებამოსილებების განსახორციელებლად (ხსენებული მინდობილობა თ-----------ას მიერ გაცემულია 2014 წლის 15 თებერვალს ნომრით 38-1/14, რომლის გაცნობაც ხელმწოერით დადასტურებული აქვს პ--------------ს); დაევალოს „ს------ს“ კომერციულ დეპარტამენტში დასაქმებულ პერსონალს და ბუღალტერიას იხელმძღვანელონ წინამდებარე ბრძანებით და დაევალოს ოფის მენეჯერს გააცნოს წინამდებარე ბრძანება თანამშრომლებს (აღნიშნულ ბრძანებას გაცნობილია თავად პ--------------, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით)).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მართალია, იურიდიულად საწარმოს ორად გაყოფა არ დარეგისტრირებულა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილი გახდა საწარმოს თანამშრომლებისთვის, ,,ს------ს“ (სამშენებლო ხელსაწყოების) მიმართულებას ხელმძღვანელობდა პ--------------, ხოლო ,,ტ------–---სს“ (საყოფაცხოვრებლო ტექნიკას) თ------------------, რა დროსაც გაიყო კომპანიის თანამშრომლები, საბანკო ანგარიშები, ბუღალტერია და ა.შ., ხოლო თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა ხდებოდა შესაბამისად ,,ს------ს“ და ,,ტ------–-----ს“ საბანკო ანგარიშებიდან.

 

ამდენად, შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დამფუძნებლებმა რეალურად გამოხატეს ,,ი---------------ს“ გაყოფის ნება ორ მიმართულებად, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ გაყოფის შემდეგ ტ------–-----ს მიმართულებიდან მიღებულ მოგებაზე ყოველგვარ უფლებას კარგავდა პ--------------. თუმცა ვინაიდან საწარმოს გაყოფა იურიდიულად არ ყოფილა გაფორმებული, პ-------------- სამართლებრივად ამ უფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებდა, რაც თ------------------ს კვლავაც აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საწარმოს ჭეშმარიტი ინტერესების და, შესაბამისად, პარტნიორის ინტერერესების გათვალისწინებით. მიუხედავად აღნიშნულისა, საწარმოს რეალურ გაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები საქონლის საწყობის, ბუღალტერიის გაყოფის, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებისა და საწარმოს ორ ძირითად მიმართულებაზე კონტროლის განაწილების სახით შესაძლოა, მიუთითებდეს პატრნიორთა ზეპირ შეთანხმებაზე იმასთან დაკავშირებითაც, რომ ისინი უარს ამბობდნენ ერთმანეთის მიმართულებიდან (ტ------–-----ს და ს------ს) მიღებულ მოგებაზეც, თუმცა ასეთი შეთანხმების არსებობის დადგენილად მიჩნევა მხარეთა მტკიცების საგანია და ამ საფუძვლით ფინანსური პრეტენზიები უკვე ექცევა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებში. შესაბამისად, იგი ვერ იქნება განხილული სისხლის სამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად. თ------------------მ ტ------–-----ს თავისად დაგულებული მიმართულების მართვა განახორციელა თავისი შეხედულებისამებრ. მისი ეს ქმედება არ შეიძლება შეფასებული იქნას საწარმოსათვის ზიანის მისაყენებლად განხორცილებეული მიზანმიმართულ ქმედებად. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ თ------------------ თავისად მიიჩნევს მისთვის მიკუთვნებულ ტ------–-----ს მიმართულებიდან, ასევე ,,თ--------------ან“ მიღებულ მოგებას და ამის გათვალისწინებით დამაჯერებელია მისი არგუმენტი, რომ საქონლის ,,თ------------სთვის“ გადაცემით იქმნებოდა სასურველი ბრუნვის ისტორია. როგორც უკვე აღინიშნა, თუკი პ-------------- არ ეთანხმება საწარმოს ,,ტ------–-----ს“ მიმართულებიდან მიღებულ მოგებაზე მისი უფლების არარსებობას, მისი პრეტენზია შესაძლოა განხილული იქნას სამოქალაქო სამართლებრივი გზით.

 

დადასტურებულია, რომ თ------------------ს საკუთარი უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი შპს ,,ი-------------ს“ საბანკო კრედიტი, მას აღნიშნულ კომპანიაში გააჩნდა 51% წილი, რაც ნათლად მიუთითებს, რომ კომპანიისთვის მიყენებული ზარალი და მოგებაც პირდაპირ ასახვას ჰპოვებდა მის ფინანსურ მდგომარეობაზეც. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2014 წლის 30 და 31 მაისს განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით თ------------------მ განაცხადა, რომ აღნიშნული მოქმედებები განპირობებული იყო კონკრეტული ბიზნეს გათვლებით, კერძოდ, დილერებისგან უკან დაბრუნებული პროდუქცია რეალიზაციის მიზნით გადაეცა შპს ,,თ-----------ს“, რათა აღნიშნულ კომპანიას გარკვეული რაოდენობის ფინანსური ბრუნვა ჰქონოდა, რაც აუცილებელი იყო აღნიშნული კომპანიის საქმიანობისთვის და მიზნად ისახავდა ისევდაისევ შპს ,,ი-------------ს“ კანონიერ ინტერესების უზრუნველყოფას, რადგან მითითებული კომპანია შეიქმნა სწორედაც რომ აღნიშნული მიზნით. (ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ თ------------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ აღნიშნული გარემოებებთან (მიზანთან, სურვილებთან, საწარმოს ინტერესებთან დ ა.შ.) დაკავშირებით გაცხადებული არ ყოფილა საპირისპირო გარემოებები, რომლებიც გააბათილებდა გამათლებულის მიერ გაცხადებული ინფორმაციის ნამდვილობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გაანალიზებით პალატას მიაჩნია, რომ არ დგინდება თ------------------ს განზრახვა, ემოქმედა შპს ,,ი---------------ს“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამასთან, თ------------------ს მიერ 2014 წლის 30 და 31 მაისს შპს ,,თ------------ს“ მონაწილეობით განხორციელებული ტნაზაქციები უნდა შეფასდეს საწარმოს მართვის პროცესში დირექტორის მიერ მიღებულ ისეთ ბიზნეს გადაწყვეტილებად, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე გამართლებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

 

პალატა აღნიშნულის შემდეგ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გამართებულის მიმართ წარდგენილი დანაშაული წარმოადგენს შედეგზე დაფუძნებულ დელიქტს, რა დროსაც პირის ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგენილ იქნას, გამოიწვია თუ არა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, მოცემული დანაშაულისთვის ზიანი შეფასებითი კატეგორიისა და იგი უნდა დადგინდეს კონკრეტული გარემოებებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხევდელობაში უნდა იქნას მიღებული ორგანიზაციის ქონებრივი მდგომარეობა, დაზარალებულების რაოდენობა და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ შპს „ი-------------სში“ თემატური შემოწმების ჩატარების შედეგად 2015 წლის 17 ივლისს გაცემული ცნობით დგინდება შემდეგი: შპს „ი-------------სს“ დილერებისათვის მიწოდებული 127 979 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების 217 ცალი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა 2014 წლის 30-31 მაისს დაბრუნებული აქვს უკან, რომელიც იმავე დღეს 114 610 (დღგ-ს ჩათვლით) მიწოდებული აქვს შპს „თ-----------ზე“, ხოლო შპს „თ-----------ს“ ზ/აღნიშნული საქონელი მიწოდებული აქვს იმავე დღეს იმავე დილერებზე. ამდენად, შპს „ი---------------ს“ მიერ დილერებიდან უკან დაბრუნებული და შპს „თ-----------ზე“ მიწოდებული საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 13 367 ლარი (127 979-114 610), თუმცა მოცემული ექსპერტიზის დასკვნით (და არც სხვა მტკიცებულებით) არ დგინდება, რომ მითითებული სხვაობა კომპანიის ფინანსური/მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.

 

უფრო მეტიც, მოცემულ შემთვევაში მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებები დგინდება, რომ კომპანიას გააჩნდა ფინანსური სახსრების რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა. ამასთან, ზემოაღნიშნული სხვაობის ნაწილთან დაკავშირებით სხვაობა დაანგარიშებული იქნა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მისაღები შესაძლო მოგების (შემოსავლის) ფარგლებში და არა პროდუქციის კომპანიის შესაძენი ღირებულების ოდენობასთან მიმართებით დადგენილი სხვაობით, რის გამოც საქონლის ღირებულებებს შორის დადგენილი სხვაობა პალატის მიერ ვერ შეფასდება მნიშვნელოვან ზიანად, რითიც გამოირიცხება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით პირის ქმედების კავლიფიკაციისათვის იმპერატიულად განსაზღვრული ერთ-ერთი გარემოების/პირობის - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს თ------------------ს ბრალეულობს მისთვის წარდგენილი ბრალდებაში.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ საქმეზე ვერ შეიკრიბა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ------------------ს ბრალეულობას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ თ------------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ------------------მ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გამართლებულ თ------------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ი-----–------–----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გამართლებულ თ------------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

თ------------------ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გამართლებულ თ------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთმტკიცება:

 

3 (სამი) ცალი CD დისკი (ბრალდების მხარის მტკიცებულება) და 2 (ორი) ცალი CD დისკი (დაცვის მხარის მყკიცებულება) შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე