განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
050210018002341927
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210018002341927

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-868-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - შპს გ------ რ------- ჯ-----ი

წარმომადგენელი - თ-------------

მოწინააღმდეგე მხარე - ს------ ქ---–------

წარმომადგენელი - გ--------------–--ე

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს------ ქ---–------ს სარჩელი მოპასუხე - შპს გ------ რ------- ჯ-----ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს გ------ რ------- ჯ-----ს მოსარჩელე ს------ ქ---–------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის ივლისის თვიდან დეკემბრის თვის ჩავთვლით, 2016 წლის იანვრის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით და 2016 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების, ასევე 2017 წლის იანვრის თვიდან, აპრილის თვის ჩათვილით მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღურება სულ - 11 520 (თერთმეტიათას ხუთასოცი) ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს გ------ რ------- ჯ-----ს მოსარჩელე ს------ ქ---–------ს სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 6 958 ლარი, (ექვსიათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი) (2015 წლის, 2016 წლისა და 2017 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით ხელფასის დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. შპს კ----- კომპანიის დირექტორის N4 ბრძანების თანახმად, 2015 წლის 03 მარტიდან ს------ ქ---–------ შპს კ----- კომპანიაში დაინიშნა ბუღალტრის პოზიციაზე. 2.2. 2015 წლის 03 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის ხელმომწერნი გახლდნენ შპს კ----- კომპანიის იმჟამინდელი დირექტორი ლ. ქ---–------ და დასაქმებული ს------ ქ---–------. ამავე კონტრაქტის თანახმად, ს------ ქ---–------ შპს ,,კ----- კომპანიაში'' დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე, რომლის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს (ხელზე ასაღები 640 ლარი) საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით. კონტრაქტი დაიდო 2015 წლის 3 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ვადით. 2.3. შპს კ----- კომპანიის (საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს გ------ რ------- ჯ-----ი. 2.4. 2017 წლის 03 მაისის შპს გ------ რ------- ჯ-----ის დირექტორის გ.დ------ის N01 ბრძანებით, ს------ ქ---–------ გათავისუფლდა ბუღალტრის თანამდებობიდან და შეწყდა 2015 წლის 03 მარტის შრომით ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად (რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების ვალდებულებათა უხეში დარღვევის გამო), ამდენად, 2017 წლის მაისიდან მოსარჩელეს არ მიეცა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. 2.5. მოსარჩელე ს------ ქ---–------მ 2017 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს გ------ რ------- ჯ-----ის დირექტორს მისი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელე ს------ ქ---–------ სადავო პერიოდში რეალურად საბუღალტრო საქმიანობას (შრომით ურთიერთობას) დამსაქმებელ ორგანიზაციაში არ აწარმოებდა, ვინაიდან იმ დროისათვის კომპანიაში მიმდინარეობდა მხოლოდ საწარმოს ტექნიკა-დანადგარების აწყობა და საბუღალტრო საქმიანობას აწარმოებდა პარტნიორი კომპანიის შპს თ---ს ბუღალტერი. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამ სადავო პერიოდში, რომელიმე სხვა პირის ხელმოწერის შემცველი იქნებოდა და შესაბამისად დაადასტურებდა არა ს------ ქ---–------ს, არამედ სხვა პირის, მათ შორის პარტნიორი კომპანიის შპს თ---ს ბუღალტრის მიერ საბუღალტრო საქმიანობის განხორციელების გარემოებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას- 194- 185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელის მითითება, რომ მას არასრულად აქვს დარიცხული ხელფასი, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. 2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა ყოველთვიური შრომითი გასამჯელო (ხელზე ასაღები 640 ლარის ოდენობით) 2015 წლის ივლისის თვიდან - დეკემბრის თვის ჩავთვლით, 2016 წლის იანვრის თვიდან - ივლისის თვის ჩათვლით, ასევე 2016 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვისა და 2017 წლის იანვრის თვიდან -აპრილის თვის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 11 520 ლარს (თერთმეტი ათას ხუთას ოცი ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2.8. მოსარჩელეს 2015 წლის მარტის თვის ხელფასი (800 ლარიდან ხელზე ასაღები - 640 ლარი), დაერიცხა 2016 წლის 25 აპრილს, ანუ 640 ლარის (რომლის ერთი დღის დაყოვნების 0.07% შეადგენს 0.448 თეთრს) მიღება დაყოვნების 384 დღე, დაყოვნებული თანხის 0.07 შეადგენს - 172.03 ლარს, 2015 წლის აპრილის თვის ხელზე ასაღები ხელფასი - 640 ლარი დაერიცხა 2016 წლის 25 აპრილს, ამდენად, დაყოვნების 0.07% 354 დღეზე შეადგენს - 158.59 ლარს, 2015 წლის მაისის თვის ხელფასის დარიცხვა განხორციელდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, დაყოვნების 0.07% 540 დღეზე შეადგენს - 241.92 ლარს, 2015 წლის ივნისის თვის ხელფასი დაირიცხა 2016 წლის 30 ნოემბერს, დაყოვნების 0.07% 540 დღეზე შეადგენს -241.92 ლარს, ხოლო რაც შეეხება 2015 წლის ივლისის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ხელფასი არ არის დარიცხული, შესაბამისად 2015 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 1040 დღეზე შეადგენს - 465.92 ლარს, 2015 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 1010 დღეზე შეადგენს - 452.48 ლარს, 2015 წლის სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 980 დღეზე შეადგენს - 439.04 ლარს, 2015 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 950 დღეზე შეადგენს - 425.6 ლარს, 2015 წლის ნოემბრის თვის დაყოვნების 0.07% 920 დღეზე შეადგენს - 412.16 ლარს, 2015 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 890 დღეზე შეადგენს - 398.72 ლარს; (2015 წლის ხელფასის დაყოვნების 0.07% საერთო ჯამში შეადგენს 3408.38 ლარს); 2016 წლის იანვრის თვის ხელფასის (800 ლარიდან ხელზე ასაღები - 640 ლარი), დაყოვნების 0.07% 860 დღეზე შეადგენს - 385.28 ლარს; 2016 წლის თებერვლის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 830 დღეზე შეადგენს - 371.84 ლარს; 2016 წლის მარტის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 800 დღეზე შეადგენს - 358.4 ლარს; 2016 წლის აპრილის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 770 დღეზე შეადგენს - -344.96- ლარს; 2016 წლის მაისის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 740 დღეზე შეადგენს - 331.52 ლარს; 2016 წლის ივნისის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 710 დღეზე შეადგენს - 318.08 ლარს; 2016 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 680 დღეზე შეადგენს - 304.64 ლარს; 2016 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დარიცხვა განხორცილდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, შესაბამისად დაყოვნების 0.07% 60 დღეზე შეადგენს - 26.88 ლარს; 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დარიცხვა მოხდა 2016 წლის 16 ნოემბერს, შესაბამისად დაყოვნების 0.07% 14 დღეზე შეადგენს - 6.27 ლარს; 2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 485 დღეზე შეადგენს - 217.28 ლარს; 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 455 დღეზე შეადგენს - 203.84 ლარს (2016 წლის ხელფასის დაყოვნების 0.07% საერთო ჯამში შეადგენს 2868.99 ლარს); 2017 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნების 0.07% 425 დღეზე შეადგენს - 190.4 ლარს, 2017 წლის თებერვლის თვის დაყოვნების 0.07% 395 დღეზე შეადგენს - 176.96- ლარს; 2017 წლის მარტის თვის დაყოვნების 0.07% 365 დღეზე შეადგენს - 163.52 ლარს; 2017 წლის აპრილის თვის დაყოვნების 0.07% 335 დღეზე შეადგენს -150.08 ლარს; (2017 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით ხელფასის დაყოვნების 0.07% საერთო ჯამში შეადგენს 680.96 ლარს); ამდენად, 2015 წლის, 2016 წლისა და 2017 წლის იანვრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით, ხელფასის დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯამში შეადგენს - 6958 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი განსაზღვრულია შრომის კოდექსით, რომლის 31-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლი განსაზღვრავს საბოლოო ანგარიშსწორებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს გ------ რ------- ჯ-----მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი შეფასება მისცა შესაგებელში მითითებულ გარემოებებსა და ახსნა განმარტებას, ს------ ქ---–------ ფაქტობრივად არ მუშაობდა კომპანიაში ბუღალტრად, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ მისცა სწორი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. 3.2. მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობისა ასევე მისი მოთხოვნა ხანდაზმულიცაა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სსსკ-ს 178-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. 3.4. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად: საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს კ----- კომპანიის დირექტორის N4 ბრძანების თანახმად, 2015 წლის 3 მარტიდან ს------ ქ---–------ შპს კ----- კომპანიაში დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე. 4.2. 2015 წლის 3 მარტს მხარეთა შორის წერილობით დაიდო შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამ კონტრაქტით მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს (ხელზე ასაღები 640 ლარი) საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით. კონტრაქტი დაიდო 2015 წლის 3 მარტიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ვადით. 4.3. შპს კ----- კომპანიის (საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------) უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს გ------ რ------- ჯ-----ი. 4.4. 2017 წლის 03 მაისის შპს გ------ რ------- ჯ-----ის დირექტორის გ. დ------ის N01 ბრძანებით, ს------ ქ---–------ გათავისუფლდა ბუღალტრის თანამდებობიდან და შეწყდა 2015 წლის 03 მარტის შრომით ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად (რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების ვალდებულებათა უხეში დარღვევის გამო), ამდენად, 2017 წლის მაისიდან მოსარჩელეს არ მიეცა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. 4.5. ს------ ქ---–------მ 2017 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს გ------ რ------- ჯ-----ის დირექტორს მისი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. 4.6. 2015 წლის ივლისის თვიდან მოსარჩელეს არ მიუღია ხელფასი, 11 520 ლარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. 4.8. პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სწორად გადაანაწილა. 4.8.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება, თანხის გადახდა ეკისრებოდა. 4.8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აპელანტისაგან ამ ვალდებულების შესრულება მოეთხოვა. 4.8.3. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თავისი შესაგებელი, ე.ი. ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი გარემოებები აპელანტს უნდა დაემტკიცებინა. 4.8.4. პალატა ეთანხმება რაიონულ სასამართლოს, რომ თავისი შესაგებლის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც კი მიუთითებია მათზე. 4.8.5. მეტიც, საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე შრომით მოვალეობებს 2016 წელსაც ასრულებდა. 4.8.6. ამის შესაბამისად, თავისი პოზიცია აპელანტმა ვერ დაამტკიცა. 4.8.7. ამიტომ, მან ვალდებულება უნდა შეასრულოს და მოსარჩელეს შრომის ანაზღაურება უნდა გადაუხადოს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.9.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის 3 მარტს დაიდო, ამის შესაბამისად, აპელანტს ხელფასის გადახდის ვალდებულება, თავდაპირველად, 2015 წლის აპრილიდან წარმოეშვა. 4.9.2. მოსარჩელემ სარჩელი 2018 წლის 9 მარტს აღძრა. 4.9.3. ეს ნიშნავს, რომ პირველი შრომის ანაზღაურების მიღების დღიდანაც კი სარჩელის აღძვამდე სამი წელი არ გასულა, ე.ი. მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. 4.10. სხვა თვალსაზრისით აპელანტს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კი სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.11. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს. 4.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ. 4.12.1. უდავოა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია. ამის შესაბამისად, მოსარჩელე აპელანტ საწარმოშო დასაქმებული მუშაკი აღარ არის. 4.12.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს არა სამი თვის ხელფასის ანაზღაურება, არამედ ერთიანად, განვლილი პერიოდის სახელფასო დავალიანების გადახდა დაეკისრა. 4.12.3. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდება. 4.13. ამავე მუხლისა და ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. 4.13.1. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ვერც ის, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება მას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა და ვერც ის, რომ, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდებოდა. 4.13.2. ამის გამო, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ს------ ქ---–------ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 2600,88 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. შპს გ------ რ------- ჯ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს გ------ რ------- ჯ-----ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, 2600 ლარი და 88 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;

4. ს------ ქ---–------ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე