განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001138114
საქმე №2ბ/5851-17
განჩინება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგელობა:
თავმჯდომარე: გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - მ-----------–-----ი
წარმომადგენელი - პ---------–-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ე------------------–---–ი, ხ---------------–---–ი და ნ------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ე------------------–---–ის, ხ---------------–---–ის და ნ------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ე------------------–---–ს მ-----------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომობილის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით; მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 3 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 3 სექტემბრიდან 2016 წლის 16 მაისამდე ავტომობილის იჯარაზე გადახდილი თანხის - 12 800 ლარის მოპასუხე ე------------------–---–ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ე------------------–---–ს, ხ---------------–---–სა და ნ------------–---–ის შორის 2015 წლის 17 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების, მდებარე - ქ-------–--ი, ტ--------ის ქ--------, (საკადასტრო კოდი: 0----------------------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 739 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-- საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ფართი, წილი: 1--------, აღირიცხა ე------------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 09:42 საათზე, ქ-------–--ში, ზ. ფ--–--–-ილის ქუჩაზე, ბ-------–-ილის ქუჩის მხრიდან მ------–ი ბ---ის მიმართულებით მოძრაობდა ე------------------–---–ი მისი კუთვნილი „დაიჰაცუ კუორეს“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით V---5--. კავსაძის ქუჩის კვეთასთან მიახლოებისას ე------------------–---–ი არ დაემორჩილა გზაჯვარედინზე განთავსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავი წითელი ფერის სიგნალს, განაგრძო მოძრაობა და შეეჯახა მ-----------–-----ის კუთვნილ „ინფინიტის“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით F------.
თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2015 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, შეჯახების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შეწყდა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ე------------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მძღოლ მ-----------–-----ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 11 880 ლარს.
2.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ე------------------–---–ის ბრალით. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ №0--------- დადგენილების თანახმად, ე------------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, ხოლო მ-----------–-----ს არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში არ შეინიშნება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა.
2.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მ-----------–-----ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 11 880 ლარს.
2.4. C---------------------ის ინვოისის თანახმად, მ-----------–-----ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 15 176.9 ლარს.
2.5. ტ---------–---------------ას გაანგარიშებით კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 15 907 ლარს.
2.6. 2015 წლის 3 სექტემბერს, მ-----------–-----სა და შპს „კ-----იის ავ-----------ტს“ შორის დაიდო ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ-----------–-----ს იჯარით გადაეცა „ნ-------------ას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით R------. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა შეადგენს დღეში 50 ლარს, რომელიც მოიჯარემ ერთიანად უნდა გადაიხადოს ავტომანქანის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
2.7. 2015 წლის 17 სექტემბერს ე------------------–---–მა ქ-------–--ში, ტ-–----------ის ქ------ში მდებარე უძრავი ქონების მისი კუთვნილი წილი აჩუქა დებს - ნ-------- ხ---------------–---–ებს.
2.8. ე----------, ნ-------- ხ---------------–---–ების საკუთრებაში ირიცხებოდა ქ-------–--ში, ტ-–----------ის ქ------ში მდებარე უძრავი ქონება 2014 წლის 12.06. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 17.09.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია მხოლოდ ნ-------- ხ---------------–---–ების თანასაკუთრების უფლება.
2.9. მოსარჩელის მიერ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 178.51 ლარს, ხოლო საჭირო ავტონაწილების ღირებულება შეადგენს - 11 998.39 ლარს. 2016 წლის 12 აპრილს მის მიერ აღნიშნული თანხიდან გადახდილი იქნა 4 755 ლარი.
2.10. მოსარჩელის მიერ ავტომობილის იჯარით სარგებლობის ღირებულება შეადგენს 1----- ლარს. იჯარის ხელშეკრულება მის მიერ გაფორმებული იქნა 03.09.2015 წელს და შეწყდა 2016 წლის 16 მაისს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.11. ე------------------–---–ი ვალდებულია მ-----------–-----ს აუნაზღაუროს ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი 1----- ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ე------------------–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, შეეჯახა მ-----------–-----ის ავტომანქანას, რის შედეგადაც მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, ამდენად, ე------------------–---–ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები არ იკვეთება, ამასთან, სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები. ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი „I-----------------“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით F------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1----- ლარს. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ ნაწილებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით, ასევე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახისა და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნულ დასკვნაში არსებული გაანგარიშება ასახავს ობიექტურ საბაზრო ღირებულებას, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „თ-----------------ისა“ და შპს „კ----------------------ის“ შეფასებებს, აღნიშნული წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს მიერ შეთავაზებულ ფასებს და არ ასახავს ზოგად საბაზრო ღირებულებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაიხადა მოსარჩელემ მის შეკეთებაში (ს.ფ. 128-130).
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მ-----------–-----ს გადაეცა 1 500 აშშ დოლარის ღირებულების ავტონაწილები, ვინაიდან, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
2.12. მოპასუხეს არ ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომობილის იჯარით სარგებლობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1----- ლარის ოდენობით.
2.13. 2015 წლის 17 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე------------------–---–მა დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ნივთი და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შემდგომ, ძალიან მალევე, უძრავი ქონების მისი კუთვნილი წილი გააჩუქა ოჯახის წევრებზე - დებზე. ასეთ პირობებში, მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედებს პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგება არ შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და დადებულია მხოლოდ მოსარჩელის წინაშე დელიქტური ვალდებულებით გამოწვეული პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული პრეზუმფციის გასაბათილებლად მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმის მტიცების ტვირთი, რომ გარიგება დაიდო მათი ნამდვილი ნების შესაბამისად და მიზნად არ ისახავდა შესაძლო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
მართალია, მოპასუხე ე------------------–---–ი განმარტავს, რომ დანარჩენი მოპასუხეების ვალი ჰქონდა და ამიტომ დაუთმო უძრავი ქონება, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული განმარტება არ გაიზიარა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე------------------–---–ს გააჩნდა ხათუნა და ნ------------–---–ების წინაშე შესასრულებელი რაიმე ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი არ არის ვალდებულების შესრულების თაობაზე მხარეთა შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამდენად, მხარის მხოლოდ ზოგადი მითითება სასამართლომ არ გაითვალისწინა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე------------------–---–ი მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა მ-----------–-----ის კუთვნილ ავტომანქანას და დააზიანა ის. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ე------------------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, ამდენად, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 408-412-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ კონკრეტული ნივთის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალი, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ნივთის შეკეთების ხარჯების ანაზღაურებაში, ისე მისი საბაზრო ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაში ან, შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში, მთლიანად ნივთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურებაში. დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტს არ ახასიათებს კომერციული ელემენტი და მკაცრად შემოიფარგლება ზიანის მიმყენებლის მოქმედების უშუალო შედეგების გამოსწორებით - მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსირებითა და ამგვარი ზიანიდან გამომდინარე დაზარალებულის მიერ გაწეული აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურებით, იმ ფარგლებში, რაც ზიანის მიმყენებლისათვის წინასწარ იყო სავარაუდო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობაა 1----- ლარი, რისი სრულად ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება ე------------------–---–ს. რაც შეეხება იჯარის ხარჯებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მოქმედების უშუალო შედეგს, რომელიც იმგვარ ლოგიკურ კავშირშია ზიანის მიყენების ფაქტთან, რომ მოპასუხისათვის იმთავითვე სავარაუდო და გასათვალისწინებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. არც საიჯარო ქირა მიეკუთვნება აუცილებელი დანახარჯების კატეგორიას, ამდენად, ე------------------–---–ს არ ეკისრება ვადებულება, მ-----------–-----ს აუნაზღაუროს ავტომანქანის იჯარის ქირა.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ავტომობილის შეკეთების ბაზარზე ავტორიტეტული ორგანიზაციის შეთავაზებები თითქმის იდენტურია. ამ შეთავაზებებში მოცემულია ავტონაწილების ღირებულებაც და შეკეთების მომსახურების ღირებულებაც. ამასთან, ავტომობილი წარმოადგენს გადაადგილების საშუალებას და მფლობელი იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტომობილის იჯარა. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო სხვა ხარჯები გარდა ავტომობილის შეკეთებისა უსაფუძვლოა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია ე------------------–---–ის მიერ მ-----------–-----ისათვის მიყენებული ზიანისა და მისი ოდენობის კვლევა, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს შემდეგს:
მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით (სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს აგრეთვე წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
სასამართლოს სწორედ ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთშეჯერებისა და მათში მოცემული მტკიცებულების შეფასების მეთოდის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სადავო საკითხის შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.
კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „I-----------------“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით F------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1----- ლარს. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიურ, ექსპლუატაციაში ნამყოფ ნაწილებზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასების შეჯერებით, ასევე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოებში ანალოგიური სახისა და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნულ დასკვნაში არსებული გაანგარიშება ასახავს ობიექტურ საბაზრო ღირებულებას, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „თ-----------------ისა“ და შპს „კ----------------------ის“ შეფასებებს, აღნიშნული წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს მიერ შეთავაზებულ ფასებს და არ ასახავს ზოგად საბაზრო ღირებულებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაიხადა მოსარჩელემ მის შეკეთებაში (ს.ფ. 128-130).
4.2. რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულს ხარჯებს, პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, სახელდობრ: სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ვალდებულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ნაკისრი რისკის ფარგლებში. ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულების დადება არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მოქმედების უშუალო შედეგს, რომელიც იმგვარ ლოგიკურ კავშირშია ზიანის მიყენების ფაქტთან, რომ მოპასუხისათვის იმთავითვე სავარაუდო და გასათვალისწინებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. არც საიჯარო ქირა მიეკუთვნება აუცილებელი დანახარჯების კატეგორიას, ამდენად, ე------------------–---–ს არ ეკისრება ვალდებულება, მ-----------–-----ს აუნაზღაუროს ავტომანქანის იჯარის ქირა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. მ-----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია