განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
120310018002446714
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002446714

საქმე N3ბ/2396-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი - ა--–-------------ი;

წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისი;

წარმომადგენელი - ც------------ე;

მესამე პირი - ვ-–----------------–---–ი, ე--------------ე;

წარმომადგენელი - გ----------------ე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

1. აპელანტის მოთხოვნა:

1.1. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა--–-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2----–-–---------------ს ბ---------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---, რომლის თანახმად ყ------------------ს საკუთრებაში გადაეცა 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

(იხ.სფ.173).

 

2.2.2. 2----–-–-------------------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად აღირიცხა ბ---------ის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 1800.00 კვ.მ-ი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (იხ.სფ.20, 169-170).

 

2.2.3. 2----–-–------------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს წარუდგინა 2----–-–----------ს გაცემული მინდობილობა, 2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული (იხ.სფ.23, 26, 28-31).

 

2.2.4. 2----–-–------------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა 2----–-–-----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ.სფ.26-27, 192, 194).

 

2.2.5. 2----–-–------------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ყ------------------ის წარმომადგენელმა ვ-–----------------–---–მა ბ---------ის რაიონის დიდ მ-------ში მდებარე უძრავი ქონება 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მიყიდა ე--------------ეს (იხ.სფ.194).

 

2.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის N--------------- გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე--------------ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ს.ფ.196,197).

 

2.2.7. მინდობილობა N------------, რომლითაც ვ-–--------------–---–მა გაასხვისა ყ------------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება------------- საკადასტრო კოდით, გაცემა დათარიღებულია ო---------------------–-–----------ს მინდობილობა ნათარგმნია მთარგმნელის ხემოწერა დამოწმებულია ნოტარიუსს მ--------------ს მიერ 2----–-–-----------------ს (იხ.სფ.26-27, 190-191).

 

2.2.8. რ------------------–-ა, ჩ------–----- ო--------–---- ქალაქი ვ-–------------- ნოტარიუსს ზ------------–---- პ------ს ასულის მიერ 2----–-–---------------ს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს რესბუბლიკის ბ---------ის რაიონის, სოფელ დიდ მ-------ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა N------------ გაცემული 2----–-–----------- მოქალაქე ყ------- მ-----–ის ძე ბ---------ის სახელით ვ-–----------------–---–ზე მის მიერ დადასტურებული არ არის (იხ.სფ.58).

 

2.2.9. გარდაცვალების მოწმობაში მითითებულია, რომ ყ------------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს (იხ.სფ.44-45).

 

2.2.10. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ო---------------------–-–------------------ს რ------------------–-ა, ჩ------–----- ო----ი, ა-–----ს რსპუბლიკა, ქალაქი ა-–-----ის ნოტარიუსის მიერ 2/3 წილზე ყ------------------ის მემკვიდრეობა მიღებული აქვს მის ვაჟიშვილს ა--–-------------ს. სამკვიდრო შედგება: მიწის ნაკვეთისგან, ფართობით 1815 (ერთი ათას რვაას თხუთმეტი) კვ. მ. საკადასტრო ნომრით N----------------., რომელიც მდებარეობს მისამართზე: რესპუბლიკა ჩ------–----- ო--------–----, ა-–-----ის რაიონი, ს. მ-----------ი, ე. ბ---------ის ქუჩა, ნაკვეთი 4---------, პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისთვის წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების მიწებზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მამკვიდრებელს, უფლება წარმოიშობა მიწის ნაკვეთზე მოქალაქის უფლების არსებობის შესახებ სამეურნეო წიგნის 2----–-–----------ის N---- ამონაწერის საფუძველზე, გაცემული რ----ა-–----ს ა-–-----ის რაიონის სასოფლო დასახლების მ-----------ის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის მიერ, საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა და მასთან დაკავშირებულ გარიგებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2----–-–------------ს N--------------------- (იხ.სფ.47-48).

 

2.2.11. 2----–-–-------------ს ა--–-------------მა N------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 2----–-–-----------------ის „რეგისტრაციის შესახებ“ N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით (იხ.სფ.38, 39).

 

2.2.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან რეგისტრაციის გაუქმების საკითხებს არეგულირებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: 1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა). წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ). ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელლი დოკუმენტი; გ). ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ). ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადს; ე) არსებობს საქართველოს კანომდებლობით გაათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაცუიამდე არსებული რეგისტრაციის აღდგნას. 3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასმართლოს კანონიერ ძალაში შესული ქატი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები და მოთხოვნილი იქნა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ.სფ.54).

 

2.2.13. 2----–-–----------------–ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა--–-------------ის წარმომადგენელმა და ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე: საკადასტრო კოდით:------------- (იხ.სფ.217-219).

 

2.2.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია მიმართვა N----- (იხ.სფ.247).

 

2.2.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა მთავარი პროკურატურიდან წერილზე N----- პასუხის მიღებამდე უვადოთ (იხ.სფ.245).

 

2.2.16. ა--–-------------ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მიერ ვ-–----------------–---–ის მიერ წარდგენილი ყ------------------ის წარმომადგენლობის უფლების დამდგენი დოკუმენტის - მინდობილობის კანონიერების გადაუმოწმებლობით დაირღვა მოსარჩელის ა--–-------------ის კანონიერი უფლება მიიღოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება და შესაბამისად მისი განმარტებით საჯარო რეესტრი ვალდებულია კიდეც თავისი დაშვებული შეცდომა გამოასწოროს ყველა კანონით დასაშვები საშუალებით.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან ასეთი ქმედების განხორციელების უფლებაც და ვალდებულებაც, საჯარო რეესტრს მინიჭებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მან მოითხოვა: დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება 2----–-–-----------------ის "რეგისტრაციის შესახებ" N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ, 2----–-–-----------------ის "რეგისტრაციის შესახებ" N--------------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ბათილად ცნობილიყო იგი.

 

2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით ა--–-------------ის ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა მთავარი პროკურატურის N----- წერილზე პასუხის მიღებამდე. იმავდროულად საჯარო რეესტრის თანამშრომემა სატელეფონო საუბრით განუმარტა მას, რომ (ვებ.გვერზე გადაწყვეტილების და წერილის ტექსტის ნახვა შეუძლებელია) მინდობილობის გაყალბების ფაქტის გამოძიების კუთხით წერილით მიემართა მთავარი პროკურატურისთვის და იქიდან იფორმაციის მიღებამდე შეჩერებული იქნებოდა მის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თავად მთავარ პროკურატურაში მასალების გადაგზავნა კანონიერია, ხოლო თავად ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე არის დაუსაბუთებელი.

 

მისი საჯარო რეესტრთან პრეტენზიები ეხება ამ უკანასკნელის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობას, კერძოდ, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს საჯარო რეესტრს ვალდებულება ჰქონდა გადაემოწმებინა მინდობილობის ნამდვილობა, რაც არ შეასრულა. ასეთი მოვალეობის შესრულების შემთხვევაში კი ბუნებრივია არ განხორციელდებოდა სადავო რეგისტრაცია, ვინაიდან აღმოჩნდებოდა, რომ მინდობილობა რომლის საფუძველზეც დაინტერესებული პირი ითხოვდა რეგისტრაციას იყო ,,ხარვეზიანი" (იხ.სფ.68-69).

 

2.2.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილებით ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილების გაუქმებისა და N------------ განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.

 

ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2----–-–-----------ის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების N------------ (----------- გაუქმების მოთხოვნის ნაწილში (იხ.სფ.70-75).

 

2.2.18. ს--–------------ის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიმართვით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ის N----- მომართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების მიზნით დაერთო ს--–------------ის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს (იხ.სფ.248).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

ამავე კანონის მერვე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.

 

სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ს ბ---------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---, რომლის თანახმად ყ------------------ს საკუთრებაში გადაეცა 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

2----–-–-------------------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად აღირიცხა ბ---------ის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 1800.00 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

2----–-–-----------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს წარუდგინა 2----–-–----------ს გაცემული მინდობილობა, 2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული.

 

2----–-–------------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა 2----–-–-----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

2----–-–------------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ყ------------------ის წარმომადგენელმა ვ-–----------------–---–მა ბ---------ის რაიონის დიდ მ-------ში მდებარე უძრავი ქონება 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მიყიდა ე--------------ეს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის N--------------- გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე--------------ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს, ასევე სასამართლო ვერ იმსჯელებს მინდობილობის სიყალბეზე, რადგან ს--–------------ის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიმართვით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ის N----- მომართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების მიზნით დაერთო ს--–------------ის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისად მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მინდობილობა N------------, რომლითაც ვ-–--------------–---–მა გაასხვისა ყ------------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება------------- საკადასტრო კოდით, გაცემა დათარიღებულია 2----–-–----------ს. მინდობილობა ნათარგმნია. მთარგმნელის ხემოწერა დამოწმებულია ნოტარიუს მ--------------ს მიერ 2----–-–-----------------ს.

 

რ------------------–-ა, ჩ------–----- ო--------–---- ქალაქი ვ-–------------- ნოტარიუსს ზ------------–---- პ------ს ასულის მიერ 2----–-–---------------ს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს რესბუბლიკის ბ---------ის რაიონის, სოფელ დიდ მ-------ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა N------------ გაცემული 2----–-–----------- მოქალაქე ყ------- მ-----–ის ძე ბ---------ის სახელით ვ-–----------------–---–ზე მის მიერ დადასტურებული არ არის.

 

გარდაცვალების მოწმობაში მითითებულია, რომ ყ------------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს.

 

კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ო---------------------–-–------------------ს რ------------------–-ა, ჩ------–----- ო----ი, ა-–----ს რესპუბლიკა, ქალაქი ა-–-----ის ნოტარიუსის მიერ 2/3 წილზე ყ------------------ის მემკვიდრეობა მიღებული აქვს მის ვაჟიშვილს ა--–-------------ს. სამკვიდრო შედგება: მიწის ნაკვეთისგან, ფართობით 1815 (ერთი ათას რვაას თხუთმეტი) კვ. მ. საკადასტრო ნომრით N----------------., რომელიც მდებარეობს მისამართზე: რესპუბლიკა ჩ------–----- ო--------–----, ა-–-----ის რაიონი, ს. მ-----------ი, ე. ბ---------ის ქუჩა, ნაკვეთი 4---------, პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისთვის წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების მიწებზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მამკვიდრებელს, უფლება წარმოიშობა მიწის ნაკვეთზე მოქალაქის უფლების არსებობის შესახებ სამეურნეო წიგნის 2----–-–----------ის N---- ამონაწერის საფუძველზე, გაცემული რ----ა-–----ს ა-–-----ის რაიონის სასოფლო დასახლების მ-----------ის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის მიერ, საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა და მასთან დაკავშირებულ გარიგებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2----–-–------------ს N---------------------.

 

2----–-–-------------ს საჯარო რეესტრს N------------ განცხადებით მიმართა ა--–-------------მა და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 2----–-–-----------------ის „რეგისტრაციის შესახებ“ N---------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან რეგისტრაციის გაუქმების საკითხებს არეგულირებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: 1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა). წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ). ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელლი დოკუმენტი; გ)ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ). ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადს; ე) არსებობს საქართველოს კანომდებლობით გაათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაცუიამდე არსებული რეგისტრაციის აღდგნას. 3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასმართლოს კანონიერ ძალაში შესული ქატი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები და მოთხოვნილი იქნა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც კანონიერის, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მერვე მუხლის მესამე ნაწლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად

 

- 2----–-–----------------–ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა--–-------------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე: საკადასტრო კოდით:-------------.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა)წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 17-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

 

თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით, საფასური არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განხორციელდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ა--–-------------ის მიერ განცხადებების წარდგენისას, რომლითაც ითხოვდა ე--------------ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობას, სახეზე არ იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გასაზღვრული რეგისტრაცის გაუქმებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ დააკმაყოფილებდა ა--–-------------ის მიერ განცხადებს წარდგენისას ე--------------ის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,თ1" პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავნილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადებასა და მასზედ დართული დოკუმენტაცია მიმართვა N-----.

 

ს--–------------ის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიმართვით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ის N----- მომართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების მიზნით დაერთო ს--–------------ის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა მთავარი პროკურატურიდან წერილზე N----- პასუხის მიღებამდე უვადოთ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ამავე კანონის მეორე მუხლის ,,კ" პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ" პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მინდობილობა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, რომლის ნამდვილობაზე საჯარო რეესტრის თანამშრომლები პასუხს არ აგებენ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სახეზე იყო გარემოება, რომელიც წარმოშობდა რაიმე ეჭვის საფუძველს მინდობილობის ნამდვილობასთან მიმართებით, ხოლო მინდობილობის სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის მიერ გაცემის პირობებში, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეგისტრაცის შეჩერებას.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ა--–-------------ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილებით, ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილების გაუქმებისა და N------------ განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.

 

ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2----–-–-----------ის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების N------------ (----------- გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის N--------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე--------------ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილება ა--–-------------ის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის--01 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა--–-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. ა--–-------------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ "მ--------------–----" დარეგულირებულია ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულება აღმოუჩინონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში. საქართველო, ისევე როგორც რ------------------–-ა მიერთებულია "მ--------------–---". შესაბამისად, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, რომლის ერთ-ერთ რგოლსაც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გადამოწმდეს კონვენციის ხელშემკვრელ ერთ-ერთ სახელმწიფოში გაცემული უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის ვალიდობა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თუკი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნოტარიუსის მიერ გაცემული სამართლებრივი დოკუმენტი და მათ შორის მინდობილობაც, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სპეციალურ ბაზაში, მოითხოვის "მ--------------–---" არმიერთებული სახელმწოფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, მაშინ პიროვნების იდენტიფიცირებისა და გარკვეული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ სამართლებრივი დოკუმენტის ძალმოსილების გადამოწმება, ადმინისტრაციული ორგანოს და მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებაა.

 

სასამართლომ არ უარყო, რომ ყ------------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს, ხოლო მინდობილობა, რომელიც საფუძვლად დაედო------------- საკადასტრო კოდით გარდაცვლილ ყ------------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებას, გაცემულია 2----–-–----------ს ანუ მინდობილობის გამცემი პირის გარდაცვალების შემდეგ, რაც ბუნებრივია შეუძლებელია.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. 2----–-–---------------ს ბ---------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---, რომლის თანახმად ყ------------------ს საკუთრებაში გადაეცა 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

4.1.2. 2----–-–-------------------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად აღირიცხა ბ---------ის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 1800.00 კვ.მ-ი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

4.1.3. 2----–-–------------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს წარუდგინა 2----–-–----------ს გაცემული მინდობილობა, 2----–-–----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ მინდობილობაში თავის თავთან გარიგების დადების შესახებ არ იყო აღნიშნული.

 

4.1.4. 2----–-–------------------ს ვ-–----------------–---–მა საჯარო რეესტრს დამატებით წარუდგინა 2----–-–-----------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ე--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

4.1.5. 2----–-–------------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ყ------------------ის წარმომადგენელმა ვ-–----------------–---–მა, ბ---------ის რაიონის დიდ მ-------ში მდებარე უძრავი ქონება, 1800კვმ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მიყიდა ე--------------ეს.

 

4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის N--------------- გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება, 6----------- საკადასტრო კოდით, ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე--------------ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

4.1.7. მინდობილობა N------------, რომლითაც ვ-–----------------–---–მა გაასხვისა ყ------------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება------------- საკადასტრო კოდით, გაცემა დათარიღებულია ორიათასს ჩვიდმეტი წლის 19 . მინდობილობა ნათარგმნია, მთარგმნელის ხემოწერა დამოწმებულია ნოტარიუს მ--------------ს მიერ 2----–-–-----------------ს.

 

4.1.8. რ------------------–-ის, ჩ------–----- ო----ის-ა-–-----, ქალაქი ვ-–------------- ნოტარიუსის ზ------------–----ს მიერ, 2----–-–---------------ს, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს რესბუბლიკის ბ---------ის რაიონის, სოფელ დიდ მ-------ში მდებარე სახლმფლობელობის და მიწის ნაკვეთის განკარგვის, გაყიდვის, გაცვლის მინდობილობა N------------ გაცემული 2----–-–----------- მოქალაქე ყ------- მ-----–ის ძე ბ---------ის სახელით ვ-–----------------–---–ზე მის მიერ დადასტურებული არ არის.

 

4.1.9. გარდაცვალების მოწმობაში მითითებულია, რომ ყ------------------ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს.

 

4.1.10. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით ო---------------------–-–------------------ს რ------------------–-ის, ჩ------–----- ო----ის, ქალაქ ა-–-----ის ნოტარიუსის მიერ 2/3 წილზე ყ------------------ის მემკვიდრეობა მიღებული აქვს მის ვაჟიშვილს ა--–-------------ს. სამკვიდრო შედგება: მიწის ნაკვეთისგან, ფართობით 1815 (ერთი ათას რვაას თხუთმეტი) კვ. მ. საკადასტრო ნომრით N----------------., რომელიც მდებარეობს მისამართზე: რესპუბლიკა ჩ------–----- ო--------–----, ა-–-----ის რაიონი, ს. მ-----------ი, ე. ბ---------ის ქუჩა, ნაკვეთი 4---------, პირადი დამხმარე მეურნეობის წარმოებისთვის წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების მიწებზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მამკვიდრებელს, უფლება წარმოიშობა მიწის ნაკვეთზე მოქალაქის უფლების არსებობის შესახებ სამეურნეო წიგნის 2----–-–----------ის N---- ამონაწერის საფუძველზე, გაცემული რ----ა-–----ს ა-–-----ის რაიონის სასოფლო დასახლების მ-----------ის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის მიერ, საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა და მასთან დაკავშირებულ გარიგებათა ერთიან სახელმწიფო რეესტრში 2----–-–------------ს N---------------------.

 

4.1.11. 2----–-–-------------ს ა--–-------------მა N------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 2----–-–-----------------ის „რეგისტრაციის შესახებ“ N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

 

4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან რეგისტრაციის გაუქმების საკითხებს არეგულირებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: 1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა). წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ). ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელლი დოკუმენტი; გ). ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ). ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადს; ე) არსებობს საქართველოს კანომდებლობით გაათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაცუიამდე არსებული რეგისტრაციის აღდგნას. 3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასმართლოს კანონიერ ძალაში შესული ქატი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ)არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები და მოთხოვნილი იქნა რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

4.1.13. 2----–-–----------------–ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა--–-------------ის წარმომადგენელმა და ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე: საკადასტრო კოდით:-------------.

 

4.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში რეაგირების მიზნით გადაგზავილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი N------------ და N------------ სარეგისტრაციო განცხადება და მასზედ დართული დოკუმენტაცია მიმართვა N-----.

 

4.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა მთავარი პროკურატურიდან წერილზე N----- პასუხის მიღებამდე უვადოთ.

 

4.1.16. ა--–-------------ის წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მიერ ვ-–----------------–---–ის მიერ წარდგენილი ყ------------------ის წარმომადგენლობის უფლების დამდგენი დოკუმენტის - მინდობილობის კანონიერების გადაუმოწმებლობით დაირღვა მოსარჩელის ა--–-------------ის კანონიერი უფლება მიიღოს მემკვიდრეობით მიღებული ქონება და შესაბამისად მისი განმარტებით საჯარო რეესტრი ვალდებულია კიდეც თავისი დაშვებული შეცდომა გამოასწოროს ყველა კანონით დასაშვები საშუალებით.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან ასეთი ქმედების განხორციელების უფლებაც და ვალდებულებაც, საჯარო რეესტრს მინიჭებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მან მოითხოვა: დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება 2----–-–-----------------ის "რეგისტრაციის შესახებ" N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ, 2----–-–-----------------ის "რეგისტრაციის შესახებ" N--------------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ბათილად ცნობილიყო იგი.

 

2----–-–---------------–ის გადაწყვეტილებით ა--–-------------ის ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა მთავარი პროკურატურის N----- წერილზე პასუხის მიღებამდე. იმავდროულად საჯარო რეესტრის თანამშრომემა სატელეფონო საუბრით განუმარტა მას, რომ (ვებ.გვერზე გადაწყვეტილების და წერილის ტექსტის ნახვა შეუძლებელია) მინდობილობის გაყალბების ფაქტის გამოძიების კუთხით წერილით მიემართა მთავარი პროკურატურისთვის და იქიდან იფორმაციის მიღებამდე შეჩერებული იქნებოდა მის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თავად მთავარ პროკურატურაში მასალების გადაგზავნა კანონიერია, ხოლო თავად ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება პროკურატურიდან პასუხის მიღებამდე არის დაუსაბუთებელი.

 

მისი საჯარო რეესტრთან პრეტენზიები ეხება ამ უკანასკნელის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობას, კერძოდ, სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს საჯარო რეესტრს ვალდებულება ჰქონდა გადაემოწმებინა მინდობილობის ნამდვილობა, რაც არ შეასრულა. ასეთი მოვალეობის შესრულების შემთხვევაში კი ბუნებრივია არ განხორციელდებოდა სადავო რეგისტრაცია, ვინაიდან აღმოჩნდებოდა, რომ მინდობილობა რომლის საფუძველზეც დაინტერესებული პირი ითხოვდა რეგისტრაციას იყო ,,ხარვეზიანი".

 

4.1.17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილებით ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილების გაუქმებისა და N------------ განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.

 

ა--–-------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2----–-–-----------ის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების N------------ (----------- გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

 

4.1.18. ს--–------------ის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიმართვით დადგენილია, რომ 2----–-–---------------–ის N----- მომართვა თანდართული დოკუმენტაციით, შემდგომი გამოძიების მიზნით დაერთო ს--–------------ის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერება. მოსარჩელე მოითხოვს მის ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაცია განხორციელდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე და მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გადაამოწმა მინდობილობის ძალაში ყოფნის საკითხი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა შეაფასებს სარეგისტრაციო წარმოების დროს მარეგისტრირებელი ორგანოს როლს და წარდგენილ დოკუმენტთა კვლევის ფარგლებს. ამასთან, პალატამ უნდა შეაფასოს არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის თუ არა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთ ვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამდენად, რეგისტრაციის მიზნებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის კვლევას მარეგისტრირებელი ორგანო არ ახორციელებს, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნულ დოკუმენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი აშკარაა. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ-–----------------–---–მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარუდგინა მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე მოითხოვა ყ------------------ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, 6----------- საკადასტრო კოდით, ე--------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებით, ვ-–----------------–---–ი მოქმედებმდა, როგორც ყ------------------ის მინდობილი პირი. მინდობილობა გაფორმებული იყო სანოტარო წესით ჩ------–----- ო----ის რესპუბლიკის, ქ. ვ-–------------- ნოტარიუსის მიერ. იგი ნათარგმნი იყო მთარგმნელის მიერ და დამოწმებულ იქნა ნოტარიუსს მ--------------ს მიერ. მოსარჩელე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთთებს სწორედ აღნიშნულ მინდობილობათა სიყალბეზე, რეგისტრაციისათვის სხვა დამაბრკოლებელ გარემოებებზე მხარე არ აპელირებს. შესაბამისად, პალატამ უნდა შეამოწმოს მოცემული სახის მინდობილობათა არსებობის პირობებში მარეგისტრირებელი ორგანო იყო თუ არა უფლებამოსილი განეხორციელებინა უფლების რეგისტრაცია.

 

სააპელაციო პალატა კვლავაც მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე და მის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სანოტარო წესით დადასტურებული, თარგმნილი და ასევე სანორატო წესით დამოწმებული მინდობილობის პირობებში მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, ვ-–----------------–---–ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძელზე საჯარო რეესტრი ვალდებული იყო მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ე--------------ეზე.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მინდობილობა რომლის საფუძველზეც მოქმედებდა ვ-–----------------–---–ი შედგენილია უფრო ადრე, ვიდრე მარწმუნებელი გარდაიცვლებოდა და რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, არ ქმნის საფუძველს მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოცემულ ეტაპზე ბათილად ცნოს განხორციელებული რეგისტრაცია, ვინაიდან დასახელებული ფაქტის დადასტურების, მინდობილობის სიყალბის დადგენაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გამოძიება და სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს რეგისტრირებული მონაცემების კორექტირება, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში.

 

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე რეგისტრაციის შესახებ გადაწყევტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს არა იმ გარემოებას, რომ უტყუარად არის დადგენილი მინდობილობის სიყალბე, არამედ მასზედ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არ უზრუნველყო მასზედ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება - არ გამოიკვლია წარდგენილი მინდობილობის ძალაში ყოფნის საკითხი. სააპელაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა მასში ეჭვის შეტანის და კვლევის კომპეტენცია. რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ თავად განმცხადებლებები. მარეგისტრირებელი ორგანო უზრუნველყოფს მასთან არსებული მონაცემებისა და წარდგენილ დოკუმენტაციათა ურთიერთშეჯერებას და აღნიშნულის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სადავო რეგისტრაციის დროს მარეგისტრირებელმა ორგანომ ჯეროვნად არ შეასრულა მასზედ დაკისრებული ვალდებულებები, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებთი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

ზემოაღნიშნული საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის N--------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც------------- საკადასტრო კოდით ყ------------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იქნა ე--------------ის საკუთრების უფლება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ ეტაპზე მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ს--–------------ის რეგიონული ოფისის 2----–-–---------------–ის N--------------- გადაწყვეტილებით მართებულად იქნა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება მთავარი პროკურატურიდან N----- წერილზე პასუხის მიღებამდე უვადოთ. ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდება მინდობილობის სიყალბე, საჯარო რეესტრი არ არის უფლებამოსილი ბათილად ცნოს რეგისტრაცია. შესაბამისად, მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე გამოცემული 2----–-–------------–ის N------ გადაწყვეტილებაც სააპელაციო პალატას მიაჩნია კანონის დაცვით გამოცემულ აქტად.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ ეტაპზე არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა--–-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N-ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა