განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.01.2019
საქმის ნომერი
130210017002119938
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017002119938

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/1085-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი, ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - შ-- „გ---“

წარმომადგენელი - შ----- ი----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ-–------------–----–------ის გ-------ა

წარმომადგენელი - მ------ა ძ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ხ-–------------–----–------ის გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შ-- „გ---ს“ მოსარჩელე ხ-–------------–----–------ი გ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 10 542.23 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2----–-–------------------ს მოსაჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება

 

მტკიცებულება - 2----–-–------------------ს გაფომებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---.

 

2.2. შ-- „გ---მ“ მიმართა მ----–----–------ის გ-------ას და ითხოვა სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება წლის ბოლომდე.

 

მტკიცებულება - მიმართვა №98.

 

2.3. ხ-–------------–----–------ის გ-------ამ 2----–-–------------რის №--- ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება და ობიექტის მიწოდების ვადად შ-- „გ---ს“ განუსაზღვრა 2----–-–------------ბრის ჩათვლით.

 

მტკიცებულება: ხ-–------------–----–------ის გამგებლის 2--------- წლის №---- ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა.

 

2.4. შ-- „გ---მ“ ხ-–------------–----–------ის გ-------ას წარმოუდგინა მიღება- ჩაბარების აქტი და შესრულებული სამუშაოების აქტები;

 

მტკიცებულება: შ-- „გ---ს“ 2----–-–-------------რის მომართვა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.5. 2----–-–-------------რის მიღება-ჩაბარების აქტები და 2----–-–------------ის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.

 

მტკიცებულება-მიღებ-ჩაბარების აქტები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

2.7. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტს, შესრულების ვადის გადაცილებას. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, დადგენილ ვადაში რაც შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოს შეუსრულებლობისათვის მისი ღირებულების გარკვეული %-ის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

პირგასამტეხლო მხარეს ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, არაჯეროვანი შესრულება ნიშნავს შესრულებას ხელშეკრულების პირობების და ვადის დარღვევით.

 

დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხლშეკრულების- ვალდებულების-არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძვლიანია სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპაპასუხის განმარტებას, რომ კლიმატური პირობების გართულების გამო ხელშეკრულების შესრულების ვადის ცვლილების შემდეგ არ მომხდარა ახალი გეგმა-გრაფიკის დადგენა, და, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო რთული მეტეოროლოგიური პირობებით, რადგან როგორც საქმის მასალებით და მოსარჩელის განმარტებით დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაში შესრულების ვადასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის შესაბამისად მოპასუხის მიერ თავისი ინციატივით წარდგენილ იქნა ახალი გეგმა-გრაფიკი, ამასთან მოპასუხეს შეცვლილი ვადის ფარგლებში არ მოუთხოვია ცუდი კლიმატური პირობების გამო შესრულების ახალი ვადა, ანდა გრაფიკის შეცვლა. (იხ.ოქმი)

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენის გამო მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტია მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების შემოწმების დუკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას და მასზეა დამოკიდებული მხოლოდ თანხის მოპასუხისათვის გადახდის პროცედურის დაწყება. სასამართლო თვლის. რომ ხელშეკრულების 11.5 მუხლის თანახმად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების საერთო ვადის და გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლო გონივრულ ფარგლებში. საერთო ჯამში (27750+24961.17)=52711.17 ლარის ნაცვლად აღნიშნული თანხა უნდა შემცირდეს 5 ჯერ და საბოლოო პირგასამტეხლი უნდა განისაზღვროს 10 542.23 ლარით, რაც სამართლიანი იქნება.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 5-ჯერ, რადგან ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათი (ვადის გადაცილება) ხარისხი (15 დღე) მოსარჩელისათვის შესაძლო ზიანის საფრთხე (მოსარჩელეს არ მისდგომია არანაირი მატერიალური და სხვა სახის ზიანი), მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (შ-- „გ---ს“ გააჩნია უამრავი ვალდებულება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამასთან კომპანიას გააჩნია უამრავი საგადასახადო და სხვა სახის ვალდებულებები, რომელთა გამო აწარმოებს არაერთ დავას როგორც სასამართლოებში, ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში) ქმნიდა სრულ საფუძველს პირგასამტეხლოს ოცმაგად შემცირების თაობაზე.

 

3.2. აპელანტის მითითებით, შ-- „გ---მ“ სამუშაო შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით, რაც დადასტურდა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი ჰქონდა მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს 15 დღიან ვადაგადაცილებას, მასთან შესრულებული სამუშოას ხარისხი სადაო არ არის; შესაბამისად, ამ დარღვევის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით 10 542,17 ლარის დაკისრება არაპროპორციული და არათანაზომიერია ჩადენილი დარღვევის ხარისხთან, იგი მძიმედ აწევს მოპასუხე მხარეს და გაუმართლებელ ფინანსურ უპირატესობას ანიჭებს მეორე მხარეს. გარდა ამისა აპელანტის მოსაზრებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა წინააღმდეგობაშია ეროვნული სამართალწარმოებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან.აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 69 361 ლარის 20-ჯერ შემცირების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობროვო საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ხ-–------------–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ შ-- „გ---სათვის“ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 10 542.23 ლარს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შემოწმება.

 

4.2. დადგენილია, რომ ხ-–------------–----–------ის გ-------ასა და შ-- „გ---ს“ შორის 2----–-–------------------ს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, დ--ა ს------ში 9-------–ის ქუჩის ნაწილობრივ მოასფალტების და კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, დანართი N1-ის, დანართი N2-ის და თანმდევი საპროექტო ნახაზების მიხედვით. შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე;

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 11.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულ;ებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება;

 

ხელშეკრულების 11.7. პუნქტის მიხედვით, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა, გრაფიკით მოცემულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (იხ. 21.10.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---, ტ.1, ს.ფ. 17-22)

 

4.3. 1---------წ. შ-- „გ---მ“ სამუშაოების მიწოდების ვადის გარგძელების შესახებ თხივნით მიმართა ხ-–------------–----–------ის გ-------ას (იხ. ტ.1, ს.ფ. 45)

 

4.4. ხ-–------------–----–------ის გამგებლის 2--------- წლის №---- ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის თანახმად, ხ-–------------–----–------ის გ-------ამ 2----–-–------------რის №--- ხელშეკრულებაში შეიტანა ცვლილება და ობიექტის მიწოდების ვადა განსაზღვრა 2----–-–------------ბრის ჩათვლით (იხ. ტ.1, ს.ფ. 47)

 

4.5. 1---------წ. მიმართვით, შ-- „გ---მ“ ხ-–------------–----–------ის გ-------ას წარუდგინა 1---------წ. მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების აქტი, შუალედური მიღება ჩაბარების აქტი და მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე (იხ. ტ,.1, ს.ფ. 48)

 

1--------- წ. მიმართვით, შ-- „გ---მ“ ხ-–------------–----–------ის გ-------ას წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 68)

 

4.6. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ქონდა შესრულების ვადის გადაცილებას 15 დღით. თუმცა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოები შესრულებული იქნა ხარისხიანად და ამ მხრივ ზიანი შემსყიდველს არ მისდგომია.

 

4.7. პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში და შ-- „გ---ს“ ხ-–------------–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 3468 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის (აპელანტი) მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. პალატა შენიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, განსახილველ შემთხვევაში, გამოიხატა მხოლოდ შესრულების ვადის 15 დღით გადაცილებაში. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ დარღვევის ამ თავისებურებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ექვემდებარება შემცირებას. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, აგრეთვე ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, პალატა სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის დანაწესზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობად 3468 ლარის ოდენობით თანხის დადგენას. ამდენად, ხ-–------------–----–------ის გ-------ის სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც შ-- „გ---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 3 468 ლარის გადახდა.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შ-- „გ---ს“ ხ-–------------–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 3 468 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ხ-–------------–----–------ის გამგობის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ-- „გ---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 49%-ით (3468*100/7074). აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახ. ბაჟი 282 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 138 (282-ს 49%) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 69 361.17 ლარის დაკისრება, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 3 468 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი ბაჟი 104 ლარი (3 468-ის 3%).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ-- „გ---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ხ-–------------–----–------ის გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

4. შ-- „გ---ს“ დაეკისროს 3 468 ლარის ანაზღაურება ხ-–------------–----–------ის გ-------ის სასარგებლოდ;

 

5. ხ-–------------–----–------ის გ-------ას შ-- „გ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება138 ლარის ოდენობით;

 

6. შ-- „გ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 104 ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

8. გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე