განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001876911
საქმე №2ბ/3096-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი, მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ა-–---------- ი----–---–ი
წარმომადგენელი - ს-------- ს---------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ხ------–---–ი
წარმომადგენელი - ლ-- ხ--–-–---–ი
დავის საგანი - მამობის დადგენა, გვარის მინიჭება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 22.03.2018 წლის საოქმო განჩინება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ----- ხ------–---–ის (პირადი N-----------) სარჩელი; თ----- ხ------–---–ის (პირადი N-----------) მამად ცნობილ იქნა ა-–---------- ი----–---–ი (პირადი N-----------), რის შესაბამისადაც დადგინდა ცვლილების შეტანა თ----- ხ------–---–ის (პირადი N-----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, დადგინდა მამის გრაფაში ა-–---------- ი----–---–ის (პირადი N-----------) მითითება, დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე თ----- ხ------–---–ი დაიბადა 1--- წლის 0-------. მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულ-- ,,ა-–---------- გ-------–-ს ძე ხ------–---–ი”, ხოლო დედის გრაფაში - ,,მ---- ხ------–---–ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ----- ხ------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (იხ. ს.ფ. 12);
2.2. მოსარჩელის დედამ, მ---- რ------- ასულმა ხ------–---–მა (დაბადებული 1--- წლის 1-----------–-) 2008 წლის 05 სექტემბერს შეიცვალა გვარი - ,,ხ---------ზე“, რაზეც შედგენილი იქნა სააქტო ჩანაწერი გვარის შეცვლის შესახებ N--- -ით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გვარის, სახელის, მამის სახელის გამოცვლის მოწმობა (ს.ფ. 14-15);
2.3.მ---- ხ------–---–ი და ა-–---------- ი----–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ა-–---------- ი----–---–ი (დაბადებული 1---------წ., პირადი N-----------) არის თ----- ხ------–---–ის (დაბადებული 0----.1---წ., პირადი N-----------) ბიოლოგიური მამა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ, გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით, ა-–---------- ი----–---–ის და თ----- ხ------–---–ის გენეტიკური პროფილების შედარებით, იდენტური ალელების გამოყენებით გამოითვალა ბიოლოგიური მამობის ინდექსი. ა-–---------- ი----–---–ის ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა თ----- ხ------–---–ის მიმართ, გამოითვალა ფორმულით: PP=(1 -CPI)X100% და 99.9999% შეადგინა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან აღნიშნული დასკვნასთან მიმართებით ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მხოლოდ ერთ -ერთ მეთოდი იქნა გამოყენებული და ეს დასკვნა არ არის კატეგორიული, არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ ა-–---------- ი----–---–ი არ იყოს თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიური მამა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) დასკვნის შედეგს ეჭქვეშ დააყენებდა. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა, რომელიც მომზადებული იქნებოდა კომპეტენტური ორგანოს მიერ და გაამყარებდა მხარის პოზიციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა N--------- (ს.ფ. 138-145).
2.5. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ბ---- ქ-------ს“ ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე თ----- ხ------–---–ი გარკვეული პერიოდულობით, თვეების მიხედვით იღებდა მატერიალურ დახმარებას 1850 (ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
მოპასუხე მხარის განმარტებით, ფულადი მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს მოსარჩელე თ----- ხ------–---–სა და მოპასუხე ა-–---------- ი----–---–ს შორის ნათესაური კავშირის არსებობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საყოველთაოდ ცნობილია იმ პირთა სიმრავლე, რომელთაც მოპასუხის ძმა ერთჯერადად თუ ყოველთვიურად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ბ---- ქ-------ს“ ამონაწერი, პერიოდი 25.08.2010-30.07.2015 წელი (ს.ფ. 18-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის თ----- ხ------–---–ის მამად ა-–---------- ი----–---–ის აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენის წესს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- ხ------–---–ი დაიბადა 1--- წლის 0-------. მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია ,,ა-–---------- გ-------–-ს ძე ხ------–---–ი”, ხოლო დედის გრაფაში - მ---- ხ------–---–ი. მხარეთა განმარტებით, იმ პერიოდისათვის დაუქორწინებელ მშობლების შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მონაცემების შეტანა ხორციელდებოდა დედის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
‘’ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას თ----- ხ------–---–ის მამად ა-–---------- ი----–---–ის აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვა: არსებობს თუ არა თ----- ხ------–---–სა და მოპასუხე ა-–---------- ი----–---–ს შორის გენეტიკური (ნათესაური) კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ა-–---------- ი----–---–ი (დაბადებული 1---------წ., პირადი N-----------) არის თ----- ხ------–---–ის (დაბადებული 0----.1---წ., პირადი N-----------) ბიოლოგიური მამა.
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ, გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით, ა-–---------- ი----–---–ის და თ----- ხ------–---–ის გენეტიკური პროფილების შედარებით, იდენტური ალელების გამოყენებით გამოითვალა ბიოლოგიური მამობის ინდექსი. ა-–---------- ი----–---–ის ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა თ----- ხ------–---–ის მიმართ, გამოითვალა ფორმულით: PP=(1- CPI)X100% და 99.9999% შეადგინა.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან აღნიშნული დასკვნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მხოლოდ ერთ-ერთ მეთოდი იქნა გამოყენებული და ეს დასკვნა არ არის კატეგორიული, არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ ა-–---------- ი----–---–ი არ იყოს თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიური მამა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) დასკვნის შედეგს ეჭქვეშ დააყენებდა. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა, რომელიც მომზადებული იქნებოდა კომპეტენტური ორგანოს მიერ და გაამყარებდა მხარის პოზიციას. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, პირის მამად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მხარეთა შორის განსხვავებული პოზიციის პირობებში, მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, კი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) დასკვნით დადასტურდა ის გარემოება, რომ თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიურ მამას წარმოადგენს მოპასუხე ა-–---------- ი----–---–ი და მათ შორის ნათესაური კავშირის (მამა-შვილობის) არსებობის ფაქტი დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დაკვნის საფუძველზე. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება კი განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ან სადავოდ გახდიდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას. შესაბამისად, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე თ----- ხ------–---–ის მამად აღიარებულ უნდა იქნეს ა-–---------- ი----–---–ი და შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადგინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძველი თ----- ხ------–---–ის მამად აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე არის მისი ბიოლოგიური შვილი. ამ გარემოების დასადგენად სასასმართლო დაეყდნო მხოლოდ ერთ მტკიცებულებას ექსპერტიზის დასკვნას, ისე რომ მას არ მიეცა აღნიშნული მტკიცებულების გაქარწყლების შესაძლებლობა. აპელანტის განმარტებით დასკვნის მიხედვით მოსარჩელის ბიოლოგიურად მშობლად მისი ყოფნის ალბათობა დაშვებულია 99.9999 %-ით. გათვალისწინებით იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი დასკვნა ეფუძნება ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მხოლოდ ერთ მეთოდს და დასკვნა არ არის კატეგორიული და ტოვებს თუნდაც მცირე ალბათობას იმისა, რომ იგი შეიძლება არ იყოს თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიური მამას სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა დამატებითი კვლევის ჩატარების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიური მამა ა-–---------- ი----–---–ია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.01.2018 წლის დასკვნაში
- კითხვაზე: არსებობს თუ არა თ----- ხ------–---–ს (დაბადებული1--- წლის 0-------, პირადი #-----------) და მოპასუხე ა-–---------- ი----–---–ს (პირადი #-----------) შორის გენეტიკური (ნათესაური) კავშირი, როგორც მამას და შვილს შორის.
ექსპერტმა გასცა შემდეგი პასუხი: გენეტიკური კვლევის და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ა-–---------- ი----–---–ი (დაბადებლი 1---------წ. პ/ნ 0-----------) არის თ----- ხ-----–---–ის (დაბადებული1--- წლის 0-------, პირადი #-----------) ბიოლოგიური მამა.
აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის მიერ გენეტიკური კვლევისთვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში - ა-–---------- ი----–---–ის შემთხვევაში - ობ. #1, ხოლო თ----- ხ------–---–ის შემთხვევაში - ობ. #2. დასკვნის გენეტიკური და სტატიკური ანალიზის ნაწილის თანახმად ა-–---------- ი--------–ის (ობ. #1) და თ----- ხ------–---–ის ( ობ. #2) გენეტიკური პროფილების შედარებით, იდენტური ალელების გამოყენების გამოითვალა ბიოლოგიური მამობის ინდექსი (PI)ფორმულით: PI=2p-p2 .
ა-–---------- ი----–---–ის (ობ. #1) ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა თ----- ხ------–---–ის (ობ. #2) მიმართ, გამოითვალა ფორმულით: PP=(1-CPI)*100 % და 99.9999% შეადგინა.
4.1.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 173-მუხლის მე-2 ნაწილის თანამხად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვრის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა დასაბუთებულია, საქმეში არ არსებობს სხვა დასკვნა, რომელიც ეწინააღმდეგება მას, შესაბამისად, სახეზე არ არის განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.
4.1.3. აპელანტის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებად საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. პალატის განმარტებით, კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად თავად ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალური კანონითაა გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტი - სპეციალური მტკიცებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო ურთიერთობა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით, რომელიც არეგულირებს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის საკითხს და ამ მუხლის მესამე ნაწილით დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის ფაქტის დადასტურებისათვის ითვალისწინებს სპეციალურ მტკიცებულებას, როგორიცაა ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები (მტკიცებულებები), რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეშია წარმოდგენილი და რომლის თანახმად, მტკიცდება, რომ ა-–---------- ი----–---–ი არის თ----- ხ------–---–ის ბიოლოგიური მამა, რაც პალატის მოსაზრებით, საკმარისი და სპეციალური მტკიცებულებაა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის ფაქტის დასადგენად.
სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- ი----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე