განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002700838
საქმე №1ბ/1675-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მც------------------------–---------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ვ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ვ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოვებით 11:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ვ--------------–---–ს და მის მეუღლეს ნ--------–---–-----ს მოუხდათ შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხზე. კამათის დროს ვ--------------–---–მა სახეში ორჯერ დაარტყა ხელი ნ--------–---–-----ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 14 წლის მ----------–-----------–-–----–-----------–---–ის თანდასწრებით. ნ--------–---–-----ი გაერიდა მეუღლეს და შევიდა სახლში, სადაც შეჰყვა ვ--------------–---–ი და მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--------–---–-----ის მისაშველებლად ოთახში შევიდა მისი არასრულწლოვანი შვილი მ----------–--ე, რომლის თანდასწრებით ვ--------------–---–მა ორჯერ მუშტი დაარტყა ბეჭის მიდამოში, სახეში და თავში დაარტყა ხელი. ძალადობის დროს ნ--------–---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი .
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ--------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, თავისუფლების აღკვეთის სახით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ სასაჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და და დაზარალებულ ნ--------–---–-----ის გამოკითხვის ოქმში აღწერილი მეუღლის ვ--------------–---–ის მის მიმართ დამოკიდებულება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ--------–---–-----ის, მ----------–--ის, მოწმე ლ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ლ------------–---–ის, თავად ვ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსურათებით; შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ--------–---–-----ის განცხადებით პრეტენზიის არქონის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი ცნობით და საქმის სხვა მასალების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს გააცნობიერა მომხდრი ძალადობის სიმძიმე, სურს შეინარჩუნოს ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენალია, შერიგებულია დაზარალებულთან ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვეფვია ამირაშვილი ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მვხეთის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი ვ--------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთია რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ვ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი