განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
120100118002684929
ინსტანცია
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002684929

საქმე №1ბ/1670-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ფ---------–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–-----------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ფ---------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 01 წელი.

 

ფ---------–------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 17:11 საათზე, ა--------------------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფ---------–------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი მ-------–------ის თანდასწრებით მის ძმას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს ნ-------–------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში ასევე ღუმელის საჩხრეკი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ---------–------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ფ---------–------ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი, ვინაიდან ფ---------–------ეს დაენიშნა უკანონო სასჯელი, რაც უნდა შეიცვალოს კანონიერი გადაწყვეტილებით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფ---------–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ფ---------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-------–------ის ჩვენებით, მ-------–------ის ჩვენებით, 2018 წლის 11 სექტემბრის Nº7--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა მ---------–------ის, მ-------–------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ფ---------–------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენის გაუქმებისა და ფ---------–------ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ფ---------–------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ფ---------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.

 

ფ---------–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ფ---------–------ის (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 7000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ე-------–-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ 16 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე ა--------------------------–-----------ში, სარეგისტრაციო ზონა- ა--------------------------------------------------------–-------------------

 

ნივთიერი მტკიცებულება საჩხრეკი, რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი