განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
190100118002450460
ინსტანცია
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1-0100118002450460 №1ბ/1135-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - სა-–---------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - და---- გა-–-------ის ძე კ----–----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ--------ის რაიონი, სოფელი ფ---–------------ი.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ორი ან მეტი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

განაჩენის მიხედვით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ორი ან მეტი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა

 

სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და და---- კ----–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: მუქარის ბრალდებაში გამართლების ნაწილში განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ყურადღება მიანიჭა უმნიშვნელო ასპექტს, თუ რამდენად იდენტურად და დეტალურად აღწერდნენ დაზარალებულები შემთხვევის დღეს და---- კ----–----ის მხრიდან განხორციელებულ მუქარას და შიშის განცდის ფაქტს. ამასთან, სასამართლომ რატომღაც მოითხოვა რე---- რ---–---–ისგან იმის ცოდნა თუ რა მომენტში შეეშინდა მუქარის ეკ--------- ს------–---–ს და მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა რე---- რ---–---–ის ჩვენება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში (20.07.2018, საქმეN117აპ-18) განმარტა, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ის ერთმანეთთან შეკავშირებული, რელევანტური და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს და---- კ----–----ის მხრიდან განხორციელებულ მუქარას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ და---- კ----–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, მისი მხრიდან ეკ--------- ს------–---–ისთვის და რე---- რ---–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება განპირობებული იყო თავდაცვის მიზნით, ვინაიდან რე---- რ---–---–მა, რომელიც მასზე მაღალი და ძლიერიც იყო, პირველმა გაიწია მისკენ და შეეხო ფიზიკურად, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი ურტყამდა მას, ეკ--------- ს------–---–ი უკავებდა ხელებს, რის გამოც უკბინა ხელებზე, რათა თავი დაეხსნა მისგან და შეძლებოდა რე---- რ---–---–ის მოგერიება. და---- კ----–----ის ცემის მიზანი გააჩნდა რე---- რ---–---–ს, აღნიშნულს ადასტურებს ამ უკანასკნელის მხრიდან სხვადასხვა ადგილას (მათ შორის მტკვართან) შეხვედრის შეთავაზება. სწორედ ამიტომ მათ სახლში შესვლისას მან ამოიღო იარაღი, რადგან ეგონა, რომ დაახვედრებდა მეგობრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სახლში გარეშე პირი არ იმყოფებოდა, შესვლისთანავე დადო იარაღი მაგიდაზე და არ განუხორციელებია არანაირი მუქარა დაზარალებულების მიმართ. ბრალდების მხარემ ძალით ათქმევინა დაზარალებულს თითქოს ადგილი ჰქონდა მუქარას, რაც მიუთითებს ბრალდების ხელოვნურად დამძიმებაზე (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

და---- კ----–----ეს ბრალად წარედგინა ორი ან მეტი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დადგენილების მიხედვით, და---- კ----–----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 აპრილს და---- კ----–----ე იმყოფებოდა ქალაქ რ-------–-, მე-1----------------ის 2-------------ის N-----–----------– ბინაში, რა დროსაც მათსავე ბინაში მყოფ ეკ--------- ს------–---–სა და რე---- რ---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ეკ--------- ს------–---–ს უკბინა ორივე ხელის მაჯაზე, ხოლო რე---- რ---–---–ს სახის არეში ორჯერ ჩაარტყა იარაღის კონდახი. და---- კ----–----ის ქმედებებით ეკ--------- ს------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო რე---- რ---–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, და---- კ----–----ე იმყოფებოდა ქალაქ რ-------–- მე-1------------------------------------ის N------–----------– ბინაში, რა დროსაც მათსავე ბინაში მყოფ ეკ--------- ს------–---–სა და რე---- რ---–---–ს დაემუქრა მოკვლით. ეკ--------- ს------–---–ს და რე---- რ---–---–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან და---- კ----–----ეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით, და---- კ----–----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი მუქარის განხორციელების ნაწილში და დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი ან მეტი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენაში, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

2018 წლის 11 აპრილს და---- კ----–----ე იმყოფებოდა ქალაქ რ-------–-, მე-1----------------ის 2-------------ის N-----–----------– ბინაში, რა დროსაც მათსავე ბინაში მყოფ ეკ--------- ს------–---–სა და რე---- რ---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ეკ--------- ს------–---–ს უკბინა ორივე ხელის მაჯაზე, ხოლო რე---- რ---–---–ს სახის არეში ორჯერ ჩაარტყა იარაღის კონდახი. და---- კ----–----ის ქმედებებით ეკ--------- ს------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო რე---- რ---–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა და---- კ----–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით, და---- კ----–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და---- კ----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

და---- კ----–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 აპრილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად სისხლის სამართლის №012-1------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 11 აპრილს, ეკ--------- ს------–---–ის N8----- და N84---- შეტყობინებების საფუძველზე, რომლის თანახმად, ეკ--------- ს------–---–მა განაცხადა, რომ ქ.რ-------–- მე-1----------------ში, კო---------------–- მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობრის ძმა - და---- კ----–----ე, რომელიც იარაღით დაემუქრა და სთხოვა თან წაყოლოდა მას, ხოლო უარის მიღების შემდეგ და---- კ----–----ემ წაართვა მობილური ტელეფონი და გაიქცა.

 

N8----- შეტყობინების მიხედვით 2018 წლის 11 აპრილს, და---- კ----–----ემ განაცხადა, რომ ქ.რ-------–- მე-1----------------ში მის მეგობარ ეკ--------- ს------–---–ის მეუღლესთან რე---- რ---–---–თან მოუვიდა ჩხუბი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ეკ--------- ს------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე, როდესაც მეუღლე რე---- რ---–---–ი იმყოფებოდა პატიმრობაში, მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და---- კ----–----ესთან, თუმცა მეუღლის პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ მან და---- კ----–----ესთან შეწყვიტა ურთიერთობა და ამის შესახებ გულახდილად მოუყვა მეუღლეს, რომელთანაც განაგრძო ოჯახური ცხოვრება. 2018 წლის 11 აპრილს, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ჩავიდა ქ.რ-------–- მისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში. იმავე დღეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და---- კ----–----ე, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა მისი ნახვა, რაზედაც ეკ--------- ს------–---–ი ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევის მიზნით დათანხმდა. გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად მან და---- კ----–----ე სახლში აყვანამდე გაჩხრიკა. სახლში შესვლისას, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფი რე---- რ---–---–ი იყო წამოწოლილი მისაღებ ოთახში, რის გამოც მათ შესვლაზე რეაქცია არ ჰქონია, და---- კ----–----ემ ამოიღო იარაღი, გადატენა და თქვა, რომ არავინ ახლოს არ მისულიყო, დამჯდარიყვნენ და ელაპარაკათ. იმ დროს სახლში მყოფი ეკ--------- ს------–---–ი, რე---- რ---–---–ი და და---- კ----–----ე დასხდნენ მაგიდასთან და დაიწყეს ლაპარაკი. საუბრისას და---- კ----–----ემ უთხრა მას, რომ მიეტოვებინა რე---- რ---–---–ი და მას გაჰყოლოდა, რაზეც არ დათანხმდა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა და---- კ----–----ემ თქვა, რომ თუ ეკ--------- ს------–---–ი არ გაჰყვებოდა, მასაც მოკლავდა, მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა, ხოლო მუქარის შემდეგ წამოდგა მაგიდიდან, ოთახში გაიარა და კონკრეტულად ვინმეზე დამიზნების გარეშე იატაკის მიმართულებით სცადა იარაღიდან გასროლა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა. ამის შემდეგ და---- კ----–----ემ იარაღიდან მოხსნა ტყვიების ჩასადები მჭიდი და იარაღთან ერთად დადო მაგიდაზე. რე---- რ---–---–მა მაგიდაზე დადებული მჭიდიდან ამოიღო ტყვიები, რომელიც აშკარად ნამდვილი იარაღის არ იყო და დაცინვით მიმართა „ეს რა არის? ვინ გამოგატანა? რატომ მოიტანე? სირცხვილით ამით როგორ მოხვედიო? რა გეგონა ამით შემაშინებდიო? იცოდი მაინც, რომ ეს იარაღი იყო ყალბიო?“ ხოლო ამოღებული ტყვიები გადაყარა სახლის აივნიდან. აღნიშნულის შემდეგ ვითარება დამშვიდდა და რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დალიეს. და----მა რე---- რ---–---–ი დაპატიჟა ქალაქგარეთ მის აგარაკზე, რაზეც რე----ი დათანხმდა. თავად იყო აღნიშნულის წინააღმდეგი და და---- კ----–----ეს მოსთხოვა დაეტოვებინა მისი სახლი, ამასთან, თვითონვე მიაწოდა მის მიერ მოტანილი იარაღი. და---- კ----–----ე წინააღმდეგობას უწევდა მას და არ გადიოდა სახლიდან რე---- რ---–---–ის გარეშე, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა საპირფარეშოში. სწორედ ამ წინააღმდეგობისას და---- კ----–----ემ ორივე ხელის მაჯებზე უკბინა ეკ--------- ს------–---–ს, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მისი კივილის ხმაზე საპირფარეშოდან გამოსულმა რე---- რ---–---–მა ფიზიკურად გაიწია და---- კ----–----ეზე, მაგრამ და---- კ----–----ემ იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა რე---- რ---–---–ს სახის არეში და ამ წინააღმდეგობის მიუხედავად ეკ--------- ს------–---–მა და რე---- რ---–---–მა მოახერხეს მისი სახლის გარეთ გაყვანა და კარების ჩაკეტვა. რე---- რ---–---–ს იარაღის კონდახის დარტყმის შედეგად სახის არიდან სდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ფიზიკური დაზიანებების მიყენების ინციდენტს შეესწრო მისი მცირეწლოვანი შვილიც - მა----- რ---–---–ი. აღნიშნულის შემდეგ ეკ--------- ს------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ისევ და---- კ----–----ემ და სთხოვა სახლის ეზოში ჩასვლა საუბრის გასაგრძელებლად, რაზეც არ დათანხმდა, მაგრამ როდესაც და----მა უთხრა, რომ თუ არ ჩავიდოდა ეზოში, მის შვილს თა----- რ---–---–ს დახვდებოდა სკოლასთან და რასაც გააკეთებდა საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, შეეშინდა მართლა რაიმე არ დაეშავებინა მისი შვილისთვის და ჩავიდა ეზოში, სადაც და---- კ----–----ემ მოსთხოვა ეზოს ბნელ მხარეს გაყოლა. ეკ--------- არ გაჰყვა და გავიდა საცხოვრებელი კორპუსის იმ მხარეს, სადაც ხალხი მოძრაობდა. და----ი მას უკან გაჰყვა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც უთხრა, რომ მის საქციელს აღარ მოითმენდა და დაიწყო 112-ში დარეკვა, თუმცა და----მა წაართვა ტელეფონი და მოშორდა მას. ტელეფონის წართმევის შემდეგ ეკ--------- ს------–---–მა ქუჩაში გამვლელ უცხო მამაკაცს სთხოვა ტელეფონი, საიდანაც დარეკა 112-ში პოლიციის გამოძახების მიზნით და ინციდენტის შესახებ შეატყობინა ოპერატორს. აღნიშნულზე იქვე მოშორებით მყოფი და---- კ----–----ე მიუახლოვდა უცხო მამაკაცს და უსაყვედურა, რის შემდეგაც გაიქცა.

 

ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ეკ--------- ს------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2018 წლის 12 აპრილს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე წინამხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მი----- ლ----------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რე---- რ---–---–მა განმარტა, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მეუღლეს - ეკ--------- ს------–---–ს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ვინმე და---- კ----–----ესთან, რის თაობაზეც მოუყვა მეუღლემ, რომელსაც აპატია და განაგრძო მასთან ოჯახური თანაცხოვრება. 2018 წლის 11 აპრილს, ოჯახთან ერთად კ-----ის რეგიონიდან ქ. რ-------ის მიმართულებით მგზავრობისას, მის მეუღლეს - ეკ--------- ს------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და---- კ----–----ე და მოსთხოვა მასთან შეხვედრა. იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, როცა ის მარტო იმყოფებოდა სახლში - წამოწოლილი მისაღებ ოთახში, შევიდა მისი მეუღლე ეკ--------- ს------–---–ი, რომელსაც 2-3 წუთში შეჰყვა მისთვის უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო და---- კ----–----ე. ამ უკანასკნელმა მას მოთხოვა ადგომა, ვინაიდან, სალაპარაკო ჰქონდა. მიუხედავად მოთხოვნისა, ის არ ამდგარა საწოლიდან, თუმცა მოულოდნელად გაიგო იარაღის გადატენვის ხმა და და---- კ----–----ის გინება მისი მისამართით, რის გამოც წამოხტა საწოლიდან და მიმართა მას, თუ რა ნამუსით შემოდიოდა მის ოჯახში იარაღით, რის შემდეგაც ფიზიკურად გაიწია კიდეც, თუმცა ეკ--------- ს------–---–მა მოახერხა მათი დაწყნარება. და---- კ----–----ეს იარაღი გაეჭედა პირველივე გადატენისას, რა დროსაც იატაკის მიმართულებით სცადა გასროლა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ იარაღი იდო მაგიდაზე. მას აღნიშნული იარაღი დეტალურად არ დაუთვალიერებია და არც შეუფასებია რამდენად ვარგისი იყო გამოსაყენებლად, იარაღის მჭიდიდან ეკ--------- ს------–---–მა ამოიღო ტყვიები, რომლებიც თავად გადაყარა ეზოში მეუღლის მითითებით. დამშვიდების შემდეგ და---- კ----–----ემ ჯიბიდან ამოიღო არყის ბოთლი და დალიეს თითო ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც უყვებოდა მის მეუღლესთან არსებულ ახლო ურთიერთობაზე. გარკვეული დროის შემდეგ და---- კ----–----ემ იგი დაპატიჟა აგარაკზე სოფელ ფ---–------------ში, რაზეც დათანხმდა, თუმცა მისი მეუღლე კატეგორიული წინააღმდეგი იყო და და---- კ----–----ეს მოსთხოვა მათი სახლის დატოვება. თავად განერვიულებული გავიდა სამზარეულო ოთახში სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც სახლის შემოსასვლელი ოთახიდან შემოესმა მეუღლის ყვირილის ხმა, რომელიც და---- კ----–----ის სახლიდან გაგდებას ცდილობდა. გავიდა და მეუღლის დასაცავად გაიწია და---- კ----–----ეზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სახის არეში სამჯერ ჩაარტყა იარაღის კონდახი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად რე---- რ---–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2018 წლის 12 აპრილს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მი----- ლ----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მკვრივ ბლაგვ საგნად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა ის საგანი, რომელიც არ არის მჭრელი, მჩხვლეტავი, ბასრი, მჩეხავი, მჩხვლეტავ-მჭრელი და რომ პისტოლეტი განიხილება, როგორც მკვრივი ბლაგვი საგანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი------ წ-–---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 2-:00 საათზე ფეხით მოძრაობდა ქ.რ-------–- მე-1----------------ში მე-1------------- წინ, მე-1-------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას მიუახლოვდა აღელვებული გოგონა და სთხოვა ტელეფონით სარგებლობა. ის დათანხმდა და ათხოვა ტელეფონი. გოგონამ მისი კუთვნილი 5-------- ნომრიდან სავარაუდოდ დარეკა 112-ში, ვინაიდან გაიგონა გოგონას ლაპარაკი ტელეფონის გატაცების და პატრულის გამოძახების თაობაზე. ამ დროს მას ზურგის მხარიდან ჩაუარა მისთვის უცნობმა სუსტი აღნაგობის მამაკაცმა და მიაძახა თუ სად არეკინებდა. მოწმის განმარტებით მას არ დაუნახავს ის პირი ვინც ეს უთხრა და არც ამოცნობა შეუძლია.

 

მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ო----- ს---–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს, საღამოს დაახლოებით 2-:00 საათზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მის მეწყვილესთან ო---- ვ-------თან ერთად, რა დროსაც ქ. რ-------–-, შ-------ას N15-თან მათ ხელი დაუქნია მოქალაქემ და სთხოვა გაჩერება. ა/მანქანის გაჩერების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს პირი და დაადგინეს, რომ იყო და---- კ----–----ე, რომლის განმარტებით მას ქ.რ-------–-, მე-1----------------ში მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავე დღეს რადიო გადამცემის საშუალებით (რაციით) მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქ. რ-------–- მე-1----------------ში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ვინმე და---- კ----–----ემ იარაღის მუქარით ქალბატონს წაართვა ტელეფონი და განმცხადებლის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეჩერებული პირის მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით დარეკეს განყოფილების სამორიგეოში, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში მოვიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მოახდინეს და---- კ----–----ის დაკავება.

 

შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელმა გ------ ხ----–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს, რ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შემოსული შეტყობინებით, ეკ--------- ს------–---–ი აცხადებდა, რომ ქ. რ-------–-, მე-1----------------ში და---- კ----–----ე იარაღის მუქარით სთხოვდა მას თან გაყოლას, უარის მიღების შემდეგ გასტაცა მობილური ტელეფონი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამის შემდეგ განყოფილების სამორიგეოში საპატრულო პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, რომ ქ. რ-------–- შ-------ას გამზირი N15-ში შეჩერებული ჰყავდათ და---- კ----–----ე. ის გამომძიებელ ნ--- ტ---–--–---–თან ერთად გავიდა საპატრულო პოლიციის მიერ მითითებულ ადგილზე და მოახდინა და---- კ----–----ის დაკავება, რა დროსაც განუმარტა დაკავების საფუძველი და უფლებები. და---- კ----–----ეს დაკავებისას ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ან---- ჩ---–--ემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და---- კ----–----ეს პროკურორის დავალებით წარუდგინა ბრალი, ასევე მოწმის სახით გამოკითხა არასრულწლოვანი მა----- რ---–---–ი.

 

მოწმის სახით დაიკითხა შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელი თო------ გ------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 აპრილს რ-------ის საქალაქო სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მოწმის სახით გამოკითხა ეკ--------- ს------–---–ი და რე---- რ---–---–ი, ასევე გი------ წ-–---–---–ი. იმავე დღეს ქ. რ-------–- მე-1----------------ში, N1------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. 2018 წლის 12 აპრილს მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებული და---- კ----–----ე და მისგან მიღებული ინფორმაციის რეალიზების მიზნით (მობილური ტელეფონის და იარაღის გადაგდების ადგილას), მომდევნო დღეს ქ. რ-------–- მე-1----------------ში, N1------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც საქმისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი ნანახი ვერ იქნა. ასევე მოწმის სახით გამოკითხული ჰყავს ო----- ს---–--ე და ორივე დაზარალებულზე ეკ--------- ს------–---–ზე და რე---- რ---–---–ზე დანიშნული აქვს სამედიცინო ექსპერტიზები.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 აპრილს, ქ. რ-------–-, შ-------ას გამზირი N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა და---- კ----–----ე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს 22:20 საათიდან 22:41 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ.რ-------–-, მე-1----------------ში, N1------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.

 

2018 წლის 12 აპრილს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და---- კ----–----ის ჩვენების გადამოწმების მიზნით, რა დროსაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

და---- კ----–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ მას დაზარალებულ ეკ--------- ს------–---–თან აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ამ უკანასკნელის მეუღლე რე---- რ---–---–ი იმყოფებოდა პატიმრობაში. აღნიშნული ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო თვითონ რე---- რ---–---–ისთვისაც, რომელიც შემთხვევამდე უკავშირდებოდა მას ტელეფონზე და სთხოვდა შეხვედრას ქ.რ-------–- მე-1----------------ში მტკვრის სანაპიროზე, ამასთან საუბრისას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფებს. 2018 წლის 11 აპრილს, და---- კ----–----ე მობილურზე დაუკავშირდა ეკ--------- ს------–---–ს და უთხრა, რომ უნდოდა მის მეუღლესთან შეხვედრა. იმავე დღეს და---- კ----–----ე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეხვდა ეკ--------- ს------–---–ს და მოთხოვა რე---- რ---–---–ის ჩამოყვანა ეზოში სასაუბროდ. აღნიშნულზე ეკ--------- ს------–---–მა უარი განუცხადა და შესთავაზა მასთან ერთად ასულიყო სახლში დასალაპარაკებლად, რაზეც დათანხმდა. ეკ--------- ს------–---–ი გარეგნული შემოწმებით დაარწმუნა, რომ რაიმე სახის იარაღი თან არ ჰქონდა. სწრაფად აირბინა სართულები, სადაც გზად აიღო წინასწარ მე-4 სართულზე გადამალული აირის პისტოლეტი და ეკ--------- ს------–---–ს დაელოდა ბინის კართან. მას იარაღი უნდოდა თავდაცვის მიზნით, ვინაიდან ეგონა, რომ რე---- რ---–---–ი სახლში მეგობრებს დაახვედრებდა. სახლში პირველი შევიდა ეკ--------- ს------–---–ი, ხოლო თვითონ დაახლოებით 5-10 წუთში შეჰყვა. სახლში შესვლისას რე---- რ---–---–ი იყო ფეხზე. მან იარაღი შესვლისთანავე ამოიღო და სახლის ოთახები გადაამოწმა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სახლში მათ გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა და როდესაც დარწმუნდა ამაში, იარაღი დადო მაგიდაზე და დაჯდა მათთან სასაუბროდ. მაგიდასთან საუბრისას რე---- რ---–---–თან ერთად დაიწყო დალევა, რა დროსაც დეტალურად მოუყვა მისი და ეკ--------- ს------–---–ის ურთიერთობის შესახებ და ბოლოს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რის გამოც მათ მოუვიდათ კამათი და ჩხუბი. კამათის დროს ეკ--------- ს------–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას და და---- კ----–----ის სახლიდან გაყვანას. ამ დროს ეკ--------- ს------–---–ს გაკავებული ჰქონდა და---- კ----–----ის ხელები, რითაც არ აძლევდა საშუალებას დაეცვა თავი რე---- რ---–---–ისგან, რომელიც მას ურტყამდა. და---- კ----–----ემ თავდაცვის მიზნით ხელებზე უკბინა ეკ--------- ს------–---–ს, რათა თავი დაეხსნა და რე---- რ---–---–ს სახის არეში ჩაარტყა იარაღის კონდახი, რის შედეგადაც რე---- რ---–---–ს სახის არიდან წამოუვიდა სისხლი, რის შემდეგაც დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი და ჩავიდა ეზოში, საიდანაც დაურეკა ეკ--------- ს------–---–ს და მოსთხოვა ჩასულიყო მასთან. დაახლოებით 05 წუთში ეკ--------- ს------–---–ი ჩავიდა ეზოში, სადაც მოსთხოვა, მისთვის თავის დანებება და ისევ სახლში ასვლა, რათა დარწმუნებულიყო, რომ რე---- რ---–---–ს მისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად არ ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგო----ეობა. ეკ--------- ს------–---–ი არ დათანხმდა აღნიშნულს და პოლიციაში დასარეკად ამოიღო ტელეფონი, რომელიც და---- კ----–----ემ წაართვა, თუმცა ამის მიუხედავად ეკ---------მ უცნობი მამაკაცისგან ნათხოვარი ტელეფონით მაინც შეძლო პოლიციაში დარეკვა. რის შემდეგაც ის გაცილდა შემთხვევის ადგილს და გავიდა შ-------ას მოედანზე, სადაც თვითონ გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და უამბო მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ და---- კ----–----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა ორი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ და---- კ----–----ემ დაზარალებულებს ეკ--------- ს------–---–ს და რე---- რ---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ რე---- რ---–---–ს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე თვალ-ბუდის მიდამოში, რაც განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება ეკ--------- ს------–---–ს, მას სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა ორივე წინამხრის მიდამოში.

 

აღსანიშნავია, რომ და---- კ----–----ემ არ უარყო დაზარალებულებისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, განმარტა, რომ ეკ--------- ს------–---–ს უკბინა ხელებზე, ხოლო რე---- რ---–---–ს ჩაარტყა იარაღის კონდახი სახეში, თუმცა, მისი ქმედებები დაუკავშირა თავდაცვას, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

კონფლიქტის წარმოშობის განსხვავებულ საფუძველს უთითებენ დაზარალებულები. ეკ--------- ს------–---–ის ჩვენების თანახმად, როდესაც ცდილობდა და---- კ----–----ის სახლიდან გაგდებას, ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას უწევდა მას და რე---- რ---–---–ის გარეშე არ გადიოდა სახლიდან. სწორედ ამ წინააღმდეგობისას და---- კ----–----ემ ორივე ხელის მაჯებზე უკბინა მას, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მისი კივილის ხმაზე საპირფარეშოდან გამოსული რე---- რ---–---–ი ფიზიკურად გაიწია და---- კ----–----ეზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყა რე---- რ---–---–ს სახის არეში. ეკ--------- ს------–---–ის ხმაზე გასვლის ფაქტს ადასტურებს რე---- რ---–---–იც. მისი ჩვენებით, სახლის შემოსასვლელი ოთახიდან შემოესმა მეუღლის ყვირილის ხმა, რომელიც და---- კ----–----ის სახლიდან გაგდებას ცდილობდა, ის გავიდა და მეუღლის დასაცავად გაიწია და---- კ----–----ეზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სახის არეში სამჯერ ჩაარტყა იარაღის კონდახი, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულების ჩვენებებთან სრულ შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ ის იმყოფებოდა მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, და---- კ----–----ის ქმედება როგორც დანაშაულამდე, ისე მის შემდეგ, დაზარალებულების ჩვენებებთან ერთად მეტყველებენ, რომ და---- კ----–----ის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი. თავად მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ეკ--------- ს------–---–ს. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა და---- კ----–----ის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება და---- კ----–----ის განმარტება, რომ მის მობილურ ტელეფონში არსებული სმს შეტყობინებები წაიკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელი შეტყობინებებიც დაადასტურებდა, რომ რე---- რ---–---–ი თავად თხოვდა შეხვედრას მას. მხარეს მტკიცებულების სახით არ წარმოუდგენია და---- კ----–----ის ტელეფონი ან მასში არსებული ინფორმაცია. ის გარემოება, რომ და---- კ----–----ემ პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა კონფლიქტის ფაქტი, არ წარმოადგენს მის გამართლების საფუძველს. და---- კ----–----ისთვის მანამდე ცნობილი იყო, რომ ეკ--------- ს------–---–მა უცხო პირის ტელეფონით დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება, შესაბამისად, ამის შემდეგ განხორციელებული მისი ქმედება არ მიუთითებს მის უდანაშაულობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება რე---- რ---–---–ის მიერ და---- კ----–----ეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა, ან ასეთი შეურაცხყოფის მიყენების საფრთხის არსებობა, რის შემთხვევაშიც შესაძლოა და---- კ----–----ე აღმოჩენილიყო თავდაცვის რეჟიმში და თავდასხმის მოსაგერიებლად გამოეყენებინა პროპორციული ძალისხმევა.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. ამავე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია, რომ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს. ასეთი შედეგის არსებობის შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, არამედ 120-ე მუხლით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეკ--------- ს------–---–მა, ისე რე---- რ---–---–მა მიუთითეს, რომ და---- კ----–----ის ქმედებით მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ და---- კ----–----ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება რ-------ის საქალაქო სასამართლოს და მიაჩნია, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და---- კ----–----ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ და---- კ----–----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 11 აპრილს, ეკ--------- ს------–---–ის ოჯახში და---- კ----–----ე მივიდა იარაღით, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საკმარისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

 

აღსანიშნავია, რომ მუქარის ნაწილში დაზარალებულთა ჩვენებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეკ--------- ს------–---–ის ჩვენების თანახმად, საუბრისას და---- კ----–----ემ მოსთხოვა მას რე---- რ---–---–ის მიტოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მასაც მოკლავდა, მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა. საგულისხმოა, რომ მსგავსი ან სხვა შინაარსის მუქარის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება დაზარალებულ რე---- რ---–---–ის ჩვენებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულების ჩვენებები წინააღმდეგობრივია ასევე და---- კ----–----ის მიერ იარაღიდან გასროლის მცდელობის ფაქტთან მიმართებაშიც. ეკ--------- ს------–---–ი უთითებს, რომ მუქარის შემდეგ და---- კ----–----ე წამოდგა მაგიდიდან, ოთახში გაიარა და კონკრეტულად ვინმეზე დამიზნების გარეშე იატაკის მიმართულებით სცადა იარაღიდან გასროლა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა, რის შემდეგაც და---- კ----–----ემ იარაღიდან მოხსნა ტყვიების ჩასადები მჭიდი და იარაღთან ერთად დადო მაგიდაზე. რე---- რ---–---–ის ჩვენებით, და---- კ----–----ეს იარაღი გაეჭედა პირველივე გადატენისას, რა დროსაც იატაკის მიმართულებით სცადა გასროლა, თუმცა უშედეგოდ, მას შემდეგ იარაღი იდო მაგიდაზე. მოწმის ჩვენებით, და---- კ----–----ემ მართალია მოახდინა იარაღის დამუხტვა, დემონსტრირება და რე---- რ---–---–ის მისამართით შეგინება, თუმცა არ გამოუხატავს მუქარა.

 

ბრალდების მხარე განმარტავს, რომ სასამართლომ ყურადღება მიანიჭა უმნიშვნელო ასპექტს, ამასთან, რატომღაც მოითხოვა რე---- რ---–---–ისგან იმის ცოდნა თუ რა მომენტში შეეშინდა მუქარის ეკ--------- ს------–---–ს და მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა რე---- რ---–---–ის ჩვენება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მუქარის ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, და---- კ----–----ეს იარაღი არ მიუმართავს არც ერთი დაზარალებულისკენ. სწორედ დაზარალებულთა ჩვენებებმა და განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობაში. თავად დაზარალებული ეკ--------- ს------–---–ი აცხადებს, რომ და---- კ----–----ემ ამოიღო იარაღი, გადატენა და თქვა, რომ არავინ ახლოს არ მისულიყო, დამჯდარიყვნენ და ელაპარაკათ. საუბრისას და---- კ----–----ემ უთხრა მას, რომ მიეტოვებინა რე---- რ---–---–ი და მას გაჰყოლოდა, რაზეც არ დათანხმდა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა და---- კ----–----ემ თქვა, რომ თუ ეკ--------- ს------–---–ი არ გაჰყვებოდა, მასაც მოკლავდა, მის მეუღლესაც და თავსაც მოიკლავდა, ხოლო მუქარის შემდეგ წამოდგა მაგიდიდან, ოთახში გაიარა და კონკრეტულად ვინმეზე დამიზნების გარეშე იატაკის მიმართულებით სცადა იარაღიდან გასროლა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა. ამის შემდეგ და---- კ----–----ემ იარაღიდან მოხსნა ტყვიების ჩასადები მჭიდი და იარაღთან ერთად დადო მაგიდაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ რე---- რ---–---–მა მაგიდაზე დადებული ტყვიების მჭიდიდან ამოიღო ტყვიები, რომელიც აშკარად ნამდვილი იარაღის არ იყო და დაცინვით მიმართა თუ რა იყო ეს და სირცხვილით როგორ მივიდა ამით, ხოლო ამოღებული ტყვიები გადაყარა სახლის აივნიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტებს საერთოდ არ ადასტურებს მეორე დაზარალებული რე---- რ---–---–ი. გარდა იმისა, რომ მას საერთოდ არ დაუდასტურებია ეკ--------- ს------–---–ის ჩვენება მუქარის ნაწილში, ასევე უარყო იარაღის დეტალურად დათვალიერება და ვარგისიანობის შეფასება, ხოლო იარაღის მჭიდიდან ტყვიების ამომღებ პირად დაასახელა ეკ--------- ს------–---–ი. გარდა აღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ასეთი მუქარის არსებობის შემთხვევაშიც კი დაზარალებულები არ მიუთითებენ რაიმეს განცდილ შიშთან მიმართებაში, მუქარის რეალურად აღქმის თაობაზე, რაც აღნიშნული დანაშაულის აუცილებელი შემადგენლობაა.

 

პალატისთვის არადამაჯერებელია საფუძვლიანი შიშის განცდა ასევე იმ პირობებში, როდესაც რე---- რ---–---–მა და და---- კ----–----ემ ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ და---- კ----–----ემ რე---- რ---–---–ი დაპატიჟა აგარაკზე და ა.შ..

 

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30).

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეულ იმ არგუმენტს მიაქცია ყურადღება, რაზეც აპელირებდნენ მხარეები და რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაც.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ და---- კ----–----ემ ჩაიდინა ორი პირის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გარდა ამისა, რეციდივის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დანიშნულ სასჯელს პალატა მიიჩნევს სამართლიანად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ და---- კ----–----ის და რ-------ის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენი.

 

და---- კ----–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და---- კ----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

და---- კ----–----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 11 აპრილიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე