განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018002678350
საქმე #2/ბ-1193-18წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: მ------- მ------
მოწინააღმდეგე მხარე: ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–--------, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 16 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------- მ-------, მოპასუხეებად დაასახელა ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–-------- და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო და მოპასუხეთა შორის დადებული, 2016 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, მ------- მ------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 177-178-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფა არ იყო შევსებული თანმიმდევრულად და სრულად, კერძოდ:
1) სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ფ-------- ს------- წინააღმდეგ, რომელიც განიკარგა ამჟამინდელი მოპასუხეების სასარგებლოდ.
2) სარჩელიდან კონკრეტულად არ ირკვეოდა, ძალაში იყო, თუ არა, პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხოლო, თუ იგი ძალაში იყო, ამ პირობებში გაუგებარს წარმოადგენდა, როგორ მიიღწეოდა წინამდებარე სარჩელით განსაზღვრული დავის საგნის იურიდიული შედეგი.
სასამართლომ, მოსარჩელეს განუმარტა, რომ მას, ეტაპობრივად უნდა გაევლო სამართლებრივი გზები, კერძოდ, პირველ რიგში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის ხელშეკრულება (ხელშეკრულებები), რომელიც წინ უძღვოდა 2016 წლის 22 ივლისის სადავო ხელშეკრულებას, ასევე, დავის განხილვისას, მოპასუხედ დასახელებული უნდა იქნენ ხელშემკვრელი მხარეები - გამყიდველი და მყიდველი.
წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე არ დავობდა ყველა ხელშეკრულებაზე და ისე მოითხოვდა 2016 წლის 22 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომ სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს ვერ ასაბუთებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ------- მ-------, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი შედგენილია და პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მასში სრულყოფილად და თანმიმდევრულად არის ასახული მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებები, ფაქტის დასადასტურებლად საკმარისია, თუ არა, ეს საკითხი სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე არ უნდა გადაწყდეს.
დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებული აქვს, რომ ფ-------- ს------- წინააღმდეგ დავა უკვე მიმდინარეობს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის- პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ასევე წარდგენილი აქვს სარჩელი შემდგომი მესაკუთრის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც ზუგდიდის რაონული სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული, რაზედაც ამჟამად, საქმის წარმოება შეჩერებულია.
შესაბამისა, დასტურდება, რომ სასამართლოში სარჩელი წარდგენილი აქვს თანმიმდევრობის დაცვით და თანმიმდევრობით დაობს ყველა ხელშეკრულებაზე.
წარმოდგენილი სარჩელით, მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების და სარჩელით მოთხოვნილი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში, მას როგორც დაინტერესებულ პირს წარმოეშობა უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ვალდებულება ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეგისტრაცია.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იურიდიული ინტერესი არის, არა მხოლოდ ადამიანის ცნობიერების შედეგი, არამედ საზოგადოებაში არსებული რეალური მოვლენა, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს.
სწორედ, მოპასუხეთა მიერ, სადავო გარიგების დადებით ხელყოფილ იქნა მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების განხრციელების შესაძლებლობა, რითაც მომავალში დარღვეული იქნა მისი უფლებები.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ მ------- მ------- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადენილია, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ------- მ-------, მოპასუხეებად დაასახელა ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–-------- და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო და მოპასუხეთა შორის დადებული, 2016 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, მ------- მ------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ------- მ-------, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს ,,ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი”.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს იურიდიული ინტერესი ასეთი აღიარების მიმართ. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე.
ამდენად, აღიარებითი სარჩელი აღიძვრება, მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლელობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.
აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.
როგორც მ------- მ------- სარჩელის შინაარსით და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, მოსარჩელის მიზანია, ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 22 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ერთი მხრივ, დ---- ჯ--–--------სა და მეორე მხრივ ჟ----- კ-----–---–--ს, მ--------- ქ----------ს, ბ------ კ-----–---–--ს და საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, ხოლო ასეთი აღიარების მიმართ იურიდიულ ინტერესად მითითებულია, ფ-------- ს------- მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის მითითება მიზნად ისახავს, რომ მას მოჰყვეს კონკრეტულად ის შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს უნდა მოპასუხესთან მიმართებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ირკვევა.
რაც შეეხება მ. მ------- მითითებას მასზედ, რომ ამ სარჩელის პირობებში მას, როგორც დაინტერესებულ პირს წარმოეშობა უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ვალდებულება ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეგისტრაცია-ბუნდოვანია, ვინაიდან რა უფლება შეიძლება წარმოეშვას მ. მ------ს, მითითებული არ არის.
გარდა ამისა, წარმოდგენილი სარჩელით, ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო, თუმცა სარჩელში დაფიქსირებული არ არის სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მოპასუხის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (საიდენტიფიკაციო ნომერი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით...
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ------- მ------- სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი, აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------- მ------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე