განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #120100118002623935
საქმე №1ბ/1554-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო--------------ის
მსჯავრდებულ: ე-–---------------–-ს
ადვოკატ: მ-------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე-–---------------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, მ-------------–--ის და ი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------- მსჯავრდებულ ე-–---------------–-ს დაბადებულის 1----–-–------------ორჯომში, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ--------------------------------–-----------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ- ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე-–---------------–მა 2018 წლის 9 აგვისტოს დაახლოებით 02:00 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დ----------–-----–-----------------------------–- თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, მეუღლეს ნ-------–---ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, - ორივე ხელი ძლიერად წაუჭირა კისერში, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად შემოარტყა მარჯვენა მხარეს გულ-მკერდის არეში, ეზოში გაქცეული დაიჭირა და აივნის რკინის ბოძზე არტყმევინა თავი, სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავში და ითრია თმით, რითაც ნ-------–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
ე-–---------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ე-–---------------–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა,სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 9 აგვისტოდან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–---------------–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა მ-------------–--ემ და ი----------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება დაუსაბუთებლობის მოტივით. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ე-–---------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი ე-–---------------–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-------–----ს, მოწმეების - ა---------–-------------–-----–-–---–---------------------–------------------------------–-----------–--- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ე-–---------------–-ს მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე-–---------------–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ იმ საფუძვლებით, რომ ე-–---------------–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და დაზარალებულთან არის შერიგებული, ასეთს პალატა არ იზიარებს. სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგრც დაზარალებულის გამოიკითხვის ოქმიდან ირკვევა ე-–---------------–მა მეუღლის მიმართ ძალადობა მეზობლის თვალწინ განახორციელა, რითაც კიდევ უფრო დაამცირა მისი პატივი და ღირსება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზიანების მისაყენებლად მსჯავრდებულმა სხვა საშუალებასთან (ხელი) ერთად გამოიყენა სხვა ძალადობრივი მეთოდები, როგორიც იყო რკინის ბოძზე თავის ძლიერად მირტყმა, რომლის შემდეგაც დაზარალებულმა ნ-------–---ემ გონება დაკარგა, ასევე თმით თრევა და ხელების ყელში მოჭერა. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ, როგორც დაზარალებული მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, კონკრეტულ შემთხვევამდე თანაცხოვრების პერიოდში, მისი მეუღლე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ე-–---------------–ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, პალატა კვლავ უბრუნდება დაზარალებულის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე-–---------------–- სწორედ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არასრულწლოვანთა ფსიქიკისათვის განსაკუთრებული ზიანის მომტანია. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ე-–---------------–- წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან/არასრულწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს (დაზარალებული ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მეუღლე აიძულებდა თავის ჭკუაზე სიარულს, წინააღმდეგ შემთხევაში ემუქრებოდა მოკვლით). მართალია, ე-–---------------–-ს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული (რაზედც აპელირებს დაცვის მხარე), მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე-–----------------–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე-–----------------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე-–---------------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების, მ-------------–--ის და ი----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე-–----------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე-–----------------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.
ე-–---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 9 აგვისტოდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე-–---------------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი