განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2018
საქმის ნომერი
330310017002143030
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002143030

საქმე №3ბ/2293-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ა---------–-------ე;

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 22 აპრილის N------- წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ინდ.მეწარმე ა---------–-------ეს აცნობა, რომ ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და 2012 წლის 17 სექტემბრიდან მისი არამართლზომიერად სარგებლობისათვის ვალდებული იყო, გადაეხადა შესაბამისი საფასური „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 73);

 

2.2. 2015 წლის 22 აპრილის N------- წერილის პასუხად 2015 წლის 4 მაისის წერილით ა---------–-------ემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N---ში მდებარე ქონება 2008 წლიდან „ჰ---–------------------–--------------------------“ საკუთრებას წარმოადგენდა და მისი ტერიტორიისა და ნაგებობის სარგებლობისათვის საიჯარო ქირასაც აღნიშნული გაერთიანება იღებდა (ს.ფ. 22).

 

2.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ა---------–-------ის მიმართ ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში დმებარე, N---------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით სარგებლობის გამო 55893 ლარის გადახდის მოთხოვნით სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 25 ოქტომბერს (ს.ფ. 22).

 

2.4. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა---------–-------ე ფლობდა ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- უძრავი ქონების კონკრეტულ ნაწილს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მის მიერ მითითებული გარემოებების - ა---------–-------ის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად ფოტოსურათები წარმოადგინა და განმარტა, რომ მფლობელობის ფაქტის დასტურდება, ასევე, ა---------–-------ის 2015 წლის 4 მაისის განცხადებით. სასამართლო სხდომაზე ა---------–-------ემ განმარტა, რომ მისი მხრიდან სარჩელით გათვალისწინებული უძრავი ქონებით სარგებლობას ადგილი არ ჰქონია (2018 წლის 26 მარტის სხდომის ოქმი). სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ა---------–-------ის 2015 წლის 4 მაისის განცხადების (ს.ფ. 22) შინაარსიდან ირკვევა, რომ ა---------–-------ე ფლობდა N---------------- უძრავი ქონების ნაწილს, მით უმეტეს, ვერც ფოტოსურათები ჩაითვლება საამისო მტკიცებულებად (ს.ფ. 18).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლის მიხედვით, განმარტა, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა რომ, მოსარჩელის მიერ ვერ დაადასტურა რომ ა---------–-------ე ფლობდა ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- უძრავი ქონების ნაწილს, ამდენად, შესაბამისი მფლობელობის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ 2014 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნა წარმოდგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას, სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე მუხლებით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეფასების გარეშე დატოვა რიგი მტკიცებულებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო ის კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა მაგრამ არასწორად განმარტა. რის გამო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს. იგი ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

დადგენილია რომ მოსარჩელის მიერ ვერ დაადასტურა ია ფაქტი, რომ ა---------–-------ე ფლობდა ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- უძრავი ქონების ნაწილს, ხოლო შესაბამისი მფლობელობის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნა პალატას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 04 მაისით დათარიღებულ განცხადებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 22 აპრილის N------- წერილის პასუხად 2015 წლის 4 მაისის წერილით ა---------–-------ემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N---ში მდებარე ქონება 2008 წლიდან „ჰ---–------------------–--------------------------“ საკუთრებას წარმოადგენდა და მისი ტერიტორიისა და ნაგებობის სარგებლობისათვის საიჯარო ქირასაც აღნიშნული გაერთიანება იღებდა. იმავე განცხადებაში განმარტებულია რომ მას ,,ბ-------–------------------–--ს“ დირექტორისაგან ჰქონდა ნებართვა ქვეიჯარის გამოყენების თაობაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ სადავო ფართი არ იყო ,,მეიჯარის“ საკუთრება ამის თაობაზე ი/მ ა---------–-------ე ინფორმირებული არ ყოფილა (ს.ფ 22).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საიჯარო ხელშეკრულებას, რომლითაც დგინდება, რომ საიჯარო ხელშეკრულება ნამდვილად დადებული იქნა შპს ბ-------–------------------–--სა და ი/მ ა---------– კ-----ეს შორის, ხოლო საიჯარო ხელშეკრულება ყოველწლიურად იდებოდა უძრავ ქონებაზე ს/კ------------------ (ს.ფ. 84-87). ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა---------–-------ე ფლობდა ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- უძრავი ქონების კონკრეტულ ნაწილს.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ა---------–-------ის მიმართ ქალაქ თბილისში, გ-------------ს გამზირი N--/ ა-–------------------ის გამზირი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით სარგებლობის გამო 55893 ლარის გადახდის მოთხოვნით სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 25 ოქტომბერს (ს.ფ. 22, 133-136).

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდთან დაკავშირებული მოთხოვნა წარმოდგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას, სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე მუხლებით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა