განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
200100118002624327
ინსტანცია
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002624327

საქმე №1/ბ-1539-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: შ------------ს,მსჯავრდებულ: ა---------------–---–ის,ადვოკატ: მ--------------–---–ის,მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-------- და ა---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 0----------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ქ----------------------------------- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე -6 ნაწილებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ა---------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 41-ე,43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 03 (სამი) წლის ვადით.

 

ა---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 ივლისს დეკემბერს, მთვრალი ა---------------–---–ი მართავდა“ს----------–-----ს“ ავტომობილს სახელმწიფო ნომრით T-------- და გადადგილდებოდა ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით, რა დროსაც თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი. მას გაცნობიერებული ჰქონდა რა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის ხსენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და გადავიდა გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში, რა დროსაც შეეჯახა მ-----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფ „ო---–--------ს“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით M--------- შემდეგ შეეჯახა საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ კაკლის ხეს. შედეგად, ა---------------–---–ის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი მ------------------ი გარდაიცვალა, ხოლო მგზავრმა უ------------ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა და ა---------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------–---–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ცვლილებების შეტანა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დაზარალებულის მხრიდან არსებული პრეტენზია და შეუფარდა სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმი. დაცვის მხარე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძვლად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მან დაზარალებულებს მოუხადა ბოდიში. შერიგებულია დაზარალებულ უ------------ესთან და იგი არ მოითხოვს მის მკაცრად დასჯას. დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან გ-------------------თან მიუხედავად მსჯავრდებულის სურვილისა ვერ მოახერხა მასთან შერიგება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ უ------------ის ჩვენებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გ-------------------ის ჩვენებით მოწმეების: მ-----------------–---–-------------------–---–--------------------–---–------------------–---–-- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და დაცვის მხარის მოთხოვნას ა---------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება ა---------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-------- და ა---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

ა---------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 03 (სამი) წლით ჩამოერთვას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ა---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ა---------------–---–ს სასჯელი მოხდის ვადის ათვლა დაწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „ს--------ს“ სალონიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და სისხლისმაგვარი ლაქები, ავტომანქანა „ო---–-ს“ სალონიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ა---------------–---–ის სისხლის ნიმუში, უ------------ის სისხლის ნიმუში, მ------------------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შშს თელავის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ავტომანქანა “ს--------“, სახელმწიფო ნომრით T-------- და ავტომანქანა „ო---–-“ სახელმწიფო ნომრით M--------- რაც მოთავსებულია ქ. თელავში, ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, უ------------ის ტანსაცმელი, ა---------------–---–ის ტანსაცმელი, ნ-------–------ის ტანსაცმელი, მ-----------–-–---–ისა და მ------------------ის ტანსაცმელი, რაც ინახება შშს თელავის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი